COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016839
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-11/ნ
03/02/2021
ვებგვერდი, 04/02/2021
470230000.22.035.016839
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/10/2021 - 10/11/2021)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-11/ნ

2021 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, COVID-19 ინფექციის ტრანსმისიის შესაჩერებლად და დაავადების მართვის გაუმჯობესების მიზნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის 67 განკარგულების და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი (დანართი 1); 

ბ) COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის (დანართი N2);

გ) COVID -19 - ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი (დანართი N3);

დ) (ამოღებულია - 25.06.2021, №01-56/ნ);

1) COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (დანართი 41);

2) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac) (დანართი  №42).

ე) COVID-19-ის ვაქცინაციის შემდგომი პოტენციური ანაფილაქსიის მართვა და აცრის შემდგომ ანაფილაქსიად მცდარად მიჩნეული  მდგომარეობები  (დანართი №5);

1) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე (დანართი №51).

ვ) სარეგისტრაცო და საანგარიშგებო ფორმების შევსების წესი, წარდგენის სიხშირე და ვადები (დანართი №6);

ზ) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პრინციპები და პროცედურები COVID-19-ის ვაქცინაციის დროს (დანართი №7);

თ) ასაცრელი პირის COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი (დანართი 8).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მარტის ბრძანება №01-20/ნ - ვებგვერდი, 05.03.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანება №01-42/ნ - ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 20.05.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-56/ნ - ვებგვერდი, 25.06.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №01-86/ნ - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
მუხლი 11
1. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ვაქცინირებული პირის  მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერიროს/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის  შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტუროს ამავე სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით  და დაწესებულების ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
2. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული ინფორმაციის საფუძველზე COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ვაქცინირებული პირის  მოთხოვნით გაცემული სამედიცინო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ვაქცინირებული პირის პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) და მონაცემებს პირისათვის  იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის მიერ ჩატარებული აცრ(ებ)ის (COVID-19 ვაქცინაციის დოზა, ვაქცინის მწარმოებელი, ვაქცინაციის თარიღი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება), ასევე პირისთვის ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი უფლებამოსილნი არიან, ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერირონ/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის  შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტურონ ბეჭდით და/ან შტამპით  და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული ფორმატით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ივნისის ბრძანება №01-56/ნ - ვებგვერდი, 25.06.2021წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-70/ნ - ვებგვერდი, 11.08.2021წ.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
18. 13/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-44/ნ - ვებგვერდი, 13/06/2022 17. 07/03/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-20/ნ - ვებგვერდი, 09/03/2022 16. 07/02/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-9/ნ - ვებგვერდი, 08/02/2022 15. 25/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-101/ნ - ვებგვერდი, 25/12/2021 14. 07/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-95/ნ - ვებგვერდი, 07/12/2021 13. 03/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-94/ნ - ვებგვერდი, 03/12/2021 12. 30/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-92/ნ - ვებგვერდი, 30/11/2021 11. 10/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-89/ნ - ვებგვერდი, 10/11/2021 10. 11/10/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-86/ნ - ვებგვერდი, 11/10/2021 9. 11/09/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-80/ნ - ვებგვერდი, 11/09/2021 8. 10/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-70/ნ - ვებგვერდი, 11/08/2021 7. 03/08/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-67/ნ - ვებგვერდი, 04/08/2021 6. 21/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-66/ნ - ვებგვერდი, 21/07/2021 5. 08/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-64/ნ - ვებგვერდი, 08/07/2021 4. 25/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-56/ნ - ვებგვერდი, 25/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 20/05/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-49/ნ - ვებგვერდი, 20/05/2021 2. 29/04/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-42/ნ - ვებგვერდი, 29/04/2021 1. 04/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-20/ნ - ვებგვერდი, 05/03/2021