დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 368 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/06/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022082 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2021 - 11/08/2021)
|
მუხლი 1 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პირბადის ტარების წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 15 ივნისიდან.
|
|
პირბადის ტარების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №660 – ვებგვერდი, 03.11.2020წ. მუხლი 2. პირბადე და მისი გამოყენების წესები 1. პირბადე წარმოადგენს რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას, რომელიც ახდენს სასუნთქ სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას. პირბადე შესაძლოა იყოს სამედიცინო ან არასამედიცინო. 2. სამედიცინო პირბადე განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალისთვის. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ის შეკავების უნარი. სამედიცინო პირბადე შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ა) სითხეებისადმი რეზისტენტული ქსოვილი (რომელიც ეფექტურია მტვრისა და სხვა მიკრონაწილაკების შესაკავებლად); ბ) რეგულირებადი ცხვირის ფირფიტა (რომელიც საჭიროა ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად); გ) ფილტრის შრე; დ) კანთან საკონტაქტო ფენა; ე) ყურის ელასტიკური მარყუჟები. 3. არასამედიცინო პირბადეს წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები. მსგავსი პირბადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინფექციის წყაროს კონტროლისათვის (ანუ დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თავდაცვის საშუალება საყოფაცხოვრებო პირობებში. 4. არასამედიცინო პირბადის მახასიათებლებია: ა) პირბადის ქსოვილი: სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა მერყეობს 0,6%-დან 70%-მდე. მასალა არ უნდა იყოს წელვადი; ბ) შრეების რაოდენობა: რეკომენდებულია პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრისა ფილტრაციის უნარის გასაზრდელად. შიდა შრე უნდა იყოს ჰიდროფილური და უზრუნველყოფდეს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, ხოლო გარე შრე – ჰიდროფობური, რათა მოახდინოს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავება; გ) პირბადის ფორმა: პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე. 5. პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელის ჰიგიენის დაცვა. 6. დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება. მუხლი 3. პირბადის გამოყენების აუცილებლობა 1. პირბადის გამოყენება აუცილებელია: ა) დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ: ა.ა) საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა; ა.ბ) საერთო სარგებლობის ლიფტებში; ა.გ) სავაჭრო ობიექტებში; ა.დ) (ამოღებულია - 12.08.2020, №496) ; ა1) საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, ბაზრებსა და ბაზრობებზე; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას; გ) ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა შემთხვევებში − „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად. 2. ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №496 – ვებგვერდი, 12.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №660 – ვებგვერდი, 03.11.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 22.06.2021წ. მუხლი 4. საგამონაკლისო შემთხვევები 1. პირბადის გამოყენება აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში. 2. ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება: ა) თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან; ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს); გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს; დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით; ე) მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას; ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია; ზ) (ამოღებულია - 30.06.2021, №314). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.). 4. საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას; 5. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №401 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №1 33 – ვებგვერდი , 2 6 .03.2021 წ . საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 30.06.2021წ. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად. მუხლი 6. დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამ დადგენილების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს. |
დოკუმენტის კომენტარები