ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016555
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
21/03/2022
ვებგვერდი, 23/03/2022
010250020.35.158.016555
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/03/2022 - 10/11/2022)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 21 მარტი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და  „დ.ე“  ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე  პუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის   მე-20  მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს ოდენობები  დანართი 1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2018 წ., 010250020.35.158.016406).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

დანართი 1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. პოლიტიკური თანამდებობის პირები

1. საკრებულოს თავმჯდომარე – 1 (თანამდებობრივი სარგო – 5300 ლარი);

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 1 (თანამდებობრივი სარგო – 4250 ლარი);

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 (თანამდებობრივი სარგო – 3650 ლარი);

4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 5 (თანამდებობრივი სარგო – 3250 ლარი);

5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 (თანამდებობრივი სარგო – 3250 ლარი);

6. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 9 (თანამდებობრივი სარგო – 2100 ლარი);

მუხლი 2. პროფესიული საჯარო მოხელეები

1. საკრებულოს აპარატის უფროსი (პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2950 ლარი);

2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:

ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2300 ლარი);

ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 1650 ლარი);

გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 2 (თანამდებობრივი სარგო – 1540 ლარი);

3. საორგანიზაციო განყოფილება: