დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 07 |
დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.133.016242 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/2018 - 28/03/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, თანახმად თანდართული დანართისა. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 18/08/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.133.016102) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილება. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულოს იურიდიული მისამართი – ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დროშები. 3. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 26 წევრისაგან, რომელთაგან 15 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 11 წევრი – მაჟორიტარული წესით. 4. საკრებულოს დაფინანსების წყაროა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. საკრებულოს აქვს ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ტიტულიანი ბლანკი (ბლანკები) მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 5. საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო, საქმისაწარმოების, ორგანიზაციულ და სხვა სამუშაოთა შესრულებას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. 6. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია – http://khelvachauri.ge/. აღნიშნული ვებგვერდი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკარებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია. 7. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა; ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; ვ) მოსახლეობის აზრის გათვალისწინება; ზ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა; თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. 8. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა. |
მუხლი 2.
საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
2. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით, წყვეტს საკრებულო. |
მუხლი 3.
საკრებულოს უფლებამოსილება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განსაზღვრის სფეროში: ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა/შეცვლა; ა.ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა; ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა/შეცვლა; ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დადგენა; ა.ე) „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დასახლებაში არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციის წესის დადგენა. ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება; ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა; ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება, დროებითი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; ბ.ზ) ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა; ბ.თ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა; ბ.ი) საკრებულოს სამუშაო გეგმის და სამუშაო პროგრამის დამტკიცება; ბ.კ) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ბ.ლ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ – საბჭო), საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით. გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში: გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; გ.ბ) ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება; გ.გ) ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადება; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: დ.ა) ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; დ.გ) ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს; დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა; დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით; დ.ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ; დ.ზ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა; დ.თ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; დ.ი) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას; დ.კ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: ე.ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესების დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა; ე.გ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; ე.დ) ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე.ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა. ე.ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების შესახებ, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; ე.ზ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ; ე.თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ; ე.ი) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; ე.კ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ. ვ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის სფეროში: ვ.ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება; ვ.ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ვ.გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება; ვ.დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება; ზ) სოციალურ სფეროში: ზ ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ.ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მერისთვის თანხმობის მიცემა; ზ.გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ.დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ზ.ვ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ.ზ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ.თ) მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ზ.ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება; ზ.კ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება; თ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში: თ.ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება; თ.ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება; თ.გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; თ.დ) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა; თ.ე) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა; თ.ვ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა. ი) მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში: ი.ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, დასვენების, რეკრეაციული, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ი.ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა; ი.გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; ი.დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა. კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში: კ.ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; კ.ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; კ.გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება. ლ) ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში: ლ.ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება; ლ.ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; ლ.გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება; ლ.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; პარკირების წესების დადგენა. მ) აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში: მ.ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება; მ.ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცება; მ.გ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა; მ.დ) ადგილობრივი არქივის მართვის და არქივით სარგებლობის წესების დადგენა. 2. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია: ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მერს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტურიზმის განვითარების მიზნით, დაამტკიცოს მუნიციპალური პროგრამები; გ) განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას. |
მუხლი 4.
საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალკ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, სხდომაზე მოწვეული პირების, სხდომაზე დასწრების მსურველ პირთა და სხდომის ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისათვის. 3. საკრებულოს სხომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა. 4. საკრებულოს სხდომაზე დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას. 5. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია: ა) ბატონო თავმჯდომარევ; ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ; გ) პატივცემულო კოლეგავ. |
თავი II
საკრებულოს წევრის სტატუსი |
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია. 5. თავისუფალი მანდატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით. 8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. 9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დამსაქმებელს უფლება არ აქვს, შეზღუდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი კომისიის, ფრაქციის და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. დაუშვებელია ამ საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა ან სხვაგვარი დისკრიმინაცია. |
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები. 4. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატების სახით. |
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს:
ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა; გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი; დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ვ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; თ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში; კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე; ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში; ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; ზ) გარდაიცვალა. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე. 5. განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით. 7. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმები |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა; ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები და ვალდებულებები |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:
ა) კითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით; ბ) შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; ვ) წარადგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტები; ზ) წარადგინოს წინადადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ; თ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; ი) გააცნოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; კ) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ლ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს/ნიშნავს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო; მ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში; ნ) საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინიციირების წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასმული საკითხები. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და საკრებულოს რეგლამენტი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს; გ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში; დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი თქვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. 6. დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბროს ანგარიში ამომრჩეველს გაწეული საქმიანობის შესახებ. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე:
ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს პასუხი და შეაფასოს იგი; დ) გააცნოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ე) გამოთქვას აზრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა მუნიციპალიტეტის საკრებულო; ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ რეგლამენტით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დასაცავად; ბ) მოქალაქეთა მიღებას; გ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას; დ) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას. |
თავი III
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნის წესი, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და მისი თნამდებობიდან გადაყენება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება მუდმივმოქმედი კომისიები, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 5. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებელია აყვანილი იქნას ექსპერტ- კონსულტანტები. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 7. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს აპარატს, კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების აპარატში რეგისტრაციისთანავე. 8. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის თაობაზე და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 9. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულოს არაუმეტეს სამი თვის ვადით შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან, რის შესახებაც კომისიის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. 10. საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს საკრებულოს ბიურო. |
მუხლი 14.
საკრებულოს კომისიები და მათი უფლებამოსილებები |
1. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია; გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია; დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია; ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია. 2. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია იქმნება ამ სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 3. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 4. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია იქმნება ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისია იქმნება განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 7. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება |
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას; გ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების პერიოდულობასა და სხდომის ჩატარების დროს. დ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; ზ) კომისიის მიერ განხილულ საკითხებზე ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს. თ) მოქმედებს კომისიის სახელით; ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის და აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ლ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ნ) კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისის წევრთა მოთხოვნის საფუძველზე უფლებამოსილია ცალკეული საკითხების განსახილველად მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ან სპეციალისტები და ასევე მუნიციპალიტეტში არსებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები; ნ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის უფლებამოსილება |
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში; გ) ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს; დ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს; ე) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ვ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ; ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. 3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო. |
მუხლი 17.
კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები |
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას 3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში; ბ) კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში. 4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს აპარატში და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს ჯერ საკრებულოს ბიუროს და შემდეგ საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან. |
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომა |
1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც.
2. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა. 3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით. 5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. 7. საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების გაერთიანებული სხდომა, სადაც განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრა ტარდება ერთობლივად. გაერთიანებული სხდომას თავმჯდომარეობს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ურთიერთშეთანხმებით, სხდომის ოქმსა და დასკვნას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 8. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა. 9. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება პროაქტიულად. 10. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მუშაობაში. 11. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 12. კომისიის სხდომა საჯაროა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით. 13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია. 14. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ საკრებულოს ის წევრები, რომლებიც ამ კომისიის წევრები არ არიან, მერიის წამომადგენლები და სხვა პირები. 15. მერიის წამომადგენელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. |
მუხლი 19.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ცალკეულ საკითხთა შესასწავლად, საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ. 4. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული შემადგენლობით. |
თავი IV
საკრებულოს ფრაქციები |
მუხლი 20.
საკრებულოს ფრაქცია და მისი შექმნის წესი |
1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში. 3. ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად. 4. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. 5. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით. 6. ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმით განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა ძირითადი საერთო პოლიტიკური მიზნები და მათი მიღწევის მეთოდები. 7. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით, რომელსაც აფორმებს საკრებულოს ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება, ფრაქციის წესდება და პლატფორმა. 10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განიხილავს საკრებულოს სამანდატო კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად და ფორმდება საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. 11. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება. 12. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში ან/და წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. |
მუხლი 21.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა, უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. |
მუხლი 22.
ფრაქციის უფლებამოსილება |
1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და პოლიტიკურ პლატფორმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები; ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე; ვ) წარადგინოს ინიციირების წესით საკითხი სხდომაზე განსახილველად; ზ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები; თ) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც; ი) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; კ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; ლ) წელიწადში ერთჯერ საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის მოხსენება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს დროებით სამუშაო ჯგუფში მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს. |
მუხლი 23.
ფრაქციის სხდომა |
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვ.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე. 5. საკრებულოს ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ფრაქციას გამოეყოფა საკრებულოს შენობაში სამუშაო ფართობი და შესაბამისი ინვენტარი. |
მუხლი 24.
ფრაქციათა კოალიცია |
1. ფრაქციებს ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეუძლიათ შექმნან ფრაქციების კოალიცია.
2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდეთ პოლიტიკური პლატფორმა, წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო. რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით. 3. ფრაქციას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაერთიანდეს ან გავიდეს კოალიციიდან. |
თავი V
საკრებულოს ბიურო |
მუხლი 25.
საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო: ა) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს; გ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; დ) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს; ე) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; ვ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ; ზ) საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს დარგობრივი კომისიების დასკვნის საფუძველზე უარი თქვას მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პროექტის (საკითხის) საკრებულოსათვის წარდგენაზე (არ წარადგინოს ან/და გააუქმოს წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება) და შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნოს აღმასრულებელ ორგანოს; თ) ახორციელებს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ი) პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს სხდომის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად. ასეთი პროექტი იმავე ან სხვა უფლებამოსილი პირის წარდგენით შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს მომდევნო სხდომებზე. |
მუხლი 26.
ბიუროს სხდომის ჩატარების წესი |
1. ბიუროს სხდომებს იწვევს, დღის წესრიგს ადგენს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას ან/და მისივე დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც. 3. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ღია კენჭისყრით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, 4. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა. 5. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს. 6. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. სხდომის ოქმის ამონაწერები მოთხოვნისამებრ ეგზავნება შესაბამის ფრაქციებს, კომისიებს, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე საკრებულოს წევრებს. 7. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება: ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი; ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროსს ხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა; გ) განხილვის საგანი; დ) კენჭისყრის შედეგები; ე) მიღებული გადაწყვტილება. 8. ბიუროს მუშაობის წესი ა) ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.; ბ) ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში; გ) საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.; დ) საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები. |
თავი VI
საკრებულოს თანამდებობის პირები |
მუხლი 27.
საკრებულოს თანამდებობის პირები |
1.საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. 2. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. |
მუხლი 28.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და მისი თანამდებობიდან გადაყენება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. 4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. 8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 9. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. 12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა რეგლამენტის ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მერის მოვალეობის შესრულებისას. 13. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 14. საკრებულოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე წერილობითი განცხადების საკრებულოსათვის დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. |
მუხლი 29.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას; დ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას; ზ) ამტკიცებს საკრებულოს სხდომაზე მოსაწვევ სპეციალისტთა სიას; თ) იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს; ი) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი მოვალეობების შესრულებას; კ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წინადადებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს. საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას; მ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს; ნ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს; ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; პ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას; ჟ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; რ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ტ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; უ) ამ რეგლამენტის გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს სხდომაზე დამსწრე პირს, წყვეტს სხდომას ან გადადებს მეორე დღისათვის; 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. 3. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. |
მუხლი 30.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე წერილობითი განცხადების საკრებულოსათვის დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. |
თავი VII საკრებულოს სხდომები და კენჭისყრის წესი |
მუხლი 31.
საკრებულოს სხდომის ჩატარების წესი |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, იწყება დღის 12:00 საათზე, თუ სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული; გ) სხდომის მიმდინარეობის დროს შესვენებას საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს: გ.ა) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. გ.ბ) კომისიათა ან ფრაქციათა წინადადებით; დ) საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა მოიწვიოს არასამუშაო პერიოდში (დასვენებისა და უქმე დღეები, არასამუშაო საათები); ე) საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, ესწრებიან: საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეები და მერიის ხელმძღვანელი პირები. საკრებულოს ღია სხდომებს დადგენილი წესით შეიძლება დაესწროს აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სხვა პირები. სხდომას უნდა ესწრებოდეს ის პირი, რომელმაც უშუალოდ მოამზადა სხდომაზე განსახილველი საკითხის პროექტი. ვ) საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც ინდივიდუალურად უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და მასზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი. 2. განცხადება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილისა და დროის მითითებით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.khelvachauri.ge ამ პუნქტით გათვალიწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში. 3. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წერილობითი მოთხოვნით; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით. 5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, რის შესახებაც გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება. 6. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის/წინადადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. 8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – სხდომაზე დამსწრე უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. 11. საკრებულოს სხდომა იმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს გასვლითი სხდომებიც. 12. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი: ა) საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. ბ) საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება. გ) საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები. დ) საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგის დაცვის წესი. 13. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, შესაძლებლობის ფარგლებში სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის და ხილვადობის უზრუნველყოფა, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა დარბაზი. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 14. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციისა და საკრებულოს წევრის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. ბ) საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე. |
მუხლი 32.
|
დოკუმენტის კომენტარები