დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.120.000.05.001.003.881 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (25/01/2010 - 23/03/2010)
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
მუხლი 1
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი „ავტომოტო-ტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 15).
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ლიკვიდაცია.
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს კრედიტორული დავალიანებები დაიფაროს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს კუთვნილი ქონებიდან. სახელმწიფო არ არის აღნიშნული ვალდებულებების უფლებამონაცვლე.
მუხლი 4
2013 წლამდე, სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე ავტო-სატრანსპორტო საშუალებების იმ კატეგორიებს, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 5
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 იანვარი.
№2535–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები