საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 985
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016106
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
985
31/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
010040000.22.033.016106
საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 22/03/2011)

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №985-№1187

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის 676 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

 მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი“.

 მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის36-111 ერთობლივი ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

. ბაინდურაშვილი

ი. მერაბიშვილი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანაშრომლობის წესებს.

    მუხლი 2

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;

გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები –„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

ე) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის 676 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 3

1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი, ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა). 

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტით).

3. პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, პორტალის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.

თავი II

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო

    მუხლი 4

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – „ანულირებულია“;

ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინალური ვიზის ბაჟის გადახდევინება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    მუხლი 5

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

თავი III

შემოსავლების სამსახური

    მუხლი 6

პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;

ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

თავი IV

ზედამხედველობა და თანამშრომლობა

    მუხლი 7

პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:

ა) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საწყობების უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;

ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების თანამშრომელთა მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: „შემოსვლა“, „გასვლა“.    

    მუხლი 8

1. პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

    მუხლი 9

ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს, ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.

    მუხლი 10

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტების ტერიტორიაზე („გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „ნინოწმინდა“, „სადახლო“, „სარფი“, „წითელი ხიდი“, „დარიალი/ყაზბეგი“) პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილისა და დეტალური პროცედურების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა.

    მუხლი 11

1. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას:

ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას“ (შემდგომში – საქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება პორტალში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;

ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში;

გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

დ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაცია, სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი პორტალის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც:

ა) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას);

ბ) თუ ავტობუსის საბარგო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას);

გ) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას, ფიზიკურ პირს ავსებინებს საქონლის ნუსხას;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას.

    მუხლი 12

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საქართველოდან კი გადის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარეშე, საჰაერო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევა, თუ საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის ავტოსადგომზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების დამადასტურებელ ქვითარს და ავტოსატრანსპორტო საშუალების უცხოეთში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ვადების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა უახლოეს პორტალს, რომელიც ახორციელებს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევა ჯარიმისა და სხვა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების გადახდის ან მათი უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე, რის შესახებაც მონაცემები აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

    მუხლი 13

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ გაფორმების დასრულების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, მითითებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელება“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

    მუხლი 14

1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საწყობიდან სხვა საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.

17. 29/08/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 258 - ვებგვერდი, 30/08/2019 16. 28/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 59 - ვებგვერდი, 01/03/2019 15. 09/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 298 - ვებგვერდი, 10/08/2018 14. 31/10/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 393 - ვებგვერდი, 01/11/2017 13. 26/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 206 - ვებგვერდი, 29/08/2016 12. 05/07/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 150 - ვებგვერდი, 06/07/2016 11. 09/11/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 359 - ვებგვერდი, 11/11/2015 10. 04/05/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 129 - ვებგვერდი, 05/05/2015 9. 17/03/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 194 - ვებგვერდი, 18/03/2015 8. 04/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 234 - ვებგვერდი, 04/08/2014 7. 05/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 234 - ვებგვერდი, 10/07/2013 6. 12/04/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 287 - ვებგვერდი, 19/04/2013 5. 06/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 387 - ვებგვერდი, 06/09/2012 4. 08/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 326 - ვებგვერდი, 14/08/2012 3. 30/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 181 - ვებგვერდი, 31/05/2012 2. 15/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 227 - ვებგვერდი, 110415033, 18/04/2011 1. 22/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 165 - ვებგვერდი, 110322042, 24/03/2011