„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

  • Word
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.000.214
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
719
15/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
370.030.000.05.001.000.214
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/06/1997 - 20/03/1998)

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების პირველი, მე-3 და მე-11 პუნქტები.

2. კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე.

3. საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” ამოქმედდეს ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს კანონის გამოქვეყნებისთანავე.

4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 15 მაისი.

№719-IIს