დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 302 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025194 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (31/07/2025 - 27/08/2025)
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№798-IIმს-XIმპ, 26/06/2025) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებები გადაეცეთ:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს: 1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების აღჭურვა (კომპიუტერული ტექნიკა; საოფისე ავეჯი და სხვა). 1.2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა (კომპიუტერული ტექნიკა; საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; მერხი; სკამი; დაფა; საოფისე ავეჯი; სამედიცინო კაბინეტები და სხვა სასწავლო რესურსი). 1.3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა (კომპიუტერული ტექნიკა; სასწავლო სახელოსნოები; მერხი; სკამი; დაფა; საოფისე ავეჯი და სხვა სასწავლო რესურსი). 1.4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაფინანსება. 1.5. წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების შესყიდვა და სერტიფიკატების ბეჭდვა. 1.6. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა (მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების ბეჭდვა და მიწოდება; სახელმძღვანელოების თარგმნისა და ავთენტურობის დამტკიცებისათვის და გამომცემლობებისთვის გადასაცემი ჰონორარის ხარჯი). 1.7. პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლების პორტაბელური კომპიუტერებით (ბუქებით) უზრუნველყოფა. 1.8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერების პროექტირება და მონტაჟი. 1.9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერების პროექტირება და მონტაჟი. 2. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს: 2.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2.2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2.3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა. 2.4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა. 2.5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის. 2.6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა. 2.7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვა. 2.8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვა. 2.9. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2.10. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაზიფიცირება/საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვა. 3. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს: 3.1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობა. 3.2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სრული რეაბილიტაცია. 3.3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობა. 3.4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სრული რეაბილიტაცია. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე.
|
| მუხლი 4 |
დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უფლებამონაცვლე უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას კომისია, ამ დადგენილების პირველი მუხლის დანართით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული/ სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრის/ იდენტიფიცირების მიზნით.
|
| მუხლი 5 |
უფლებამონაცვლე უწყებებისათვის სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან ღირსიაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე; ბ) ლევან ზაუტაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე; გ) ზაზა კვიციანი − საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე; დ) მზია გიორგობიანი − საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე; ე) თამარ მემანიშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი − კომისიის წევრი; ვ) ეკატერინე მაჩიტიძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; ზ) ნანა ხმალაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; თ) ნათია ლომთაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი; ი) თათია ბარაქაძე − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი; კ) მინდია ღლონტი − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი; ლ) ნიკოლოზ როსებაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი; მ) პაატა ჯიოშვილი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; ნ) დავით ვარდიაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი; ო) დიმიტრი ნადირაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი; პ) ხათუნა მოწაფია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე (ეკონომიკური, იურიდიული და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის მიმართულებით) − კომისიის წევრი;
ჟ) გვანცა ვაჟბედაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; ს) ზურაბ რაზმაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; ტ) თამთა ჩხაიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; უ) კონსტანტინე ოდიშარია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; ფ) ნინო ორჯონიკიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; ქ) პაატა კახიანი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტექნიკური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; ღ) ნინო კუჭავა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კანცელარიის უფროსი − კომისიის წევრი; ყ) მარიკა ბაღაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მთავარი ბუღალტერი − კომისიის წევრი; შ) ლელა სვიმონია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტების მენეჯერი − კომისიის წევრი; ჩ) პაატა ჯანგიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საწყობის მენეჯერი − კომისიის წევრი; ც) სოფიო აბშილავა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი − კომისიის წევრი; ძ) დავით ჭიჭინაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი − კომისიის წევრი; წ) ელენე ჩიხრაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურისტი − კომისიის წევრი; ჭ) ზვიად კობახიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ბუღალტერი − კომისიის წევრი; ხ) ქვარა ჩართოლანი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი − კომისიის წევრი; ჯ) სერგი მესხი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი; ჰ) მარიამ თავაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურისტი − კომისიის წევრი. |
| მუხლი 6 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები