ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე

ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-12
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 28/10/2020
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 070010040.64.076.016083
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნ-12
28/10/2020
ვებგვერდი, 29/10/2020
070010040.64.076.016083
ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/10/2020 - 22/09/2021)

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-12

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  27-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ პუნქტისა და 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



      დანართი №1

 

ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს.

მუხლი 2. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი

1სააღსრულებო ფურცელი არის სამსახურის უფროსის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის უფროსის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულება.

2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამსახურის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

3. კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ სააღსრულებო ფურცელს ხელს აწერს სამსახურის უფროსი.

4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სამსახურის უფროსის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერითა და ბეჭდით.

 


დანართი №2

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

სააღსრულებო ფურცელი

 

           --/--/---- წელი                                                                                                         ქ. თბილისი    

           

სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანო: -------------------------------------------------

აღსასრულებელი ბრძანების გამოცემის თარიღი: ------------------------------------------

ბრძანების ნომერი, რომლის აღსასრულებლადაც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

-----------------------------------------------------------------------------------------------------

კრედიტორის დასახელება---------------------------------------------------------------------

კრედიტორის მისამართი:-----------------------------------------------------------------------

კრედიტორის საკონტაქტო ნომერი:------------------------------------------------------------

მოვალის დასახელება:--------------------------------------------------------------------------

მოვალის საიდენტიფიკაციო ნომერი:----------------------------------------------------------

მოვალის მისამართი:-----------------------------------------------------------------------------

მოვალის საკონტაქტო ნომერი:-----------------------------------------------------------------

სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა:------------------------------

სახაზინო კოდი/ ანგარიშის ნომერი:-----------------------------------------------------------