დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016127 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2012 - 11/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 17066.9 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 12166.9 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2600.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15,207.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 8.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1698.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2098.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 161.7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 161.7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 286.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 145.0 ათასი ლარი; |
გ)
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ და „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 21,0 ათასი ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები |
მუხლი 16.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვის სამსახურის ტექნიკური ინვენტარით და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსების ფარგლებში კომუნალური პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სიცოცხლის დაზღვევა. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ხანძრების და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სახანძრო დაცვის სამსახურს ტექნიკური ინვენტარით და სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვას, პერსონალისათვის სათანადო წვრთნების ჩატარებას მათი პროფესიული დონის ასამაღლებლად და ასევე უზრუნველყოფს პერსონალის სიცოცხლის დაზღვევას. 1.2. თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა და წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართლება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა. გორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქ. გორში ცენტრალური ქუჩების დახაზვა, სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, დამატებით შუქნიშნების მოწყობა ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე და მიწისქვესა გადასასვლელების რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია, ქ. გორში ცენტრალური ქუჩების დახაზვა, სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, დამატებით ერთი შუქნიშნის მოწყობა და ასევე გათვალისწინებულია სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოვლა-შენახვა და ქალაქის ქუჩების ორმოული შეკეთება.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების და ქუჩებში შეფერხებული მოძრაობის თავიდან აცილების მიზნით ტექნიკური მარილის შეძენა და ქუჩების დამუშავება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, საკადასტრო რუკების მომზადება, გორის მუნიციპალური და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურული პროექტების და ამხანაგობების თანადაფინანსება.
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩების, შენობების, ხიდების, შადრევნების განათების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. დაგეგმილია მტკვრის, მეჯუდის, ლიახვის ხიდების განათების ექსპლოატაცია და ასევე თეატრის სკვერის, ჭალის, კვერნაკის, ვოლოგდის დასახლებების, ნადირაძის ქუჩის, რომელაშვილების სახელობის ცენტრალურ შადრევანთან, ბარათაშვილის, რუსთაველის, შიოს წყაროსთან სკვერების განათებების ექსპლოატაცია. ქალაქის იერსახის შენარჩუნების და შემდგომი გაუმჯობესებისათვის გათვალისწინებულია შენობების და ნაგებობების დეკორატიული განათების მოწყობა-ექსპლოატაცია.
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ურნების გათავისუფლება და სანიტარული დამუშავება (პერიოდულად), ცენტრალური ნაგავსაყრელის მოვლა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. გორში სამეფოს, გურამიშვილის, დ. ამილახვრის, თამარ მეფის, აღმაშენებლის, ქ. წამებულის, ბაგრატიონის, ნინოშვილის, მელიქიშვილის, შარტავას, ეკ.ჯუღაშვილის, კახნიაშვილის, სტალინის, კეცხოველის, გაბაშვილის, გორიჯვრის, თრიალეთის და სხვა ქუჩების მიმდებარე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები (15 დღეში ერთხელ).
განხორციელდება დევნილთა დასახლებებში სასმელი წყლის ჭაბურღილების ფუნქციონირებისათვის საჭირო ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება გორის მუნიციპალიტეტის მიერ.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერგნეთის სარწყავი არხის ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულების დაფინანსება. ასევე სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის პროექტების ხელშეწყობის დაფინანსება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით და მათი ექსპლოატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა.
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პრობლემების და მოთხოვნილებების შესწავლის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის განსახორციელებელი პროექტებისათვის თანხების მოძიების, დემოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურ სკითხებზე გამოკითხვების ჩატარების, ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის მიერ საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზის, უცხოურ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების და განვითარების სხვა პროგრამების შემუშავების მიზნით დაგეგმილია სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფა სუბსიდირების გზით. რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების და შემდგომში პრობლემის გადაჭრის მექანიზმის შექმნის მიზნით გორის მუნიციპალიტეტი აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანადაფინანსებით წაახალისოს ყველა ის ორგანიზაცია (საბიუჯეტო, არასამთავრობო, სათემო, არარეგისტრირებული კავშირი, არასამეწარმეო და სხვა), რომელიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენს წილობრივ თანადაფინანსებას პროექტის განხორციელებისათვის.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსება. თანადაფინანსების შემთხვევაში აღნიშნული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მრავალსართულიანი სახლების, ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათი მიმდებარე ფართობების ინფრასტრუქტურის განვითარებას. გარდა ამისა ქვეპროგრამით იგეგმება ბინათმესაკუთრეთა ამხაგაგობების თავმჯდომარეთა სტიმულირებისათვის შრომის ანაზღაურება.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის გამწვანებისთვის და ქარსაცავი ზოლის მოწყობისათვის საჭირო ნერგების გამოყვანა, დაკალმვა და ნიადაგის მოვლა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა-შენახვა და რეკონსტრუქცია, ასევე შადრევნების, მოსაცდელების, მემორიალური დაფების, ეზოების, სპორტული მოედნების მოვლა-შენახვისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები.
წინა საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად ქალაქ გორის გაფორმების სამუშაოების უზრუნველყოფა კერძოთ: ხელოვნური ნაძვისხის მონტაჟი და დემონტაჟი, შენობებზე, ხის ვარჯებზე და ქუჩებში გაბმულ სადენებზე სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათების მოწყობა და დემონტაჟი.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შადრევნების გაწმენდა და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკვერების და გაზონების მოვლა, ახალი მწვანე ნარგავების შეძენა, დარგვა და გამწვანების ზოლებში სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება და საჭიროების შემთხვევაში სკვერების რეკონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია დაზიანებული ხეების გასხვლა-გადაბელვის სამუშაოები.
გათვალისწინებულია ქალაქ გორის ტერიტორიაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოსაცდელების მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაცია.
გათვალისწინებულია ქალაქ გორის ტერიტორიაზე დაზიანებული მწვანე ნარგავების ახლით შეცვლა.
გათვალისწინებულია ქ. გორში კეცხოველის ქუჩის №24-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოეწყოს გიორგი კარელიძის მემორიალური დაფა მისი სახელის უკვდავსაყოფად.
დაგეგმილია სპორტული მინი მოედნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებების დაფინანსება.
გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესის გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს, ასევე აუცილებელ შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილია ზემოთაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოოპერატივების ხელშეწყობა. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 46 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 2500 ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება გათვალისწინებულია ვაუჩერული სისტემით, კერძოდ: 1-დან 25 ბავშვის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 50 ლარი თვეში, ხოლო ყოველ მომდევნო ბავშვზე 30 ლარი თვეში. იმ საბავშვო ბაღებში სადაც 10 ბავშვი ირიცხება ნაცვლად 440 ლარისა აუნაზღაურდება 660 ლარი. ვაუჩერის მთლიანი ოდენობა აუნაზღაურდება იმ შემთხვევაში თუ მშობლის მიერ გადახდილი იქნება დაწესებული გადასახადის სრული ოდენობა. ნახევარის გადახდის დროს აუნაზღაურდება ნახევარი ვაუჩერი. აღნიშნული ქვეპროგრამით გორის მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სპორტული ცენტრის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოღვაწეობს მრავალი წარმატებული ადამიანი, რომელთა საქმიანობა მიმართულია სპორტული ცხოვრებისაკენ. გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჭიდაობის, კრივის და ფეხბურთის სფეროში წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების გარკვეული თანხით წახალისება. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური სასპორტო, კრივის სპეციალიზირებული და საჭიდაო კომპლექსური სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. სკოლებში 950- მდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კალენარულ ტურნირებში და აღწევენ მაღალ შედეგებს. ასევე გათვალისწინებულია კრივის სკოლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება.
4.1.3 საჭიდაო დარბაზის მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 03) სპორტული ტრადიციებიდან გამომდინარე დაგეგმილია ქალაქში ჭალის დასახლების ტერიტორიაზე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა,რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო ტრადიციების შენარჩუნებას, არამედ გაზრდის ამ სახეობის სპორტსმენთა რაოდენობას და სპორტულ შედეგებს. 4.1.4 საცურაო აუზის რეაბილიტაცია და მოცურავე თანრიგოსან ბავშვთა სპორტული ჯგუფის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 06) ცურვის მიმართულებით გამორჩეული სპორტული მონაცემების მქონე მოზარდთა სპორტული წარმატებების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია მოცურავეთა სპორტული ჯგუფის დაფინანსება, რათა მათ ქონდეთ სათანადო სავარჯიშო პირობები საცურაო აუზზე. სპორტული ჯგუფი დაკომპლექტებულია 34 თანრიგოსანი მოზარდით. ასევე იგეგმება საცურაო აუზის რეაბილიტაცია. 4.1.5 საფეხბურთო კლუბი „დილა“ (პროგრამული კოდი 05 01 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საფეხბურთო კლუბი „დილას“ ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯების სუბსიდირება. საფეხბურთო კლუბი „დილასთან“ ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სპორტული სკოლა და სტადიონი, რომელთა მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ ცხოვრებაში, ინტელექტუალური და სპორტული დონის ამაღლება აღსაზრდელებში, პერსპექტიული სპორტსმენების მზადება ნაკრები გუნდებისათვის და სათამაშო სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება. 4.1.6 სპორტული ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 08) დაგეგმილია სპორტული ცენტრის სრულად აღჭურვა საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რათა სრულად განახორციელოს სპორტული ღონისძიებების და ცენტრალური სასპორტო სკოლის, საჭიდაო სკოლის, კრივის სკოლის და ტურისტული ცენტრი „ტონთიოს“ აღსაზრდელთა სხვა და სხვა ტურნირებში, ლაშქრობებში, ალპინიადებში და ჩემპიონატებში მონაწილეობის ორგანიზება. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს 6 სამუსიკო სკოლის და სამხატვრო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისათვის და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაფინანსებას წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების და ხელოვანების ხელშეწყობის მიზნით, რათა მათ შეძლონ შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. 4.2.2 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს 6 სამუსიკო სკოლის და სამხატვრო სკოლის დაფინანსებას, რითიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. სამუსიკო სკოლები დაკომპლექტებულია 850-მდე მოსწავლით, ხოლო სამხატვრო სკოლა 130-მდე მოსწავლით. ასევე იგეგმება სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაცია. 4.2.3 ბიბლიოთეკარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მიერ ინტელექ-ტუალური დონის ამაღლების, ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვისათვის ხელშეწყობა. ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და არსებული წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. 4.2.4 მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის და კულტურის სახლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ახალგაზრდებისათვის იმ ცოდნისა და ქცევის ნორმების შეძენას რაც უზრუნველყოფს მათ მზადყოფნას ყოველდღიური ცხოვრებისათვის, ხელს უწყობს მოზარდთა ინტერესების შესაბამიად სამეცნიერო-შემოქმედებითი, მოქალაქეობრივი და ესტეთიკური მიმართულებებით მოქნილი პროგრამების შემუშავება-განხორციე-ლებას და აქტიური ინტელექტუალური ახალგაზრდების გამოვლენას. ასევე პროგრამა ხელს უწყობს მოსახლეობის დადებითი განწყობის შექმნას დღესას-წაულების მიმართ, ქართული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას. ცენტრი უზრუნველყოფს სხვა და სხვა სადღესასწაულო დღეებში გასართობი სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზებას. 4.2.5 ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სხვა მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული საგანძურის დაცვას, სამუზეუმო ექსპონატების გამოფენას, მოძიებას, კვლევა - შენახვასა და სამეცნიერო შესწავლას. გარდა ამისა იგეგმება მუზეუმში 9 სახელოსნოს მოწყობა, საპირფარეშოს მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და სტალინის ძეგლის დადგმის ღონისძიებები. 4.2.6 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ცენტრის შენობის დაცვა. 4.2.7 მწერალთა სახლის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ლიტერატურული კონსულტაციების გაცემა, მწერალთა შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება, ლიტერატურული ნაშრომების პრეზენტაცია, მწერალთა შემოქმედების პოპულარიზაცია ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემების მეშვეობით, ასევე გათვალისწინებულია ლიტერატურული ჟურნალის ინტერნეტვერსიის მომზადება. 4.2.8 საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ადგილობრივი საინფორმაციო გაზეთის „გორის მაცნეს“ ყოველკვირეული გამოცემის ხელშეწყობას, რომელიც მოსახლეობას აცნობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, მიღწეულ წარმატებებს და სიახლეებს სხვადასხვა სფეროში. 4.2.9 გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა (პროგრამული კოდი 05 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების დაცვა. 4.2.10 კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობა და თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი აცხადებს მზადყოფნას ქართული და არაქართული, არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების განსახორციელებლად, რომელიც ემსახურება კულტურული სფეროს გაუმჯობესებას. 4.2.11 გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, თეატრალური ხელოვნების განვითარება და ტრადიციების აღორძინება. 4.2.12 მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ „გორის“ და ქალთა კამერული გუნდის ფინანსური ხარდაჭერა, რადგან მათ მიერ ხდება ქართული სამუსიკო ტრადიციების პოპულარიზაცია როგორც მთელ საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ჩატარებული მრავალი წარმატებული კონცერტის მეშვეობით. 4.2.13 კულტურისა და დასვენების პარკის „ახალბაღის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სუბსიდია კულტურისა და დასვენების პარკის „ახალბაღის“ ადმინისტრაციული ხარჯებისათვის რომელიც ახორციელებს დამსვენებლების მომსახურებას სხვა და სხვა გასართობი საშუალებებით. 4.3 ახალგაზდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. 4.3.1 მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრი „ტონთიოს“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03 01) მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით გორის მუნიციპალიტეტი გეგმავს მათ ჩართვას ტურისტულ ლაშქრობებში ბაკურიანში და რკონში. ასევე მოსწავლეთა ალპინიადებში გუდამაყარში მწვერვალ „ნინოწმინდაზე“, ჭაუხის მასივზე ხევსურეთში და მწვერვალ მყინვარწვერზე, რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს ტურიზმის ცენტრის სუბსიდირების გზით. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გორის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქ გორში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; გორის მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მაწანწალა ცხოველებისათვის გალიების მოწყობა და მათი შენახვა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის ფარგლებში იგეგმება მაწანწალა ცხოველებისათვის გალიების მოწყობა 100 ერთეულზე. იმ შემთხვევაში თუ მუდმივად იქნება 100 ცხოველი განხორციელდება მათი შენახვა. 5.3 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1 უხუცეს დღეგრძელთა (ასი და მეტი წლის ასაკის) დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 100 და მეტი წლის ასაკის უხუცესების ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით. 5.3.2 დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტის დახმარება ერთჯერადად სტაციონალური მკურნალობისათვის ღირებულების - 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა; დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ერთჯერადად ბავშვთა საერთაშორისო დღესთან - 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 300 ლარის ოდენობით.
5.3.3 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით ოჯახებისათვის, რომთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ჩათვლით. 5.3.4 მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების საფასურის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: თანადაფინანსება ყველა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვისათვის რომელიც ირიცხება გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღში. თანადაფინანსება განისაზღვრება ქალაქის ბაგა-ბაღებში თვეში 15 ლარით, ხოლო სოფლებში თვეში 10 ლარით თითოეულ ბავშვზე. 5.3.5 ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალო- სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამბულატორიული, სტაციონალური და სარეაბილიტაციო მკურნალბისათვის ერთჯერადად 50%-იანი თანადაფინანსება არა უმტეს 500 ლარისა; საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითოეულ ბავშვზე საცურაო აუზზე 12 პროცედურა; ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით. 5.3.6 მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით; 5.3.7 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელნიც სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 1500 ლარისა. 5.3.8 სპორტსმენებისა და სტუდენტების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დედ-მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახის და სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 80 001-მდეა, სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანასება აკრედიტებულ სასწავლებელებში 500 ლარის ოდენობით. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით 25 წლამდე სოციალურად დაუცველს სარეიტინგო ქულით 0-დან 150 000-მდე სპორტსმენებს, რომლებიც არიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები ან წევრები. 5.3.9 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 16) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი სტაციონალური და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება სტაციონალური და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონალური და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა; სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება 400 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარის ლარის ოდენობისა; სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა; სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება სტაციონალური და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონალური და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა. 5.3.10 ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 17) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ერთჯერადად არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური ავადმყოფები, აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში; ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ოპერაციის 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა; ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ოპერაციის 2001 ლარიდან ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
5.3.11 სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 18) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 120 000-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე. თითოეულ ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე). 5.3.12 სოციალური პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 05 19) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: საბიუჯეტო, არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირების, არასამეწარმეო და სხვა ოგანიზაციების თანადაფინანსება, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.13 უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 05 20) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით, პარკინსონიზმით და ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტების ერთჯერადი დახმარება აღნიშნული დაავადებების მკურნალობის ფარგლებში არა უმეტეს 100 ლარისა.
5.3.14 ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხვორებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 21) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
5.3.15 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 05 22) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდების, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება 150 ლარის ოდენობით.
5.3.16 საზღვრისპირა სოფლებში შეშის ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 06 05 23) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: გათვალისწინებულია საზღვრისპირა სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საწვავი შეშის მიწოდება. |
თავი III
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
მუხლი 18 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები