სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.000.132
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
165
22/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
370.030.000.05.001.000.132
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/06/2003 - 26/11/2004)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

   თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. კანონის მიზანია:

ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა;

ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება.

2. კანონი განსაზღვრავს:

ა) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა შეძენისა და გასხვისების წესს;

ბ) სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

2. კანონი მოქმედებს აგრეთვე:

ა) ნაკვეთებზე და ნაკვეთის ნაწილებზე, თუ ისინი მდებარეობენ დასახლებულ პუნქტებში და გამოიყენებიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად;

ბ) განაშენიანების ზონაში მდებარე ნაკვეთებზე, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ შეცვლილა;

გ) ტყის ფონდის იმ მიწებზე, რომლებითაც შეივსო სოფლის მოსახლეობის მიწის ნაკვეთები.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ცნება

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე:

ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 4. საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში.

2. (ამოღებულია).

3. მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო საკუთრებაში.

4. საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.

5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

51. არსიანისა და აჭარა-იმერეთის ქედებზე არსებული სუბალპური და ალპური საძოვრები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით, 5-5 წლის ვადით, სათანადო ნორმატიული აქტებით, დროებით სარგებლობაში გადასცემს იმ რაიონს, თემს, დაბასა და სოფელს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიებს ტრადიციულად საძოვრებად იყენებდნენ.

6. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. ეს პირი საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) საკომლო მეურნეობის მეთაურად უნდა იქნეს რეგისტრირებული.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 5. სოფლის მეურნის ცნება

1. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

2. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

3. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

4. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

5. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

თავი II

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების კერძო-სამართლებრივი (სამოქალაქო - სამართლებრივი) შეზღუდვა

    მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების უფლება

1. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება დაშვებულია ჩვეულებრივი წესით, ასევე ზოგადი შეზღუდვებით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

 

 მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №31, 24.07.1997 წ., გვ.1

     მუხლი 8. გასხვისების ზოგადი შეზღუდვა

მესაკუთრეს, რომელიც საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობას უძღვება მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა ანდა საერთო საკუთრების თავისი წილი გაასხვისოს მხოლოდ მათი თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. თანხმობის მიღებაზე უარი შეიძლება ითქვას მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას. თუ მესაკუთრე ვერ მიიღებს თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 9. გამოსყიდვის სახელშეკრულებო უფლება

მიწის ნაკვეთის გასხვისებისას გამსხვისებელს შეუძლია შეუთანხმდეს შემძენს მის გამოსყიდვაზე იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენი თავს დაანებებს მიწის დამუშავებას. თუ შემძენმა მიწის დამუშავებას თავი გამსხვისებლის გარდაცვალების შემდეგ დაანება, გამოსყიდვის უფლებით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია გამსხვისებლის იმ მემკვიდრეს, რომელსაც სურს თვითონ დაამუშაოს მიწა.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 10. მოიჯარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს, თუ იგი თვითონ უძღვება ამ მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს. მოიჯარის მიერ შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან/და მოიჯარეს.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

     მუხლი 11. საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობაზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელსაც სურს თვითონ გაუძღვეს ამ მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელიც არის საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობის მესაკუთრე ან უძღვება ასეთ მეურნეობას და შესაძენი მიწის ნაკვეთი მისი მეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 12. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება

1. საქართველოს მიწის ბაზრის რეგულირების, მიწების გამოყენებისა და დაცვის, მათი ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს საადგილმამულო ფონდი. საადგილმამულო ფონდის მეშვეობით უპირატესი გამოსყიდვის უფლება აქვს სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში.

2. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება, თუ:

ა) მესაკუთრის შვილს სურს მიიღოს საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა და დამოუკიდებლად გაუძღვეს მას;

ბ) მესაკუთრემ საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გაასხვისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ან იგი მას იძულებით ჩამოერთვა.

3. თუ მესაკუთრეს რჩება ქმედუუნარო მემკვიდრე, სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს, დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 13. უპირატესი შესყიდვის უფლების ვადა

უპირატესი შესყიდვის უფლება უქმდება ორი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა უფლებამოსილმა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მესაკუთრე თავს ანებებს მეურნეობის გაძღოლას.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 14.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

თავი III

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო-სამართლებრივი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) მოწესრიგება

    მუხლი 15.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 16.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 17.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 18.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 19.  აკრძალვები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისას და გასხვისებისას

1. აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. აკრძალულია მიწის ნაკვეთის გასხვისება, თუ გასხვისების შედეგად დარჩენილი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლები იქნება.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 20. სანქციები მიწის დაუმუშავებლობისათვის

1. იმ მესაკუთრის მიმართ, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ ამუშავებს მიწას, არ იხდის მიწათსარგებლობისათვის დადგენილ გადასახადს, არ უძღვება მეურნეობას და ასეთ შემთხვევაში იჯარითაც არ გასცემს სხვა პირზე, გამოყენებული იქნება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 21. გარიგებათა სამოქალაქო სამართლებრივი შედეგები

1. ბათილია გარიგება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.

2. ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

თავი IV

გარდამავალი დებულება

    მუხლი 22. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 22 მარტი.

№165-IIს

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებრვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებევლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

3. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

4. სოფლად მცხოვრებ მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები (ოჯახები) გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და შესაძლებლობის შემთხვევაში გამოეყოთ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით.

5. საკუთრების უფლება არ ვრცელდება იმ კომლთა მიწებზე, რომელთაც მიწის რაიმე ნაკვეთი მიღებული (მითვისებული) აქვთ ზემოაღნიშნული დადგენილების დარღვევით.

6. მეორე პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შესაბამისად მოქალაქეთა საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მიწათსარგებლობა და საკუთრებითი ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი კანონით. დაევალოს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტი 1996 წლის 1 აგვისტომდე წაუდგინოს პარლამენტს განსახილველად.

7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის რეჟიმი სასაზღვრო და სანაპირო ზოლში და სასაზღვრო ზონაში განისაზღვრება სპეციალური კანონით.

8. ისტორიის, არქეოლოგიის, ქალაქმშენებლობის და არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების ძეგლების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილ ზონებში, აგრეთვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის რეჟიმს არეგულირებს კანონი.

9. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიღებული მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული აქტები ბათილია.

10. საქართველოს მთავრობამ 1996 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ფინანსური, ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ღონისძიებების გატარება.

11. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

12. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 1996 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის კანონში ,,გირავნობის შესახებ“ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული ცვლილებები და დამატებები.

13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთდროულად, ისე ეტაპობრივად, ცალკეული რეგიონების მიხედვით, მიწის მესაკუთრეთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის, კადასტრის სამსახურის მზადყოფნის შესაბამისად. ამასთან, მიწის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად აუცილებელია მესაკუთრემ ხელი მოაწეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს მოქალაქის დეკლარაციას, რომ აღიარებს მას.

14. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ის ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 22 მარტი.

№166-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

2. საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №31, 24.07.1997 წ., გვ.1

3. საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონი №1300 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ10

4. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

5. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

6. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

7. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

18. 25/06/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4848-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 17. 07/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/10/1267,1268 - ვებგვერდი, 12/12/2018 16. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1049-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 15. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3391-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 14. 24/06/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/563 - ვებგვერდი, 07/07/2014 13. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2027-IIს - ვებგვერდი, 26/02/2014 12. 28/06/2013 - საქართველოს კანონი - 795-IIს - ვებგვერდი, 17/07/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 26/06/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/512 - ვებგვერდი, 04/07/2012 10. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3513 - სსმ, 48, 09/08/2010 9. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4958 - სსმ, 24, 02/07/2007 8. 26/11/2004 - საქართველოს კანონი - 628 - სსმ, 36, 08/12/2004 7. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2429 - სსმ, 21, 15/07/2003 6. 14/06/2000 - საქართველოს კანონი - 389 - სსმ, 23, 23/06/2000 5. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 4. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2082 - სსმ, 24(31), 26/06/1999 3. 20/03/1998 - საქართველოს კანონი - 1300 - პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 2. 26/06/1997 - საქართველოს კანონი - 786 - პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997 1. 15/05/1997 - საქართველოს კანონი - 719 - პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997