„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 09/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
130
28/02/2006
სსმ, 31, 09/03/2006
010.240.030.22.023.008.220
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2006 - 02/05/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.220

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №130

2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დე-ბულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №129, მუხ. 1147) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს დებულება“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

გ. პაპუაშვილი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5

თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;

ე) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში;

ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;

ზ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;

ი) სამართლებრივი თვალსაზრისით გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობა. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან (კონვენციებთან);

კ) სამართლებრივი მიზანშეწონილობის დადგენისა და შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაცია;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

მ) სამართლებრივ საკითხებში სამინისტროს ხელმძღვანელობის კონსულტაცია;

ნ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი (მათ შორის, სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული) ინფორმაცია;

ბ) შეამოწმოს მინისტრთან ხელმოსაწერად შესატანი ნებისმიერი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობა და ვიზა მისცეს მას;

გ) სათანადო მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს სამინისტრო საქართველოს სასამართლოებში;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

ვ) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით საპარლამენტო მდივანზე დაკისრებული ამოცანების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია სამინისტროს სისტემაში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;

ზ) საერთო კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს სასამართლოებთან ურთიერთობების საკითხებში;

თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლება-მოსილებანი.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;

კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 10

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის სამმართველო;

ბ) სასამართლო დავებისა და იურიდიულ საკითხთა უზრუნველყოფის სამმართველო.

    მუხლი 11

პარლამენტთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

გ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას;

დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;

ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაციას;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;

თ) სამართლებრივი თვალსაზრისით გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზს და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობას. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან (კონვენციებთან);

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მიზანშეწონილობის დადგენისა და შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით, გარემოსდაცვითი საერთაშორისო ხელშეკრულების ეროვნული პასუხისმგებელი პირებისა და საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაციას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;

ლ) საერთაშორისო ხელშეკრულების ეროვნული პასუხისმგებელი პირებისა და საკონტაქტო პირებისაგან შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაციებისა (მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ) და ანგარიშების მოთხოვნას;

მ) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12

სასამართლო დავებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა) სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში;

ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვას;

ვ) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 13

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღ-ვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.

    მუხლი 14

დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.