დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22970 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 10/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016512 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №22970
2019 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ივნისის №21078 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 25 ივნისის №73200-21-03 სხდომის ოქმი.
სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე
დანართი №1
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული ნორმები
ოპერაციების დასახელება |
დანაკარგი წონიდან %- ში |
პროპილისა და იზოპროპილის სპირტი სეს ესნ კოდი: 2905 12 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.80 |
მეთილის სპირტი სეს ესნ კოდი: 2905 11 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.15 |
პარაქსილოლი სეს ესნ კოდი: 2902 43 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.30 |
პიროლიზული ფისი სეს ესნ კოდი: 3911 90 990 00 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
1.00 |
ვაკუუმური გაზოილი სეს ესნ კოდი: 2710 19 310 00, 2710 19 350 00. |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.60 |
შენახვა |
0.56 |
აირის კონდენსატი ბუნებრივი სეს ესნ კოდი: 2709 00 100 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.75 |
ნავთობის აირები გათხევადებული სეს ესნ კოდი: 2711 ნახშირწყალბადები აცეკლური სეს ესნ კოდი: 2901 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.90 |
შენახვა |
1.10 |
მეთილ-ტრეტ ბუტილეთინის ეთერი სეს ესნ კოდი: 2909 19 90 |
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0.39 |
შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს მიღებისა და გაცემის დანაკარგს.
დოკუმენტის კომენტარები