თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016483
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
04/10/2019
ვებგვერდი, 07/10/2019
010250050.35.163.016483
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/10/2019 - 28/11/2019)

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2019 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 08/01/2019, 010250050.35.163.016449).

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ზამთრის  სეზონზე  ოჯახების  სათბობით  უზრუნველყოფის  დაფინანსების  ქვეპროგრამა:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, ზამთრის სეზონზე სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველყოფის მიზნით, გაიცემა დაფინანსება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსების გაცემა მოხდება ყოველ ოჯახზე წლის განმავლობაში ერთჯერადად, შემდეგი სახით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

გ.ა) განცხადება;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

გ.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

მუხლი 2
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იმ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ჩათვლით და ვინც უკვე ისარგებლა „ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამით“, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული მონაცემთა ბაზის შესაბამისად, მერის ბრძანების საფუძველზე, დამატებით გაიცეს ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე