„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016477
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
373
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010250020.35.157.016477
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2022 - 28/07/2023)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №373

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2022 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“  დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 დეკემბრის №344 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31.12.2021 წ., სარეგ. კოდი 010250020.35.157.016448).    
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი

 

2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა მოსწავლეებისა, რომელთათვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლაში, ასევე ბასილ მელიქიშვილის სახელობის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულისთვის, რომლისთვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს საქართველოს მოქალაქედ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით”, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების     პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების,   მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებასა და სტიმულირებას, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას.

თავი II

პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის სახეები

მუხლი 2. პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის სახეები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობისა და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების ხელშეწყობა/მხარდაჭერის სახეებია:

ა) ფულადი მხარდაჭერა;

ბ) სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა.

მუხლი 3. ფულადი მხარდაჭერის სახეები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი მხარდაჭერა:

ა)ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის, მაგისტრანტობის კანდიატებისთვის, სტუდენტებისათვის);

ბ) აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა;

გ) პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება;

დ) ბასილ მელიქიშვილის სახლობის ლიტერატურული პრემია;

ე)ხელოვნების დარგში მოღვაწე (არქიტექტურა, გრაფიკა, დეკორატიული ხელოვნება, თეატრი, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სკულპტურა, ფერწერა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია და სხვ.) მოქალაქეების/ჯგუფების მხარდაჭერა საქმიანობის ხელშეწყობა/განვითარების მიზნით

ვ) მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, სპეციალისტების მომზადების დაფინანსება.

მუხლი 4. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა.

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების ან/და მატერიალური ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად:

ა) მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, ასევე გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და სტიმულირება თემში სერვისებზე ხელმიუწვდომლობის აღმოფხვრის, ასევე მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გათვალისწინებულია სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით.

 

თავი III

ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა/წახალისების კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 5. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ  მოსწავლეებზე, რომელთაც სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურობაზე ორიენტირებულ კონკურსებში (ეტალონი, დიდგორელი, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) და სხვ.), მიმდინარე სასაწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას მინიმუმ მუნიციპალიტეტის დონეზე.

2. მოსწავლეებზე ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის და საჯარო სკოლის ოფიციალური წერილის საფუძველზე.

3. ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემია მოსწავლეთათვის შეადგენს 200 (ორასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)განცხადება მერის სახელზე;

გ) წარმატებული მოსწავლის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) საჯარო სკოლის ოფიციალური წერილი;

ე)მიმდინარე სასწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ზ)ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

5. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი.

მუხლი 6. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე საუკეთესო შედეგებით ჩარიცხული იმ აბიტურიენტების დაფინანსებას, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, ასევე იმ მაგისტრანტობის კანდიდატების - რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება.

2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე ერთჯერადად შეადგენს 1000 ლარს, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 700 ლარს, 50%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. პრემიის მისაღებად აბიტურიენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)განცხადება მერის სახელზე

გ) წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ)ცნობა სახელმწიფო გრანტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;

ე)ცნობა საჯარო სკოლიდან;

ვ)ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

ზ)განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

4. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი.

მუხლი 7. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სტუდენტთათვის

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 40 სტუდენტზე (სემესტრის ფარგლებში 20 სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში.

2. სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით.

3. კონკურსანტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში შეფასება ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სემესტრში შეადგენს 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განცხადება მერის სახლზე;

გ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;

დ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;

ე) სერთიფიკატის ასლი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა და სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის შესახებ, მიმდინარე სასწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში.

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 8. აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, 2022-2023 სასწავლო ან 2023 კალენდარული წლის განმავლობაში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, კერძოდ:

ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 12000-ის ფარგლებში სარეიტინგო ქულა;

ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი;

გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი);

დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი;

ე) არის მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელი ან მისი შვილი.

2. ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

3. ფულადი მხარდაჭერის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობის მითითებით;

გ) სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონის შემთხვევაში - ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ობლობის შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის შემთხვევაში -  დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილის შემთხვევაში - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) მარტოხელა მშობლის ან მისი შვილის შემთხვევაში - შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა;

თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 9. პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთ საქმიანობაში 2022-2023 სასწავლო ან 2023 კალენდარული წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას და მოიპოვეს სახელმწიფო ან/და საერთაშორისო აღიარება.

2. ფულადი მხარდაჭერა  წარმატებულ მოქალაქეზე შეადგენს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

4.განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განცხადება მერის სახელზე;

გ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 10. ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემას, საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეზე, რომელიც პროგრამის მოქმედების პერიოდში მოიპოვებს გამარჯვებას მუნიციპალიტეტის მერიისა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ ორგანიზებულ, ბასილ მელიქიშვილის სახელობის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში.

2. ფულადი მხარდაჭერა კონკურსის გამარჯვებულზე შეადგენს ერთჯერადად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

4. ანგარიშსწორების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჭიროა წარმოდგენილი იქნეს კონკურსში გამარჯვებული პირის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განცხადება მერის სახელზე;

გ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო რეკვიზიტები.

მუხლი 11. ხელოვნების დარგში მოღვაწე (არქიტექტურა, გრაფიკა, დეკორატიული ხელოვნება, თეატრი, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სკულპტურა, ფერწერა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია და სხვ.) მოქალაქეების/ჯგუფების მხარდაჭერა საქმიანობის ხელშეწყობა/განვითარების მიზნით

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქმიანობის ხელშეწყობა/განვითარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხელოვნების დარგში მოღვაწე  მოქალაქეებზე და შემოქმედებით ჯგუფების ხელმძღვანელებზე, რომლებსაც აქვთ მოპოვებული აღიარება ან/და წარმატება მინიმუმ ეროვნულ დონეზე, საქმიანობის ფარგლებში.

2. ფულადი მხარდაჭერა ხელოვნების დარგში მოღვაწე მოქალაქეზე შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს, ხოლო შემოქმედებით ჯგუფის შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელზე 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე მოქალაქემ ფულადი მხარდაჭერის მიღების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განცხადება მერის სახელზე;

გ)საქმიანობის ფარგლებში, მინიმუმ ეროვნულ დონეზე აღიარების ან/და წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი ინსტიტუტის მიერ;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ(ებ)ი;

ე) CV/რეზიუმე;

მუხლი 12. მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის სპეციალისტების მომზადების დაფინანსება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების მხარდამჭერი სერვისების განვითარების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად დაფინანსდება წინასწარ შერჩეული, არანაკლებ 2 სპეციალისტის გადამზადება ადრეული ჩარევის პროგრამის ინტერვენციონისტად.

 

თავი IV

სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერის კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 13. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა ფულადი სახით

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების (მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობით) ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების იმ სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც გულისხმობს თემში მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას.

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც იდეის მოწონების შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს საგარანტიო წერილის გაცემის თაობაზე, ხოლო პროექტის მოწონებისა და გამარჯვების შემთხვევაში მისი თანამონაწილეობით დაფინანსების თაობაზე.

4. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;

ბ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში – ამხანაგობა ან ააიპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გ) საბანკო რეკვიზიტები.

მუხლი 14. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა არაფულადი სახით

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია მატერიალური (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების დროებით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემა საკრებულოს თანხმობით) რესურსის გაცემის ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც დადებითი შეფასების გაკეთების შემთხვევაში შუამდგომლობას წარუდგენს მერს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ჯგუფების/ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ნახსენები შუამდგომლობის საფუძველზე მზადდება წერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის თანხმობის გაცემის შესახებ, ხოლო საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

5. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა;

ბ) სათემო ჯგუფის წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის ასლები (შემდგომში – ამხანაგობა ან ა(ა)იპ), ხოლო ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 15. დასკვნითი დებულებები

1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.