დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 608 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 160.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2004 - 29/03/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 160.030.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №608
2004 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული (დანიშნული) ადვოკატის (შემდგომში – სახაზინო ადვოკატი) შრომის ანაზღაურება განისაზღვროს მის მიერ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საადვოკატო საქმიანობის შედეგად დახარჯული დღეების რაოდენობის მიხედვით საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა მინიმალურ ხელფასზე გაანგარიშებით.
2. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახაზინო ადვოკატთა შრომის ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2005 წლის 1 იანვრამდე სახაზინო ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება განხორციელდეს დღიური ანაზღაურებით (გახარჯული დღე – 2 ლარი).
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები