აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016207
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
03/02/2023
ვებგვერდი, 03/02/2023
010250050.35.102.016207
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აჟარის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/02/2023 - 03/11/2023)

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2023 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 იანვრის  №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  12/01/2022; 010250050.35.102.016193) „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედებაა გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი



დანართი №1

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი


ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, ან პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 2. ოპერაციების თანადაფინანსება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთისა) და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები, თუ ოპერაციული ჩარევიდან, მუნიციპალიტეტში შესაბამისი განცხადების შემოტანის თარიღამდე გასული პერიოდი არ აღემატება 3 თვეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო ცალკე - მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილში  250 ლარს.

3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (ოპერაციის შემთხვევაში);

ზ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (ოპერაციის შემთხვევაში);

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე მომსახურების შესრულების შემდეგ.


მუხლი 3. მაგნიტურ-რეზონანსული (MR) და კომპიუტერული (CT) ტომოგრაფიული კვლევების დაფინანსება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სხეულის ერთი ან რამოდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რაც ჯამში (ერთის ან ორივეს შემთხვევაში) არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარის ოდენობას;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის  დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ.


მუხლი 4. კორონაროგრაფიული კვლევის (კორონარული ანგიოგრაფია) დაფინანსება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების, წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, კორონაროგრაფიული კვლევის მომსახურება, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 900 ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის – დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან,  სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ.


მუხლი 5. დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას მოკლებულ პირთათვის სპეციალური სავარძლის (ეტლი) გადაცემა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ პირს, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას გადაეცემა სპეციალური სავარძელი (ეტლი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ცნობა სპეციალური სავარძლის საჭიროების შესახებ;

3. სპეციალური სავარძლის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.


მუხლი 6. ლოგინიდან დამოუკიდებლად ადგომის შესაძლებლობას მოკლებულ პირთათვის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობის (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) გადაცემა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ პირს, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლად ლოგინიდან ადგომის შესაძლებლობას გადაეცემა სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა.

3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.


მუხლი 7. ონკოლოგიურად დაავადებულ პირთა დახმარება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა თუ მედიკამენტების ხარჯები.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან,  სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში –  სააფთიაქო დაწესებულებიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ.


მუხლი 8. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (0-18  წლამდე) სამედიცინო და სოციალური დახმარება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული, ამავე მუხლში მითითებული კატეგორიის ბავშვები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:

ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების და სპეციალიზებულ დაწესებულებებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები პირები ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემთხვევაში დამატებით ვერ ისარგებლებენ ამ წესის მე-2 (ოპერაციების თანადაფინანსება) მუხლით).

 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ვ) ბენეფიციარის/განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ზ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან  ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ ამავე დადგენილების პირველი და მე-9 მუხლებით.


მუხლი 9. განსაკუთრებულ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ანაზღაურდება, აჟარის (ზემო  აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ბავშვების (0-18 წლამდე), სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, აუცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში და ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება.

2. დახმარების მისაღებად პაციენტის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან  ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ. 

4. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ ამავე დადგენილების მე-8 მუხლით.

 


მუხლი 10. მარტოხელა პენსიონერების დახმარება

1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა პენსიონერები.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენიფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. ხანდაზმულთა (80 და მეტი წლის) სოციალური დახმარება

1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული 80-დან 100 წლამდე ასაკის პირები.

2. ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება

1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

დ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ;

ე) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ვ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. მარტოხელა მშობლის დახმარება

1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა დედები/მამები და შვილებს არ მიუღწევიათ 18 წლის ასაკისთვის;

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;

ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი;

ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 


მუხლი 14. ახალშობილთა (მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ) დაბადებისთვის ოჯახების დახმარება

1. ერთჯერად (მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ მე-3 და ყოველი შემდგომი ახალშობილი.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში);

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 15. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) ფულად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 18-წლამდე ასაკის სამი შვილი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით მეტს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

ე) შვილების დევნილის მოწმობის ასლები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 16. 2006-2023  წლებში დაბადებული დევნილი ბავშვების, ომში დაღუპილი პირის ოჯახის, ხანდაზმული პირის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შშმპ), მარტოხელა პენსიონერის დახმარება

1. ერთჯერად დახმარებას (სასაქონლო პაკეტი) მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:

ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2006-2023 წლებში დაბადებული ბავშვები;

ა.ა) 1 - 2 ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაქონლე პაკეტი;

ა.ბ)  3 - 4  ბავშვის შემთხვევაში – 2 სასაქონლე პაკეტი;

ა.გ) 5 და მეტი ბავშვის შემთხვევაში – 3 სასაქონლე პაკეტი;

ბ) ომში დაღუპული პირის ოჯახი - 1 სასაქონლე პაკეტი;

გ) ხანდაზმული პირი - 1 სასაქონლე პაკეტი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) – 1 სასაქონლე პაკეტი;

ე) მარტოხელა პენსიონერი – 1 სასაქონლე პაკეტი;

2. იმ შემთხვევაში თუ სასაქონლე პაკეტის მიმღები პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან ორ ან ორზე მეტ კატეგორიას, ბენეფიციარს ეძლევა მხოლოდ 1 სასაქონლე პაკეტი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში შემავალი  ოჯახის წევრები აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა კატეგორიებს მათ გადაეცემათ დამატებით 1 სასაქონლე პაკეტი;

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შესაბამის კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

4. თითოეული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 110 ლარისა.

5. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.


მუხლი 17. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისთვის სასკოლო ჩანთის და პენალის გადაცემა

1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები.

2. დახმარება გაეწევათ თითოეულს, სასკოლო ჩანთით და პენალით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ მოძიებული მონაცემების შესაბამისად, რისი ღირებულებაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 55 ლარს.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ;

4. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.


მუხლი 18. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება

1. ერთჯერად (1500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებულ ბავშვები.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ;

დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 19. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაინვალიდებულ პირთა ერთჯერადი დახმარება

1. ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ 1992 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაინვალიდებული (კიდურების: ხელის, ფეხის ამპუტაცია/დაკარგვა) პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე) საბრძოლო მოკვლევა (სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საომარი მოქმედების ან სამხედრო დავალების შესრულების დროს სხეულის შესაბამისი ნაწილის დაკარგვა/ამპუტაცია);

დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 20.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების დახმარება
1. ერთჯერადი (500 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი ან/და სხვა დოკუმენტი;

დ) ომში/საომარ მოქმედებებში, ან/და სამხედრო დავალების შესრულების დროს უგზო- უკვლოდ დაკარგული პირის შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი;

ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;

ვ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 21. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი.

2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

დ) გაზის ქვითარი ან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მინიჭებული სააბონენტო ნომერი;

 4. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.


მუხლი 22. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციიდან;

ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) ონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან   ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

ზ) შესაბამისი საკუთრების ქ. თბილისში მდებარეობის შემთხვევაში, ინფორმაცია ქ. თბილისის მერიიდან დაფინანსების თაობაზე.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდეგ.


მუხლი 23. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება

1. სწავლის თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი (წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც 2023 წლამდე ჩაირიცხნენ და სწავლობენ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე და ასევე, სხვა სტატუსის მქონე ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების, ქვემოთ მითითებულ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე/ქვეპროგრამაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ა) აგრარული მეცნიერებანი:

ა.ა) აგრონომია;

ა.ბ) ვეტერინარია;

ა.გ) მეცხოველეობა;

ა.დ) სასურსათო ტექნოლოგია;

ა.ე) სატყეო საქმე

ბ) ბიზნესის ადმინისტრირება:

ბ.ა) საბუღალტრო აღრიცხვა;

ბ.ბ) მოლარე;

გ) განათლება:

გ.ა) განათლების მეცნიერებები;

გ.ბ) მასწავლებლის განათლება;

დ) ინჟინერია:

დ.ა) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;

დ.ბ) მშენებლობა;

დ.გ) ტრანსპორტი;

დ.დ) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;

დ.ე) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;

დ.ვ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია;

დ.ზ) მასალათმცოდნეობა;

დ.თ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება;

დ.ი) აგროინჟინერია;

ე) ხელოვნება:

ე.ა) დიზაინი;

ე.ბ) სამუსიკო ხელოვნება;

ე.გ) სახვითი ხელოვნება;

ე.დ) ქორეოგრაფიული ხელოვნება;

ვ) ჯანდაცვა:

ვ.ა) მედიცინა;

ვ.ბ) სტომატოლოგია;

ვ.გ) ფარმაცია;

ვ.დ) საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი);

ვ.ე) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;

ზ) სამართალი:

ზ.ა) სისხლის სამართალი;

ზ.ა.ა) კრიმინოლოგია. 

2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ცნობა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;

ე) ანგარიშფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ;

ვ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 24. მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირთა ერთჯერადი დახმარება

1. ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, წელიწადში არაუმეტეს 1125 (ათასასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

2.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ცნობა შესაბამისი ავტორიზებული დაწესებულებიდან პირის მაგისტრატურაში, რეზიდენტურაში ან რეზიდენტურის ალტერნატული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;

ე) ანგარიშ-ფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ;

ვ) შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სასწავლების/დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 25. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეების დახმარება
1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის  (ზემო  აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში მითითებული ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 26. რელიგიის მსახურთა დახმარება

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარის ოდენობით) გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სასულიერო პირებს, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

დ) რელიგიის მსახურის დამადასტურებელი მოწმობა  ან ცნობა საპატრიარქოდან/ეპარქიიდან;

ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 27. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, ან სხვა პირი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა, ან მოწმეთა მიერ დამოწმებული აქტი, ამ პირის მიერ დაკრძალვის ხარჯების გაწევის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 28. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

 

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები) მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვნობის დადგენა და ა.შ.

4. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილ სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში (როცა დაყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბენეფიციარის კანონიერი ინტერესების შელახვა) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართოს მოხსენებითი ბარათით მუნიციპალიტეტის გამგებელს/გამგებლის პირველ მოადგილეს ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის ან შეთანხმების ოქმის გაცემის თაობაზე (სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომის დროს ზემოხსენებულ საკითხი განიხილება ჩვეულებრივ დადგენილი წესისამებრ).


მუხლი 29. სამუშაო ჯგუფის კომპეტენციები და სტრუქტურა
1. სამუშაო ჯგუფის ფუნქციებს წარმოადგენს ამ წესის მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებათა გაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, განხილვა და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნის მომზადება გამგებლისათვის წარსადგენად.

2. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

4. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს.

5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.

6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

7. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.


მუხლი 30. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 31. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სხდომის ოქმთან ერთად გადაეცემა სამსახურის უფროსს.


მუხლი 32. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამუშაო ჯგუფი საკითხის ყოველმხრივი შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გასცემს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, რომელიც სხდომის ოქმთან ერთობლიობაში გამგებლისთვის წარსადგენად გადაეცემა სამსახურის უფროსს.

2. სამსახურის უფროსი მისთვის გადაცემული სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს მოხსენებით ბარათს, რომელსაც სხდომის ოქმთან და დასკვნასთან ერთობლიობაში წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

3. საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, წარმოდგენილი სხდომის ოქმის, დასკვნისა და მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.


თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 33. სოციალური დახმარების გაცემის გაუცემლობა
სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს ამ წესის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით.