დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110420014, 20/04/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016170 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/04/2011 - 17/06/2011)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №238
2011 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულება“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 20 აპრილიდან.
კ . ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. სახელმწიფო ხაზინა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სახელმწიფო ხაზინას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით და დამოუკიდებელი ბალანსი.
4. სახელმწიფო ხაზინას საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში და ანგარიშსწორებისათვის მინიჭებული აქვს საბანკო კოდი.
5. სახელმწიფო ხაზინას აქვს ლოგო, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინის ბლანკებზე, თანამდებობის პირთა და სხვა მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
6. სახელმწიფო ხაზინის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სახელმწიფო ხაზინის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 0114, გორგასალის ქ. №16.
მუხლი 2. სახელმწიფო ხაზინის ძირითადი ფუქციები
სახელმწიფო ხაზინის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება, აღრიცხვა და ანგარიშგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
გ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის და სახელმწიფო ხაზინის სხვა სალარე და სავალუტო ანგარიშების მართვა, ოპერირება და აღრიცხვა;
დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების და საგადახდო მოთხოვნების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი ფულადი, გრანტის ან/და მიზნობრივი დაფინანსების სახით ჩარიცხული თანხების ხარჯვა, აღრიცხვა და ანგარიშგება მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ვ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ზ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით წარმოდგენილი საგადახდო დავალებების რეგისტრაცია;
თ) სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;
ი) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგების მომზადება;
კ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენა და შესრულება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით;
მ) სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება;
ნ) სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ო) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება;
პ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება; საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
ჟ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
რ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ს) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ტ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;
უ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;
ფ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ღ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ანგარიშგების მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში;
ყ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის, ფორმების და წესების შემუშავება; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება;
შ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსის და ბალანსის დანართის ფორმების) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ც) სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირების სრულყოფის მიზნით პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავება და მინისტრთან წარდგენა;
ძ) საგადამხდელო და საანგარიშსწორებო დოკუმენტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; განმარტებების, ინფორმაციების და კითხვებზე პასუხების გაცემა;
წ) დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3. სახელმწიფო ხაზინის უფლებამოსილებები
სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია:
ა) ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ ხელისუფლებას, მათთან შეთანახმებით, გაუწიოს სახაზინო მომსახურება;
ბ) შეთანხმების საფუძველზე მომსახურება გაუწიოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს;
გ) გახსნას და დახუროს საბანკო დაწესებულებებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშები და განსაზღვროს მათი მოქმედების რეჟიმი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) გასცეს ან გაუუქმოს ნებართვა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, საბანკო ანგარიშების გახსნის თაობაზე;
ე) განახორციელოს მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვა და გადანაწილება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე;
ვ) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით, მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ზ) მოითხოვოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;
თ) მოითხოვოს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების შესაბამისად;
ი) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმები) წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდოს გადასახდელების გაცემა მის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე;
ლ) გამოიყენოს თავის საქმიანობაში ელექტრონული დოკუმენტები;
მ) სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს თავისი სახელით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4. სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურა
1. სახელმწიფო ხაზინა შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – დეპარტამენტებისაგან.
2. სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები.
3. სახელმწიფო ხაზინა შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) მომსახურების დეპარტამენტი;
ბ) სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი;
გ) შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტი;
დ) ანგარიშსწორების დეპარტამენტი;
ე) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი.
4. სახელმწიფო ხაზინაში იქმნება სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამმართველო, რომელიც არ შედის არც ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში.
5. სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 5. სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების ძირითადი ფუნქციები
1. მომსახურების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი;
ბ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;
გ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;
დ) რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა ანგარიშსწორების დეპარტამენტში;
ე) საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება;
ვ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ზ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/ სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება დადგენილი წესით;
თ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და დამუშავება;
ი) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა ანგარიშსწორების დეპარტამენტში;
კ) საგადამხდელო და საანგარიშსწორებო დოკუმენტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, განმარტებების, ინფორმაციების და კითხვებზე პასუხების გაცემა.
2. სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების რეგისტრაცია;
ბ) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების/სანქციის დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება;
გ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა ან/და შეცდომის გასწორება, აღრიცხვა და ანგარიშგება;
დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საგადახდო დავალებების რეგისტრაცია და გადაგზავნა ანგარიშსწორების დეპარტამენტში;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების ამონაწერების მომზადება და მიწოდება.
3. შიდა ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება;
გ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენა და შესრულება მინისტრის მიერ დადგენილი წესით;
დ) ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმების საფუძველზე ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;
ე) ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება;
ვ) კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლი;
ზ) სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
ი) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება;
კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ;
მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა;
ნ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
ო) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
პ) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ჟ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;
რ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ს) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;
ტ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
უ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან სრულად პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ფ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება და დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ღ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი.
4. ანგარიშსწორების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ანგარიშსწორების განხორციელება საქართველოს ეროვნულ ბანკთან ელექტრონული საგადახდო საბუთების მეშვეობით;
ბ) მომსახურების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტებიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
გ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება;
დ) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) მომსახურების დეპარტამენტის და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
ვ) სახელმწიფო ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება მომსახურების დეპარტამენტზე;
ზ) ოპერატიული ფინანსური გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მაჩვენებლების კონტროლი;
თ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული მიზნობრივი გრანტების აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით;
ი) გაწეული ხარჯებიდან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე მობრუნებული თანხების აღრიცხვა და მართვა.
5. აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების შესრულების ანგარიშების მომზადება;
გ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება;
დ) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;
ე) საინკასო დავალებით ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის, ფორმების და წესების შემუშავება;
ზ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება;
თ) სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსის და ბალანსის დანართის ფორმების) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ლ) საჯარო სამართლის იურდიულ პირთან – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან კოორდინირებულად, სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და განთავსება/განახლება სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე.
6. სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6. სახელმწიფო ხაზინის ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
გ) სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) კონტროლის განხორციელება სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
ზ) თანამშრომლების შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;
თ) სახელმწიფო ხაზინის ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში მომზადება და წარდგენა დადგენილი წესის შესაბამისად;
ი) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) სახელმწიფო ხაზინის ადამიანური რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცების და საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსების ორგანიზება;
ლ) სახელმწიფო ხაზინაში საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა დადგენილი წესით;
მ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება;
ნ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით;
ო) შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
პ) საარქივო საქმიანობის წარმართვა.
2. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 7. სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობა და პერსონალი
1. სახელმწიფო ხაზინას ხელმძღვანელობს სახაზინო სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
2. სახაზინო სამსახურის უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო ხაზინის მუშაობას, პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინის საქმიანობაზე და დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
გ) წარმოადგენს სახელწიფო ხაზინას და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოში;
დ) განკარგავს სახელწიფო ხაზინისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებს, ხელს აწერს მინდობილობებს, საგადამხდელო, საანგარიშსწორებო და სხვა დოკუმენტებს;
ე) სახელწიფო ხაზინის კომპეტენციაში შემავალი საკითხების რეგულირების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურებს;
ზ) ამტკიცებს სახელმწიფო ხაზინის საშტატო ნუსხას.
3. სახაზინო სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სახაზინო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირები არიან სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. სახელმწიფო ხაზინის სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირები:
ა) ანაწილებენ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების/ ადმინისტრაციული სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევენ მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) აკონტროლებენ დეპარტამენტების/ადმინისტრაციული სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ხელს აწერენ საანგარიშსწორებო საბუთებს კომპეტენციის ფარგლებში, ასევე სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ სხვა დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენენ დეპარტამენტს/ადმინისტრაციულ სამმართველოს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის/ადმინისტრაციული სამმართველოს სახელით წარუდგენენ დასკვნებს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას;
ე) შუამდგომლობენ დეპარტამენტის/ადმინისტრაციული სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ასრულებენ ამ დებულებით, დეპარტამენტების/ადმინისტრაციული სამმართველოს დებულებით, უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები