2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022270
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
553
03/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
010240010.10.003.022270
2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/09/2020 - 04/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №553

2020 წლის 3 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შეიქმნას 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

1. სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე – საბჭოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

4.  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.   

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე − საბჭოს წევრი.

7. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

9. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

12. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

14. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თამჯდომარე − საბჭოს წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული „2021 − 2030  წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“.  
მუხლი 3
დაევალოს საბჭოს 2021 − 2030  წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა 2020 წლის ბოლომდე.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს  დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  „2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს  დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს  2021 – 2030 წლების  სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. საბჭოს ამოცანა და უფლებამოსილება

1. საბჭოს ამოცანაა:

ა) 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის  შექმნის  მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, მათი განახლება;

გ) 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან  გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა.

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობა

1. საბჭოს  იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

2. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს.

4. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. გამონაკლის შემთხვევაში, საბჭოს სხდომა შეიძლება, ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში.

7. საბჭოს სხდომა იმართება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

8. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

9. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

10. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში,  უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე.

11. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

12. საბჭო უფლებამოსილია, სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები სათათბირო ხმის უფლებით.

მუხლი 4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. საბჭოს წინაშე პროექტის ინიციირების უფლება აქვს საბჭოს სხდომაში მონაწილე ყველა პირს.

2. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

3. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება და ფორმდება სხდომის ოქმით.

4. ელექტრონულ ფორმატში სხდომის ჩატარების შემთხვევაში, საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საბჭოს წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მუხლი 5. საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფები

1. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება, შეიქმნას  თემატური სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო.

2. საბჭო ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების სახელმძღვანელო წესებს.

3. სამუშაო ჯგუფების მუშობის ორგანიზება ხდება სამდივნოს მიერ.

მუხლი 6. საბჭოს სამდივნო

1. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს დღის წესრიგებს, სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს; ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო აგრეთვე უზრუნველყოფს საბჭოს მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას, ხელს უწყობს სამუშაო ჯგუფის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.

2. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

3. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი − საბჭოს მდივანი.