დაგროვებითი პენსიის შესახებ

დაგროვებითი პენსიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3303-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.019066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3303-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
280060000.05.001.019066
დაგროვებითი პენსიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

დაგროვებითი პენსიის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) დამსაქმებლებზე;

ბ) საქართველოს მოქალაქეებზე;

გ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;

დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აფილირებული პირი − ნებისმიერი პირისთვის:

ა.ა) წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე მეტის ხმის უფლების მფლობელი ან წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე ნაკლების მფლობელი, რომელსაც ამ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია;

ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტს;

ა.გ) საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი;

ბ) აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრი სახელმწიფოც არის საქართველო, აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებას არ  ექვემდებარება;

გ) აქტივების განთავსების სტრატეგია − საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;

დ) დაგროვებითი საპენსიო სქემა – განსაზღვრული საპენსიო შენატანების საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით და აისახება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (მისი არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ამ კანონის შესაბამისად;

ე) დამსაქმებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან/და გაწეულ მომსახურებას;

ვ) დასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც, განურჩევლად იმისა, მისი ხელფასი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება თუ არა, ან ის გათავისუფლებულია თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან, ან ამ ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება თუ არა გადახდის წყაროსთან დაკავებას:

ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება;

ვ.ბ) ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;

ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

[ გ) აქტივების განთავსების სტრატეგია − საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;

დ) დაგროვებითი საპენსიო სქემა – განსაზღვრული საპენსიო შენატანების საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით და აისახება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (მისი არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ამ კანონის შესაბამისად;

ე) დამსაქმებელი – პირი (გარდა არარეზიდენტი პირისა), რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან/და გაწეულ მომსახურებას;

ვ) დასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც:

ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება;

ვ.ბ) ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;

ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;   (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

ზ) ერთიანი გადახდა – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების ერთიანად გადახდა;

[ 1 ) საპენსიო ფონდი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

თ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი;

ი) თვითდასაქმებული – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად;

კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი:

კ.ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

[ ი) თვითდასაქმებული – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, აგრეთვე დასაქმებული, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, მანამ, სანამ ის იღებს თვითდასაქმებულის შემოსავალს;

კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი:

კ.ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

კ.გ) იმ დასაქმებულის შემთხვევაში, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასი;

ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო ფონდის მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

მ) მონაწილე – დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებული ან თვითდასაქმებული;

ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირი;

ო) პენსია – მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად ამ კანონის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად მიღებული/მისაღები, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული თანხა, რომლის დაანგარიშება, დანიშვნა და მონაწილისთვის გადახდა ხდება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით;

[ ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირი;

ო) პენსია – მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად ამ კანონის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად მიღებული/მისაღები, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული თანხა, რომლის დაანგარიშება, დანიშვნა და მონაწილისთვის გადახდა ხდება ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

პ) პროგრამული გატანა – ამ კანონის შესაბამისად ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული გატანა;

ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო საბჭოს ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) შესაბამისად საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;

[ ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს  შესაბამისად საპენსიო ფონდი ან ამ კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

რ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი;

ს) საპენსიო აქტივები − ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სახელითა და ხარჯით, მის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა;

უ) სამეთვალყურეო საბჭო − საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე;

[ უ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

ფ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; 

ქ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;

ღ) საინვესტიციო საბჭო – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას;

[ ღ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

ყ) ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო სააგენტოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემების ბაზა;

შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო სააგენტოს ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით, აგრეთვე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკი;

ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი − დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს (გეგმავენ);

[ ყ) ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო ფონდის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემების ბაზა;

შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით, აგრეთვე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკი;

ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი − დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო ფონდი ან/და აქტივების მმართველი კომპანია ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

ც) საინვესტიციო პორტფელი − საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ ტოლერანტობაზე;

ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი − საპენსიო სააგენტოს ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომელიც იწყება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა;

[ ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი − საპენსიო ფონდის ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომელიც იწყება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

წ) საინვესტიციო ფონდის ერთეული − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში;

ჭ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ხ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც დასტურდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების მქონე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით და რომელიც განაპირობებს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატულ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს;

ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევას;

[ ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც შეარჩევს მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებს;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

ჰ) ხელფასი – შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის  წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლისა და იმ შემოსავლისა, რომელიც იმავე კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლებისა);

1) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – მონაწილისთვის − ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/თვითდასაქმებულის შემოსავალი, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული ახალი მონაწილისთვის − გაწევრებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/თვითდასაქმებულის შემოსავალი;

2) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

3) რისკების მართვა – საპენსიო სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოების კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საპენსიო სააგენტოში რისკის მართვა ხორციელდება;

[ 3 ) რისკების მართვა – საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოს კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლითაც საპენსიო ფონდი რისკის მართვას ახორციელებს;   (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

4) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკა − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკებისა და მათი მართვის ჩარჩოს, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის ჩარჩოს, თაღლითობის, ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული და კომუნიკაციის რისკების ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობისა და ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს;

[ 4 ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

5) საინვესტიციო რისკი – საინვესტიციო რისკი, რომელიც მოიცავს:

5.ა) მიზნობრივი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობას, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით;

5.ბ) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერ რისკს;

[ 5 ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

6) არასაინვესტიციო რისკი – საპენსიო სააგენტოს არასაინვესტიციო რისკი, რომელიც მოიცავს:

6.ა) სტრატეგიულ რისკს, საოპერაციო რისკს, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკს, სამართლებრივ, მარეგულირებელ, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს;

6.ბ) არასაინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერ რისკს;

[ 6 ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

7) რისკის აგრეგირება − საინვესტიციო რისკისა და არასაინვესტიციო რისკის ერთ რისკად გაერთიანება დაგროვებითი საპენსიო სქემის საერთო რისკის შესაფასებლად;

[ 7 ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

8) პენსიის მიმღები − პირი, რომელიც იყო მონაწილე და რომელიც ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით იღებს პენსიას/საპენსიო აქტივებს;

9) პორტფელის ერთეული − ამ კანონით გათვალისწინებულ საინვესტიციო პორტფელში წილის ფლობის დამადასტურებელი ერთეული, რომლის ღირებულების გამოთვლის წესს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო;

[ 8 ) პენსიის მიმღები − პირი, რომელიც იყო მონაწილე და რომელიც ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით იღებს პენსიას/საპენსიო აქტივებს;

9 ) პორტფელის ერთეული − ამ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში წილის ფლობის დამადასტურებელი ერთეული;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

10) საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთეულებით ვაჭრობა ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე და რომელიც წინასწარ დადგენილი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად აახლებს ფინანსურ ინდექსებს;

11) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი, მათ შორის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდი.

თავი II. დაგროვებითი საპენსიო სისტემა

მუხლი 3. დაგროვებითი საპენსიო სქემა

1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა  ყველა  დასაქმებულისთვის,  ამ  კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).

3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.

[ 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

4. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის საპენსიო შენატანებს აფინანსებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, ხოლო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანებს − თვითდასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად:

ა) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

ბ) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო  დღისა დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

გ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით;

დ) დასაქმებული, რომლის ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას, ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაბეგრი ხელფასის 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას მას აუნაზღაუროს საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს:

ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით;

ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით;

ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60 000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე.

7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო სააგენტოს მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).

[ 6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად:

ა) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს;

ბ) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს;

გ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციები, როგორც დამსაქმებლები, საპენსიო შენატანებს ახორციელებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სახაზინო სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით;

დ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღეს, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს;

ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს:

ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით;

ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით;

ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60 000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე.

7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო ფონდის მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).

8. საპენსიო ფონდის მიერ საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა, რომლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლისთვის მიკუთვნება ვერ ხერხდება, მისი მიღების თარიღიდან 10 წლის გასვლის დღეს გახდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი, რის შემდეგაც ამ თანხის გადარიცხვის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისი დაბრუნება ან/და საპენსიო ფონდს წარუდგინოს რაიმე მოთხოვნა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების შესახებ. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ეს სარგებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით ხდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი.

9. დასაქმებული ვალდებულია დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის მიმართოს საპენსიო ფონდს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

    თავი III. საპენსიო სააგენტო

[თავი III. საპენსიო ფონდი  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 4. საპენსიო სააგენტოს შექმნა

1. საპენსიო სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის.

2. საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და მოთხოვნები.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 4. საპენსიო ფონდის შექმნა

1. საპენსიო ფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის.

2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება.

3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის  დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს.

4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. 

5. საპენსიო ფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი  შეზღუდვები და მოთხოვნები.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 5. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობა  

1. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.

2. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

[მუხლი 5. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება

1. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს მონაწილეების დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და მონაწილეებს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებს.

2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

3. საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ასეთ მესამე პირებს ელექტრონული სერვისის საშუალებით, თავის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

4. ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების მიზნების გარდა, საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი (კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.

5. საპენსიო ფონდი მონაწილის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 6. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული რეგულირების განხორციელების ფარგლებში ამოწმებს:

ა) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული საინვესტიციო საქმიანობისთვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკი არ აფასებს საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო გადაწყვეტილებებს;

დ) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ე) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს). ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის;

ბ) საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და მათთვის მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია;

გ) საპენსიო სააგენტოსგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან) მოითხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;

დ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო სააგენტო, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი წესები და ლიმიტები საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო პორტფელებში ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო ფონდების) ფლობასთან დაკავშირებით;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა;

ზ) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო სააგენტოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები;

თ) მონაწილის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დაადგინოს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის დაწესდება გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს იმ ეფექტს, რომელსაც ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვა ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვა ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე.

3. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობის  ამ კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. ეროვნული ბანკი ადგენს:

ა) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას;

ბ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. თუ ეროვნულ ბანკს აქვს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია, ის საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) წერილობით აწვდის ამ ინფორმაციას, აგრეთვე საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარისა და ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიციირების თაობაზე ინფორმაციას.

6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო და რომელიც არ არის გამოწვეული სააგენტოს ბრალეულობით, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა, რომლის დროსაც საპენსიო სააგენტო დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებისა და მოქმედების წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

7. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 6. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. შემოსავლების სამსახური საპენსიო ფონდის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მას შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით. ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად საპენსიო ფონდი ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან/და ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს.

2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს. ამასთანავე, საპენსიო ფონდს უფლება აქვს, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან/და ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს:

ა) დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა;

ბ) მოსთხოვოს დარღვევის გამოსწორება − ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) სრულად შესრულება;

გ) დააკისროს საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს მოსთხოვოს საპენსიო შენატანის ზედმეტობის გასწორება საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. თუ დამსაქმებელი საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გაასწორებს საპენსიო შენატანის ზედმეტობას, საპენსიო ფონდმა თავად უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ზედმეტობის გასასწორებლად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იმავე პუნქტით განსაზღვრული საპენსიო შენატანის თანხა და საურავი ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

6. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, საპენსიო შენატანი და საურავი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

7. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ელექტრონულად, თავის მიერ დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აგრეთვე თავის მიერვე დადგენილი წესით განსაზღვროს ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ჩაბარების/გაცნობის, წესსა და პირობებს ადგენს საპენსიო ფონდი.

9. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების, მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების, მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, ჯარიმის ან/და საურავის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს. 

10. ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირება საპენსიო ფონდის მიერ გამოვლენილ ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანსა და შეცდომით გადახდილ თანხასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ პირებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებზე, რომლებმაც 2024 წლის 30 სექტემბრამდე კანონით დადგენილი წესით სრულად მიიღეს პენსია/საპენსიო აქტივები. შესაბამისად, საპენსიო ფონდი ამ პირებს არ მოსთხოვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შედეგად მათთვის შეცდომით/ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

11. თუ ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული შედარების შედეგად შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში იდენტიფიცირებული შეუსაბამობა, რომელიც გულისხმობს განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობას, 1 ლარს არ აღემატება, ეს არ ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობად. თუ აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდი 1 თვეს აღემატება, მითითებული თანხა პროპორციულად განისაზღვრება.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 7. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება

1. საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის გამოყენებით ახორციელებს მონაწილეთა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და თითოეულ მონაწილეს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს.

2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).     

6. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

7. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

8. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

9. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

10. საპენსიო სააგენტო ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით.

11. საპენსიო სააგენტო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი არის (არიან) შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია აღნიშნულ პირს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 7. საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები

1. საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

2. საპენსიო ფონდის ფუნქციებია:

ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება;

ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის:

ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან;

ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურებების გამწევ პირებთან;

ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე;

ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურებების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება;

თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა;

ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული, საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;

ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 

3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ.

4. საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 71. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და პერიოდულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით შეადაროს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას. მათი შედარების შედეგად საპენსიო სააგენტო ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას ან/და ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ. ამასთანავე, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო სააგენტოსთვის დაბრუნება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია:

ა) დამსაქმებელს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულს, რომელმაც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება დაარღვია, აგრეთვე დამსაქმებელს, რომელმაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაქმებულს იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად არ აუნაზღაურა საპენსიო შენატანი, დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა ან/და მის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პირს მოსთხოვოს დარღვევის გამოსწორება − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის თანხა ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და საპენსიო შენატანი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო სააგენტოს ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

6. საპენსიო სააგენტო ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 7 1 . (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 8. საპენსიო სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

2. საპენსიო სააგენტო საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. საპენსიო სააგენტოს ფუნქციებია:

ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზი, მის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

ე) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში  ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

ვ) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება (მათ შორის, იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით);  

ზ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის:

ზ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან;

ზ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირთან (პირებთან);

ზ.გ) საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე;

თ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისთვის საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება;

ი) საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა;

კ) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ლ) მონაწილეებისთვის (მათ შორის, იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით), აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიებისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;

მ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ კანონის 7მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

5. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ.

6. საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

8. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 8. საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

1. საპენსიო ფონდს აქვს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების შემსრულებელმა პირებმა მათი ეფექტიანად შესრულება უნდა უზრუნველყონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სპეციალური ფუნქციებია:

ა) საინვესტიციო ფუნქცია;

ბ) რისკის მართვის ფუნქცია;

გ) შიდა აუდიტის ფუნქცია.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს.

3. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულმა პირმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა წარუდგინოს მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო და დროული ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო სათანადო და დროულ ზომებს არ მიიღებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელმა პირმა გამოავლინა არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მონაწილეთა ინტერესებს, ან როდესაც მნიშვნელოვნად და არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ. სპეციალური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი სათანადოდ დაცვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

4. საინვესტიციო ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა;

ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია;

გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება;

დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

5. რისკის მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთანავე, ეს ფუნქცია ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი შეუწყოს რისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებას. ამ მიზნით საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დასადგენად, შესაფასებლად, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს:

ა) აქტივებისა და ვალდებულებების მართვას;

ბ) ინვესტიციებს;

გ) ლიკვიდურობისა და კონცენტრაციის რისკების მართვას;

დ) საოპერაციო რისკების მართვას;

ე) რისკების შემცირების მეთოდებს. 

6. შიდა აუდიტის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომლითაც ფასდება საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობა და ეფექტიანობა, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია არის საპენსიო ფონდის სხვა საქმიანობებისგან დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს საპენსიო ფონდის მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი

1. სამეთვალყურეო საბჭო შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.

2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

3. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.

5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი, საპენსიო სააგენტოს მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

6. საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოსთვის ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი:

ა) კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ბ) ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით ამზადებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;

დ) ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მისგან გამომდინარე რეგულაციებს, წესებსა და პროცედურებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიზნებს, ამოცანებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე მათი საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა და პროცედურებს;

ე) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით ამტკიცებს რეგულაციებს, წესებსა და პროცედურებს, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიზნებს, ამოცანებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე მისი საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა და პროცედურებს;

ვ) უცვლელად ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებულ და დირექტორისთვის წარდგენილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად;

თ) ასრულებს საპენსიო სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

8. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601)

9. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

10. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

11. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

12. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

13. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს.

14. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; 

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; 

დ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; 

ზ) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების არასათანადოდ განხორციელებისთვის და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის;

თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 

[მუხლი 9. მმართველობითი საბჭო

1. მმართველობითი საბჭო არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან.

2. მმართველობითი საბჭო შედგება პროფესიონალი წევრებისა და თანამდებობრივი წევრებისგან. მმართველობით საბჭოში არაუმეტეს 10 წევრის არსებობის შემთხვევაში 1 წევრი თანამდებობრივი წევრია, ხოლო 10 წევრზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.

3. ამ კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც მათ დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის ახალი პროფესიონალი წევრი დანიშნული არ იქნება, მმართველობითი საბჭოს მოქმედი პროფესიონალი წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი პროფესიონალი წევრის დანიშვნამდე.

4. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც სულ მცირე აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, შესაბამის თანამდებობებზე ასარჩევ პირთა შერჩევის წესი და პროცედურა, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი და მათი შრომის  ანაზღაურების ზღვრული ოდენობები და პოლიტიკა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებით გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო ფონდის საჭიროებები.

5. მმართველობითი საბჭოს წევრების უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ პროფესიონალი წევრები, რომლებსაც აქვთ ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება. ამ პუნქტით განსაზღვრულ პროფესიონალ წევრთაგან 1 არ უნდა იყოს საინვესტიციო კომიტეტის ან რისკის კომიტეტის წევრი. შესარჩევი კომისია ამ პუნქტით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრის შესარჩევად აცხადებს კონკურსს შესაბამისი განცხადების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (მათ შორის, არანაკლებ 1 საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში) გამოქვეყნებით.

6. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.

7. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ეროვნული ბანკის მიმართვის შემთხვევაში თანამდებობიდან თავისუფლდება ან მას უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა;

ე) მან თავისი ქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.  ამ ქვეპუნქტის საფუძველზე მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იყოს;

ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა მმართველობითი საბჭოს სხდომაში.

8. მმართველობითი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი ან საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისა და დანიშვნის დამატებითი წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

9. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

10. მმართველობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ბ) განსაზღვრავს საპენსიო ფონდის საქმიანობის მიმართულებებს;

გ) უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, საპენსიო ფონდის დებულებითა და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ საქმიანობის ეფექტიანად, დროულად და საპენსიო ფონდის ეთიკის ნორმების დაცვით განხორციელებას;

დ) ამ კანონის შესაბამისად, ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს. მმართველობითი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევ ღია კონკურსში. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრი შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად აღმასრულებელი დირექტორის შერჩევისას მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს;

ე) ამ კანონის შესაბამისად ქმნის საპენსიო ფონდის კომიტეტებს;

ვ) ამტკიცებს საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს;

ზ) განიხილავს და ამტკიცებს სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს;

თ) განიხილავს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას;

ი) ადგენს ამ კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობის/კლასის და მათი გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს);

კ) უფლებამოსილია რეკომენდაციების მისაღებად შექმნას და მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არ შეადგენენ მმართველობითი საბჭოს ნაწილს. საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტებისა და მის წევრთა მოწვევის წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მმართველობით საბჭოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება;

ლ) გარე აუდიტის განსახორციელებლად ნიშნავს აუდიტორულ ფირმას;

მ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო ფონდის ინტერესთა კონფლიქტის მართვის ჩარჩოს, რომელიც სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებისა და აცილების მექანიზმებს/წესებს, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

ნ) ახორციელებს ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

11. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს − დადგენილებებს და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.

12. მმართველობითი საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც მმართველობითი საბჭოს ეს წევრი იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორია), საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.  

13. მმართველობითი საბჭოს წევრს ეზღუდება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის ან ანაზღაურების მიღება ან კრედიტის აღება (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა).

14. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის საქმიანობა ანაზღაურებადი საქმიანობაა და საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

15. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს.

16. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალმა წევრმა არ შეიძლება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული მომსახურება გაუწიოს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს. თუ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი აღნიშნულ პერიოდში ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას ამ პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

17. მმართველობითი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული ბანკის წინაშე.

18. საპენსიო ფონდის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების გადასინჯვისა და გამოქვეყნების წესები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

მუხლი 91. რისკის მთავარი ოფიცერი და საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტი

1. სამეთვალყურეო საბჭო შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს რისკის მთავარ ოფიცერს.

2. რისკის მთავარი ოფიცრის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

3. რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.

4. საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურას სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს რისკის მთავარი ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით.

5. რისკის მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. რისკის მთავარ ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე  აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. რისკის მთავარი ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

6. რისკის მთავარი ოფიცერი ან/და რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში რისკის მთავარი ოფიცერი ან/და რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

7. რისკის მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში რისკის მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე. 

8. რისკის მთავარი ოფიცერი საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის მეშვეობით:

ა) ასრულებს არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

ბ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის აგრეგირებას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული რისკის აგრეგირების წესების შესაბამისად;

გ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო საბჭო ამ კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს.

9. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად:

ა) ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით დადებული გარიგებების შესახებ.

10. რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, შეაჩეროს, შეაფერხოს ან/და შეზღუდოს საპენსიო სააგენტოს, მათ შორის, მისი საინვესტიციო სამსახურის, გადაწყვეტილებები. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ საპენსიო სააგენტოს მმართველობის ორგანოებისთვის ან/და სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

11. რისკის მთავარი ოფიცერი ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე, ხოლო არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციების შესრულებისას − უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

12. რისკის მთავარი ოფიცერი დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის აგრეგირებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ისე საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 9 1 . (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 10. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო  შედგება 4 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

დ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან 2 წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა თანამდებობრივად.

3. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

6. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;

ბ) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს დირექტორისა და შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას და აძლევს მათ მითითებებს;

გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს;

დ) შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორსა და რისკის მთავარ ოფიცერს;

ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს;

ვ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

ზ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ნორმატიულ აქტებს, გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და საინვესტიციო საბჭოს, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის სფეროებისთვის მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა;

ი) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას;

კ) ახორციელებს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;

ლ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას. მისი გამოქვეყნების წესები დგინდება საპენსიო სააგენტოს დებულებით;

მ) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობას;

ნ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის სამსახურის წესდებებს.

7. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება არ დაეთანხმოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მიერ წარდგენილი საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხით/წლიური ბიუჯეტით/სტრუქტურით გათვალისწინებულ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას და საინვესტიციო  საქმიანობის ბიუჯეტს. მისი უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს სამეთვალყურეო საბჭოში  საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ.

10. დაუშვებელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის რისკის მთავარი ოფიცრისა და რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრულ სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 10. მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. მმართველობითი საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

2. მმართველობითი საბჭოს სხდომას წარმართავს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს სხვა წევრი.

3. მმართველობითი საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. მას არ შეუძლია ამ უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს მოქმედი წევრების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 6 წევრისა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია თავის სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი. აღნიშნულ თანამშრომელს მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება არ აქვს.

5. მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 11. შესარჩევი კომისია

1. შესარჩევი კომისია შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ყოველი შერჩევის პროცესისთვის განსაზღვრავს და ამტკიცებს შესარჩევი კომისია ამ კანონის შესაბამისად.

3. შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი.

4. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5. შესარჩევი კომისიის წევრ საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

6. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესარჩევი კომისია ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.  შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ფინანსდება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტიდან.

7. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 11. შესარჩევი კომისია

1. შესარჩევი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებს და მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. შესარჩევი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებთან ერთად წარუდგენს მათი შრომის ანაზღაურების სარეკომენდაციო პირობებს.

2. შესარჩევი კომისიის მიერ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შერჩევის წესები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესარჩევი კომისია მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებს არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და მათ ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

3. შესარჩევ კომისიას უნდა ჰქონდეს თავის მიერვე დამტკიცებული დებულება, რომლითაც დგინდება მისი საქმიანობის განხორციელების წესები და პროცედურები.

4. შესარჩევი კომისია შედგება 8 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი.

5. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

6. შესარჩევი კომისიის წევრებად საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი.

7. შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრზე, რომლის უფლებამოსილების ვადასა და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

8. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც იგი ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრებისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  შესარჩევი კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საპენსიო ფონდი.

9. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 12. საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა

1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საინვესტიციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება არჩეული საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე.

3. საინვესტიციო საბჭო თავის წევრთაგან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთანავე, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით აირჩიოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

5. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

6. შესარჩევი კომისია საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის აცხადებს კონკურსს შესაბამისი განცხადების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (მათ შორის, არანაკლებ 1 საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში) გამოქვეყნებით. შესარჩევი კომისია საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის განიხილავს არანაკლებ 2 კანდიდატურას შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შერჩევის კრიტერიუმების სიას ამზადებს და შესარჩევ კომისიას წარუდგენს საინვესტიციო საბჭო. შესარჩევი კომისია საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს მთავრობის წევრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე რიგის მემკვიდრე ან შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.

8. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

9. საინვესტიციო საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა;

ე) მან დაარღვია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა საინვესტიციო საბჭოს სხდომებში.

10. საინვესტიციო საბჭოს წევრს ეზღუდება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება.

11. საინვესტიციო საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი საქმიანობაა და ფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან.

12. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება საინვესტიციო საბჭოს წევრობის ვადისა და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს. თუ აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო საბჭოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 12. საპენსიო ფონდის კომიტეტები

1. მმართველობითი საბჭო ვალდებულია სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად თავისი შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალი წევრებისგან შექმნას შემდეგი კომიტეტები:

ა) საინვესტიციო კომიტეტი;

ბ) რისკის კომიტეტი;

გ) აუდიტის კომიტეტი.

2. კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს აგრეთვე საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თანამშრომელი, მოწვეული პირი. აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე.

3. კომიტეტი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული 3 წევრისგან. კომიტეტი მმართველობითი საბჭოს შესაბამისი პროფესიონალი წევრებისგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორებს.

4. კომიტეტი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე. კომიტეტის შექმნისა და ფუნქციონირების წესები და პროცედურები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

5. საინვესტიციო კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აგრეთვე მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს ამ კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს. საინვესტიციო კომიტეტი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6. რისკის კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. რისკის კომიტეტი შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. რისკის კომიტეტი რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

7. აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მმართველობითი საბჭოს იმ წევრებისგან, რომლებიც საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ არიან. აუდიტის კომიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შიდა აუდიტის უფროსი. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. აუდიტის კომიტეტი განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩევს აუდიტორულ ფირმას და მას მმართველობით საბჭოს დასანიშნად წარუდგენს. აუდიტორული ფირმა უნდა შეირჩეს მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან. შერჩეულ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

8. კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს თავისი წესდება, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა  ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

9. კომიტეტის წევრებს, გარდა კომიტეტის თავმჯდომარისა და მოწვეული პირებისა, კომიტეტში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ.

10. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული კომიტეტებისა, შექმნას სხვა კომიტეტები, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 13. საინვესტიციო საბჭოს უფლებები და მოვალეობები

1. საინვესტიციო საბჭო:

ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;

ბ) საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;

გ) არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

დ) ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მთავარ საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს;

ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მოსამზადებლად შეიმუშავებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან (მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან) დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;

ვ) შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას;

ზ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

თ) განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო სამსახურში ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას, აგრეთვე საინვესტიციო რისკის მონიტორინგის ფუნქციის საინვესტიციო სამსახურისგან ფუნქციურად და იერარქიულად გამიჯვნას;  

ი) ითანხმებს ისეთ წესებს, პროცედურებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ვრცელდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურზე ან/და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურზე და დაკავშირებულია მის/მათ საქმიანობასთან.

11. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის შესასრულებლად შექმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფუნქციურად და იერარქიულად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისგან გამიჯნული იქნება და ანგარიშვალდებული იქნება უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

12. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს საინვესტიციო რისკების მართვა და კონტროლი. შესაბამისად, საინვესტიციო საბჭო ზედამხედველობს:

ა) საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის ფუნქციას, რომელსაც ასრულებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით;

ბ) საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციას.

2. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. საინვესტიციო საბჭო ადგენს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობისა და გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს).

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

6. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესს (პროცედურებს).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 13. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები

1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები შეადგენენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება გენერალური დირექტორისგან, მთავარი საინვესტიციო ოფიცრისგან, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსისგან. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს აგრეთვე სხვა მიმართულებების აღმასრულებელი დირექტორები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება აღმასრულებელი დირექტორებისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და, ამავე კანონიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

2. მმართველობითი საბჭო ღია კონკურსით არჩევს და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს, აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს.

3. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნოს თავისი პროფესიონალი წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი. მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის კომიტეტის წევრი. მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან კომიტეტის წევრი. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. თუ ამ პუნქტის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს წევრი იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორია, მას მიეცემა შესაბამისი დამატებითი ანაზღაურება.

4. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (მოადგილე). საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მოადგილის) დანიშვნის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.

5. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე პირთა დანიშვნისთვის საჭირო განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

6. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.

7. თუ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნული არ იქნება, საპენსიო ფონდის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.

8. გენერალური დირექტორი:

ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობებში და ახორციელებს საპენსიო ფონდისთვის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელით დებს ხელშეკრულებებსა და გარიგებებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს;

გ) აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს;

დ) შეიმუშავებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს;

ე) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების, ჯარიმისა და საურავის დაკისრების შესახებ და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად;

ზ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს;

თ) ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

9. გენერალური დირექტორი ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.

10. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, აგრეთვე საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან ურთიერთობებში და დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო კომიტეტთან შეთანხმების წესები და პროცედურები.

11. მთავარი რისკის ოფიცერი ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად და რისკის კომიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც აქვს საპენსიო ფონდს. მთავარი რისკის ოფიცერი ასევე უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით დადებული გარიგებების შესახებ.

12. შიდა აუდიტის უფროსი აუდიტის კომიტეტთან ერთად, ამ კანონის, აუდიტის კომიტეტის წესდებისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს შიდა აუდიტის საქმიანობას. ეს საქმიანობა  ყველა სხვა საქმიანობისგან დამოუკიდებლად უნდა ხორციელდებოდეს. შიდა აუდიტის უფროსისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, მათ შორის, საპენსიო ფონდის თანამშრომლების, აღმასრულებელი დირექტორებისა და მმართველობითი საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

13. საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღმასრულებელ დირექტორს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო ფონდისთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის ან ანაზღაურების მიღება ან  კრედიტის აღება (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა). აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

14. საპენსიო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიული მომსახურება გაუწიოს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ  აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნულ პერიოდში ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას ამ პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

15. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები ანგარიშვალდებული არიან მმართველობითი საბჭოს და შესაბამისი კომიტეტების წინაშე.

16. ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპენსიო ფონდის შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის შესაფერისობის კრიტერიუმებს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 14. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და მთავარი საინვესტიციო ოფიცერი

1. საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო  სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

2. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

3. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით.

4. საპენსიო სააგენტო საინვესტიციო სამსახურსა და მთავარ საინვესტიციო ოფიცერს უზრუნველყოფს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო ყველა რესურსით, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტით ამ კანონის შესაბამისად.

5. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსისთვის მის მიერ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურას. სამეთვალყურეო საბჭო მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

6. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი  პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

7. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობს ამ კანონის შესაბამისად.

8. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირებისა და საინვესტიციო რისკების მართვისთვის. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით.

9. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ამ მიზნით წარმოადგინოს საპენსიო სააგენტო მესამე პირებთან ურთიერთობაში და დადოს მათთან ხელშეკრულებები. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

10. მთავარ საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მთავარ საინვესტიციო ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

11. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ან/და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6  თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ან/და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

12. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე.

13. დაუშვებელია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნული ბანკისა და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს.

[მუხლი 14. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

1. ამ კანონის მიზნებისთვის ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან:

ა) მმართველობითი საბჭოს წევრები;

ბ) აღმასრულებელი დირექტორები; 

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;  

დ) ამ კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის (მათ) მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;

ე) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების წინაშე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო რჩევას აძლევს; 

ვ) საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დისკრეციული უფლებამოსილება აქვს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მქონე პირად მიიჩნევა სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ დასაქმებული პირი, რომელსაც უფლება აქვს, უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მის ფარგლებში.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

მუხლი 15. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

1. ამ კანონის მიზნებისთვის ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან:

ა) საინვესტიციო საბჭოს წევრები;

ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, აგრეთვე მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე − მხოლოდ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შესრულებისას; 

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;  

დ) ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის (მათ) მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;

ე) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო რჩევას აძლევს. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მქონე პირად ითვლება სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის ის დასაქმებული, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მის ფარგლებში.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 15. ანაზღაურების პოლიტიკა

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი საქმიანობის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა ყველა პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ დაგროვებით საპენსიო სქემას, ასრულებენ სპეციალურ ფუნქციებს და რომელთა საქმიანობა დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილზე არსებით გავლენას ახდენს. ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად უნდა გასაჯაროვდეს.

2. ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

ა) ანაზღაურების პოლიტიკა ისე უნდა შემუშავდეს და ხორციელდებოდეს, რომ დაცული იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები, გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეეწყოს საპენსიო ფონდის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას;

ბ) ანაზღაურების პოლიტიკა მონაწილეების გრძელვადიან, საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს;

გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება;

დ) საპენსიო ფონდი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ განაახლოს ისინი;

ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.

3. ანაზღაურების პოლიტიკას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ შეიძლება მონაწილეობდნენ ანაზღაურების პოლიტიკის დამტკიცებაში.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 151. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური

1. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და საპენსიო სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის კანდიდატურას.

2. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

3. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცრად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.

4. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს:

ა) ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ5.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის კონტროლს;

ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ5.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის კონტროლს;

გ) ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.

5. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საპენსიო სააგენტოს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს.

6. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.

7. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და დამტკიცების მიზნით.

8. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

9. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული იმ გარიგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.

10. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მოადგილე. 

11. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

12. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

13. დაუშვებელია საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნული ბანკისა და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს.

14. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საინვესტიციო საბჭოს მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორისთვის მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 15 1 . (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 16. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას წარმართავს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 16. აუთსორსინგული მომსახურება

1. საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, სპეციალური ფუნქცია, შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს შესაბამისი აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობის განხორციელებისას/ფუნქციის შესრულებისას მათი სახელით იმოქმედებენ. საინვესტიციო ფუნქციის გადაცემა ხდება ამ კანონის 28 1  მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა საპენსიო ფონდს ეკისრება.

3. საქმიანობების ან სპეციალური ფუნქციების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემა არ უნდა იწვევდეს:

ა) საპენსიო ფონდის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას;

ბ) საოპერაციო რისკების გაუმართლებელ გაზრდას;

გ) ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის შეფერხებით განხორციელებას;

დ) მონაწილეებისთვის მომსახურების მიწოდების გაუარესებას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია გადაცემული საქმიანობების/სპეციალური ფუნქციების სათანადოდ განხორციელების/შესრულების მიზნით უზრუნველყოს აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი მონიტორინგი მათი ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის.

5. საქმიანობებისა და სპეციალური ფუნქციების გადაცემა უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მხარეებს შორის უფლებებისა და მოვალეობების განაწილება.

6. საპენსიო ფონდი ვალდებულია სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ეროვნულ ბანკთან უნდა შეთანხმდეს აგრეთვე ნებისმიერი შემდგომი ცვლილება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებულ აუთსორსინგულ მომსახურებას შეეხება. საპენსიო ფონდი ვალდებულია სხვა საქმიანობების აუთსორსინგული მომსახურებისთვის გადაცემის შემთხვევაში მათი გადაცემიდან გონივრულ ვადაში აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო ფონდს და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლებს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ინფორმაცია გადაცემული სპეციალური ფუნქციების ან სხვა საქმიანობების შესახებ.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 17. საინვესტიციო საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. საინვესტიციო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. საინვესტიციო საბჭოს სხდომას წარმართავს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ან სხდომის თავმჯდომარედ არჩეული საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი.

3. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი უფლებამოსილი არიან საინვესტიციო საბჭოს სხდომას დაესწრონ ხმის უფლების გარეშე.

5. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი ან ნებისმიერი სხვა პირი.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 17. საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყარო, საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტი

1. საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ საფასურის გატანის პერიოდულობა.

2. საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს წლიური მომსახურების საფასურის პროცენტული მოცულობა.

3. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო ფონდის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.

4. არ შეიძლება საპენსიო ფონდის საქმიანობის დასაფინანსებლად საპენსიო ფონდის მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხა დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ის სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო ფონდის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება (მისი არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება ეტაპობრივად, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საპენსიო ფონდის ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 18. საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროები, საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი

1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული საფასურის გატანის პერიოდულობა.

2. საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტი შედგება:

ა) საინვესტიციო საქმიანობის ბიუჯეტისგან, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს, ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის გადასახდელ მომსახურების საკომისიოებს და საინვესტიციო საბჭოს ხარჯებს;

ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის ბიუჯეტისგან, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს.

3. საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს წლიური მომსახურების საფასურის პროცენტული მოცულობა როგორც მთლიანად, ისე ცალ-ცალკე, საინვესტიციო საქმიანობისა და მმართველობით-ადმინისტრაციული საქმიანობისათვის.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის 1 დეკემბრისა სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.

5. არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული თანხა დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ის სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო სააგენტოს მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. აღნიშნული თანხა აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 18. საპენსიო ფონდის ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება

1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც შეარჩევს აუდიტის კომიტეტი და ნიშნავს მმართველობითი საბჭო. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება;

ბ) ჯამური აბსოლუტური ამონაგების შესახებ ინფორმაციას, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით;

გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულებისა და პროპორციის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე აქტივების კლასების როგორც მიზნობრივი, ისე ფაქტობრივი განაწილების თაობაზე ინფორმაციას;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, მიზნობრივი მაჩვენებლებისა და მათგან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას − ეროვნული ვალუტითა და უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის ცალ-ცალკე;  

ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და ჯამურად სხვა მომსახურებისა და ფინანსური გარიგების საფასურების თაობაზე;

ვ) საპენსიო ფონდის დებულებით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

2. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია სხვა ინფორმაცია (მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება) გამოაქვეყნოს თავის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 19. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება

1. საპენსიო სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი შეარჩევს. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ინფორმაციას ჯამური აბსოლუტური ამონაგების შესახებ, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით;

გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულებისა და პროპორციის შესახებ ინფორმაციას, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივ, ისე ფაქტობრივ განაწილებას;

დ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, მიზნობრივი მაჩვენებლების და მათგან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას − ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის;  

ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და ჯამურად სხვა მომსახურებისა და ფინანსური გარიგების საფასურების თაობაზე;

ვ) საპენსიო სააგენტოს დებულებით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

2. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ვალდებულია:

ა) კალენდარული წლის პირველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა;

ბ) კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).  

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

5. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია (მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება) მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 19. საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, წინასწარი განჭვრეტისა და რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

2. ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა მოიცავს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) საპენსიო ფონდის მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმებას;

ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;

გ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენას;

დ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას;

ე) საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დადგენას;

ვ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო წესების დადგენას;

ზ) მონაწილეებისთვის დოკუმენტების/ინფორმაციის შედგენისა და მიწოდების მოთხოვნების დადგენას;

თ) ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენას;

ი) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის განსაზღვრას;

კ) პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებული წარმოების პრინციპებისა და სტანდარტების განსაზღვრას;

ლ) მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენას;

მ) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის მოთხოვნების დადგენას;

ნ) პენსიის პროგრამული გატანის მოთხოვნების დადგენას;

ო) პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნების დადგენას;

პ) რისკის მართვის ჩარჩოს შეთანხმებას და რისკის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დადგენას.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც საპენსიო ფონდს/აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) უწევს მომსახურებას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი ამ კანონის აღსრულებისთვის საჭიროდ მიიჩნევს;

ბ) საპენსიო ფონდს, სპეციალიზებულ დეპოზიტარს, აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) და მათთვის მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია);

გ) საპენსიო ფონდს, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) მოსთხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით;

დ) შეამოწმოს საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასთან, აქტივების მართვასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობისთვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ე) შეამოწმოს საინვესტიციო საქმიანობასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ვ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ზ) ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი წესები და ლიმიტები საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო პორტფელებში ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო ფონდების) ფლობასთან დაკავშირებით;

თ) შემოწმების შედეგად საჭიროების გამოვლენის ან/და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და მათ აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს;

ი) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები;

კ) მონაწილის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის 3 1  პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდისთვის დაადგინოს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის დაწესდება გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს იმ ეფექტს, რომელსაც ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვა ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვა ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე;

ლ) დაადგინოს ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტითა და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

მ) შეაფასოს საპენსიო ფონდის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებული ხარისხობრივი მახასიათებლები;

ნ) შეაფასოს საპენსიო ფონდის წინაშე არსებული და შესაძლო რისკები;

ო) შეაფასოს საპენსიო ფონდის მიერ რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის შესაძლებლობები;

პ) შეაფასოს საპენსიო ფონდის კომიტეტების შესაბამისი წესდებები და საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტებისთვის მინიმალური სტანდარტი და პროცედურა დაადგინოს;

ჟ) შეაფასოს საპენსიო ფონდის დებულება;

რ) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს დარღვევის პროპორციული სანქციები, მათ შორის, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება ან თანამდებობიდან გაათავისუფლოს იგი. აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი;

ს) საპენსიო ფონდს მოსთხოვოს აუცილებელი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება/დამტკიცება;

ტ) საპენსიო ფონდს განუსაზღვროს და მის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი არაფულადი სანქციები თავის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო ფონდის საქმიანობის ამ კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

5. თუ ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, იგი საპენსიო ფონდს წერილობით აწვდის ამ ინფორმაციას, აგრეთვე საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარისა და ამავე კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიციირების თაობაზე ინფორმაციას.

6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1 პროცენტზე მეტი დანაკარგი, რომელიც გამოწვეული არ არის საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, საპენსიო ფონდის ბრალეულობით და რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც საპენსიო ფონდი დროებით ვერ ასრულებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებისა და მოქმედების წესს ადგენს ეროვნული ბანკი.

7. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დაადგინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის რეგულირებისთვის საჭირო დამატებითი წესები. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 20.  შიდა აუდიტი

1. საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

2. შიდა აუდიტის სამსახურისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისა და საინვესტიციო საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

3. საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებითა და შიდა აუდიტის სამსახურის წესდებით.

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 20. (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

თავი IV. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა

მუხლი 21. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა

1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.

2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.

3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად.

4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 22. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა 

1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

[ 1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, მას უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო ფონდს და გავიდეს ამ სქემიდან მასში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული მონაწილედ რჩება.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება.

3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

5. დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის საფუძველს მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისთვის.

[ 3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით;

ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით;

გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს აღნიშნულ სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურების საფუძველს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 23. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა

1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. ის საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ დასაქმებული შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არარსებობის გამო შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.

2. მონაწილე თვითდასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღების აღდგენისთანავე.

3.  (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

თავი V. საპენსიო აქტივები და მათი ინვესტირება

მუხლი 24. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე

1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მისი საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.

[ 2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 25. საპენსიო სააგენტოში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები

[მუხლი 25. საპენსიო ფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები აისახება მონაწილის (მათ შორის, იმ მონაწილის, რომელმაც ისარგებლა ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

2. საპენსიო სააგენტო მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო.

[ 1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება.

2. საპენსიო ფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ, ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

4. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას.

[ 4. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

6. მონაწილის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, მის მიერ პენსიის  ან/და საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემდეგ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არააქტიური ხდება, თუმცა არ უქმდება. ყოფილი მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ხელმისაწვდომი რჩება.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 26. სპეციალიზებული დეპოზიტარი

1. საინვესტიციო საბჭო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც დააკისრებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების ვალდებულებებს, და ამის შესახებ დადოს მასთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება. 

2. საინვესტიციო საბჭო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის საშუალებით შეარჩევს (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა). კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს (მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ მას საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.

4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს), უნდა იყოს ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ავტორიზებული. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს), უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ავტორიზებული. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვებისა და ფულადი სახსრების გაცემის შესახებ ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;

დ) საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;

ე) უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ვ) საპენსიო აქტივებთან მიმართებით ასრულებს ზედამხედველობის ვალდებულებებს;

ზ) ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

7. სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

8. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და საინვესტიციო საბჭოს.

9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსა და ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.

10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები.

12. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

13. თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, საინვესტიციო საბჭო ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების  დადებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

[მუხლი 26. სპეციალიზებული დეპოზიტარი

1. საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც ის დააკისრებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების ვალდებულებებს. 

2. საინვესტიციო კომიტეტი სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსით შეარჩევს (გარდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა). კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს (მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას ერთზე მეტ პირს უწევდეს, მაგრამ მას საპენსიო ფონდის საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.

4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საპენსიო ფონდს სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს, უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, აგრეთვე საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვებისა და ფულადი სახსრების გაცემის შესახებ ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;

დ) საპენსიო ფონდს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;

ე) უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ვ) საპენსიო აქტივებთან მიმართებით ასრულებს ზედამხედველობის ვალდებულებას;

ზ) ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

7. სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო ფონდს შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

8. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების არსებითად დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მისი შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და მმართველობით საბჭოს.

9. სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო ფონდისთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.

10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები.

12. თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

მუხლი 27. საპენსიო აქტივების ინვესტირება

1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით.

[ 1.  (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა;

ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია;

გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება;

დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

[ 2.  (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

3. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს ერთმანეთისგან განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე 3 საინვესტიციო პორტფელში:

ა) კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ) დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

გ) დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

31. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას. მონაწილე/პენსიის მიმღები საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით წარდგენილი განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება მას.

[ 3 1 . მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას. მონაწილე/პენსიის მიმღები საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება მას.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

32. თუ მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს ამ მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული  უფლებით, მასზე  არ  გავრცელდება  ამავე  მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.

4. თუ მონაწილე/პენსიის მიმღები არ ისარგებლებს ამ მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული უფლებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრამდე რიცხული/ასახული საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელებული საპენსიო შენატანები, აგრეთვე დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:

ბ.ა) 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება  დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ.ბ) 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ.გ) 50 წლის ან 50 წელზე მეტი ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის ასაკი დგინდება შემდეგნაირად: დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრამდე გაწევრებული მონაწილის ასაკი − 2028 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის ასაკი − გაწევრების თარიღის მდგომარეობით. ამასთანავე, მონაწილის ასაკის ცვლილებასთან ერთად მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“−„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში გადაიტანება. თუ მონაწილე ისარგებლებს ამ კანონის 33-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება, მონაწილის ასაკის მიუხედავად, განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

5. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან ის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამ მუხლის მე-4 და 4პუნქტების შესაბამისად ავტომატურად არის არჩეული და რომლის მართვას საპენსიო სააგენტო ახორციელებს.

51. მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის შერჩევისა და შეცვლის წესს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო. აღნიშნული წესით დგინდება, მათ შორის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა და მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საპენსიო სააგენტოსთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის ვადა. საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები, გარდა საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (მათი არსებობის შემთხვევაში).

52. საპენსიო სააგენტო ვალდებულია მონაწილეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 წლით ადრე ელექტრონულად აცნობოს/მიაწოდოს ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პენსიის მიღების შემდეგ საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობისა და პენსიის გატანის ფორმების თაობაზე. საპენსიო სააგენტო ადგენს პენსიის მიმღებისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის/დანიშვნის წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, თითოეული პორტფელის ჭრილში ლიკვიდური აქტივების მინიმალურ მოთხოვნებს.

6. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს (შეიმუშავებენ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.

[ 5. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან ის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამ მუხლის მე-4 და 4 1  პუნქტების შესაბამისად ავტომატურად არის არჩეული და რომელსაც საპენსიო ფონდი მართავს.

5 1 . მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის შერჩევისა და შეცვლის წესს ადგენს საპენსიო ფონდი. აღნიშნული წესით განისაზღვრება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა და მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საპენსიო ფონდისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის ვადა. საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები, გარდა საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (მათი არსებობის შემთხვევაში).

5 2 . საპენსიო ფონდი ვალდებულია მონაწილეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 წლით ადრე ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პენსიის მიღების შემდეგ საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობისა და პენსიის გატანის ფორმების თაობაზე. საპენსიო ფონდი ადგენს პენსიის მიმღებისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის/დანიშვნის წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ლიკვიდური აქტივების მინიმალურ მოთხოვნებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

6. საინვესტიციო კომიტეტი ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

7. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის, თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ცხადად უნდა განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) საინვესტიციო მიზნებს;

ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან გადახრის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის;

გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით;

დ) ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევი პირის შერჩევის, მონიტორინგის, შეფასებისა და მასთან ხელშეკრულების დადების/შეწყვეტის პროცედურას. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის, მაღალი სანდოობით მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).

8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი  უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები;

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს;

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო  პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს.

81. საპენსიო სააგენტო, ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ტიპის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) საინვესტიციო პორტფელის მიხედვით შექმნას და მონაწილეებს შესთავაზოს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) ან დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.

[ 8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო კომიტეტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები;

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს;

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო  პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს.

8 1 . საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ტიპის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) საინვესტიციო პორტფელის მიხედვით შექმნას და მონაწილეებს შესთავაზოს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) ან დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

9. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგები და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის და განხორციელებული ინვესტირების შედეგად შემდგარი საინვესტიციო პორტფელის რისკიანობის გათვალისწინებით.

10. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აქტივების მმართველი კომპანია განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

11. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.

[ 10. მმართველობითი საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

11. მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

12. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო პორტფელის ტიპები და დასაშვები საინვესტიციო ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი:

ა.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე;

ა.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე;

ა.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 15 პროცენტამდე;

ა.დ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო კაპიტალის, ვენჩურული კაპიტალისა და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებისას ეს საინვესტიციო ფონდები ეროვნული ბანკის მიერ უნდა იყოს რეგისტრირებული/ავტორიზებული;

ა.ე) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან მიმართებით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლიმიტზე მკაცრი ლიმიტი დააწესოს;

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი:

ბ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ​1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 80 პროცენტამდე;

ბ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე;

ბ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) – 20 პროცენტამდე;

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი:

გ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ​1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 60 პროცენტამდე;

გ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე;

გ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 25 პროცენტამდე.

13. უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი − 20 პროცენტი;

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი − 40 პროცენტი;

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი − 60 პროცენტი.

131. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის ერთეულების ფლობა იმავე საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელში შემავალი აქტივების პროპორციული ოდენობით ფლობად ჩაითვლება, თუ შესაბამისი პორტფელის არანაკლებ 95 პროცენტი ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისგან შედგება. ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ამ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელში შემავალ შესაბამის აქტივებზე, თუ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილი არიან სამეთვალყურეო საბჭოს ამ კანონში შესატანი ცვლილების შემუშავების მიზნით წარუდგინონ რეკომენდაციები ამ კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ლიმიტებისა და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ ეს ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

[ 14.  (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

15. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის. ის უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად.

[ 15. საინვესტიციო კომიტეტი ამ კანონის 28 1  მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის. ის უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

16. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს შემდეგ უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი;

გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

დ) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

1) სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები;

2) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანაინვესტირება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით;

ე) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობლიგაციებისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ვ) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომლებით ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, იმ პირობით, რომ მათზე განხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ზ) სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული/რეგისტრირებული ან/და სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები;

თ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელებისთვის შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

17. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, მუნიციპალიტეტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი;

გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

1) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები;

დ) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობლიგაციებისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

1) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანაინვესტირება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით;

ე) საწარმოთა აქციები, რომლებიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის სიაში და რომლებზედაც  ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები;

ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელებისთვის შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

18. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები (მათ შორის, მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგი) ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის.

20. აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება:

ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით;

ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებსა და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიის ფარგლებში რისკების შემცირების მიზნით გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც არ ზრდის ღია პოზიციებს. აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჰეჯირების სტრატეგიის ფარგლებში გამოსაყენებელ დერივატივებთან მიმართებით დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს;

გ) კერძო წილობრივ ფასიან ქაღალდებში/წილში, უძრავ ქონებასა და ფიზიკურ აქტივებში;

დ) იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;

[ დ) იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, მმართველობითი საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა იმ აქტივების მმართველმა კომპანიამ, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან მასთან აფილირებულმა პირმა;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში.

21. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელ საინვესტიციო ფონდთან და ასეთი საინვესტიციო ფონდის ემიტენტთან მიმართებით დაადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესი.

22. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მართავს (მართავენ):

ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.

221. ინვესტიციის განხორციელებისას ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს. თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა არ არის გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო სააგენტო/ ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

[ 22. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს:

ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა  ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად არაუმეტეს 30 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ 2 “ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.

22 1 . თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა გამოწვეული არ არის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

222. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ღია (არაჰეჯირებული) პოზიციები.

223. ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული ლიმიტები გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მართავს (მართავენ).

[ 22 3 . ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული ლიმიტი გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

23. ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და იპოთეკით დაცულ ობლიგაციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- ან მისი ეკვივალენტური საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

24. არ შეიძლება საპენსიო აქტივები გასხვისდეს:

ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე; 

გ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი (ასეთი აფილირების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში).

[ ბ) მმართველობითი საბჭოს წევრზე; 

გ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი (აფილირების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში).  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

241. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, 24-ე პუნქტითა და  35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებით დადებულ იმ გარიგებაზე, რომლის მეორე მხარე ბენეფიციარის სახელით/სასარგებლოდ ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტია, ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტოსთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ ბენეფიციარის ვინაობა უცნობია.

[ 24 1 . ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, 24-ე პუნქტითა და ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება საპენსიო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებით დადებულ იმ გარიგებაზე, რომლის მეორე მხარე ბენეფიციარის სახელით/სასარგებლოდ ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტია, ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდისთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ ბენეფიციარის ვინაობა უცნობია.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

25. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სესხი ან გარანტია ამ მუხლის 24-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ.

26. საპენსიო სააგენტო/აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს მის მართვაში მყოფი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ყველა უფლებას მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

[ 26. საპენსიო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ყველა უფლებას მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ის მართავს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

მუხლი 28. (ამოღებულია)

[მუხლი 28 1 . აქტივების მმართველი კომპანია

1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობითა და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საპენსიო აქტივები მხოლოდ სხვა ტიპის აქტივებში საინვესტიციოდ იქნეს გადაცემული.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.

3. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი, ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების პროცედურები.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს.

5. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს იმ სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, სადაც რეგისტრირებულია, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული;

ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;

გ) არ უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი;

დ) უნდა ჰქონდეს მესამე (კერძო და ინსტიტუციური) პირების დაგროვილი აქტივების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს.

7. მმართველობითი საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ აქტივების მმართველ კომპანიას. მმართველობითი საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს.

8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები.

9. ამ მუხლის დებულებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესები.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 30. (ამოღებულია)

მუხლი 31. მონაწილის მიმართ წლიური ანგარიშგება  

1. საპენსიო სააგენტო მონაწილეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია მონაწილეს შეიძლება მიეწოდოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 31. მონაწილის წინაშე წლიური ანგარიშგება

1. საპენსიო ფონდი მონაწილეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია მონაწილეს შეიძლება ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიეწოდოს. მონაწილისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 32. პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში

1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.

2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.

3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების მონაწილისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.

[ 1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.

2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.

3. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების მისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

4. მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.

5. საპენსიო სააგენტო ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.

6. მონაწილე მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხის მთლიან მოცულობას მიიღებს მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიმართავს საპენსიო სააგენტოს, ხოლო საპენსიო სააგენტო მიიღებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პროგრამული გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს საპენსიო აქტივების იმ მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი, გაიტანონ საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

[ 5. საპენსიო ფონდი ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.

6. მონაწილე მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს მას შემდეგ, რაც საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართავს საპენსიო ფონდს, ხოლო საპენსიო ფონდი მიიღებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

7. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პროგრამული გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საპენსიო აქტივების იმ მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებსაც არ აქვთ უფლება, გაიტანონ საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

8. პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობის გამოსათვლელად მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება იყოფა მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე, რომელიც ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ.

9. პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, მონაწილის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავებული იყოს მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, რასის, რელიგიური მრწამსის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე.

10. საპენსიო სააგენტო მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ატყობინებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.

[ 10. საპენსიო ფონდი მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ატყობინებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

11. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

12. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

13. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, თუმცა ვალდებული არ არის, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით მოითხოვოს და მიიღოს პენსია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით. თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ ისარგებლებს ამ უფლებით, დამსაქმებელი და სახელმწიფო მის სასარგებლოდ განახორციელებენ საპენსიო შენატანებს მონაწილის მიერ პენსიის მოთხოვნამდე ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

[ 13. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, თუმცა ვალდებული არ არის, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით მოითხოვოს და მიიღოს პენსია საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ გამოიყენებს ამ უფლებას, დამსაქმებელი და სახელმწიფო მის სასარგებლოდ განახორციელებენ საპენსიო შენატანებს მონაწილის მიერ პენსიის მოთხოვნამდე, ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

14. არ შეიძლება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება.

15. საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ მისთვის საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით პენსიაზე გასვლის შესახებ განცხადებით მიმართვის თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპენსიო სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს სტატუსი ეცვლება და პენსიის მიმღები ხდება.

[ 15. საპენსიო ფონდი პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ მისთვის საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით პენსიაზე გასვლის შესახებ განცხადებით მიმართვის თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს სტატუსი ეცვლება და იგი პენსიის მიმღები ხდება.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

16. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

17. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 33.  პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

1. მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს  საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.

2. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.

3. საპენსიო სააგენტო შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წესით და განსაზღვრულ ვადაში.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მონაწილეს აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 33. პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

1. მონაწილეს უფლება აქვს, შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს ნებისმიერ ასაკში, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.

2. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.

3. საპენსიო ფონდი მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მას აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 34. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა

1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საპენსიო აქტივები მონაწილის მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ერთიანი გადახდით ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად.

4. საპენსიო სააგენტო გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიღების შემდეგ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

[ 2. საპენსიო აქტივები მონაწილის მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ერთიანი გადახდით, ხოლო თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე მონაწილეა − მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო ფონდს წარუდგენს მოთხოვნას საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად.

4. საპენსიო ფონდი გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღების შემდეგ, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 341. მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების მიღება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას

1. თუ მონაწილეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მას აქვს უფლება, მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით. ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან/და მას აღარ აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

2. თუ პირმა, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, კვლავ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად აღნიშნული პირის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.

3. საპენსიო სააგენტო მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს გადასცემს საპენსიო აქტივების ღირებულებას ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

[ 3. საპენსიო ფონდი მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს საპენსიო აქტივების ღირებულებას გადასცემს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

თავი VI. ნდობითი ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები

მუხლი 35. ნდობითი ვალდებულების დარღვევა

1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა საპენსიო აქტივები უნდა მართოს მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ნდობითი ვალდებულების დარღვევა. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია:

ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად;

ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი;

გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად.

2. თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მოიძიოს ამ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება.  

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირების სასარგებლოდ გამოყენება ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირთან აფილირებული პირია).

4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ისეთი ქმედება, რომელიც მან საინვესტიციო საქმიანობის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმართვის პროცესში განახორციელა, დამდგარი შედეგის მიუხედავად.

[ 3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირის სასარგებლოდ გამოყენება ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირთან აფილირებული პირია).

4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ისეთი ქმედება, რომელიც მან საინვესტიციო საქმიანობის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმართვის პროცესში განახორციელა, დამდგარი შედეგის მიუხედავად. ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება აგრეთვე დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 36. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები

1. საპენსიო სააგენტომ შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

[ 1. საპენსიო ფონდმა შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

2. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან მისი მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 37. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა ამ კანონის დარღვევაა.

2. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება), ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა, აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის აუნაზღაურებლობა ამ კანონის დარღვევაა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

[მუხლი 37 1 . მონაწილეთა პრეტენზიების განხილვა და გადაწყვეტა

1. მონაწილეს უფლება აქვს, პრეტენზიით მიმართოს საპენსიო ფონდს.

2. საპენსიო ფონდის დებულებით უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის მიერ მონაწილეთა პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმი.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს საპენსიო ფონდის მიერ მონაწილეთა პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნები.

4. საპენსიო ფონდის მიერ მონაწილის პრეტენზიის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

5. მონაწილე უფლებამოსილია თავისი უფლებების დასაცავად ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 38. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება.

2. სამეთვალყურეო საბჭომ 2018 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.

3. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

5. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე სამეთვალყურეო საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.

6. სამეთვალყურეო საბჭოს პირველ თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მთავრობა.

7. საპენსიო სააგენტოს პირველი 3 წლის ბიუჯეტი 100 პროცენტით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მომდევნო 10 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5 პროცენტს, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ −  0,25 პროცენტს.

[ 7. საპენსიო ფონდის მართვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,50 პროცენტს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

8. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის 2 წევრს  აირჩევს 3 წლის ვადით.

9. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.

91. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო  პორტფელის  ამ  კანონის  27-ე  მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა, აგრეთვე დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა.

10. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი.

11. შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

12. ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.

13. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ამ კანონით განსაზღვრული, დაგროვებითი საპენსიო სქემით გათვალისწინებული, სახელმწიფოს მიერ ამ სქემაში შესატანი დაფინანსების, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების ნაწილში 2019 წელს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის წესი.

14. საპენსიო სააგენტომ ამ კანონის 71 მუხლის ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება.

15. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად  შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო სააგენტოს მიერ მისი შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის შესაბამისად.

[ 16. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად  შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ მისი შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)]

17. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებულად ჩაითვლება მისი დამსაქმებლის მიერ ყველაზე ძველი თარიღით განხორციელებული საპენსიო შენატანიდან, ხოლო რამდენიმე დამსაქმებლის არსებობის შემთხვევაში დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების თარიღი განისაზღვრება თითოეულ დამსაქმებელთან მიმართებით, შესაბამისი დამსაქმებლის მიერ ყველაზე ძველი თარიღით განხორციელებული საპენსიო შენატანიდან. თუ რომელიმე დამსაქმებელმა არ განახორციელა საპენსიო შენატანი, ამ დამსაქმებლისთვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღი არის შესაბამისი დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების პერიოდი.

18. 2025 წლის 1 მაისამდე დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო სააგენტო მართავს:

ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად არაუმეტეს 30 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.

19. თუ 2025 წლის 1 მაისამდე საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა გამოწვეული არ არის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო სააგენტო ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

20. 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტო იმ პირებს, მათ შორის, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებს, რომლებმაც 2024 წლის 30 სექტემბრამდე კანონით დადგენილი წესით სრულად მიიღეს პენსია/საპენსიო აქტივები, არ მოსთხოვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შედეგად მათთვის შეცდომით/ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 39. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-7, 21-ე და 29-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-7 და 21-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3303-რს

11. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4312-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4313-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 9. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3728-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 8. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3601-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3531-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 6. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2551-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 5. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2286-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 4. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2208-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 3. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 895-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 2. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7008-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 1. 19/03/2020 - საქართველოს კანონი - 5860-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020