საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7136-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016068
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7136-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
010190030.06.001.016068
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/05/2021 - 30/11/2022)

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1861 მუხლი:

„მუხლი 1861. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევის დადგომისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ამ პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

3. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

4. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა.“.

2. 204-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.გ“ ქვეპუნქტი:

„ვ.გ) წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის კანდიდატურას;“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრი – 5 წლით. თუ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს.“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრს.“.

მუხლი 2

1. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭო პირველად დაკომპლექტდეს განსხვავებული წესით, კერძოდ, საბჭოს 2 წევრი აირჩეს 4 წლის ვადით, ხოლო საბჭოს 3 წევრი − 5 წლის ვადით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე რომელი კანდიდატურა რა ვადით ასარჩევად უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. მომდევნო არჩევნებისას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრები, მათ შორის, ხელახლა − საბჭოს თავდაპირველი წევრები, არჩეულ იქნენ 5 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 28 მაისის რეგლამენტი №527 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.

მუხლი 3

1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 28 მაისის რეგლამენტი №527 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7136-Iს