კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
20/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
190020020.35.149.016163
კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2013 - 17/01/2014)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №31

2013 წლის 20 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართის შესაბამისად).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი



დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური

დახმარების გაცემის წესი


ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა

წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

ვ) უარი ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე:

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად   სტაციონარული და   ამბულატორიული მკურნალობისთვის;

თანადაფინანსება 1001 ლარამდე 70%, ხოლო 1001 ლარიდან თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 2. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის    შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) დახმარების  მიმღების საბანკო ანგარიში.


მუხლი 3. იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. იუვენილური რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის    შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) დახმარების  მიმღების საბანკო ანგარიში.


მუხლი 4. კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის  დაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად  (ერთი ან რამდენიმე   ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) დიაგნოზის დაზუსტების მიზნით,  კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის 301 ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 70%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.


მუხლი 5. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა)  ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. დასაფინანასებელი   მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისთვის განკუთვნილ ნორმას.

3.   კარდიოქირურგიული ოპერაცია,  მწვავე ინფარქტი, ინსულტი;

 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის ოდენობისა. დასაფინანასებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას.

5. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი. არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/ და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.

6. მესამე პუნქტის შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 150 ლარის ოდენობით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრმა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსერო ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 7. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა, რომელთაც შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით ახლადშეძენილ თითოეულ ბავშვზე.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით ისარგებლებს 2013 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახი.


მუხლი 8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილები, ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია და ოჯახით ცხოვრობს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ქსეროასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

2.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე,  მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის,  სოციალურ საკითხთა,  ვეტერანთა საქმეების,  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

3.    მოსაძიებელი დოკუმენტაციაა სოციალური სუფსიდიების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების  მიერ მოცემული ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან (ბენეფიციართან) დაკავშირებით.


მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა  დახმარება:
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი.

2. დახმარება გაიცემა  ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;


მუხლი 11. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული  ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებული და 1991-1993 წლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას – სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს 2014 წლის აღდგომისთვის ერთჯერადად.

2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 70 ლარი.

3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.


მუხლი 13. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. აკრედიტებულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) დედ-მამით ობოლი, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში, სარეიტინგო ქულა 0-დან 80 001 მდე.

2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს პირველობის გამარჯვებულს (დიდებში) და ევროპისა და მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულს ან პრიზიორს (დიდებში) რაიონის პირველობაზე გამარჯვებული:

ა) I ადგილი- 50 ლარი;

ბ) II ადგილი -30 ლარი;

გ) III ადგილი- 20 ლარი;

4. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  შესაბამისი ცნობა ფედერაციიდან;

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 14. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება რეგისტრაციის აუცილებლობა)
1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს, შესაბამისად:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე დამდგარი ზიანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი    მოწმობა, ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით)

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურიდან;

ვ) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;

ზ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2013 წლის დეკემბრის თვეში ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ.


მუხლი 15. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთისა და უნგრეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;

ე) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ვ) დამკრძალავის და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.

3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლით ისარგებლებს 2013 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის დამკრძალავი.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 16. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური (შემდგომში –სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.


მუხლი 17. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს

თავმჯდომარე და მდივანი.

2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.

3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე;

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  კომისიის სხდომის მუშაობას უძღვება ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის  უფროსი.

5. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.

6. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

7. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.


მუხლი 18. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული  შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 19. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.


მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით.

2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით  რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით  გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის  თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან, გარდა ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული  დახმარების მიმღებისა.

3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მეორე  პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.