კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016391
2
18/01/2019
ვებგვერდი, 23/01/2019
010250020.35.149.016391
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2019 წლის 18 იანვარი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
კასპის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეიქმნას, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა)  ქალაქ კასპის,  ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი კასპი, სოფელი მიქელწყარო);

ბ)  დოესის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი დოესი, სოფელი გრაკალი);

გ)  ხოვლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ხოვლე);

დ) ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ზემო ხანდაკი, სოფელი კალოუბანი);

ე) თელიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი თელიანი, სოფელი სასირეთი);

ვ) მეტეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი მეტეხი, სოფელი ბარნაბიაანთკარი, სოფელი სადგური მეტეხი);

ზ) ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო გომი, სოფელი ნიაბი, სოფელი ბორტა);

თ) ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ახალქალაქი, სოფელი ზემო ჩოჩეთი, სოფელი თეძმისხევი, სოფელი ახალსოფელი, სოფელი ჩაჩუბეთი, სოფელი კაპრაშიანი, სოფელი გარიყულა, სოფელი ერთაწმინდა, სოფელი რკონი, სოფელი ჭყოპიანი);

ი) ახალციხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ახალციხე, სოფელი ნოსტე, სოფელი მთიულთუბანი, სოფელი გოსტიბე, სოფელი ცხავერი);

კ) კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კავთისხევი, სოფელი ქვემო ჩოჩეთი, სოფელი თვალადი, სოფელი ეზატი, სოფელი გუდალეთი, სოფელი ქებაანი, სოფელი წიფორი, სოფელი ქვემო ხანდაკი, სოფელი მირიანი, სოფელი ვარჯაანი);

ლ) წინარეხის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი წინარეხი, სოფელი თელადგორი, სოფელი გომი–ჯვარი, სოფელი ლავრისხევი, სოფელი იდლეთი);

მ) აღაიანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი აღაიანი, სოფელი ხიდისყური, სოფელი საქადაგიანო);

ნ) ოკამის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ოკამი, სოფელი ფერმა, სოფელი ჩანგილარი, სოფელი თეზი);

ო) ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლამისყანა, სოფელი ხვითი, სოფელი თვაურები);

პ)  სამთავისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი სამთავისი, სოფელი ბოჟამი, სოფელი თოგოიანი, სოფელი იგოეთი, სოფელი მრგვალი ჭალა);

ჟ) ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო ჭალა, სოფელი ახალშენა, სოფელი საკორინთლო, სოფელი გორაკა, სოფელი პანტიანი, სოფელი ვაკე, სოფელი გამდლისწყარო);

რ) კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კოდისწყარო, სოფელი ზადიაანთკარი, სოფელი ყარაფილა, სოფელი სარიბარი, სოფელი ჩობალაური, სოფელი ნიგოზა, სოფელი ზემო რენე, სოფელი ქვემო რენე).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 31/12/2018; 010250020.35.149.016389).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე