საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 15/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
60
14/02/2004
სსმ, 17, 15/02/2004
010.210.040.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2004 - 11/05/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №60

2004 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება და სტრუქტურა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

3. ამ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები 1997 წლის იანვარი, გვ. 5).

 4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) იქმნება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობას ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

II. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

7. საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს მთავრობის, სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობას;

დ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას; საქართველოს პრეზიდენტის აქტების პროექტების მომზადებას, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონების ექსპერტიზასა და გამოქვეყნებას;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებისა და განკარგულებების პროექტების ექსპერტიზას;

თ) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე;

ი) სახელმწიფო ორგანოების შექმნის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე პროექტების ან წინადადებების მომზადებას;

კ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფას;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;

ნ) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

ო) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

პ) მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზებას;

ჟ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;

რ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;

ს) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

ტ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ, მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო სპეციალური და სხვა სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ;

უ) სხვადასხვა ორგანიზაციიდან და დაწესებულებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას და მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიებისა და იმ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის კოორდინაციას, რომლებიც არ შედიან მთავრობის შემადგენლობაში;

ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებათაშორისი და სხვა სახის კომისიების შექმნას;

ღ) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების თაობაზე;

ყ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებას და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენას;

შ) კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.

III. ადმინისტრაციის სტრუქტურა და შემადგენლობა

8. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური;

ბ) კონტროლის სამსახური;

გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სამსახური;

დ) ეკონომიკური, ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის სამსახური;

ე) კადრების სამსახური;

ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახური;

თ) პრეზიდენტის სამდივნო;

ი) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური;

კ) საქართველოს პრეზიდენტის არქივი;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური;

მ) საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახური;

ნ) პროტოკოლის სამსახური;

ო) კანცელარია;

პ) შიდა პოლიტიკის სამსახური;

ჟ) ადმინისტრაციის უფროსის სამდივნო.

9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები.

IV. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

10. ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.

12. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და მათი საქმინობის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.

13. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში;

გ) იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საქმიანობაზე, ახორციელებს მათ წახალისებასა და მათთვის დისციპლინური სახდელების შეფარდებას;

ვ) განსაზღვრავს პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;

თ) საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეების კანდიდატურებს;

ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;

კ) ამტკიცებს ადმინიტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და ადმინიტრაციის შინაგანაწესს;

ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლის კოორდინაციას;

მ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის ადმინისტრაციის სახელით;

ნ) ქმნის სამუშაო ჯგუფებს სამართლებრივი აქტების პროექტების მოსამზადებლად;

ო) მონაწილეობს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების სხდომებში;

პ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტთან;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

V. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

14. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

15. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

16. ადმინიტრაციის სტრუქუტურული ერთეულების ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პაუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

გ) ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

ვ) უფლებამოსილია სტრუქუტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური სახდელების შეფარდების მიზნით;

თ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.

VI. ადმინისტრაციის თანამშრომლები

17. ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.