დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.000.22.033.007.023 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/07/2018 - 02/10/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.023
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №25
2005 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 223-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“;
2. დამტკიცდეს ინსტრუქციის დანართი №1, №2, №3 და №4.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ინსტრუქცია
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ
1. მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის მე-3 და 223-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელთა დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – „დღგ“) გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესს.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე თავის 220-ე მუხლის შესაბამისად განიხილებიან დღგ-ის გადამხდელებად.
მუხლი 1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, პირი (გარდა აქციზური საქონლის მწარმოებელი პირისა), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ (მათ შორის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით) ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში (სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე) წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, ამ ინსტრუქციით დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი №1).
2. არარეზიდენტისათვის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება.
3. ამხანაგობის (ამხანაგობის ის წევრი, რომელიც გამოდის ამხანაგობის სახელით) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამხანაგობის სახელით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება.
4. რეგისტრაცია ძალაში შედის საგადასახადო ორგანოში პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენის ვალდებულების მეორე დღიდან.
5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით 12-თვიან პერიოდად ითვლება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან ბოლო 12-თვიანი პერიოდი.
მაგალითი: შპს „ვარდმა“ თავისი ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2004 წლის აპრილში, მისი ყოველთვიური დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს:
|
| დასაბეგრი ბრუნვა | ნაზარდი ჯამი |
| 2004 წელი | ||
| აპრილი | 11500 | 11500 |
| მაისი | 11700 | 23200 |
| ივნისი | 20000 | 43200 |
| ივლისი | 15000 | 58200 |
| აგვისტო | 17000 | 75200 |
| სექტემბერი | 1500 | 77000 |
| ოქტომბერი | 1800 | 78800 |
| ნოემბერი | 2000 | 80800 |
| დეკემბერი | 9000 | 89800 |
| 2005 წელი | ||
| იანვარი | 1010 | 90810 |
| 15 თებერვლისათვის | 9240 | 100050 |
შპს „ვარდის“ დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100000 ლარს გადააჭარბა 2005 წლის 15 თებერვალს. იგი ვალდებულია არა უგვიანეს 17 თებერვლისა (ორი სამუშაო დღის განმავლობაში) საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით. შესაბამისი საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია გადამხდელის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გაატაროს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და გასცეს დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი. აღნიშნულ შემთხვევაში 2005 წლის 16 თებერვლიდან შპს „ვარდი“ ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად.
6. თუ პირი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან/და იმპორტს, იგი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე.
7. თუ პირი ვალდებული იყო გატარებულიყო სავალდებულო რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ ამის თაობაზე მას განცხადება არა აქვს შეტანილი საგადასახადო ორგანოში და შესაბამისად არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, საგადასახადო ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და გადასცემს მას დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატს. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია ძალაში შედის რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის ვალდებულების მეორე დღიდან.
მაგალითი: შპს „გიორგის“ მიერ 2004 წლის პირველი ივნისიდან 2005 წლის 28 აპრილის ჩათვლით განვლილ პერიოდში განხორციელებულმა დასაბეგრმა ოპერაციებმა 100000 ლარს გადააჭარბა. მოცემულ შემთხვევაში საწარმო ვალდებული იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით მიემართა არა უგვიანეს 2005 წლის 1 მაისისა (30 და 31 აპრილი ემთხვევა არასამუშაო დღეებს). აღნიშნულის მიუხედავად, საწარმომ რეგისტრაციის გარეშე გააგრძელა ეკონომიკური საქმიანობა. 2005 წლის 15 დეკემბერს საგადასახადო ინსპექციამ დაადგინა ზემოაღნიშნული ფაქტი, იმავე დღეს მოახდინა საწარმოს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად და გადასცა მას დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი. შპს „გიორგი“ დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულების წარმოშობის დღის მეორე დღიდან, ანუ მოცემულ შემთხვევაში – 2005 წლის 29 აპრილიდან.
8. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციისას, თუ პირი ან რეორგანიზაციის ერთი მხარე მაინც წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ან პირები ვალდებულნი არიან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში წარადგინონ განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, მაგრამ არა უგვიანეს რეორგანიზაციის დასრულებიდან 10 დღის ვადისა.
მაგალითი 1: შპს „დავითმა“, რომელიც წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს, განიცადა რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნა ორი პირი: შპს „ილია“ და შპს „ვალერი“. რეორგანიზაცია დასრულდა 2005 წლის 17 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში შპს „ილია“ და შპს „ვალერი“ ვალდებულნი არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის განცხადება შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინონ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – არა უგვიანეს (10 დღისა) 2005 წლის 27 იანვრისა.
მაგალითი 2: შპს „ერეკლე“ და შპს „ნოდარი“ (ეს უკანასკნელი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს) შეერწყა ერთმანეთს და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „დავითი“. რეორგანიზაცია დამთავრდა 2005 წლის 5 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში შპს „დავითი“ ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის განცხადება შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში წარადგინოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს (10 დღისა) 17 იანვრისა (ნაცვლად 15 იანვრისა, რადგან 15 და 16 იანვარი წარმოადგენს არასამუშაო დღეებს).
9. იურიდიული პირის დაფუძნებისას, თუ საწესდებო (საემისიო) კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ „შესატანი“ (აქციების ფასის გადახდა) განხორციელებულია საქონლის ფორმით, ახლადშექმნილი პირი ყველა შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს შექმნიდან (დაფუძნებიდან) 10 დღის ვადისა.
მუხლი 2. დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფილობითი რეგისტრაციის პირობები.
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც არ არის ვალდებული გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, შეუძლია ნებაყოფლობით (დადგენილი ფორმის განცხადებით) მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით.
2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტიდან. რეგისტრაცია ძალაში შედის შესაბამის საგადასახადო ინსპექციის მიერ პირისათვის დღგ-ის გადამხდელად სარეგისტრაციო სერტიფიკატის გაცემის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მაგალითი: შპს „დავითმა“ გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით მიმართა შესაბამის საგადასახადო ინსპექციას 2005 წლის 13 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი გასცეს 14 იანვარს, ხოლო რეგისტრაცია ძალაში შევა 2005 წლის 1 თებერვლიდან.
3. ამხანაგობის დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია ხდება ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისიწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პროცესი
1. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის ვალდებულია განცხადებით (დანართი №1) მიმართოს შესაბამის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას (განყოფილებას, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს).
2. საგადასახადო ინსპექცია (განყოფილება, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი შესაბამის რაიონში) ვალდებულია შეისწავლოს გადამხდელის განცხადებაში მოყვანილი მონაცემების სისწორე და არა უგვიანეს მეორე დღისა გაატაროს იგი დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4), რის შემდგომ გასცეს დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო სერტიფიკატი (დანართი №3).
3. ამხანაგობის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისას, საგადასახადო ინსპექციას განცხადებით მიმართავს ამხანაგობის ის წევრი (პირი), რომელიც გამოდის ამხანაგობის სახელით. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ეს პირი დღგ-ს გადამხდელად უკვე რეგისტრირებულია, მაშინ ამხანაგობაზე ცალკე დღგ-ის სარეგისტრაციო სერტიფიკატი არ გაიცემა და ის სარგებლობს ამხანაგობის იმ წევრის სერტიფიკატით, რომელიც გამოდის ამხანაგობის სახელით. ამ შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის მიერ ამხანაგობაზე გაიცემა ცნობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, ამხანაგობის ნაწილში რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღის აღნიშვნით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის ის წევრი, რომელიც გამოდის ამხანაგობის სახელით თავისი საქმიანობის მიხედვით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, მაშინ საგადასახადო ინსპექცია ამხანაგობის იმ წევრს (პირს), რომელიც გამოდის ამხანაგობის სახელით, რეგისტრაციაში ატარებს საერთო წესის შესაბამისად და გასცემს სერტიფიკატს.
5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი გამოიყენოს ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში და საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ყველა დეკლარაციასა და ოფიციალურ შეტყობინებაში.
მუხლი 4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 224-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, მუდმივი დაწესებულების ან ამხანაგობის) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ლიკვიდაციის ან გარდაცვალების (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის შემთხვევაში) შემთხვევებში.
2. გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (განყოფილებას, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამის რაიონში) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა, დღგ-ის გარეშე, არ აღემატება 100000 ლარს.
3. რეგისტრაციის გაუქმება ძალაში შედის გაუქმების მოთხოვნით (განცხადებით – დანართი №2 ფორმით) მიმართვის და/ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ვალდებულების წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რაზედაც დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, ხოლო გადასახადის გადამხდელს ჩამოერთმევა გაცემული დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის სერტიფიკატი, რომელიც ჩაიდება გადამხდელის საქმეში.
მაგალითი: შპს „ვანომ“ 2003 წლის იანვარში დაიწყო ეკონომიკური საქმიანობა, 2004 წლის 12 თებერვალს იგი რეგისტრაციაში გატარდა დღგ-ის გადამხდელად. შპს „ვანოს“ შეუძლია საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს მხოლოდ 2006 წლის 12 თებერვლიდან, თუ 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის თებერვლამდე პერიოდში მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 100000 ლარზე ნაკლები იქნება.
4. საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან შეინახონ დღგ-ის გადამხდელთა რეესტრი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირთა (მათ შორის რეგისტრაციაგაუქმებულ) შესახებ ყველა მონაცემითურთ.
მუხლი 5. პასუხისმგებლობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის დაწესებული მოთხოვნების წესის დარღვევისათვის
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს გადახდება ჯარიმა – რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დანართი №1
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საგადასახადო
ინსპექციის (განყოფილების) უფროსს ან
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს
შესაბამის რაიონში
ბატონ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(განმცხადებლის სრული დასახელება)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის საიდენტიფიკაციო ნომერი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(განმცხადებლის მისამართი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემების შესაბამისად)
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე
განცხადება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე და 221-ე (ან 222-ე)* მუხლების შესაბამისად გთხოვთ ამიყვანოთ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე.
გადამხდელის უფლებამოსილი
პირის ხელმოწერა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
განცხადების მიმღების ხელმოწერა
(საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე
პასუხისმგებელი პირი)
„. . . .“ „ . . . . . . . . . . .“ 20 . . წელი
- - - - - - - - - - - -
* გადაიხაზოს არასაჭირო
დანართი №2
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . საგადასახადო
ინსპექციის (განყოფილების) უფროსს ან
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს
შესაბამის რაიონში
ბატონ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(განმცხადებლის სრული დასახელება)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის საიდენტიფიკაციო ნომერი)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(განმცხადებლის მისამართი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემების შესაბამისად)
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე
განცხადება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 224-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ გამიუქმოთ დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია.
გადამხდელის უფლებამოსილი
პირის ხელმოწერა . . . . . . . . . . . . . . .
განცხადების მიმღების ხელმოწერა
(საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე
პასუხისმგებელი პირი)
„. . . .“ „ . . . . . . . . . . . “ 20 . . წელი
დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო
სერტიფიკატი№
1. მოცემული სერტიფიკატით დასტურდება, რომ სერტიფიკატში მითითებული გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპექციის მიერ რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად, რითაც დასტურდება ის, რომ იგი უფლებამოსილია გადაახდევინოს მომხმარებელს დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისად გასცეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2. სერტიფიკატის მფლობელი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(პირის სრული დასახელება)
| 3. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
4. პირის მისამართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(რაც მითითებულია საგადასახადო აღრიცხვის
(რეგისტრაციის) დამტკიცებულ ფორმაში)
5. სარეგისტრაციო სერტიფიკატის შევსების თარიღი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(რიცხვი, თვე, წელი)
6. პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ძალაშია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(რიცხვი, თვე, წელი)
. . . . . . . . . . საგადასახადო ინსპექციის
უფროსი /ხელმოწერა/
(ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი)
„ . . . “ „ . . . . . . . . . . . . . “ 20 . . წელი
(რიცხვი) (თვე)
ბ.ა.
დანართი 4
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა
რეესტრი
| № | პირის სრული დასახელება | მისამართი | საიდენტიფიკაციო ნომერი | დღგ-ის სერთიფიკატის გაცემის თარიღი | დღგ-ის სერტიფიკატის № | დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი | დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის თარიღი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები