„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.022776
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
221
18/05/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
390000000.10.003.022776
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/05/2021 - 15/12/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2021 წლის 18 მაისი

 ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 66-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დებულება

ტყითსარგებლობის წესი

 

თავი I

 ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1.  მოწესრიგების სფერო

1.ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება (შემდგომში – წესი) აწესრიგებს საქართველოს კანონით „საქართველოს ტყის კოდექსი“ (შემდგომში – „საქართველოს ტყის კოდექსი“) დადგენილ ტყითსარგებლობის ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ამ წესით განისაზღვრება ტყითსარგებლობის სახეები და სპეციალური ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები და წესი, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების (შემდგომში – ტყის მართვის ორგანო) მიერ საქართელოს ტყის კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის საზღვრებს გარეთ მომსახურების განხორციელების, მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის მიკუთვნების და სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში შესაბამისი საკომპენსაციო საფასურების განსაზღვრის წესი.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) საქმიანობა ტყითსარგებლობის სფეროში წესრიგდება ამ წესის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის სარგებლობის სფეროსთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ წესის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ამ წესის მიზნებისათვის, ტყითსარგებლობის სახეებია საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყით საერთო სარგებლობა და ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები.

მუხლი 2. მოწესრიგების მიზანი

1. ამ წესის მიზანია:

ა) სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ტყის ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ, საქართელოს ტყის კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის საზღვრებს გარეთ გაწეული მომსახურების სახეებისა და მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრა;

გ) მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში შესაბამისი საკომპენსაციო საფასურების დადგენის წესის განსაზღვრა;

დ) ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ე) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოს, მათ შორის, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვა ღირებულებათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული რეგულირება;

ვ) ტყის რესურსების და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება;

ზ) ტყის მართვის ორგანოების მიერ საქართველოს ტყის ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საფუძველზე მართვის უზრუნველყოფა.

2. ამ წესის მიზნებისათვის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ, ასევე დაურეგისტრირებელ  მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომლებიც არ ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ბ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გ) ტყის მართვა − ტყის სასარგებლო თვისებებისა და ტყის რესურსების გამოყენების, აგრეთვე ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) ტყის მართვის ორგანო – სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  – სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტო, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტყის მართვის სხვა ორგანოები;

ე) ტყითსარგებლობა −  სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის ტყით საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე ტყის რესურსების მოპოვება;

ვ) ტყითმოსარგებლე − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას;

ზ)  ტყის კონტური (საზღვარი) − საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ტყის საზღვარი;

თ) ტყე − ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, კერძოდ:

თ.ა) ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია − ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს;

თ.ბ) სხვა ტერიტორია:

თ.ბ.ა) ტერიტორია, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია;

თ.ბ.ბ) ტყის მიწა − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვ.;

ი) ქვეტყე − მერქნიანი მცენარის/მცენარეების სახეობების ერთობლიობა, რომელიც არ ქმნის და არსებულ პირობებში ვერც შექმნის კორომის ზედა საბურველს;

კ) ჭალის ტყე − „მდინარეების წყალშემკრებ აუზებში არსებული ტყის ნაწილი, რომელიც  წყალდიდობის (გაზაფხულის და შემოდგომის წყალმეტობა; წვიმისა და ნიაღვრის წყალმოვარდნა; ღვარცოფი), დატბორვის ან/და წყალშედგომის  დროს პერიოდულად წყლით იფარება;

ლ) ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი კოლხეთის დაბლობის ტყეები და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები (დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს);

მ) კორომი − ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია;

ნ) ტყის რესურსები − ტყის მერქნული რესურსების, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების  ერთობლიობა;

ო) ტყის არამერქნული რესურსები − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი;

პ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი;

ჟ) სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემდგომი ხეტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის;

რ) ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე  აზომილი ხის დიამეტრი;         

ს) ტყეკაფი − დადგენილი წესით გამოყოფილი ტყის  უბანი, რომელზეც აღრიცხულია მოსაჭრელი და ძირნაყარი ხეები, დადგენილია მათი რაოდენობა (მოცულობა) და მონიშნულია დადგენილი წესით;

ტ) ხეტყე –  ტყეში არსებული მერქნული რესურსი;

უ) ხეტყის დამზადება – ზეზემდგომი ხის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და საქმიან ეზომდე (დასაწყობების ადგილამდე) გატანა (გაზიდვა);

ფ) ხეტყის დატვირთვის ადგილი – ტყის კონკრეტული ადგილი, სადაც ხორციელდება ხეტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;

ქ) ხეტყის გამოზიდვა – ჭრის ადგილიდან მერქნის გამოტანა დანიშნულების ადგილამდე;

ღ) საქმიანი ეზო – დამზადებული ტყის რესურსის დასაწყობება/რეალიზაციისათვის ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ადგილი;

ყ) სამეურნეო ჭრა − მერქნის მოპოვების მიზნით განხორციელებული ჭრა;

შ) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით;

ჩ) სპეციალური სარგებლობის ჭრა − ამ წესით გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეების მიზნებისთვის განხორციელებული ჭრა, გარდა სამეურნეო ჭრისა;

ც) ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, ზეზემდგომი ხეების დანომრა, დასამზადებელი ხეტყის აღრიცხვა;

ძ) ტყეკაფის მონიშვნის მასალები – ტყეკაფის მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტის, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის, ტყეკაფის პასპორტის, UTM კოორდინატთა სისტემაში ტყეკაფის აბრისის (თანდართული ელექტრონული ვერსიით – Shp-ფაილი) ერთობლიობა;

წ) ტყეკაფის გამოყოფა – ტყეკაფის გამოყოფა – ტყეკაფის მონიშვნის მასალების  შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული ორგანოს/ადმინისტრაციებისათვის წარდგენა, მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა  და კამერალური ან/და საველე შემოწმების შემდეგ ტყეკაფის გამოყოფის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;

ჭ)  ტყეკაფის დახურვა – ტყეკაფზე ყველა ღონისძიებების ჯეროვნად (სრულად) განხორციელების შემდეგ ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის დახურვისა და ადგილზე მიღება-ჩაბარების პროცედურა, რაზედაც ტყის მართვის ორგანოს მიერ დგება ტყეკაფის დახურვის მიღება-ჩაბარების აქტი და ხდება მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა;

ხ) ტყეკაფის გაუქმება – მოქმედი ტყეკაფის არასწორად გამოყოფის ფაქტის გამოვლენის, გამოყოფილ ტყეკაფზე ხეტყის დამზადების შეუძლებლობის, შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის, ან/და კონკრეტული ტყეკაფის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის გაუქმების აქტის შედგენა, ადილზე მიღება-ჩაბარების პროცედურა და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა;

ჯ) ელექტრონული სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყითსარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით შექმნილი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელშიც მონაცემების ასახვა ხორციელდება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად;

ჰ) ხე − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია;

1) ბუჩქი − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არაუმეტეს 3 მ-ია;

2) ფიჩხი − მერქნიანი მცენარის ძირნაყარი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია;

3)  სარი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-დან 8 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;

4) ჭიგო − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;

5) ბოძი – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი, ასევე მაგარმერქნიანი სახეობის ორად ან ოთხად ნაპობი მერქნული რესურსი, აკაციის შემთხვევაში არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი;

6) მრგვალი ხეტყე (მორი) – ხეტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარიდან),  მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი, ხოლო აკაციის შემთხვევაში 20-სმ ზე მეტი;

7) საშეშე მერქანი – ხეტყის დამზადების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი;

8) სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელ­შეწყობისათვის გათვალისწინებული ხე;

9) სპეციალური ფირნიში − ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მრგვალი ხეტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება შესაბამის ერთიან მონაცემთა ბაზაში;

10) ტყის რესურსები − ტყის მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების ერთობლიობა:

ა) ტყის არამერქნული რესურსები − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი;

ბ) მერქნიანი მცენარეების პროდუქტები − მერქნიანი მცენარეების წიწვი, ფოთოლი, ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი;

გ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი;

11) ხეტყის ნარჩენი – ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებისა და ხეტყის დამზადების შედეგად წარმოშობილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე ის ძირნაყარი ხეტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება;

12) ძირნაყარი ხეტყე – მიწაზე დაყრილი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე კანონიერად მოჭრილი მერქანი, რომელსაც ტყეკაფის ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის/გაუქმების გამო გასული აქვს გამოზიდვის ვადა;

13) ფაუტი (ფუტურო) – დამპალი, ან მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე;

14) ვარჯი – ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით;

15) მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირება – არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისას, მთავარი ღეროს, გარდა მერქნიანი მცენარის  გვერდითი ტოტების შეჭრა (ჭრა);

16) სატყეო გზა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად ტყეში არსებული გზა:

16.ა) გრუნტის გზა – მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო გზა;

16.ბ) მკვრივსაფარიანი გზა – ტყეში არსებული ხრეშმოყრილი ან/და მოშანდაკებული გზა, რომლის მოწყობა და რეაბილიტაცია განხორციელებულია გრძელვადიანი  სარგებლობისთვის.

თავი II

ტყით საერთო სარგებლობა

მუხლი  4. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები

1. ტყით საერთო სარგებლობა მოიცავს ნებისმიერი პირის უფლებას, დასვენებისა და გართობის მიზნით, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში.  ეს უფლება არ მოიცავს იმ ტყის რესურსებით სარგებლობას, რომლებით სარგებლობისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა შესაბამისი უფლების მოპოვება.

2. ტყით საერთო სარგებლობა ასევე გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნით ტყეში (გარდა კერძო საკუთრების ტყისა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე, ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.

3. ტყით საერთო სარგებლობის უფლება კერძო საკუთრების ტყეში გულისხმობს მის ხელმისაწვდომობას გადაადგილების და დასვენების მიზნით.

4. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს, ან აიკრძალოს:

ა) ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით;

ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

გ) თავდაცვის და/ან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისათვის.

5. ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:

ა) ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების, ასევე ხანძრის ჩაქრობის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;

ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;

გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების ან სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;

დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;

ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;

ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.

6. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.

7. ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

8. არ დაიშვება ტყით საერთო სარგებლობის ფარგლებში პირების ტყეში შესვლის ან/და გადაადგილების შეზღუდვა ან/და აკრძალვა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

9. ტყეში მუხლუხოიანი სატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გადაადგილება დაუშვებელია ტყის მართვის ორგანოსთან წერილობითი შეთანხმების გარეშე, ხოლო დაცული ტერიტორიების ფარგლებში აღნიშნული საკითხი რეგულირდება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.

მუხლი 5. ტყეში საქონლის ძოვება

1. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო ტყეში ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

2. ტყეში საქონლის ძოვების ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კვოტები დგინდება ტყის მართვის გეგმის ან წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

3. ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქონლის ძოვების ადგილების გამოყენება შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს, თუ ეს აუცილებელია ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განსახორციელებლად.

მუხლი 6. ტყეში ცეცხლის დანთება

1. ტყეში ცეცხლის დანთება დასაშვებია ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ამ ადგილებში უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.

2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელ- დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ტყეში დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტყეს, არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის საშიშროებას.

3. ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ცეცხლის დანთება განსაზღვრული დროით შეზღუდოს.

მუხლი 7. ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები

1. ტყით საერთო სარგებლობის უფლება მოიცავს ამ უფლებით მოსარგებლე პირის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე, ხოლო ისეთი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც აზიანებს ბუნებრივ გარემოს, აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს.

2. დაუშვებელია ტყეში   ინვაზიური ან/და გენეტიკურად მოდიფიცირებული სახეობების შეტანა, ქიმიური და ტყის დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება. 

მუხლი 8. სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაცია

1. სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაცია შეიძლება განხორციელდეს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისთვის. ამ მიზნით ტყეში შეიძლება არსებობდეს  გრუნტის (დროებითი) და მკვრივსაფარიანი  (მუდმივი) გზები, რაც გამოიყენება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სატყე-სამეურნეო ღონისძიებების ჩატარებისთვის.

2. სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ან ამ უფლების გადაცემით მესამე პირებზე. ამ შემთხვევაზე ამ წესით გათვალისწინებული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალურ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული  მოთხოვნები არ ვრცელდება. 

3. სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაციის მიზნით გაიცემა განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა, ამ წესის  XIV თავის შესაბამისად.  

4. ტყითმოსარგებლის მიერ სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაციის დროს ჭრების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფით, ამ წესის შესაბამისად. ამ მიზნით ტყეკაფის მონიშვნამდე ტყითმოსარგებლე ვალდებულია შესაბამის ტყის მართვის ორგანოს სატყეო გზის მიმართულების შესათანხმებლად და ტყეკაფის გამოსაყოფად წარუდგინოს:

ა)  სატყეო გზის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ (ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში); 

ბ) ინფორმაცია  შერჩეულ ფართობზე საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ; 

გ) სატყეო გზის გაყვანისთვის აუცილებელი მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის მასალები.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით სხვა პირის მიერ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ჩატარების მიზნით სატყეო გზის მოწყობისას/ რეაბილიტაციისას ჭრები ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყის ტერიტორიაზე, 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

6. ტყის მართვის ორგანოს მიერ ან/და მასთან შეთანხმებით სხვა პირის მიერ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ჩატარების მიზნით სატყეო გზის მოწყობისას/რეაბილიტაციისას  „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება და ზემოაღნიშნული საქმიანობა ტყის ტერიტორიის 30 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ხეტყის დამზადების ლიცენზიის ფარგლებში გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზის მოსაწყობად  მოჭრილი  მერქნული რესურსი  შესაძლებელია ლიცენზიანტს ჩაეთვალოს  ყოველწლიურად განსაზღვრული მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში, ლიცენზიანტის თანხმობის შემთხვევაში და თუ მოსაჭრელი მერქნული რესურსის სახეობა ემთხვევა ლიცენზიით გათვალისწინებულ მერქნული რესურსის სახეობას.

8. ტყის მართვის ორგანოს მიერ სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაციის მიზნით მოსაჭრელი ხეების მოცულობა არ ჩაითვლება ყოველწლიურ მოსაპოვებელ მერქნული რესრუსის ოდენობის ფარგლებში.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის, გარდა ტყითმოსარგებლის მიერ სატყეო გზის მოწყობის/რაბილიტაციის დროს მოჭრილი მერქნული რესურსი სრულად ბარდება შესაბამის ტყის  მართვის ორგანოს, მის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობების გზით.

 

თავი III

ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 9. ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები

1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:

ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება;

ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;

ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;

ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;

კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება (კომპლექსური ტყითსარგებლობა), თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.

3. ტყის ისეთ ტერიტორიაზე სპეციალური ტყითსარგებლობისას, რომელიც ხვდება „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, ტყითსარგებლობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან.   

მუხლი 10. კომპლექსური ტყითსარგებლობა

1. კომპლექსური ტყითსარგებლობისას დასაშვებია ერთდროულად პლანტაციური მეურნეობის მოწყობის, სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით, თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით საქმიანობების  განხორციელება, რეგისტრირებული საკადასტრო ნახაზის მიხედვით საერთო  საზღვრების მქონე რამდენიმე სატყეო ტერიტორიაზე.

2. კომპლექსური ტყითსარგებლობის უფლების მისაღებად და შემდეგ მის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი დატყითმოსარგებლე ასრულებს ყველა პროცედურულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია მოთხოვნილი ტყითსარგებლობის თითოეული სახისთვის. 

მუხლი 11. სხვადასხვა კატეგორიის ტყეში ტყითსარგებლობის რეგულირების განსაკუთრებული წესი

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით:

ა) სამეურნეო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება;

ბ) დაცულ ტყეში დასაშვებია ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა (გარდა წიაღის შესწავლისა ან/და მოპოვებისა);

გ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა;

დ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა.

მუხლი 12. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების  ვადა და გადაწუვეტილების მიმღები ორგანო

1. ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ფარგლებში, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 49 წელს.                 

2. ტყით მოკლვეადიანი სპეციალური სარგებლობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლამდე ვადით.

3. ტყით სპეციალურ სარგებლობაზე, მათ შორის სარგებლობის ვადაზე (მოთხოვნილი ვადის კორექტირებაზე)  გადაწყვეტილებას იღებს ტყის მართვის ორგანო.

4. ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ტყით სპეციალური სარგებლობის ვადა, ამ მუხლით დადგენილი ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების საერთო ვადის ფარგლებში.

თავი IV

ტყეკაფი

მუხლი 13. ტყეკაფის  გამოყოფის მიზანი

1. ტყეკაფის გამოყოფის მიზანია ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

2.  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევებში, შესაძლებელია ხეტყის მოჭრა ტყეკაფის გამოყოფის გარეშე.

3. ტყეკაფის გამოყოფის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში.

4. ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის ადგილმდებარეობის დათვალიერების, მერქნული რესურსის აღრიცხვის და ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების საფუძველზე.

მუხლი 14. ტყეკაფის ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი

ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ ხდება ტყეკაფის ადგილმდებარეობის დათვალიერება, განისაზღვრება ტყეკაფის მონიშვნას დასაქვემდებარებელი საორიენტაციო ფართობი და მოცულობა და დგება ტყეკაფის დათვალიერების აქტი ამ წესის №5 დანართის შესაბამისად. აღნიშნული სამუშაო არ ტარდება ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში (გარდა ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნე ჭრით ხეტყის დამზადებისა) ტყეკაფის გამოყოფისას.

მუხლი 15. მერქნული რესურსის აღრიცხვა

1. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკაფის მომნიშნავი პირის მიერ განისაზღვრება დასამზადებელი მერქნული რესურსის  საორიენტაციო მოცულობა.

2.  ტყეკაფზე მოსაჭრელი ხეტყის მოცულობის დადგენა წარმოებს:

ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელებისას. ხეტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5%-ს;

ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით  (ძირობრივად) – სამეურნეო (გარდა პირწმინდა) და მოვლითი, ჭრების  განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან ტყის მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი;

გ) ფართობის მიხედვით ან ძირობრივი აღრიცხვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს; 

დ) დამზადებული ხეტყის მასის მიხედვით – როდესაც აღსარიცხ ფართობზე მოსაჭრელი ხეების 75% და მეტ  რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს (დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყისთვის  – 12 სმ-ზე ნაკლები, გარდა სპეციალური ჭრებისა) და ბუჩქებისთვის, ამ შემთხვევაში განისაზღვრება მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა. დამზადებული ხეტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხეტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხეტყის აღრიცხვისას.

3. ტყის საზღვრის კორექტირებისთვის (ამორიცხვისთვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა წარმოებს „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით.

4. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების  მიხედვით. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება, მხოლოდ, ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

5. ტყეკაფზე ჭრაში დასანიშნ სახეობათა  მოცულობების (მარაგის) განსაზღვრის მიზნით კორომის შემადგენლობაში შემავალი თითოეული მერქნიანი სახეობისთვის დგინდება სიმაღლის თანრიგი.

6. ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვა  წარმოებს  მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით:  28 სანტიმეტრის დიამეტრის ჩათვლით – ორსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით, 28 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის შემთხვევაში – ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით.

7. ხეტყის აღრიცხვა ხორციელდება ხის შემდეგი ხარისხების შესაბამისად:

ა) I ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრსა და მეტს;

ბ) II ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრზე ნაკლებს.

8. ხეტყის აღრიცხვის მასალების საფუძველზე დგება აღრიცხვის უწყისი დანართი №1 შესაბამისად, რომელიც ტყითმოსარგებლის მიერ (გარდა ფიზიკური პირისა) აისახება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, ტყის მართვის ორგანოს მიერ აღნიშნულ სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფის საფუძველზე.  

მუხლი 16.  ტყეკაფის მონიშვნის წესი    

 1. ტყეკაფის მონიშვნისას პირველ რიგში უნდა მოინიშნოს ფაუტი და ზეხმელი ხეები. მეორე რიგში უნდა მოინიშნოს ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი, თავღორი და ძირიდან განტოტილი ვარჯით ხეები, მავნებლებით დაზიანებული ხეები, თუ  პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.  ამასთან, ჭრაში არ ინიშნება ტყეკაფში არსებული ფაუტი და ზეხმელი ხეების რაოდენობის სულ მცირე 10%.

2. ტყეკაფის საზღვრები ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნებით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარწერა ან სირონის გაჭრა ან ბოძის ჩასმა) გამიჯვნას. იმიჯნება:    

ა) პირწმინდა ჭრისთვის – სირონების გაჭრით, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია არსებული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვა.);

ბ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრისთვის – გარე საზღვარზე არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (საღებავით), განსახორციელებელი პროექტით ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად;

გ) სამეურნეო ამორჩევითი და მოვლითი ჭრებისთვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რომელზედაც აღნიშნული იქნება კვარტალი, უბანი (ლიტერი), ტყეკაფის მონიშვნის წელი და ჭრის სახე).         

3. კოლხეთის დაბლობის ბარის ტყეებში პირწმინდა ჭრის ტყეკაფის ტერიტორია ძირითადად მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში ამორჩევითი და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის(ლიტერის) ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფის მონიშვნა დასაშვებია კვარტალის ფარგლებში. განსაკუთრებული სარგებლობის ფარგლებში განსაკუთრებული სარგებლობის ჭრის ტყეკაფი მოინიშნება ასეთი მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.

4.  პირწმინდა (გარდა განსაკუთრებული სარგებლობის ჭრისა) და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრების ტყეკაფის გამოყოფის დროს სათესლე ხეებზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში დამატებით აღინიშნება სათესლე ხეების რაოდენობა.

5. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ტყეკაფის ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000,  რომელზეც დაიტანება:

ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატები;

ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული სატყეო და მორსათრევი გზები;

გ) ხეტყის დატვირთვის ადგილი („დასატვირთვი ბაქანი“)  GPS კოორდინატის მითითებით.

6. ძირნაყარი ხეტყის დამზადებისას ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ იმიჯნება. ძირნაყარის ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. უკანონოდ მოჭრილ ხეტყეზე, რომელზეც მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,  ტყეკაფი არ გამოიყოფა. ძირნაყარი ხეტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ძირნაყარი ხეტყე წარმოდგენილია მრგვალი ხეტყის (მორის) სახით. 

მუხლი 17. საანგარიშო ტყეკაფი

1. სამინისტრო ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ტყით გრძელვადიანი სარგებლობის განსახორციელებლად ადგენს სამეურნეო ჭრით დასამზადებელი ხეტყის ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას − საანგარიშო ტყეკაფს.

2. დასაშვებია სამინისტროს მიერ საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება ტყეთმოწყობის მასალების, ტყის დაცვის რეჟიმის, კატეგორიისა და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყის მდგომარეობაზე.

3. სამეურნეო ჭრის საანგარიშო ტყეკაფის ოდენობის გადამეტება დაიშვება მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე.

მუხლი 18. ტყეკაფის მოქმედების ვადა

1. ტყეკაფი მოქმედებს ორ წლამდე ვადით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

2.  ტყეკაფის ათვისების ყველა ღონისძიებების ჯეროვნად (სრულად) განხორციელების შემდეგ  ტყეკაფი იხურება და დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც აიტვირთება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

3. ტყეკაფის ათვისებამდე მისი არასწორად გამოყოფის, ან უკვე გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შეუძლებლობის შემთხვევაში, ტყეკაფი უქმდება და დგება შესაბამისი აქტი, რომელიც აიტვირთება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

მუხლი 19. ტყეკაფის პასპორტი

1. ტყეკაფის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის ტყეკაფის პასპორტი, რომელიც  სამეურნეო და სოციალური ჭრის დროს გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ.

2. ტყეკაფის პასპორტში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ტყის მართვის ორგანოს დასახელება, ტყითსარგებლობის საფუძველი (სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი), ტყითმოსარგებლის რეკვიზიტები, ტყეკაფის GPS კოორდინატები, ტყეკაფის მონიშვნის მასალების წარდგენის თარიღი, ინფორმაცია ტყეკაფის მომნიშნავი პირების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი,  პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);

ბ) მონაცემები: სატყეო უბნის, სატყეოს, კვარტალის, სატაქსაციო უბნის (ლიტერის), ტყეკაფის ფართობის, კორომის შემადგენლობის, ხნოვანების, სიხშირის, ჭრის %, სიმაღლის თანრიგის, ფერდობის დაქანების/ექსპოზიციის, მოზარდ აღმონაცენის მდგომარეობის (საკმარისი, არასაკმარისი),  ჭრის სახის, მონიშნულ ხეთა რაოდენობის შესახებ, ხოლო თუ ტყეკაფი გამოიყოფილია ძირნაყარი ხეტყის დამზადებისთვის ან  კვარტლის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში მონაცემები სატაქსაციო უბნის, ტყეკაფის ფართობის, კორომის შემადგენლობის, ხნოვანების, სიხშირის, მოზარდ აღმონაცენის მდგომარეობის (საკმარისი, არასაკმარისი), ჭრის%-ის შესახებ არ ივსება;

გ) ხეტყის აღრიცხვის უწყისში არსებული მონაცემები ხეების რაოდენობის შესახებ;

დ) ტყეკაფის ათვისებაზე მართვის ორგანოს თანხმობის შემდეგ – ტყეკაფის გამოყოფის თარიღი და მოქმედების ვადა;

ე) ტყეკაფის გაუქმების/დახურვის შემთხვევაში – ტყეკაფის გაუქმების/დახურვის  თარიღი.    

3. ტყეკაფის პასპორტი აისახება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

მუხლი 20. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გასათვალისწინებელი  მოთხოვნები

1. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს  ჭრების განხორციელების ნორმები.

2. სამეურნეო  ჭრები ხორციელდება სამეურნეო კატეგორიას  დაქვემდებარებულ ტყეში არსებული სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, ვერხვის, ჯაგრცხილას, მდგნალის, გლედიჩია, აკაციის, მურყანის (თხმელა) წმინდა და შერეულ კორომებში.       

3. სპეციალური სარგებლობის  ჭრები ხორციელდება ყველა ხნოვანების,   სიხშირისა და დაქანების კორომებში. ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი №1) ხის  მოცულობის გაანგარიშების ჯამური მონაცემები შეიტანება  0,01 კუბ.მ სიზუსტით.

4. ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხეტყის აღრიცხვის დოკუმენტების შეთანხმება ტყის მართვის  ორგანოს  მიერ ხდება თითოეულ ტყეკაფზე აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფების გამოყოფა ხორციელდება შეთანხმების გარეშე.

მუხლი 21. ტყეკაფთან დაკავშირებით ტყითმოსარგებლის მიმართ დადგენილი მოთხოვნები

1. გამოყოფილი ტყეკაფის შემოწმებისას ტყეკაფის მონიშვნის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ტყითმოსარგებლე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

2. ტყეკაფის მონიშვნის არასრულყოფილი მასალების წარდგენისას, მათ შორის ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია ტყეკაფის გამოყოფამდე წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს ტყეკაფის მონიშვნის სრულყოფილი (შესწორებული) მასალები.

3. თუ ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწნებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტყითმოსარგებლემ ტყეკაფი მონიშნა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან. ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ გონივრულ ვადებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკორექტიროს (ხელახლა მონიშნოს) ტყეკაფი. ტყეკაფის გამოყოფამდე ჭრების დაწყება იკრძალება.

4. ტყეკაფის გაუქმების ან დახურვის შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია ტყეკაფის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოიყვანოს გაუქმების/დახურვის აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

მუხლი 22. ტყეკაფთან დაკავშირებით ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებები

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალებისა და მის მიერ მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახული შესაბამისი ინფორმაციის კამერალური შემოწმება. მათი შეუსაბამობის (გარდა მექანიკური შეცდომებისა, თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი) ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება მონიშნული ტყეკაფის შემოწმება დადგენილი წესით.

2. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მონიშნული ტყეკაფების საველე(ადგილზე) შემოწმება შერჩევითი წესით. შემოწმებით შეიძლება დადგინდეს:

 ა) ფერდობის დაქანება, ხეთა დგომის სიხშირე (თვალზომით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელსაწყოთი), ჭრაში დანიშნული ხეების სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);

ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შესაბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერჩევით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან საშუალო დიამეტირს სამ ხეზე ზუსტდება სიმაღლის თანრიგი.

3. ტყეკაფის გაუქმებიდან ან დახურვიდან არაუგვიანეს 12 თვისა ტყის მართვის ორგანო ახორციელებს ტყითმოსარგებლის მიერ ამ წესის მე-21 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შემოწმებას და ადგენს შემოწმების აქტს. შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში.

4. ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას (კამერალური შემოწმების ან ადგილზე შემოწმების) დაშვებული შეცდომა არ ათავისუფლებს ტყითმოსარგებლეს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

5. ტყეკაფის გამოყოფის, დახურვისა და გაუქმების აქტების ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველო.                                                              

          თავი V

 ხეტყის დამზადება

მუხლი 23. ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების უფლებამოსილება

1. ხეტყის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

2. სამეურნეო ჭრა ხორციელდება მერქნის მოპოვების მიზნით, თუ უზრუნველყოფილია ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები.

3. ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც      განსაზღვრავს  ჭრების ტერიტორიას, მოქმედების  ვადასა და მოსაჭრელი მერქნული რესურსის  სავარაუდო ოდენობას.

4. კერძო საკუთრების ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაო და დასამზადებელი მერქნის მოცულობა.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ  ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ, ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.

6. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მრგვალი ხეტყე (მორი) და /ან საშეშე მერქანი შემდგომი რეალიზაციის მიზნით საწყობდება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ ადგილზე (მათ შორის, საქმიან ეზოში) .

მუხლი 24. სამეურნეო  ჭრის  სახეები

1. სამეურნეო  ჭრის სახეებია – პირწმინდა და ამორჩევითი (თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი) ჭრები. სამეურნეო ჭრები ტარდება მწიფე და მწიფეზე უხნესს ტყის კორომში. კორომში ძირითადად იჭრება მწიფეზე უხნესი ხეები, რაც ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას (გაჯანსაღებას).  ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანებები განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.

2. პირწმინდა ჭრის ტყეკაფი მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა (გარდა ამონაყრითი ტყის შემთხვევისა) და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით. ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა.

3. თანდათანობითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის  განმავლობაში (30 – 40 წელი) და გულისხმობს ამ პერიოდში  ტყის საბურველის თანდათანობით და თანაბრად შეთხელებას. თანდათანობითი ჭრა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ჭრა ხორციელდება  200 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე. ჭრის ყოველი შემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი №2) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერთო მარაგის 25%-ს;

ბ) ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 15-20 წლის შემდეგ. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ დაიყვანება;

გ) ჭრის მე-3 (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15-20 წლის შემდეგ და იჭრება 28 სმ და მეტი დიამეტრის ყველა ხე;

დ) 0.5-0.6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15-20 წლის შემდეგ.

4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა გულისხმობს 200-მდე დაქანების ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (30 – 40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის, ანუ, ტყის აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვის, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვის, აგრეთვე შემოღობილ ფართობებზე ნიადაგის, ქვეტყისგან,  ტყის ნარჩენისაგან გაწმენდისათვის, ბალახისგან გასუფთავებისათვის, ასევე თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის აჩიჩქვნის ღონისძიებებისათვის  მაქსიმალური ხელშეწყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერებისას თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხე. ყალთაღების გაგანიერება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.

5. ნებით ამორჩევითი ჭრა ხორციელდება:

ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიან სახეობათა საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას. ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ყველა ხე (მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფუტურო ხეები);

ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე;

გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიანმაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებში ჭრა   არ ინიშნება (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომელთა წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით, ფანჯრული ან/და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (№3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა;

დ)  0,6-0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%-მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%-მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა.

6. ნებით-ამორჩევითი ჭრის დროს 310 – 350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისთვის. ხეტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება მხოლოდ დაცურებით, საბაგირო ან საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით. აღნიშნული დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები დგინდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე და მათი შესრულება სავალდებულოა.

7. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს – ჭრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.

8.  თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისთვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 25 ჰ-ს ლიტერის  ფართობის ფარგლებში. ნებით-ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისთვის დანიშნული  ლიტერის  ფართობის ფარგლებში.

9. ტყის მართვის ორგანო სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებას ახორციელებს შესაბამისი ჭრების სახეების მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 25.  დამზადებული ხეტყისთვის ხარისხის მინიჭება

1. ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანომ უნდა დაახარისხოს მრგვალ ხეტყედ (მორი) და  საშეშე მერქნად.

2.  მრგვალი ხეტყისთვის (მორისთვის) ხარისხის მინიჭება ხორციელდება ამ წესის №7 დანართის შესაბამისად, რაზეც დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით. მრგვალი ხეტყისთვის (მორისთვის) ხარისხის მინიჭების აქტში დეტალურად აღინიშნება:

ა) მერქნული რესურსის მიღების წყარო;

ბ) მასზე არსებული სპეციალური ფირნიშის ნომერი, ხოლო ახალი ფირნიშით მარკირების შემთხვევაში – მისი ნომერი;

გ) წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, ხოლო ახალი დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, მისი ნომერი;

დ) გამოწერის დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მერქნული რესურსის მახასიათებლები (სახეობა, მოცულობა, წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები), დახარისხების შედეგად მორისათვის მინიჭებული ხარისხი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაშვებია დახარისხების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის მოცულობის სხვაობა – დახარისხებამდე არსებულ მოცულობასთან შედარებით. სამასალე ხეტყისთვის შესაბამისი ხარისხის მინიჭებისას ტყის მართვის ორგანო იყენებს სპეციალურ დამღას, რომელზეც რომაული ციფრებით ამოტვიფრულია შესაბამისი ხარისხის მაჩვენებელი.

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სამასალე ხეტყისთვის მინიჭებული ხარისხის ცვლილება, რაზეც ხელახლა დგება აქტი. აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარისხის შეცვლის გამომწვევი მიზეზის შესახებ. დახარისხების აქტში აღინიშნება:

ა)  მერქნული რესურსის მიღების წყარო;

ბ) მასზე არსებული სპეციალური ფირნიშის ნომერი (დაკოტვრის შემდეგ სპეციალური ფირნიში ექვემდებარება გაუქმებას);

გ) წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, ხოლო ახალი დოკუმენტის გაცემის შემთვევაში მისი ნომერი;

დ) გამოწერის დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) მერქნული რესურსის მახასიათებლები (სახეობა, მოცულობა).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაშვებია დახარისხების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის მოცულობის სხვაობა – დახარისხებამდე არსებულ მოცულობასთან შედარებით. საშეშე მერქნის დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობის (უვარგისად აღიარების) შემთხვევაში ტყის მართვის ორგანო ახდენს ამ ქონების ჩამოწერას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 მუხლი 26. ხეტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები

1. მთის ტყეებში მერქნის დამზადების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნიადაგის მინერალიზებული (დამუშავებული) ზედაპირის სიდიდე, მორსათრევი გზების, დასატვირთი და სხვა მოედნების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ტყეკაფის ფართობის 15%-ს, ხოლო ჭრაში დაუნიშნავი ზრდის შეწყვეტით დაზიანებული 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოჭრილი ხეების რაოდენობის 10%-ს. ამ ოდენობის ფარგლებში დაზიანებული და მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება შესაბამისი ტყითმოსარგებლის ხეტყის დამზადების ნებართვით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში.

2. ტყეკაფზე მერქნის დამზადების დაწყებამდე ტყითმოსარგებლის მიერ ხორციელდება ტყეკეფამდე მისასვლელი სატყეო გზებისა და მორსათრევების გაყვანა, დასატვირთი მოედნებისა და ხეტყის ზედა საწყობების მოწყობა ისეთ ადგილებზე, სადაც არსებულ მოზარდს, ახალგაზრდა ხეებსა და ნიადაგს ნაკლები ზიანი მიადგება. მორთრევა დასაშვებია მხოლოდ ტყეკაფის ფარგლებში. მექანიზმების მოძრაობა დაიშვება მხოლოდ მორსათრევებზე. დაუშვებელია ტოტებშეუჭრელი ხეების მორთრევა. სატყეო გზების მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს არანაკლებ 4,5–6,5 მეტრისა, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე – არანაკლებ 3,0–5,5 მეტრისა, გრძივი ქანობი განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს 20%. სატრაქტორო გამოზიდვისთვის სატყეო-სამეურნეო მორსათრევის სიგანეა ტრაქტორის სიგანეს დამატებული 2 მეტრი. მოსახვევებში დასაშვებია მიწის ვაკისის გაგანიერება და აუცილებლობის შემთხვევაში ასაქცევების მოწყობა. მოზარდისა და ჭრაში დაუნიშნავი ხეების შენარჩუნების მიზნით დასაშვებია დაკლაკნილი სათრევების მოწყობა. მკვეთრ მოსახვევებზე დასაშვებია მორსათრევების 10 მეტრამდე გაგანიერება.  გზების მოწყობისას ჭრილის ფერდობების დამუშავების დროს მცენარეული საფარის შენარჩუნების მიზნით ფერდობების ქანობები შეიძლება შემცირდეს 1:0,2 ქანობამდე (იმ ადგილებში სადაც მცენარეთა ფესვთა სისტემა ფერდობის მდგრადობას აძლიერებს).

3. დამზადებული მერქნის გამოზიდვისთვის საჰაერო კიდულ დანადგართა (საბაგირო გზა) ტრასების სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 15 მეტრს. 210და მეტი დაქანების ფერდობებზე საჰაერო კიდულ დანადგართა მოწყობამ არ უნდა გამოიწვიოს ხეტყის ჭრა.

4. მერქნის დამზადებისას ცდომილება ფაქტობრივად დამზადებულ ხეტყესა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალებში არსებულ მონაცემებს (გარდა ძირნაყარი და ნახანძრალი ხეტყისა) შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.

5. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი დაახარისხოს ჭრის ან დასაწყობების ადგილას. ტყის მართვის ორგანოს მიერ ამ რესურსის ჭრის ადგილზე დახარისხების შემთხვევაში ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირი ახორციელებს სამასალე მერქნული რესურსის დაუკოტრავი სახით, ხოლო საშეშე მერქნული რესურსის – დაკოტრილი სახით ტრანსპორტირებას დასაწყობების ადგილამდე. მერქნული რესურსის ტრანსპორტირება და დასაწყობება ხორცილდება ფაქტობრივად ჩატარებული ჭრების მიხედვით,  ეტაპობრივად, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.

6. დაუშვებელია ტყეკაფში ხის ჭრის დროს ჭრაში დაუნიშნავი ფესვის ყელზე 12 სმ და მეტი დიამეტრის მქონე ხეების წაქცევა ან ღეროს გადატეხვა ტყეკაფში მონიშნული მოჭრილი ხეების 10%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო ამ ოდენობის ფარგლებში დაზიანებული და მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება ყოველწლიურად მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 27. სპეციალური  ტყითსარგებლობის განხორციელებისას ხეტყის ჭრის მიმართ დადგენილი მოთხოვნები

1. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი,  თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობისას ტყითმოსარგებლის მიერ ხეტყის ჭრის აუცილებლობის წარმოშობისას ტყის მართვის ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს ასეთი ჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის მონიშვნის მასალები, მ.შ.  აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით).

2. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ტყითმოსარგებლეს მოსთხოვოს ჭრების ჩატარების გეგმაში ან/და განსახორციელებელ პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის, ჭრების ჩატარების ადგილის, მოსაჭრელი მერქნიანი მცენარეების სახეობების, ან მოსაჭრელი მერქნის მოცულობის შეცვლა და/ან დაზუსტება,  ტყის დაცვის ინტერესებისა და ტყითსარგებლობის ვადის (ხანგრძლივობის) გათვალისწინებით.

3. ჭრების განხორციელების შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს ჭრისთვის დადგენილი საკომპენსაციო საფასური, ხეტყის ჭრის განხორციელებამდე, ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.

მუხლი  28. ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენის განთავსება და განკარგვა

1. ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენი ტყითმოსარგებლემ უნდა განათავსოს სათანადო წესით. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენის განთავსება წარმოებს:

ა) ხეტყის ნარჩენის დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე, ჭრის შემდეგ ეროზიისგან დაცვის მიზნით;

ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით;

გ) ხეტყის ნარჩენის ფართობებზე თანაბრად გაბნევით.

2. ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით დასაშვებია ხეტყის ნარჩენის დაწვა ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

3.  ხეტყის ნარჩენის განთავსების ფორმის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ხეტყის ნარჩენის განთავსებამ (გაბნევამ, ან მორსათრევ ბილიკზე მისმა დაწყობამ) ხანძრის გაჩენის შემთხვევაში არ გამოიწვიოს დაბლითი ხანძრით ცეცხლის სტიქიური გავრცელების პროვოცირება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხეტყის ნარჩენის განთავსება ტყის მართვის ორგანოს მითითებით ხორციელდება ჭრის ადგილზე ან მის გარეთ, ხეტყის გამოზიდვის პარალელურად, მაგრამ არაუგვიანეს ხეტყის გამოზიდვის დამთავრებისა. ხეტყის ნარჩენის განთავსება უნდა განხორციელდეს ტყეკაფის არასწორად გამოყოფის, ასევე ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის  ან/და კონკრეტული ტყეკაფის მოქმედების ვადის გასვლის გამო ტყეკაფის გაუქმების შემთხვევაშიც.

5.  ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენის განთავსება ხორციელდება ჭრის ადგილზე ან მის გარეთ, ტექნიკური (ფაქტობრივი) შესაძლებლობის ფარგლებში,  იმ პირობით, რომ იგი ხელს არ შეუშლის ტყეკაფის შემდგომი ათვისების პროცესს. ასეთ შემთხვევაში, ხეტყის ნარჩენის განთავსების ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება გასცდეს ტყეკაფის დახურვის ან გაუქმების, ასევე შესაბამისი ჭრის უფლების დამდგენი დოკუმენტით დადგენილი  ვადას.

6. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხეტყის ნარჩენი უფასოდ გასცეს მოსახლეობაზე.

7. ხეტყის ნარჩენის განთავსების ადგილიდან ხეტყის ნარჩენის დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია პირდაპირი მიყიდვის წესით. ხეტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე. ასათვისებელი ხეტყის ნარჩენის მოცულობა დგინდება წინასწარ, საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხეტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება ამ წესის დანართი №9 დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ნარჩენი ადგილზე დააქუცმაცოს სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით ან ნარჩენი გაიტანოს დაუქუცმაცებელი სახითაც. ხეტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე.

8. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, თვითონ უზრუნველყოს ხეტყის ნარჩენის ტყიდან გამოტანა დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით და დასაწყობება მის მიერ გამოყოფილ ადგილას, შემდგომში პირდაპირი მიყიდვის წესით გაცემის მიზნით.

9. დაცულ ტყეში ძირნაყარი ხეტყის გაცემისას არ გაიცემა ის ძირნაყარი ხეტყე, რომელიც წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საცხოვრებელ გარემოს, ასევე ისეთი ნარჩენი, რომელიც წარმოადენს საკონსერვაციო ღირებულების ობიექტს.

თავი VI

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება

მუხლი 29. ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მიზნები

1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ წესის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული სხვა იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების  მინიჭებით (სპეციალურია ტყითსარგებლობა, რომელიც რესურსის მოპოვების ან გამოყენების ოდენობით (მასშტაბებით) სცდება ტყით საერთო სარგებლობის ხასიათს და ატარებს მოგების (კომერციულ), ან სხვა სახის არაპირადი სარგებლის მიღების სახეს).

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს რესურსების ხელმისაწვდომობას კომერციული მიზნით.

3. ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი  მართვის ინტერესებს.

4. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება ერთ წლამდე ვადით.

მუხლი 30. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლებამოსილების საფუძვლები

1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. ტყის მართვის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის არამერქნული რესურსების დამზადება ხორციელდება ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე.

3. იურიდიულმა პირმა ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების მოპოვების მიზნით უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელშიც გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:

ა) მოსაპოვებელი რესურსის დასახელება (ქართული და ლათინური დასახელებით) და დასამზადებელი პროდუქტის დასახელება, პროგნოზული რაოდენობა/მოცულობა;

ბ) მოპოვების ადგილმდებარეობა – კონკრეტული სატყეოს მითითებით;

გ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის, გარდა ტყის მართვის ორგანომ შეიძლება განმცხადებელს დამატებით მოთხოვოს შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის დასკვნა მოთხოვნილი რესურსის ამ ტერიტორიაზე მოპოვების შესაძლებლობის და პირობების თაობაზე.

5. სამეცნიერი-კვლევითი ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე, ასევე, ამ რესურსის მდგომარეობის შესახებ ტყის მართვის ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას მოთხოვნილი რესურსით სარგებლობაზე.

6. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შერჩეული ფართობი არ საჭიროებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას.

7. ტყის მართვის ორგანოს მიერ არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებლივი აქტი არის ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.

მუხლი 31. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითმოსარგებლის ვალდებულებები

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია:

ა) დაიცვას ტყითსარგებლობის პირობები;

ბ) რესურსის ფაქტობრივად მოპოვების შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლისა, ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობის/ოდენობის შესახებ. ანგარიში დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის მიერ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა;

გ) დაიცვას კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

მუხლი 32. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადება

 ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უზრუნველყოს ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადება და დასაწყობება მის მიერ გამოყოფილ ადგილას, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ რესურსს ტყის მართვის ორგანო გასცემს ელექტრონული აუქციონის გზით, ამ წესის მე-18 თავით დადგენილი წესით.

თავი VII

საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 33. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნები

1. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) გულისხმობს დასვენების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და სხვა მსგავსი მიზნებისთვის ტყის ფართობის გამოყენებას აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტებისა და დამხმარე სათავსების აშენებით, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟებით, სასეირნო ბილიკებისა და გადასახედების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობით.

2. რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლების მაძიებელს ამ უფლების მოპოვება არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.

მუხლი 34. რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. რეკრეაციული  ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:

ა) რეკრეაციული ტყითსარგებლობის ფარგლებში განზრახული საქმიანობის აღწერა;

ბ) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

გ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორამციისა, რეკრეაციული ტყითსარგებლობით დაინტერესებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოში ასევე უნდა წარადგინოს ტერიტორიის განვითარების გეგმა, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხეების დაზიანება, შენარჩუნებული უნდა იქნეს ბუნებრივი ლანდშაფტი, ცხოველთა და მცენარეული სამყაროს ობიექტები, ზედაპირული წყლის ობიექტები.

3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისთვის ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით ფართობის შერჩევა ხდება  ტყის ფართობზე, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის  საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევის მასალები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შერჩეული ტყის ფართობის და მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება;

ბ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

გ) ინფორმაცია  შერჩეულ ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყის რეკრეაციული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, უზრუნველყოს ტყის განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ბილიკები, გზამკვლევები, დროებითი ნაგებობები და სხვ.) განვითარება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, ხოლო პროექტის დასრულების შედეგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა სამართავად გადაეცემა ტყის მართვის ორგანოს.

6. ტყის მართვის ორგანო ასევე უფლებამოსილია, სახელმწიფო ტყის ფართობი, მასზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, დროებით სარგებლობაში გასცეს ამავე წესით განსაზღვრული გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის სახელმწიფო ტყის ფართობის გაცემისთვის დადგენილი წესით.

მუხლი 35. რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლების ფარგლები

1. რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 49 წლის ვადით.

2. რეკრეაციული ტყითსარგებლობის მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრის უფლების მინიჭება არაუმეტეს 1 ჰექტარზე 40 მ3 ოდენობით.

მუხლი 36. რეკრეაციული ტყითსარგებლობის გეგმა

1. რეკრეაციული მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია, რეკრეაციული მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) რეკრეაციული ტყითსარგებლობის სახეების შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების შესახებ (მათი განხორციელების გეგმა-გრაფიკით);

ბ) ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს ჰაბიტატების მაქსიმალურად დაცვის მექანიზმებზე.

2. დაუშვებელია რეკრეაციული მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

თავი VIII

პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 37. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი

1. ტყეში პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზანს შეიძლება შეადგენდეს ტყის მერქნიანი სახეობების მიზნობრივი  შერჩევით და დარგვა/მოთესვით:

ა) მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;

ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის მიღება, საახალწლო წიწვოვან ხეებად  ხე-მცენარეების მიღება და სხვ.) ნარგაობის შექმნა.

2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირისთვის კომერციული მიზნისთვის ტყის ფართობის  გადაცემით.

3. პლანტაციური მეურნეობის მოწყობით დაინტერესებული პირი ვალდებულია შეიმუშაოს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტი, რომელიც დგება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის“ შესაბამისად.   

4. პლანტაციური მეურნეობის მოწყობისას დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კულტურული მერქნული მცენარეების, ასევე  მცენარეთა ინვაზიური სახეობების გაშენება.

მუხლი 38. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:

ა) პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის ფარგლებში განზრახული საქმიანობის აღწერა;

ბ) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

გ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია.

3. ტყის მართვის ორგანოს მიერ პლანტაციური მეურნეობის მოწყობისთვის ფართობების შერჩევის მასალები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ;

ბ) მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;

გ) არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ, ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;

ე) შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ვ) ინფორმაცია  შერჩეულ ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

ზ) კონკრეტული სიტუაციისთვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ამ წესის ამოქმედებამდე ტყის აღდგენის ღონისძიების განხორციელების ფარგლებში გაშენებული (ფაქტობრივად არსებული) სატყეო სწრაფმზარდი მცენარეთა სახეობების პლანტაციიდან მერქნის (მათ შორის: ჭიგო, სარი, ბოძი) მიღების მიზნით  ხეტყის დამზადება განახორციელოს.

5. პლანტაციურ მეურნეობაში დამზადებული მცენარე – აკაციის არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი არ ფირნიშდება.

მუხლი 39. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის უფლებამოსილების ფარგლები

1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 49 წლის ვადით.

2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა 1 ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3 ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისთვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად ჭრა.

3. პლანტაციურ მეურნეობაში ხეტყის დამზადება ხდება პლანტაციური მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე. ხეტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი წარმოადგენს პლანტაციური მეურნეობის მწარმოებელი პირის საკუთრებას. 

4. დაინტერესებული პირის მიერ პლანტაციური მურნეობის ფართბობებზე დასაშვებია პირწმინდა სამეურნეო ჭრა.

5. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

მუხლი 40. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმა

1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) პლანტაციური მეურნეობის განვითარების შესახებ;

ბ) მცენარეთა დაცვის ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ;

გ) საირიგაციო საშუალებების შესახებ;

დ) ნიადაგის დაცვის ლაბორატორიული კვლევების, ნიადაგის დაცვის ღონისძიებების განხორციელების და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზების მეთოდების და ვადების შესახებ.

2. დაუშვებელია პლანტაციული მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

თავი IX

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა

მუხლი 41. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის (ტყის ფართობის) გამოყენებას სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად.

მუხლი 42. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალურ სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) გამოსაყენებელი ტყის ფართობის და საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) საძოვარზე პირუტყვის რაოდენობის, ხოლო ფუტკრის დროებითი სადგომების მოწყობის შემთხვევაში – დროებითი სადგომების ოდენობის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოანცემების/ინფორმაციის, გარდა დაინტერესებული პირის განცხადებას ასევე უნდა დაერთოს ვეტერინარული ცნობა პირუტყვის სავალდებულო აცრების შესახებ.

4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით,  ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევის მასალები უნდა შეიცავდეს შემდგ მოცემებს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია;

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;

ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ საძოვრის განთავსების მიზნით ფართობის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღება წინასწარი კვლევის საფუძველზე, პირუტყვის ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.

6. ტყის ფართობის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ფუტკრის დროებითი სადგომის განთავსების მიზნით ფართობის შერჩევისას ფართობი ანგარიშდება სადგომის რაოდენობისა და ერთი სადგომისთვის საჭირო ფართობის პროპორციულად.

მუხლი 43. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ფარგლები

1. ტყის მიწის გამოყოფა სათიბად და საძოვრად დასაშვებია არაუმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობისთვის – არაუმეტეს 5 წლის ვადით.

2. ტყის  მიწის სათიბად გამოყენების მიზნით სამუშაოების განხორციელებისას დაუშვებელია მუხლუხოიანი ტექნიკის გამოყენება.

3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყის მიწაზე, იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებას ან/და ეროზიულ მოვლენებს.

4. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობაში გაცემულ ტყის მიწაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

მუხლი 44. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის გეგმა

1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო მიზნით (სათიბად და საძოვრად) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნიადაგის დაცვის ლაბორატორიული კვლევების, ნიადაგის დაცვის ღონისძიებების განხორციელების და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზების მეთოდებზე და ვადებზე.

2. დაუშვებელია სასოფლო-სამურნეო მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

თავი X

თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 45. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი

1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია ტყეში არსებულ ან ახლად მოწყობილ ტბორში, კომერციული მიზნისთვის, თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება. ამასთან, თევზის მეურნეობის მოწყობისთვის გამოყენებულ ტბორს არ უნდა ქონდეს პირდაპირი ბუნებრივი კავშირი წყალაღებისთვის გათვლისწინებული ზედაპირული წყლის ობიექტებთან.

2. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზანია ტყის ტერიტორიაზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, შენარჩუნების, დაცვის და სამეურნეო გამოყენებისთვის, ტერიტორიის ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის განვითარებისთვის, ასევე, ნადირობის ობიექტებზე სანადიროდ შესაბამისი მეურნეობის მოწყობა.

3. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის შესაბამისი ტყის ფართობების შერჩევა ხდება ტყის მართვის ორგანოს ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.   

მუხლი 46. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) შერჩეული ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) შერჩეული ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალ(ებ)ის და ლიტერის, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ.

3. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ფართობების შერჩევის შესახებ ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;

დ) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.

4. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლების ფარგლებში იკრძალება ინვაზიური სახეობების შემოყვანა და მათი გამრავლება.

5. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა წესრიგდება შესაბამისი კანონმდებლობით.

მუხლი 47. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების ფარგლები

1. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების ვადა განისზღვრება შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის შესაბამისად.

2. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა  ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3 ოდენობით.

3. სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ტყის ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს კვარტლის დონეზე და არ უნდა იწვევდეს კვარტლის გაყოფას.

4. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსაგებლეს ეკისრება ტყის ფიზიკური დაცვის და ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვის ვალდებულება.

მუხლი 48. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმა

1. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია  თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელშიც, სულ მცირე, ასახული უნდა იყოს:

ა) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის მიზნები და ამოცანები;

ბ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის განვითარების სტრატეგია და განსახორციელებელი ღონისძიებები;

გ) თევზჭერის/ნადირობის იმ ობიექტების ჩამონათვალი და მათი მდგომარეობის შეფასება, რომელთა მოპოვება-აღწარმოებისთვის ეწყობა ეს მეურნეობა, სახეობების რიცხოვნობის, აგრეთვე მოპოვების შესაძლო ოდენობის და ვადების მითითებით, წლების მიხედვით;

დ) სახეობათა აღრიცხვის და მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია;

ე) მონიტორინგის  გეგმა, წლების მიხედვით.

ვ) სახეობათა დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებები;

ზ) ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, ენდემური და რელიქტური სახეობების, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის ღონისძიებები;

თ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტერიტორიის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ქმედებები;

ი) ტერიტორიის განაწილება ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ნუსხა;

კ) ინფორმაცია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და გაუმჯობესების ღონისძიებები, ტყის ენტომომავნებლებით და ფიტო დავადებებით ტყეების დაავადების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების ნუსხა ცალკეული ტერიტორიების მიხედვით. ტყის აღდგენა-გაშენებას დაქვემდებარებული ფართობების ნუსხა, ტყის დაცვისა და აღდგენის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები;

ლ) წყალსატევში წყლის ხარისხის შენარჩუნების და წყალსარგებლობის წესების, ნორმების და რეჟიმების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებები;

მ) ტერიტორიის დაცვის მექანიზმები (მცველთა რაოდენობა, ტრენინგი, ინფრასტრუქტურა და სხვ.).

2. დაუშვებელია თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

თავი XI

ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის  მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 49. ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის  მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი

1. ცხოველთა თავშესაფრების (მათ შორის, სეზონურის) და სანაშენის მოწყობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით. ამ სახის ტყითსარგებლობა არ ნიშნავს თავშესაფრისა და სანაშენის გარეთ ცხოველთა უკონტროლო და თვითნებური ძოვების უფლების მოპოვებას.

2. ცხოველთა თავშესაფარი ეწყობა, როგორც ცხოველთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს ტყვეობის მძიმე პირობებში მყოფი ან დასახიჩრებული/დაზიანებული ცხოველების შენახვა და რეაბილიტაცია, ან მუდმივი შენახვა, თუ მათი ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია.

3. ცხოველთა სანაშენის მოწყობის მიზანია ცხოველთა გამრავლება, მათი ბუნებაში გაშვების მიზნით.

მუხლი 50. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით,

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) შერჩეული ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) შერჩეული ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალ(ებ)ის და ლიტერის, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ.

3. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობის და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;

ე) შერჩეულ ტყის ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

ვ) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობისას გასათვალისწინებელი წესები და ტექნიკური პარამეტრების თაობაზე.

4. უკონტროლო ძოვებით ტყის და ტყის ეკოსისიტემის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, თავშესაფარში და სანაშენეში მყოფ ცხოველთა ამ თავშესაფრის და სანაშენის გარე ტერიტორიაზე ძოვება ექვემდებარება სპეციალურ რეგულირებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 51. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების ფარგლები

1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება დასაშვებია არაუმეტეს 49 წლის ვადით.

2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება ერთ ჰექტარზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით.

მუხლი 52. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის ტყითსარგებლობის გეგმა

1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია  ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს მოწყობის მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;

ბ) ტყის დაზიანების თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ;

გ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.

2. დაუშვებელია ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.

თავი XII

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 53. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა გულისხმობს ქსელების გაფართოებასა და სრულყოფას, კერძოდ, კავშირგაბმულობის ქსელების და მასთან დაკავშირებული ტექნიკურ-საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონტაჟს, რეკონსტრუქციას (რაც ასევე გულისხმობს არსებულის დემონტაჟს და იმავე ადგილას ახლის მონტაჟს), ასევე  საკომუნიკაციო ნაგებობის ფუნქციონირებისთვის საჭირო დროებითი არაკაპიტალური, დასაშლელ-ასაწყობი ტიპის ნაგებობების/კონსტრუქციების მოწყობას.

2. სახაზო ნაგებობის განთავსება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 54. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებაში უნდა აღინიშნოს ტყით სპეციალური სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) ტყით სპეციალური სარგებლობისთვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია, UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ინფორმაცია არსებული და მოსაწყობი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ინფორმაცია ტყით სპეციალური სარგებლობისთვის შერჩეული ფართობის მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;

ე) ინფორმაცია  ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;

ვ) ინფორმაცია შერჩეული ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ზ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

თ) ინფორმაცია კონკრეტული სიტუაციისთვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.

მუხლი 55. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლები

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის ვადით.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისთვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3-ზე ოდენობით, თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსი გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ამ წესის შესაბამისად.  

3. თავისი ინიციატივით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე ადრე უპირობოდ შეწყვეტის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე  ვალდებულებია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). სახაზო ნაგებობის სრულ დემონტაჟამდე ტყითმოსარგებლე აგრძელებს ტყის ფართობით ფაქტობრივი სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდას.

4. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ტყითმოსარგებლე ვალდებულია შეატყობინოს ტყის მართვის ორგანოს ტყითსარგებლობის გაგრძელების ინტერესის თაობაზე, რის საფუძველზეც ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოაცხადოს აუქციონი.

5. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე  ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). დემონტაჟის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ძველ და ახალ ტყითმოსარგებლეს შორის არსებობს შეთანხმება ტყის ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება უნდა წარედგინოს ტყის მართვის ორგანოს.

მუხლი 56. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის გეგმა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) დაგეგმილი განსახორციელებელი სამუშაოების გრაფიკის შესახებ;

ბ) ტყის მოვლის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ.

თავი XIII

სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა

მუხლი 57. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი

სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს  სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ისეთ განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და გონივრულ ფარგლებში გამოყენებასთან. 

მუხლი 58. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველი

1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) საქმიანობის შესახებ;

ბ) კვლევის მიზნის და მეთოდის შესახებ;

გ) მერქნული რესურსის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, მისი სახეობების და მოცულობის შესახებ;

დ) საქმიანობის ვადების შესახებ;

ე) გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობის შესახებ.

3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებს ტყის მართვის ორგანო.

მუხლი 59. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების ფარგლები

1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება ხდება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით.

2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების ფარგლებში მოჭრილი მერქნული რესურსი, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით გამოყენების შემდეგ, ბარდება ტყის მართვის ორგანოს.

3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა ხორციელდება სამეცნიერო და პედაგოგიური ავტონომიურობისა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვით. ტყის მართვის ორგანომ აღნიშნული საქმიანობა შეიძლება შეზღუდოს ან უარი თქვას ასეთი უფლების გაცემაზე ტყის დაცვის (მოვლის) ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ტყითსარგებლობა ეწინააღმდეგება ტყის მართვის გეგმით ან სხვა ობიექტური მიზეზით განპირობებულ საჯარო ინტერესს.

თავი XIV

განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა

მუხლი 60. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნები

1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნებისთვის:

ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;

ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, დემონტაჟი);

გ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ან/და ბუნებრივ რეზერვუარში გაზის საცავის მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის;

დ) გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, დემონტაჟი)  ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის), არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისთვის;

ვ) გადაუდებელი აუცილებლობის  (სტიქიური უბედურება ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოება, რომელსაც ახლავს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვა ან წარმოიშვა მათი დაზიანების საფრთხე) შემთხვევაში,  სხვადასხვა ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად;

ზ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად.

2. აკრძალულია ტყის მიწებზე ისეთი ობიექტების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და/ან ექსპლუატაცია, რომლებიც არ ემსახურებიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის რომელიმე მიზანს.

3. დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში.

მუხლი 61. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭება

1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთვევაში  – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში  – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში  – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ხეტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება (ჭრის საჭიროების არსებობის შემთხვევაში);

დ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის შერჩეულ ფართობზე არსებულ მერქნიან მცენარეთა მონიშვნის მასალები, მათ შორის, აღრიცხვის მასალები (დანართ №1-ის მიხედვით), ასევე, ინფორმაცია საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

ე) დასკვნა გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ (გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისა), როდესაც შესაბამისი საქმიანობა 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე ხორციელდება (გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ დასკვნა და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები შეიძლება მოთხოვნილი იყოს ასევე 31-დან 36-მდე დაქანების ფერდობებზეც).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევებზე.

4. საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურები დგინდება ამ წესითა და  „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.  

5. წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების შემთხვევაში განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.  

6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის), არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად, არქეოლოგიური გათხრების წარმოების შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.

7. ამ თავით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისას კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებელი პირი ვალდებულია იმოქმედოს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესისი შესაბამისად.

8. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) პირი ვალდებულია, ქმედების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში შესაბამის ტყის მართვის ორგანოს, ფართობის იდენტიფიცრების მიზნით, წერილობით წარუდგინოს ფართობის კუთხის კოორდინატები, პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე,  ინფორმაცია მოჭრილი რესურსის (მათ შორის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეების) შესახებ, სახეობებისა და მოცულობის მითითებით.

9. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური ჭრების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  შესაბამისი ტყის მართვის ორგანო.

10. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების (მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს ასევე ტყის მართვის ორგანომაც – დაინტერესებული პირის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

11. მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისათვის, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, ტყის მართვის ორგანოს წერილობით წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და შესაბამისი მასალები ატვირთოს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ტყის მართვის ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი მასალები საჭიროებენ დაკორექტირებას) და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას.  გამონაკლის შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,  ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება ტყის მართვის ორგანოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 62. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური სარგებლობის ჭრის უფლების მინიჭების წესი

1.  ტყის ტერიტორიაზე 360-მდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისთვის საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, ტყის მართვის ორგანოს წერილობით წარუდგინოს და მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს: პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ტყეკაფის მონიშვნის მასალები (მათ შორის აღრიცხვის მასალები, ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით). ასევე, ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში, Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, საქართველოს  წითელი ნუსხით დაცული ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან  ამოღების თანხმობა სამინისტროდან ან შესაბამისი უწყებიდან. ტყის მართვის ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი მასალები საჭიროებენ დაკორექტირებას) და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ეს წესი არ ვრცელდება ამ წესის 61-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

2. ტყის ტერიტორიაზე 360 ან მეტი დაქანების ფერდობზე, ასევე 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზეც (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში მიწის სამუშაოების და/ან  სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება  დასაშვებია შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსათვისთვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების (რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას წითელი ნუსხის, გეოლოგიური კვლევის შედეგებისა  და/ან მონიშვნის მასალების, მათ შორის, ტყეკაფის აღრიცხვის მასალების) არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. შესაბამისი ტყის მართვის ორგანო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20 დღეში, უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი მასალები არ საჭიროებენ დაკორექტირებას)და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ეს წესი არ ვრცელდება ამ წესის 61-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

3. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხეტყის ჭრის ან/და მიწის სამუშაოების განხორციელება ტყის ტერიტორიაზე დასაშვებია ტყის მართვის ორგანოსთვის გონივრულ ვადაში შეტყობინების საფუძველზე.

4. ტყის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის (მათ შორის, ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის) საჭირო მიწის სამუშაოების და/ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს შესაბამის ტყის მართვის ორგანოს. განცხადებას უნდა დაერთოს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისთვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალები, ხეტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის მონიშვნის მასალები, მათ შორის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით), გარდა წიაღის შესწავლის სამუშაოების შემთხვევისა. წიაღის შესწავლის სამუშაოებისთვის ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით) წარდგენილი უნდა იქნეს ეტაპობრივად, ჭრების შესაბამისად.

5. ტყის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებაზე (გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა)), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, დაინტერესებული პირის განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღეში, უზრუნველყოფს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო.  აღნიშნული ორგანო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას და ტყეკაფის ათვისებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება იდება.

6. ამ მუხლის პირველი − მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა/ობიექტებისა), ტყის მართვის ორგანოს მიერ მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური სარგებლობის ჭრებისთვის საჭირო მიწის ფართობის რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – საჯარო რეესტრი) .

7. ამ მუხლით დადგენილი წესით, გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით.

მუხლი 63. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისთვის ტყით სპეციალური  სარგებლობის უფლების მინიჭების წესი

1. თუ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებას, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს დაურთოს ამ წესის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება ტყის მართვის ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლება საქმიანობის განმახორციელებელს ენიჭება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან ერთად. ამ პუნქტით დადგენილი წესით მიღებული ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო და/ან შემარბილებელი ღონისძიებები, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარს წარმოადგენს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო.

მუხლი 64. ტყით სპეციალური სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. ტყით სპეციალურ სარგებლობაში გაცემამდე, ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს ტყითსარგებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში (გარდა არსებული რეგისტრაციისა), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისას (გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, ასევე, ელექტროსადგურების, მილსადენების, ელექტრული ქსელების ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევისა), დაინტერსებული მხარე  (ტყითმოსარგებლე) ვალდებულია, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.

3. ტყით სპეციალურ სარგებლობაში გაცემამდე, ტყეკაფის მონიშვნის მასალების მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ფიზიკური პირის (მოქალაქის) შემთხვევაში ახორციელებს სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანო, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – დაინტერესებული პირი. 

4. დაინტერესებულმა მხარემ ელექტრონულ სისტემაში ამ მუხლის მე-3 პუნქტში  მოცემული ინფორმაციის ატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით, ტყის მართვის ორგანოში შესაბამისი წერილით უნდა წარადგინოს ინფორმაცია იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდის, დასახელების, იურიდიული მისამართისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესახებ.

5. ტყით სპეციალური სარგებლობისას სპეციალური სარგებლობის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში  ტყეკაფის მონიშვნა-გამოყოფისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს დაინტერესებული მხარე. 

თავი XV

სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები  და მომსახურების  საფასური

მუხლი 65. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები

1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:

ა) ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

ბ) ტყითსარგებლობის მიზნით  ობიექტისა და შე­საბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) ტყითსარგებლობის მიზნებისთვის ტყის საზღვრებში არსებული ან/და მის საზღვრებს გარეთ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

 გ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომ­ზადება;

გ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;

გ.გ) აბრისი ან/და სიტუაციური გეგმის მომზადება;

გ.დ) მერქნული რესურსის აღრიცხვა;  

დ) ტყეკაფის მონიშვნა, გარდა სოციალური ტყეკაფისა;

ე) ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემა;

ვ) სპეციალური ფირნიშის გაცემა;

ზ) ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;

თ) საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა.

ი) ამ წესის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერქნული რესურსის ტრანსპორტირება;

კ) ტყით სპეციალურ სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება; 

ლ) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცულ ლანდშაფტში ან მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჭრების განხორციელება;

მ) სატყეო გზების პროექტირება, მოწყობა/რეაბილიტაცია;

ნ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების დოკუმენტის გაცემა;

ო) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების არსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

პ) ენტომოლოგიური/ფიტოპათოლოგიური მომსახურების გაწევა;

ჟ)  ტყის აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტების მომზადება;

რ) ტყის სპეციალური გამოკვლევის ჩატარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ლ“, „მ“, „ო“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების სახეები არ ვრცელდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანოებზე (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების).

მუხლი 66. ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებები

1. ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების, ასევე ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა ხდება ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და ტყის მართვის ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ, აგრეთვე დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის ბარდება შესაბამის ტყის მართვის ორგანოს.

3. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება ტყის საზღვრებში და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს  მოსახლეობამ სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით მერქნული რესურსის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, მართვის ორგანოს მომსახურების საფასურის გადახდით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყის მართვის ორგანოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანოს მიერ შეიძლება გაიცეს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, ამ წესის  XVIII თავით დადგენილი წესით. აღნიშნული მერქნული რესურსის გაცემისას ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი არ გადაიხდება.

5. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო, დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 67. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილება

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სსიპ  - აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული მერქნული რესურსის სამასალე მერქნად  (I-ხარისხი) და საშეშე მერქნად (II-ხარისხი) დახარისხება ხორციელდება ამ ხეტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების  გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ, მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა აუქციონის გარეშე. ასეთი წესით გაცემის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი გასცეს აუქციონის გზით.

მუხლი 68. ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის №4 დანართის შესაბამისად.

2. ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისთვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ტყითმოსარგებლის მიერ ხეტყის დამზადების ბილეთში მითითებული მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად.

3. ამ წესის №4 დანართის მომსახურების საფასური გადაირიცხება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე.

4. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის ტერიტორიაზე მერქნული რესურსის აღრიცხვის მომსახურებისთვის გადახდილი უნდა იქნეს 1მ3 აღრიცხული მერქნული რესურსის, ასევე,  1მ2 ფართობის აღრიცხვისთვის (ამ წესის №4 დანართის 5.1 პუნქტით) განსაზღვრული საფასური.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა  ხორციელდება მომსახურების გაწევამდე ან მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ამ წესის დანართ №4 შესაბამისად.

6. საქართველოს მთავრობა, ხოლო აჭარის შემთხვევაში – აჭარის მთავრობა უფლებამოსილია, პირი გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.        

7. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისთვის ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის ტყის მართვის ორგანო მომსახურებას ახორციელებს უსასყიდლოდ.

8. საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალურ სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე, აგრეთვე ტყითსარგებლობის მიზნებისთვის ტყის საზღვრებს გარეთ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება  შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელების  მომსახურების გაწევა და მისი საფასურის გადახდა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში.

 9. მომსახურების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში გაწეული მომსახურების გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება,  გარდა ხეტყის დამზადების ბილეთით დადგენილი ხეტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირი ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი განცხადებით მიმართავს ტყის მართვის ორგანოს.

თავი XVI

 ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის მიკუთვნების წესი

მუხლი 69. ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარ­გებ­ლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის მიკუთვნება

1. აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის გზით გასაცემი მერქნული რესურსის გაცემამდე ტყის მართვის ორგანომ უნდა განახორციელოს მერქნული რესურსისთვის ხარისხის მინიჭება.

2.  მრგვალი ხეტყისთვის (მორისათვის) ხარისხის მინიჭება ხორციელდება ამ წესის  დანართი №7 შესაბამისად, რაზეც დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით.

მუხლი 70. ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი

ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

მუხლი 71. ტყის მართვის ორგანოს მიერ აუქციონის წესით გასაცემი რესურსის მოსაკრებლის განსაზღვრა

ამ წესის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის აუქციონის წესით გაცემისას (გარდა სახელმწიფო ტყის საზღვრებს გარეთ მოჭრილი რესურსისა):

ა) I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; მიღებული მორის  III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) ბოძისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, ხოლო სარისთვის და ჭიგოსთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;  

გ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.

მუხლი 72. ტყის მართვის ორგანოს მიერ საკუთარი მიზნებისათვის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის წესი

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ტყის მართვის ორგანოს სათბობი მერქნით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, ამ წესის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) ბოძისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, ხოლო სარისთვის ან/და ჭიგოსთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; მიღებული მორის III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

გ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.

მუხლი 73. ტყის მართვის ორგანოს მიერ სწრაფმზარდი ტყის სახეობების არსებულ კორომებში  მოპოვებული მერქნული რესურსის მოსაკრებლის დაანგარიშების წესი

ტყის მართვის ორგანოს მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არსებულ ხელოვნურად გაშენებული სწრაფმზარდი ტყის სახეობების კორომებში დამზადებული მრგვალი ხეტყის (მორის) გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ წესი 71-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით,  ხოლო დამზადებული ბოძი, სარი, ჭიგო 71-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე დამზადების ფარგლებში საშეშე მერქნის გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკაციის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.

თავი XVII

საკომპენსაციო საფასური

მუხლი 74. სპეციალური სარგებლობის ჭრების კომპენსირების წესი

1. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში (გარდა პლანტაციური მეურნეობებისა) განხორციელებული სპეციალური სარგებლობის ჭრები ექვემდებარება კომპენსირებას ამ წესის დანართი №6 შესაბამისად, გარდა იმ ჭრებისა, რაც გათვალისწინებულია „საქართველოს ტყის კოდექსის“ 92-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

2. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში კომპენსირებას ექვემდებარება ასევე ტყის ფართობით სარგებლობა (ამ წესის დანართი №6).

მუხლი 75. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების და ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიებზე ჭრების შედეგად მოპოვებული, გამოუტანელი ან გამოზიდვის ვადაგასული მერქნული რესურსის კომპენსირების განსაკუთრებული წესი

1. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის  ჭრის, ასევე ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა,  ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, ხოლო დარჩენილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის, ასევე, ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 (ერთი) კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარის  საკუთარ ანგარიშზე ასახვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვას.

მუხლი 76. ტყის საზღვრებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (მოჭრის) საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრის წესი

1. ტყის საზღვრებს გარეთ, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილის მიხედვით, მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება სამინისტროს სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკომპენსაციო საფასურს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი იხდის ჭრების განხორციელებამდე, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები მცენარეების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. 

3. მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის დადგენილი საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირის ვალდებულება მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, ტყის საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირი ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს შესაბამისი საკომპენსაციო საფასური ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის მიხედვით. აღნიშნული საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე და ხმარდება სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს.

მუხლი 77. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდის წესი

1. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის ტყითმოსარგებლე იხდის საკომპენსაციო საფასურს:

ა) სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობის მიხედვით, ამ წესის მე-6 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად, ხოლო მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.

ბ) ტყითსარგებლობის ფარგლებში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელებისას, რომელიც არ საჭიროებს მერქნიანი მცენარეების მოჭრას, საკომპენსაციო საფასური გამოითვლება სარგებლობაში გადაცემული მიწის ფართობის მიხედვით, ამ წესის მე-6 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად, ხოლო მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ტყითსარგებლობის დაწყებამდე, ფართობების მიღება-ჩაბარებამდე პერიოდში.  სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხეტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში.

3. ამ წესით გათვალისწინებული წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისთვის (მათ შორის გზების გაყვანა-რეაბილიტაციისათვის)  საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით. წიაღის მოპოვების შემთხვევაში, მიწის ფართობისა და მერქნიანი მცენარეების ჭრისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე, ფართობების მიღება-ჩაბარებამდე პერიოდში. წიაღის შესწავლის შემთხვევაში, მიწის ფართობისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე ფართობის მიღება-ჩაბარებამდე პერიოდში, ხოლო მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში − ჭრის განხორციელებამდე ფართობის მიღება-ჩაბარებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მოსაჭრელი მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხეტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში.

4. ტყით სპეციალური სარგებლობისას (გარდა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა) ფართობის შესაბამისი საკომპენსაციო საფასური არ გადაიხდევინება. იმავე მიზნებისთვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-6 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.

5. გადახდილი საკომპენსაციო საფასური უკან არ ბრუნდება.  საკომპენსაციო საფასური ხმარდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის დაცვის, მოვლა-აღდგენის, ტყის აღრიცხვის ღონისძიებების უზრუნველყოფას და საქმიანი ეზოების მოწყობა/მოვლა/ოპერირებას.

თავი XVIII

მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის სპეციალურ სარგებლობაში

გაცემის წესი

მუხლი 78. ტყითსარგებლობის უფლების, მერქნული რესურსისა და ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემის წესი

1. ტყითსარგებლობის უფლების, აგრეთვე მერქნული რესურსის, მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება  ელექტრონული აუქციონის ფორმით, მერქნული რესურსი ამ წესის შესაბამისად ასევე შეიძლება გაიცეს – პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ხოლო ხეტყის ნარჩენი გაიცემა მხოლოდ პირადპირი მიყიდვის ფორმით. მერქნული რესურსის, ასევე ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ტყის მართვის ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი ადგილებიდან. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, მერქნული რესურსის, ასევე, ხეტყის ნარჩენის  დასაწყობების მიზნით, სპეციალური ადგილები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მოაწყოს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია ტყის საზღვრის კორექტირებით ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული სპეციალური სარგებლობის  ჭრებისა და სააგენტოს /სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას/რეკონსტრუქციისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლის ან/და ლიცენზიატის ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის (ასევე ტყეკაფის ვადის გასვლით ტყეკაფის გაუქმების) ან შეწყვეტის შემდეგ ტყიდან მოჭრილი და გამოუზიდავი მერქნული რესურსი, ძირნაყარი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (მათ შორის  ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ  მოვლითი ჭრით მიღებული ის მერქნული რესურსი, რომლის მოპოვებაც ხეტყის დამზადების სპეციალური  ლიცეზიით არ არის გათვალისწინებული), ასევე ტყის მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში  ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ტყითსარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.

4. სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი, თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით  ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

მუხლი 79. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:

ა) ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობის გაცემის შემთხვევაში – ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

ბ) მერქნული რესურსის, ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების  საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში – ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. ტყითსარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის (სარგებლობის სახის) შესახებ ტყის მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად  (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის  შემთხვევისა);

ბ) ტყითსრგებლობაში მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილი.

3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია, ტყითსარგებლობის უფლება,  მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით.

5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს ინტერნეტგვერდზე ან/და ინტერნეტ გვერდზე – www.eauction.ge

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის გამომცხადებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყითსარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში) ან მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხეტყის (მორის) შემთხვევაში,  მის სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, მითითებას ხარისხის შესახებ (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში), ფირნიშის მონაცემებს;

გ) მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, პროდუქტის სახეობას, ადგილმდებარეობასა და რაოდენობას, ხოლო ტყის არამერნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების, საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, პროდუქტის სახეობას, ადგილმდებარეობასა და საორიენტაციო მოცულობას;

დ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აუქციონის გამომცხადებელი;

ე) ტყითსარგებლობის უფლების ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების აუქციონის საწყის ფასს;

ვ) მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში – ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას;

ზ) ტყითსარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში − სარგებლობის ვადას, სარგებლობის კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებსა;

თ) ბე-ს თანხის ოდენობას;

ი) აუქციონის ჩატარების პირობებს;

კ) ტყითსარგებლობის უფლების მოქმედების ვადას;

ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, ტყის მართვის ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

მუხლი 80. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში დამზადებულ  მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში  დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის  მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს ინტერნეტგვერდსა და ინტერნეტგვერდზე – www.eauctio№.ge.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას;

ბ) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხეტყის (მორის) შემთხვევაში − მის ხარისხს, სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, ფირნიშის მონაცემებს;

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ტყის მართვის ორგანო;

დ) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს;

ე) ბეს ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

4. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, ტყის მართვის ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის  82-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 81. მერქნული რესურსისა და ხეტყის ნარჩენის პირდაპირი მიყიდვის წესი

1. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი შესაძლებელია გაიცეს საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მრგვალი ხეტყით (მორით) უზრუნველსაყოფად, მათ მიერ ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით მერქნული რესურსის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ  წერილობით განცხადებასთან ერთად ტყის მართვის ორგანოს წარედგინება შესაბამისი პროექტი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი, სადაც მითითებული და დასაბუთებული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული პროექტისათვის აუცილებელი მერქნული რესურსის მოცულობა. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მრგვალი ხეტყის (მორის) მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით თხოვნასთან ერთად ტყის მართვის ორგანოს წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში), რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი და მშენებლობის განმახორციელებლის მიერ წერილობითი დადასტურება მოთხოვნის  ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).

2. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი გაიცემა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშეშე მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, რაზეც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).

3. საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით  მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან  პირდაპირი მიყიდვის წესით ასევე შეიძლება გაიცეს მოსახლეობაზეც. ამ წესით საშეშე მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება ისარგებლოს ხეტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამ მოსახლეობისათვის გათვალისწინებული, 7 მ3 ან 15 მ3 მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, პირს უფლება აქვს მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოსახლეობას გადასცეს მრგვალი ხეტყე (მორი) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (ხანძარი, სტიქიური უბედურება ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები), რომელთა შედეგად დაზიანდა ან/და განადგურდა საცხოვრებელი სახლი. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობას შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობაში ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. კომისია ადგილზე შეისწავლის მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად წარედგინება ტყის მართვის ორგანოს, რომელიც შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს მოთხოვნილ მერქნულ რესურსს.

5. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემი საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება უზრუნველყოს დაპობილ-დაჩეხილი სახით. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გადახდილი უნდა იქნეს ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული თანხა, რაც ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს.

6. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი რესურსის არსებობის პირობებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსახლეობას სამეურნეო მიზნებისათვის გადასცეს ბოძი, სარი, ჭიგო, რაზეც ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

7. ფიზიკური და იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველყოფა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

8. სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს შემთხვევაში ამ მუხლით გათალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის საკითხს წყვეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განკარგულებით.

9. მართვის ორგანო უფლებამოსილია, ხეტყის ნარჩენის მოპოვების უფლება ან მის მიერ  გამოზიდული დაუქუცმაცებული ან დაქუცმაცებელი ხეტყის ნარჩენი  გაასხვისოს პირდაპირი მიყიდვის წესით.

მუხლი 82. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;

დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;

ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბე-ს თანხის გადახდა.

3. ბე-ს ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.

4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ბე-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში.

5. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად; 

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

7. თუ აუქციონის ჩატარების ინიციატორი დაინტერესებული პირი ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას  აუქციონში გამარჯვებულისაგან აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუნაზღაურდება აუქციონის გამოცხადებისათვის (აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის) საჭირო, მის მიერ ტყის მართვის ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების შექმნისათვის გაწეული ხარჯი (ამ შემთხვევაში ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება).

მუხლი 83. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული აუქციონი  ჩაატაროს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს მეშვეობით.

2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე,  ხოლო ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დგინდება აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი  აუქციონის წლიურ საწყის ფასად (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია, განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს  1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.

6. სააგენტოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის  მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

7. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის სარგებლობის უფლებასა და მერქნულ რესურსსა და მერქნული რესურსის პროდუქტებზე,  ასევე ფესვსა და ძირკვზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.

8. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამო-ცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

9. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

10. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 84. გარიგებათა გაფორმების წესი

ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის  მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების,  საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა მერქნული რესურსის პროდუქტები, ტყის არამერქნული რესურსები, ხის მეორეხარისხოვანი მასალები. 

მუხლი 85. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;

ბ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

მუხლი 86. ანგარიშსწორების წესი

1.  ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს.

2. ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, თუ სააუქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე.

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ტყის საზღვრების კორექტირებით ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის, სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსის, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ ტყიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის, პლანტაციური მეურნეობის წარმოების, თევზის მეურნეობის, ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების  მოწყობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით სარგებლობისას მოჭრილი  მერქნული რესურსის, ასევე, ტყის მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსის შემთხვევებში ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხებიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის თანხის ჩარიცხვას თავის ანგარიშზე, ხოლო აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან შესაბამისი  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში –  მოსაკრებლის გადახდასა და სახელმწიფო ბიუჯეტში  დარჩენილი თანხის (აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან) გადარიცხვას, გარდა ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევისა, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას ტყის  მართვის ორგანო უზრუნველყოფს მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში, ასევე ტყის მართვის ორგანოს მიერ სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი. აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

6. ამ წესის 81-ე მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი უნდა იქნეს №8 დანართით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმავე პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ თანხა გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე და ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ვადებში.

8. ამ წესის 81-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმავე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისათვის მრგვალი ხეტყის (მორის) პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს  სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი ფასი (გარდა სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ასეთი რესურსის გაცემის შემთხვევისა), რაც წარმოადგენს ტყის  მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული თანხიდან I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის, ხოლო III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

9. პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსახლეობისათვის სამეურნეო მიზნებისათვის ბოძის, სარის, ჭიგოს საკუთრებაში გაცემის შემთხვევებში გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური (გარდა სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ასეთი რესურსის გაცემის შემთხვევისა), რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, ბოძის გაცემის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

10. ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილას დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით დასაწყობებული, ან ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყიდან  გამოტანილი ხეტყის ნარჩენის  საკუთრებაში გადაცემისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი საფასური (გარდა სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ასეთი რესურსის გაცემის შემთხვევისა), ხოლო სარის, ჭიგოსა და ბოძისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, გადახდილი თანხიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

11. სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ამ წესის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი.

ბ) აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მერქნულ რესურსზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის  ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის. 

12. მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.

მუხლი 87. ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება

1. ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება (ტყითსარგებლობის ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა რეკვიზიტებს (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირი – ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

ბ) ხელშეკრულების დადების საფუძველს;

გ) ტყითსარგებლობის სახეს;

დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

ე) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

ვ) გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადებს;

ზ) მხარეთა პასუხისმგებლობას;

თ) სადავო საკითხების განხილვის წესს;

ი) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს;

კ) ხელშეკრულების დადების თარიღს;

ლ) სპეციფიკურ პირობებს;

მ) მხარეთა ხელმოწერას.

2. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ობიექტის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

მუხლი 88. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პრინციპები, წინამდებარე წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების პრინციპები ასევე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის წესებსა და პრინციპებს.

თავი XIX

გარდამავალი დებულებები

მუხლი 89. სოციალური დანიშნულების ჭრის გარდამავალი მოწესრიგება

1. სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხეტყის დამზადების ბილეთით ხეტყის დამზადება დასაშვებია 2023 წლის 1 იანვრამდე, ხოლო დაცული ტერიტორიის ფარგლებში იმავე მიზნით სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება – 2026 წლის 1 იანვრამდე.

2.  სოციალური დანიშნულების ჭრა ხორციელდება მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) (შემდგომში: „დაინტერესებული პირების“) მხოლოდ არაკომერციული მიზნით ხეტყით უზრუნველსაყოფად.  ამ მიზნით, გარდა სოციალური დანიშნულების ჭრების ტყეკაფების გამოყოფისა, ასევე გამოიყენება ამ წესის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსიც  (სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სოციალური დანიშნულების ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მხოლოდ მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად).

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველსაყოფად განაცხადის ტყის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფენ მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო  ორგანოები.

4. სოციალური დანიშნულების ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი I ხარისხის ხეზე მოთხოვნას სახელმწიფო რწმუნებული (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეული) შესაბამის ტყის მართვის ორგანოს წარუდგენენ ყოველწლიურად, 1 მაისამდე, ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით.

5. ტყის მართვის ორგანო ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით  განსაზღვრავს I ხარისხის ხის სახეობრივ და მოცულობით შესაძლებლობებს  და აღნიშნულ ინფორმაციას 1 სექტემბრამდე აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ  სუბიექტებს.

6. სახელმწიფო რწმუნებული (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – შესაბამისი თვითმმართველი ერთეული) ტყის მართვის ორგანოში დაზუსტებულ შუამდგომლობას წარადგენს ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის ფარგლებში. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქისთვის გასაცემი I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს კომისიის შესაბამისი დასკვნა და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები.

7. დაინტერესებული პირისთვის I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში) ან უარყოფით გადაწყვეტილებას,  შუამდგომლობის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, იღებს ტყის მართვის ორგანო, შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  გამოცემით,  იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო, რომელსაც ინფორმაციის სახით წარუდგენს სამინისტროს.

9. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ისეთი ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით I ხარისხის მერქნული რესურსის გამოყენებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს წერილობით განცხადებასთან (მოთხოვნასთან) ერთად წარედგინება განსახორციელებელი  პროექტი ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია,  სადაც დასაბუთებული უნდა იყოს მოთხოვნილი მერქნული რესურსის მოცულობა.

10. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილი I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს წერილობით მოთხოვნასთან ერთად წარედგინება  საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, მშენებლობის (სამუშაოების) განმახორციელებლის წერილობითი დადასტურება მერქნული რესურსის მოთხოვნილი მოცულობის სისწორის თაობაზე.

11. ხანძრის, სტიქიური უბედურების ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით გამოწვეულ სხვა გადაუდებელი ისეთი აუცილებლობის შემთხვევაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკითხი განიხილება მხოლოდ I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის  არსებობის აუცილებელი პირობით). მერქნული რესურსის მოპოვების უფლება გაიცემა ამავე მუხლით დადგენილი წესების დაცვით, გარდა დადგენილი ვადებისა.

12. იმ შემთხვევაში, თუ ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მოპოვებული ხეტყე, ან მისი ნაწილი ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით გამოიყენება ამ მუხლით განსაზღვრული დაინტერესებული პირების სოციალური მიზნით სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლოა გამოყენებული იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილება.

13. სოციალური დანიშნულებით ჭრებით ხეტყის დამზადება დაიშვება 360-მდე დაქანების ფერდობებზე.

14. სოციალური დანიშნულების ჭრების შემთხვევაში პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა, ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის ნულიდან 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების პირწმინდა ჭრით.

15. სოციალური დანიშნულების ჭრები ხორციელდება აგრეთვე:

ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიანი ჯიშების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები);

ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3 დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე;

გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (№3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა;

დ) 0,6-0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%-მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%-მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა;

ე) მოვლითი ჭრების სახეებს დაქვემდებარებული ტყის უბნებში ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ჭრებით დადგენილი ნორმებით; 

ვ) საკურორტო და მწვანე ზონის კატეგორიის ტყეებში ჭრის შედეგად სიხშირე არ დაიყვანება 0,4 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტერიტორიისათვის პრიორიტეტული ჯიშის შენარჩუნებით).

16. სოციალური დანიშულების ჭრის დროს 310 – 350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300-მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხეტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით.

17. დაცულ ტყეში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება ხორციელდება მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7-მე-9 მუხლებით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიების კატეგორიებში, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის მოთხოვნების გათვალისწინებით.

18. დაცულ ტყეში  სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კერძო ან/და საერთო სარგებლობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

19. დაცულ ტყეში  სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების ფარგლებში მოპოვებულ მერქნულ რესურსზე არ გადაიხდება მომსახურების საფასური ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის. გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემის მომსახურების საფასური.

20. დაცულ ტყეში  სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება ხორციელდება სამეურნეო ჭრისთვის გამოყოფილ ტყეკაფზე. სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

21. დაცულ ტყეში  სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყითმოსარგებლე. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტი, მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.

22. ახმეტის მუნიციპალიტეტის  მიერ სპეციალური ჭრებით ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ, ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.

23. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხეტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა:

ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები);

ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე.

24. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხეტყე გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

25. სოციალური დანიშნულების ჭრებში არ მოინიშნება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეები, გარდა ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეებისა, რომლებიც ტყის მართვის ორგანოს მიერ მოინიშნება ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით.

26. სოციალური დანიშნულების ჭრის წინა წლ(ებ)ის აუთვისებელ, ან ნაწილობრივ აუთვისებელ ტყეკაფებზე დასაშვებია ხელახალი ტყეკაფების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, ხეებზე გაკეთებულ ძველ ნუმერაციაზე საღებავით კეთდება აღნიშვნა „X“.

მუხლი 90. სოციალური დანიშნულების ჭრით ხეტყის დამზადების უფლების გარდამავალი მოწესრიგება

1. სოციალური დანიშნულების ჭრით I ხარისხის ხის მოპოვებაზე ხეტყის დამზადების ბილეთი აღებული უნდა იქნეს ასეთი უფლების მოპოვებიდან იმავე წლის დასასრულამდე.

2.  ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური დანიშნულების ჭრისთვის გამოყოფილი კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და მისი მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 90 კალენდარული დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვადაგასული ბილეთის ნაცვლად ახალი ბილეთი არ გაიცემა. ასევე არ დაიშვება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება.  (შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ გავრცელდეს ამ წესის ამოქმედებამდე გაცემულ ბილეთებზე. ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული ბილეთების საფუძველზე ხეტყის ათვისების ვადად განისაზღვროს 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდი, სხვა შემთხვევაში, გაცემული ბილეთების მოქმედება შეწყდება).

3. ხეტყის ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში  ხეტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში, ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით წერილობით მიმართავს ტყის მართვის ორგანოს ხეტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე, ხეტყის რესურსის დარჩენილ აუთვისებელ ოდენობაზე გასცემს ხეტყის დამზადების ახალ ბილეთს (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი).

4. საშეშე ხეტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არაუმეტეს 7 მ3-ისა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში, ერთ კომლს (ოჯახს) – არაუმეტს 15 მ3 (ეს პირობები ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებზეც).

5. სოციალური მიზნების ფარგლებში საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით  მერქნული რესურსის სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან  პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება ისარგებლოს ხეტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამ მოსახლეობისათვის გათვალისწინებული,   7 მ3 ან 15 მ3 მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, პირს უფლება აქვს მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური დანიშნულების ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).

6. სოციალური მიზნით საშეშე ხეტყის  მომხმარებელთა რეალური (სწორი) რაოდენობის  განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ ხდება დასახლებულ პუნქტებში ადგილზე მხოლოდ ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) ერთი წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების  ტყის მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი საშეშე ხეტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.

7. დაუშვებელია მხოლოდ ბუნებრივი აირის, ან ელექტროენერგიის რეგისტრირებული მომხმარებლების სააბონენტო მონაცემებზე დაყრდნობით სიების შედგენა. სიების შედგენა (კომლების აღიცხვა) და მისი ყოველწლიური კორექტირება ხდება მხოლოდ გათბობის სეზონზე, შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდში. სიების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.  მუნიციპალიტეტების მიხედვით სიების ტყის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

მუხლი 91. ხეტყის დამზადების ბილეთი

1. სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში მერქნული რესურსი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:

ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ხეტყის დამზადების ბილეთი.

2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური დანიშნულების ჭრის ტყეკაფზე ხეტყის დამზადების უფლების დამდგენი დოკუმენტი.

3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდისა და ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტების საფუძველზე.

4. ხეტყის დამზადების ბილეთს გასცემს ტყის მართვის ორგანო ან/და მართვის ორგანოს მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – სხვა პირი.

მუხლი 92. ხეტყის დამზადების ბილეთის ფორმა და რეკვიზიტები

1. ხეტყის დამზადების ბილეთი მოიცავს ინფორმაციას  ბილეთის ნომრის, ტყეკაფის ნომრის, ტყეკაფის მდებარეობის, დასამზადებელი ხეტყის  სახეობის, ხარისხის, მოცულობის შესახებ, ასევე ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადის შესახებ. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ხეტყის დამზადების ბილეთში (მის ფორმაში) ასახოს სხვა ინფორმაციაც.

2. ბილეთს გასცემს ტყის მართვის ორგანო ან/და მის მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სა­ფუძველზე – სხვა პირ(ებ)ი.

მუხლი 93. ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ ჭრების ფარგლებში ტყითსარგებლობის მოსაკრებლის განსაზღვრა

ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ ჭრების განხორცილების მიზნით ტყეკაფზე მონიშნული ხისთვის მოსაკრებლის გადახდა ხდება შემდეგი წესების დაცვით:

ა) I ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კრებელი;

ბ) II ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კ­რე­ბე­ლი.

მუხლი 94. სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხეტყის დამზადების ბილეთით გასაცემი ხეტყის მოსაკრებლის განსაზღვრა

სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხეტყის დამზადების ბილეთით გასაცემ:

ა) I ხარისხის ხისთვის (შესაბამის შემთხვევაში – ძირნაყარი ხისთვის)  გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის  დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) II ხარისხის, ასევე ძირნაყარი ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.

მუხლი 95. საკომპენსაციო საფასურის ფარგლებში გადახდილი თანხების გამოყენების გარდამავალი მოწესრიგება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიეცეთ უფლება, მათ ანგარიშზე 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული და 2020-2021 წლებში მიღებული, საკომპენსაციო საფასურის ფარგლებში გადახდილი თანხები, 2020-2021 წლების განმავლობაში, გამოიყენონ საკუთარი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისთვის გასაწევი გადასახდელების დაფინანსებისათვის.

მუხლი 96. ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული გარდამავალი მოწესრიგება

ტყის მართვის ორგანოებს მიეცეთ უფლებამოსილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით დაიწყონ ადმინისტრაციული წარმოება იმ დაინტერესებული პირების განცხადებებზე, რომლებმაც სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის ვადის მოქმედების პერიოდში მართვის ორგანოს მიმართეს სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და რომელთა მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ვერ დასრულდა ამ წესის ამოქმედებამდე. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირები, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ  სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის სარგებლობისათვის დადგენილი კომპენსაცია, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის დადგენილ კომპენსაციას აღნიშნული წარმოების ფარგლებში აღარ გადაიხდიან.

მუხლი 97. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი/დამტკიცებული ტყის მართვის გეგმების გამოყენების გარდამავალი მოწესრიგება

ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედ/დამტკიცებულ მართვის გეგმებში მითითებული მთავარი სარგებლობის ჭრები შეესაბამება ტერმინს  „სამეურნეო ჭრა“ და ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 98. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის გარდამავალი მოწესრიგება

1. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეებზე 2023 წლის 1 იანვრამდე არ გავრცელდეს ამ წესით გათვალისწინებული, ასეთი სარგებლობის განხორციელებისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ მოთხოვნილი ფართობის Shp-ფაილები.
2. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეები 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ სახაზო ნაგებობებზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარებისას ტყეკაფის მასალების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის ვალდებულებისაგან. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ  ტყეკაფის მონიშვნის მასალები (გარდა ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტისა).
      

დანართი №1

 

ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი

ტყეკაფის მონიშვნის დაწყების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ტყეკაფის მონიშვნის დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მართვის ორგანო ________________________________________________________

სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________

ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________

კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა 

ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე –––––––

სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________

                                                  X ______________ Y   Y _______________

 

 

 

ხნოვანება –––––––––––––––––––––––––––– მოზარდ‑აღმონაცენი –––––––––––––––––––––––––––––

სიმაღლე ზღვის დონიდან –––––––––––––––––––––––   დაქანება (გრადუსი) ––––––––––––––––––

 

 

ხის №

ჯიში (სახეობა)

ხის ხარისხი და

დიამეტრი

DD t

გასაცემი მერქნის მოცულობა მ​3

შენიშვნა

გაცემა

   

I

ხარისხის

II

ხარისხის

საქმისი მერქანი (ლიკვიდი)

შეშა ვარჯიდან

ხარისხის მიხედვით მ3, სულ მ​3

   

 

I

ხარისხის

II

ხარისხის

ჯამი

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელისა, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი. ასევე შენიშვნის გრაფაში მიეთითება ფაუტი, გადატეხილი და ზეხმელი ხე.

 

ტყეკაფის მომნიშნავი:------------------------------------------

 

 

უწყისის შედგენის თარიღი:--------------------------------

 

 

 

დანართი №2

საქართველოს ტყეებში გავრცელებული ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება

 

მერქნიანი სახეობა (ჯიში)

ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა, წელი

სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება, წელი

სიმწიფის (ჭრის)

ხნოვანების კლასი

1

სოჭი, ნაძვი

20

121-160

VII-VIII

2

ფიჭვი

20

101-140

VI-VII

3

წიფელი (თესლითი)

20

121-160

VII-VIII

4

წიფელი (ამონაყრითი)

10

61-80

VII-VIII

5

რცხილა (თესლითი)

20

81-120

V_VI

6

რცხილა (ამონაყრითი, ჯაგრცხილა)

10

41-60

V-VI

7

არყი

10

61-80

VII_VIII

8

ვერხვი

10

41-60

V_VI

9

მურყანი (თხმელა) თესლითი, ტირიფი

10

41-60

V_VI

1 0

მურყანი (თხმელა) ამონაყრითი

5

21-30

V_VI

1 1

აკაცია თესლითი

10

41-60

V_VI

1 2

აკაცია (ამონაყრითი)

2

9 – 12

V_VI

 

 

დანართი №3

ტყის ბუნებრივი განახლების შეფასების ცხრილი

კორომის სიხშირე

მოზარდის სიმაღლე მეტრობით

0.5_1.0

1.1_3.0

3.1 და მეტი

მოზარდის რაოდენობა ცალობით

0.3_0.4

7000

4000

2000

0.5_0.6

4000

2000

1000

 

მოცემული სიხშირის კორომებში სიმაღლის ნებისმიერ გრადაციაში თუ გვაქვს ცხრილში ნაჩვენები რაოდენობის ან მეტი მოზარდი, ის ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისათვის. იმ შემთხვევაში, როცა კორომში მოზარდის რაოდენობა სიმაღლის ყველა გრადაციაში ნაკლებია ცხრილში ნაჩვენებ რაოდენობაზე, ტყის აღდგენისათვის საკმარისი მოზარდის საერთო რაოდენობა დგინდება შემდეგნაირად: იანგარიშება მოცემული სიხშირის კორომების თითოეული სიმაღლის გრადაციაში არსებული მოზარდის რაოდენობის პროცენტი ცხრილის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, მიღებული პროცენტები შეიკრიბება და მათი ჯამი თუ 100-ის ტოლია ან მეტი, მოზარდის რაოდენობა ჩაითვლება საკმარისად ტყის აღდგენის უზრუნველყოფისთვის.

მაგალითი: 0.3-0.4 სიხშირის კორომში მოზარდის რაოდენობა შეადგენს 0.5-დან

1 მეტრამდე – 2000 ცალს, 1.1-დან 3 მეტრამდე – 1500 ცალს, 3.1 მეტრი და მეტი – 1000 ცალს, მაშინ მათი პროცენტები ცხრილის შესაბამის მონაცემებთან შეადგენს 28-ს, 37-სა და 50-ს. მათი ჯამი ტოლია 115 %-ის, ე.ი. მოზარდის საერთო რაოდენობა საკმარისია ტყის განახლების უზრუნველყოფისათვის.

 

დანართი №4

            სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების – სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ –დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

მომსახურების დასახელება

 

მომსახურების საფასური

ლარობით

გადახდის პერიოდი

1

2

3

4

5

 

6

7

 

1

   

 

 

 

 

 

 

 

2

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

 

მომსახურების საფასური

 ლარობით

 

2.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1 ჰა-მდე

– 100 ლარი

0,1 ჰა-დან 1,0 ჰა-მდე

–200 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

 – 500 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

 – 1000 ლარი

 

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

– 2000 ლარი 

20 ჰა-დან 100 ჰა-მდე

 – 2500 ლარი

100 ჰა-დან 1000 ჰა-მდე 

– 5000 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

2.2

მიწის ნაკვეთის ან/და აბრისის ან სიტუაციური გეგმის მომზადება

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში, მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური, ფართობის მიხედვით

3

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

მომსახურების საფასური

ლარობით

 

3.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

1 ჰექტარი – 1 ლარი

 

 

 

 

 

 

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

3.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 1 ლარი

 

 

 

 

 

 

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

4

ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური

 ლარობით

 

4.1

1 კუბური მეტრი ხეტყის მოპოვებისთვის (გარდა ძირნაყარი ხეტყისა)

3 ლარი

 

 

 

 

 

 

წინასწარ

4.2

1 კუბური მეტრი ძირნაყარი  ხეტყის მოპოვებისთვის

3 ლარი

 

 

 

 

 

 

წინასწარ

5

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან სახელმწიფო ტყის  ტერიტორიის ამორიცხვამდე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა

მომსახურების საფასური

ლარობით

 

5.1

აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი მ​​​​3-ისთვის

 

3 ლარი

 

 

 

 მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

ერთი კვადრატული მეტრი ფართობის შესწავლისთვის 0.1 ლარი.

6

ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

 

მომსახურების საფასური ლარობით

 

6.1

1 კუბური მეტრი ხეტყისათვის

3 ლარი

 

 

 

 

 

 

წინასწარ

7

მატერიალური სახის ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა

მომსახურების საფასური ლარობით

 

7.1

1 ცალი

50 თეთრი

 

 

 

 

 

 

წინასწარ

8

სპეციალური ფირნიში

მომსახურების საფასური ლარობით

 

8.1

1 ცალი

1 ლარი

 

 

 

 

 

 

წინასწარ

9

საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა

1 კუბური მეტრი – 20 ლარი

 

 

 

 

 

 

წინასწარ

10

სახელმწიფო ტყის სპეციალური სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება (ხეტყის დამზადება), გარდა ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური სარგებლობის ჭრების შემთხვევისა, ასევე ამავე მიზნებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხეტყის დამზადება სახელმწიფო ტყის  ფარგლებს გარეთ

მომსახურების საფასური ლარობით

 

11.1

ხეტყის დამზადება 310-მდე დაქანების ფერდობებზე და მისი ტრანსპორტირება 30 კმ-ის ჩათვლით

1 კუბური მეტრი – 120 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

11.2

ხეტყის დამზადება 310  და მეტი დაქანების ფერდობებზე და მისი ტრანსპორტირება 30 კმ-ის ჩათვლით

1 კუბური მეტრი – 150 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

შენიშვნა: თუ ხეტყის ტრანსპორტირების მანძილი 30 კმ-ს აღემატება, ყოველ შემდეგ კილომეტრზე ფასს დაემატება 1 კუბური მეტრისთვის 0,50 ლარი. ასევე თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოიზიდოს ჭრის ადგილიდან, სპეციალური ჭრის უფლების მქონე პირი ვალდებულია, გადაიხადოს ასეთი შემთხვევისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი საკომპენსაციო საფასური. საკომპენსაციო საფასური არ გადაიხდევინება, თუ ხეტყის დამზადება ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

 

12

სატყეო სააგენტოს მიერ მოპოვებული და დაქუცმაცებული 1 კუბი ხეტყის ნარჩენის ტრანსპორტირება

1 კმ – 0.45 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

13

სატყეო გზების მოწყობა/რეაბილიტაციის პროექტირება  (ხარჯთაღრიცხვით),.

 

13.1

სატყეო გზის მოწყობის პროექტირება

1 კმ- ჩათვლით, 1500-ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

1-კმ-ზე მეტი დამატებულ ყოველ 100 მეტრს დაემატება 150 ლარი.

13.2

სატყეო გზის რეაბილიტაციის პროექტირება

1 კმ- ჩათვლით, 1000-ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

1-კმ-ზე მეტი დამატებულ ყოველ 100 მეტრს დაემატება 100 ლარი.

13.3

 

სატყეო გზის მოწყობა  /რეაბილიტაცია                                          

13.1 და 13.2-ში ფარგლებში დამზადებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი ღირებულება

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

შენიშვნა: 13.1 და 13.2 ში მითითებულ მომსახურებების ფასს დაემატება შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მომსახურების საფასური.

 

14

აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტების მომზადება

 

14.1

აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტის მომზადება

1 ჰა-მდე

2500 ლარი

 

 

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

 

5000 ლარი

 

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

10000 ლარი

 

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

15 000 ლარი

 

20 ჰა-დან 40 ჰა-მდე

 

20 000 ლარი

 

 

 

40 ჰა-დან 100 ჰა-მდე

30 000 ლარი

 

 

100 ჰექტარი და მეტი

 

 

35000 ლარი

 

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

14.2

ენტო და ფიტო-პათოლოგიური შეფასება

1 ჰა-მდე

2000 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

3500 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

6000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

10 000 ლარი

20 ჰა-დან 40 ჰა-მდე

14 000 ლარი

 

40 ჰა-დან 100 ჰა-მდე

17 500 ლარი

100 ჰექტარი და მეტი

22 500 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

14.3

ერთეული ხეების შესწავლა

1-დან 10 ხემდე

500 ლარი

 

10 -დან 50 ხემდე

700 ლარი

 

 

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

შენიშვნა: მე-14 პუნქტში მითითებული მომსახურებების ხარჯებში არ შედის სხვა პირების მიერ გასაწევი მომსახურების თანხა. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ.

 

15

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების არსებობის შესახებ ცნობის გაცემა

      

50 ლარი

 

წინასწარ

16

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების დოკუმენტის გაცემა

200 ლარი

წინასწარ

 

 

დანართი №5

ტყეკაფის მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი

მართვის ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სატყეო უბანი ––––––––––––––––––––––––– სატყეო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კვარტალი –––––––––––––––––––––––––––– ლიტერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ლიტერის ფარგლებში არანაკლებ ორი GPS‑ს კოორდინატი:

X ––––––––––––––––––– Y ––––––––––––––––––––––––

ჭრის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სატაქსაციო ლიტერ(ებ)ის მონაცემები :

ტყეთმოწყობით:

შემადგენლობა ________________ ექსპოზიცია ______________ დაქანება____________

ფაქტობრივი:

შემადგენლობა ________________ ექსპოზიცია ______________ დაქანება_____________

 

 

ფართობი, ჰა

პროგნოზული მარაგი, ​3

სიხშირე

ხნოვანება

ტყეთმოწყობით

ტყეთმოწყობით

ფაქტობრივი

ტყეთმოწყობით

ფაქტობრივი

ტყეთმოწყობით

ფაქტობრივი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღმონაცენ – მოზარდის რაოდენობა :

ტყეთმოწყობით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფაქტობრივი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქვეტყე (ჯიშის მითითებით და ფართობის დაფარულობის %):

ტყეთმოწყობით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფაქტობრივი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეკომენდაცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(რეკომენდაციაში აგრეთვე აღინიშნება ინფორმაცია მოსაწყობი გზების შესახებ)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქტის შემდგენი პირები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

შენიშვნა: ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი წარმოადგენს ტყეკაფის აღრიცხვის მასალების განუყოფელ ნაწილს.

~

დანართი №6

 საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი

ცხრილი №1

1 3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი) ჯგუფების მიხედვით

მოცულობა ​3

I ჯგუფი

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

II ჯგუფი

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

III ჯგუფი

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

IV ჯგუფი

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

V ჯგუფი

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

1

1 მ3-ის თანხა

80

75

73

70

60

2

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

3

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

4

დაცულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

5

დაცულ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით.

 

ცხრილი №2

ფართობის მოცულობა

საბაზისო თანხა (ლარი)

1

1-დან – 500 მ2-მდე

500

2

500 მ2-დან -1000 მ2-მდე

1000

3

1000 მ2-დან – 5000 მ2-მდე

1600

4

5000 მ2-დან 

0,36 ყოველ მ2-ზე.


დანართი №7

ფოთლოვანი სახეობებისათვის ხის ღეროდან მიღებული მორის ხარისხი

მორის სიგრძე მეტრებში: 1-6

ხარისხი

აღწერილობა

შენიშვნა

I

ხის ღეროდან ამოღებული უნაკლო მორი, დასაშვებია ბზარები მორის დიამეტრის 25%

დაუშვებელია: როკები, სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

II

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები მორის ერთ მხარეს, ბზარები მორის დიამეტრის 30%

დაუშვებელია: სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

III

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები მორის ერთ მხარეს, ბზარები, სოკოვანი დაავადება, ორი გული და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 15%-ს, ასევე III ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის I ხარისხის თვისების მქონე მორი

 

IV

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 25%-ს. ასევე IV ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის II ხარისხის თვისების მქონე მორი

 

 

წიწვოვანი სახეობებისათვის ხის ღეროდან მიღებული მორის ხარისხი

მორის სიგრძე მეტრებში: 1-7

ხარისხი

აღწერილობა

შენიშვნა

I

ხის ღეროდან ამოღებული უნაკლო მორი, დასაშვებია მცირე ზომის როკები 3 სმ დიამეტრის, ბზარები მორის დიამეტრის 25%

დაუშვებელია: 3 სმ-ზე მეტი დიამეტრის როკები, სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

II

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ორი გული, ბზარები მორის დიამეტრის 30%

დაუშვებელია: სოკოვანი დაავადება, გულის სიდამპლე.

III

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 15%-ს. ასევე III ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის I ხარისხის თვისების მქონე მორი

 

IV

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 25%-ს. ასევე IV ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის II ხარისხის თვისების მქონე მორი

 

 

 

დანართი №8

საშეშე მერქნული რესურსის სარეალიზაციო ფასები

მერქნული რესურსის

სახეობა

1 მ3-ის სარეალიზაციო

ფასი

ტრანსპორტირებით

1 მ3-ის სარეალიზაციო ფასი

ტრანსპორტირების გარეშე (დასაწყობების ადგილიდან)

ფოთლოვანი მერქნიანი სახეობები

90 ლარი

   75 ლარი

 წიწვოვანი მერქნიანი სახეობები

85 ლარი

  70 ლარი

 

შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ​​3-ისთვის 0,50 ლარი, საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება №4 დანართით.

 

დანართი №9

ხეტყის ნარჩენის  გადამუშავების (დაქუცმაცების) შედეგად მიღებული მოცულობისა და წონის გაანგარიშების მეთოდოლოგია

 

Gდ= V * G =  კგ

სადაც:

Gდ  ნარჩენის გადამუშავების (დაქუცმაცების) შედეგად მიღებული პროდუქცია (კგ);

 ნარჩენის მკვრივი მოცულობა;

G – ერთი კბმ მკვრივი მერქნის წონა (კგ) ჯიშების მიხედვით;

 

Vდ=Gდ/ (G*K)=კბმ

სადაც:

 Vდ –  ნარჩენის გადამუშავების (დაქუცმაცების) შედეგად მიღებული პროდუქცია ნაყარ მდგომარეობაში (კბმ);

 Gდ  ნარჩენის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქცია (კგ);

 G – ერთი კბმ მკვრივი მერქნის წონა (კგ) ჯიშების მიხედვით;

 K – დაქუცმაცებული მასის მკვრივზე გადასაყვანი კოეფიციენტი.  

 

სიდიდე K, დაქუცმაცებული მოცულობის გაანგარიშების შემთხვევაში, უდრის 0.36-ს.

 

ერთი კუბური მეტრი მკვრივი მერქნის წონა (კგ)*

 

ხის ჯიში

1 კბმ ხის წონა კგ – 50/33%-იანი ტენიანობით

მუხა, ნეკერჩხალი, წაბლი

860

ცაცხვი

600

აკაცია

750

წიფელი

800

რცხილა, ჯაგრცხილა

970

ვერხვი, მურყანი

650

თელა

790

ნაძვი

560

სოჭი

550

ფიჭვი

625

 

შენიშვნა: შერეული კორომების შემთხვევაში, წონა დაანგარიშდება ამ ცხრილში მითითებული შესაბამისი ხის ჯიშების წონის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული მონაცემის მიხედვით. დაუქუცმაცებელი ხეტყის ნარჩენის გამოტანისას ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, ნარჩენის მოცულობის განსაზღვრისას დგინდება სატრანსპორტო საშუალების ძარაზე დაწყობილი ნარჩენის წყობითი მოცულობა მ3-ში.  ფოთლოვანი სახეობის ხის ნარჩენის მკვრივ მოცულობაში  გადამყვანი კოეფიციენტია – 0,20, შერეული (წიწვოვან-ფოთლოვანი) სახეობის შემთხვევაში – 0,25, ხოლო წიწვოვანი სახეობის შემთხვევაში  0,30. ასევე, დაქუცმაცების დროს 1კბმ-ზე დანაკარგი შეადგენს 2-3 %-ს.