ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ – შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ – შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09.01.331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 19/04/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110419011, 27/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016045
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
09.01.331
19/04/2011
ვებგვერდი, 110419011, 27/04/2011
040030000.37.101.016045
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ – შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/04/2011 - 18/05/2011)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 09.01.331

2011 წლი   19 აპრილი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის „ზ ” ქვეპუნქტის, 321 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. დაფუძნდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი –,,გუდაურის განვითარების ფონდი’’ .

2. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,გუდაურის განვითარების ფონდის’’ თანდართული წესდება (დებულება).

3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე .

ქ. თბილისის მერი            გ. უგულავა

 

დანართი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდი ს წესდება (დებულება)

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი ) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ფონდი ს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი ”. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება: სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდი ”.

3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.

4. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

6. ფონდ ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანია :

) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ქონების პრივატიზება;

ბ) მშენებლობის ნებართვების გაცემა;

გ) მიმდინარე მშენებლობებზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება;

დ) გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობა;

ე) პირველადი სამედიცინო და სამაშველო სამსახურის მუშაობის უზრუნველყოფა და ორგანიზება;

ვ) ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;

ზ) სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარება და მოვლა-პატრონობა;

) ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს დავალებით გუდაურის სარეკრეაციო ზონაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა, ორგანიზება და ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა;

) გუდაურის სარეკრეაციო ზონის ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურებით;

) ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო ან ადგილობრივ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა;

ნ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;

ო) შემოსულ კორესპონდენციათა განხილვა;

პ) გაწეულ საქმიანობაზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

ჟ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა ;

რ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2 . ფონდი უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრულ საქმიანობთან ერთად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ასევე განახორციელოს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები .

    მუხლი 3. ფონდის ხელმძღვანელობა

1. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდი ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.

2. ფონდის უფროსი იმავდროულად შეიძლება იყოს ქ. თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

3. ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე /მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის უფროსი.

4. ფონდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ფონდის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს უფროსის მოადგილე .

    მუხლი 4. ფონდის უფროსი

1. ფონდის უფროსი:

ა) წარმოადგენს ფონდ ს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას;

გ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;

თ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

კ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;

ლ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;

მ) იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) ფონდის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

ო) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) ხელს აწერს ფონდი ს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ჟ) წარმოადგენს ფონდს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ს) ახორციელებს ამ წესდებით ( დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ფონდის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს უფროსის მოადგილეს.

    მუხლი 5. ფონდის ქონება

1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია ფონდი ს მიერ.

2. ფონდი ს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 6. ფონდის ფინანსები

ფონდი ს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ფონდი ს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 7. ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

ფონდი ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

ფონდი ს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 9. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ფონდი ს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 10. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.