დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016194 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
4
05/02/2016
ვებგვერდი, 10/02/2016
010250020.35.129.016194
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2016 - 04/03/2016)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების –
გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები –
გერბი და დროშა (დანართი №1).
|
2.
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა №2 დანართის შესაბამისად.
|
3.
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა №3 დანართის შესაბამისად.
|
4.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება/დაცვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
5.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშა
|
დანართი №2
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
|
გერბის ფარი გაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. მარცხენა მწვანე ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი; მარჯვენა ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის კაცხის სვეტი, ხოლო კაცხის სვეტის თავზე ოქროსფერით გამოსახულია ბაზილიკა. გერბის ქვედა შავ ველზე, რომელიც გერბის ფარის 1/3 ნაწილს წარმოადგენს, გამოსახულია მაღაროს მადნით დატვირთული სამი ოქროსფერი ვაგონი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ჭიათურა“. |
დანართი №3
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
|
დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მარცხენა ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, ხოლო მარცხენა ლაჟვარდოვან ველს. დროშის მწვანე ველის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.
დროშის პროპორციებია 2/3. |
დოკუმენტის კომენტარები