თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 146/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016595
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
146/04
12/10/2021
ვებგვერდი, 13/10/2021
220010010.18.011.016595
თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/10/2021 - 04/08/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №146/04

2021 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს TIBR ინდექსების გაანგარიშების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსის და მასთან დაკავშირებული TIBR ვადიანი ინდექსების (TERM RATES) გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 14 მარტის №52/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე