პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 6157-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6157-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
240110000.05.001.016708
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/12/2016 - 21/04/2017)

საქართველოს კანონი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კოდექსის მიზანი

ამ კოდექსის მიზანია:

ა) ადამიანის სიცოცხლის , ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა ;

ბ) უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა ;

გ) პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფ ა და ხელშეწყობა;

დ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;

ე) რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა;

ვ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროებში;

თ) სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტები ა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნების სრული დაცვით ;

ი) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

    მუხლი 2. კოდექსის ზოგადი პრინციპები

1. ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს:

ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელებას. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფა;

გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომა ;

დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების უპირატესობა ;

ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვება ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ვ) შესაბამისობის შეფასების საერთაშორისო სისტემასთან ჰარმონიზებული პროცედურების დადგენა ;

ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.

2. ამ კოდექსის რეგულირების მექანიზმებია: პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების ჰარმონიზაცია და ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება .

3 . პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკომისიის მიერ მიღებული/დამტკიცებული ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების დაცვით, ამ კოდექსის შესაბამისად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

4 . ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომელიც სპეციალურად არის წარმოებული საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისათვის .

    მუხლი 3. ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება

1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები.

3. რეგულირებ ულ სფეროში პროდუქტი, რომლ ის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებით ად შეიცვლება , ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას , თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

2. უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი.

3. სახიფათო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას.

4. მწარმოებელი:

ა) დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია პროდუქტზე და რომელიც თავს ამ პროდუქტის მწარმოებლად წარმოადგენს;

ბ) უცხოელი დამამზადებლის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი, ან/და პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, თუ უცხოელ დამამზადებელს საქართველოში არ ჰყავს წარმომადგენელი;

გ) პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.

5. დისტრიბუტორი – პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომელიც პროდუქტის მიმართ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში გავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.

6. ავტორიზებული წარმომადგენელი მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირი, რომელსაც მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართო უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

7. იმპორტიორი/ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის .

8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე , გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება წარმოების, იმპორტის , იჯარის, ლიზინგი ან სხვა გზით , კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად .

9. ექსპლუატაციაში გაშვება საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.

10 . ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც :

ა) მწარმოებმა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობს მიწოდა;

ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობის , შეფუთვის , გადამუშავების ან ეტიკეტირების) მიზნით;

გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით;

ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ;

ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობების ათვის ხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11 . ტექნიკური დოკუმენტაცია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ საჭირო ინფორმაცია პროდუქტის და პროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

12 . შესაბამისობის შეფასება (შშ) – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები .

13 . შესაბამისობის შეფასების ობიექტი – მასალა, პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, სისტემა, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისობის შეფასება .

14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი.

15 . რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა .

16 . პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია ს ახიფათო პრო უქტის დაბრუნებ ისკენ , რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლ ისა თვის.

17 . პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია სა ხიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლის ათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ.

18 . ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი – ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია/ დამტკიცებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე და რომელსაც აქვეყნებს საჯარო ამართლის ურიდიული ირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

19 . ერთეულთა საერთაშორისო სისტემა ( SI) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ.

20 . დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნული ა მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე.

 

თავი II. პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის

    მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წუნდებული პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც ელის მისგან პირი:

ა.ა) პროდუქტზე ზოგადი წარმოდგენის გათვალისწინებით;

ა.ბ) ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში;

ა.გ) იმ პერიოდისათვის არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც პროდუქტი ბაზარზე განთავსდა;

ბ) ზიანი − პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობით დამდგარი შედეგი, რომელმაც გამოიწვია:

ბ.ა) ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება;

ბ.ბ) ქონების ნებისმიერი ნაწილის დაზიანება ან განადგურება, გარდა თავად წუნდებული პროდუქტისა, რომლის ღირებულება 300 ლარზე მეტია.

    მუხლი 6. მწარმოებლის პასუხისმგებლობა

1. მწარმოებელი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული წუნდებული პროდუქტით.

2. თუ მწარმოებლის მიკვლევა შეუძლებელია, თუნდაც პროდუქტზე მითითებული იყოს მისი სახელი, პროდუქტის ბაზარზე ფაქტობრივად განმათავსებელი ითვლება ამ პროდუქტის მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გონივრულ ვადაში ატყობინებს დაზარალებულს მწარმოებლის ან იმ პირის ადგილსამყოფელს, რომელმაც მას პროდუქტი მიაწოდა.

3. ზიანის დადგენის მტკიცების ტვირთი დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებული ასევე ვალდებულია დაამტკიცოს წუნდებულ პროდუქტსა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი.

4. თუ ერთი და იმავე ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელია ორი ან მეტი პირი, ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის წილობრივად დანაწილებით.

5. მწარმოებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ის დაამტკიცებს, რომ აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს.

6. წუნდებული პროდუქტი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, თუ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს, რომ იგი წუნდებულია.

7. მწარმოებელი პასუხისმგებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზიანი ერთდროულად წუნდებული პროდუქტითა და მესამე პირის ქმედებით არის გამოწვეული.

8. მწარმოებლის პასუხისმგებლობა შეიძლება შემცირდეს ან გამოირიცხოს, თუ გარკვეული გარემოების არსებობისას ზიანი გამოიწვია როგორც პროდუქტის წუნმა, ისე დაზარალებულის არასწორმა ქმედებამ, ან იმ პირმა, რომელზედაც პასუხისმგებელია დაზარალებული.

    მუხლი 7. ხანდაზმულობის ვადა ზიანის ანაზღაურებისათვის

1. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადაა 3 წელი. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მიადგა ზიანი, და, ამასთანავე, მან მოახდინა ზიანის, წუნისა და მწარმოებლის იდენტიფიცირება.

2. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის გამომწვევი პროდუქტის ნებისმიერ ბაზარზე განთავსების მომენტიდან 10 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზარალებულმა ამ პერიოდში მწარმოებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

    მუხლი 8. მწარმოებლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

1. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვის , თუ ის დაამტკიცებს, რომ:

ა) პროდუქტი ბაზარზე მა არ განთავსებია;

ბ) წუნი, რომელმაც ზიანი გამოიწვია , პროდუქტის ბაზარზე განთავსების მომენტისათვის არ არსებობდა;

გ) პროდუქტი არ იყო გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის, ან ნებისმიერი ფორმით დისტიბუციისათვის, ან პროდუქტი არ ყოფილა წარმოებული/გავრცელებული მის მიერ მისი საწარმოო საქმიანობის პერიოდში;

დ) წუნი პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობ ამ გამო წვია;

ე) მეცნიერული ან ტექნიკური ცოდნა პროდუქტის მიმოქცევაში გაშვების მომენტისათვის არ იყო იმგვარი, რომ მწარმოებელს წუნის აღმოჩენის საშუალება ჰქონოდა ;

ვ) პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებლის შემთხვევაში, წუნი გამოწვეულია პროდუქტის დიზაინით, რომელშიც ეს ნაწილია მოთავსებული , ან მითითების საფუძველზე, რომელიც გაცემულია იმ მწარმოებლის მიერ, რომელიც თავის პროდუქტში იყენებს ამ ნაწილს .

3. მწარმოებელს არ კისრება პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, თუ ამ პროდუქტ ზიანი არ გამოწვევია.

 

თავი III. პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები

    მუხლი 9 . ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.

2. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში. თუ მწარმოებელს შეუძლია ასეთი რისკის თავიდან აცილება, იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა ღონისძიება ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად.

3. მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქტი, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს.

5. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან იმ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა ბაზარზე ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად.

7. ამ თავის მიზნებისათვის პროდუქტი არ არის ის მეორეული გამოყენების პროდუქტი, რომელიც მიწოდებულია, როგორც ანტიკვარიატი, ან პროდუქტი, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს, თუ ამის შესახებ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს.

    მუხლი 10. პროდუქტის უსაფრთხოების შეფასება

1. პროდუქტის უსაფრთხოების შეფასებისას მხედველობაში მიიღება:

ა) პროდუქტის მახასიათებლები, კერძოდ, მისი შემადგენლობა, შეფუთვა, აწყობის და შესაბამის შემთხვევაში მონტაჟისა და შეკეთების ინსტრუქციები;

ბ) სხვა პროდუქტზე გავლენა, როდესაც გონივრული გამოყენების ფარგლებში სავარაუდოა მისი ამ პროდუქტთან ერთად გამოყენება;

გ) პროდუქტის პრეზენტირება, ეტიკეტირება, გაფრთხილება პროდუქტის შესახებ, ინსტრუქცია მისი გამოყენებისა და განადგურების შესახებ ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ამ პროდუქტს შეეხება;

დ) მომხმარებელთა ასაკობრივი კატეგორიები, რომელთაც ამ პროდუქტის გამოყენებით შეიძლება ზიანი მიადგეს.

2. უსაფრთხო პროდუქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახიფათო პროდუქტად შესაბამის სფეროში უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მიღწევის ან უფრო უსაფრთხო პროდუქტის არსებობის გამო.

    მუხლი 11. ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება

1. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ არ გამოვლინდეს.

2. გაფრთხილება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისაგან.

3. მწარმოებელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ითვალისწინებდეს პროდუქტის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს:

ა) გააანალიზოს რისკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტმა;

ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რისკის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, გააფრთხილოს მომხმარებელი და გამოითხოვოს პროდუქტი მომხმარებლისაგან და ბაზრიდან.

4. მწარმოებელმა დისტრიბუტორს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დისტრიბუტორმა შეძლოს ამ ინფორმაციის მესამე პირისათვის მიწოდება.

5. თუ მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა იციან ან მათ ხელთ არსებული ინფორმაციისა და პროფესიული ცოდნის საფუძველზე უნდა სცოდნოდათ, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შეიცავს რისკს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და უნდა მიაწოდონ მას შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონაცემები პროდუქტის ან მისი პარტიის/ჯგუფის ზუსტი იდენტიფიცირებისათვის;

ბ) სრული ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს პროდუქტი;

გ) სრული ინფორმაცია, რომელიც იძლევა პროდუქტის მიკვლევადობის საშუალებას;

დ) იმ ღონისძიებების აღწერა, რომლებიც საჭიროა რისკის თავიდან ასაცილებლად.

6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზარზე მათ მიერ მიწოდებული პროდუქტით გამოწვეული რისკის თავიდან აცილებას.

    მუხლი 12. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს.

2. მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროდუქტის დასახელება და სახე;

ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი;

გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება;

დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა;

ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა;

ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;

ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები;

თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი აქტის მოთხოვნები.

5.  მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით.

6. თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება. პროდუქტზე გარანტია არ ათავისუფლებს პირს ზიანის მიყენებისათვის ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე პროდუქტის შემადგენელ ნაწილებზე.

    მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ

1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება , იყოს უსაფრთხო.

2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებების და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენო დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები .

3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნო საკუთარ და სხვა პირ თა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე .

4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებ ისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებლია სხვა მწარმოებლის მიერ.

5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ ქმედებებისათვის.

6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

7. მომხმარებელს უფლება აქვს , დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

 

თავი IV . ტექნიკური საფრთხის კონტროლი

    მუხლი 14. რეგულირების სფერო

1. ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებულ რისკ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.

2. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება:

ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები;

ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში;

გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი;

დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი;

ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

3. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობებით რეგულირებულ შემდეგ სფეროებზე:

ა) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სფეროები;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საქმიანობის, მათ შორის, ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სფერო;

გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების უსაფრთხო წარმოების, ზედამხედველობისა და კონტროლის სფერო ები ;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფერო.

4. ამ თავით არ რეგულირდება:

ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;

ბ) საშიშ ობიექტებთან დაკავშირებული ის ობიექტები და საქმიანობა, რომელთა კონტროლს არ ითვალისწინებს ეს თავი .

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4492  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 15. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი, სახიფათო ნარჩენი ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს;

ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, აგრეთვე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და არის მომეტებულ რისკ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის;

გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას ან სიკვდილს , ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ ფასეულობებს;  

დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, წუნი, სათანადო ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას:

დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც უნდა აღმოფხვრას ობიექტის მფლობელმა;

დ.ბ) I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შე უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს;

დ.გ) II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შე უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებულ ადამიან და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს;

დ.დ) I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;

დ.ე) II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა ;

ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია:

ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს ასევე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;

ე.ა 1 )   მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა – დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის პროცესში მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;

ვ) ინსპექტირების ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო;

ზ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს:

ზ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ზ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ;

ზ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;

ზ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

ზ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ;

ზ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;

ზ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ.ი) სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი;

ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;

კ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება , რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;

ლ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;

მ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;

ნ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს;

ო) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;

პ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია;

ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია;

რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით ;

ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება;

ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;

უ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური პირობები;

ფ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია;

ქ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ღ) მითითება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას , რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად; 

ყ) ინსპექტირების ოქმი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან სხვა ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს ;

შ) ტექნიკური სერტიფიკატი – ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ;

ჩ) მონიტორინგის ნუსხა – კრიტიკული შეუსაბამობის მქონე ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და რომელში შეტანილ ობიექტებზე მონიტორინგს ახორციელებს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე ;

ც) მსგავსი ტიპის შეუსაბამობა ობიექტებზე არსებული მსგავსი ტიპის ელექტრულ და მექანიკურ მანქანა-დანადგარებზე, მექანიზმებ სა და მოწყობილობებზე, აგრეთვე მსგავს ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით არსებული დარღვევები.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6541- ვებგვერდი, 26.06.2012წ.  

    მუხლი 16. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.

2. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის , რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას;

ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;

გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში;

დ) ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;

ზ) გასცემს მითითებს ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;

თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ;

ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;

ლ) შემუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენცითვის მიკუთვნებულ სფეროებში;

მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.

3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად,  ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დამატებით წარუდგენს:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;

ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ .

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტებ ზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვ გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებია :

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში;  

ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა; 

გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდ ოლოგიური ხელმძღვანელობა;

დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობი მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;

ე) გააკონტროლოს მშენებლობი მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა .

6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;

ბ) მშენებლობი მონაწილეებს მოსთხოვოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ ებ ი;

გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობი მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;

დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:

დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;

დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;

დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი ; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო;

ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:

ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობა;

ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;

ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.

7. ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 25 1, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.

8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

 ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

 ბ) მიზნობრივი გრანტები;

 გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) სააგენტოს მომსახურების საფასური;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

10. ამ მუხლის მე-8 ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6541- ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 17. ობიექტების უწყებრივი რეესტრი

1. ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

2. იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიტანება ობიექტების უწყებრივ რეესტრში , და რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. ობიექტებს უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა, უწყებრივ რეესტრებს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.

    მუხლი 18. ობიექტები და მათი ზედამხედველობა

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს.

2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.

3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:

ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;

ბ) პერიოდული ინსპექტირებით.

4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;

ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობა.

5. ობიექტებია:

ა) კარიერი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის ;

) მაღარო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენიმასალა;

გ) შახტი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვეა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული ;

დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;

ე) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);

ვ)  (ამოღებულია - 26.12.2014, №3004);

ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;

თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;

ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;

კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;

ლ) ნავთობბაზა;

მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;

ნ) მაგისტრალური გაზსადენი;

ო) ამწე მოწყობილობა;

პ) ლიფტი;

ჟ) ესკალატორი;

რ) ფუნიკულიორი;

ს) საბაგირო გზა;

ტ) ატრაქციონი;

უ) საქვაბე დანადგარი;

ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;

ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;

ღ) ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამეტებით გასაზღვრული ობიექტები ;

ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი ( ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები) .

შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთვევისა , როდესაც ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს .

7. ზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებ , რომთა მიხედვითაც ობიექტები ჩაითვლები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად , დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააენტოს და ინსპექტირების ორგანოს მიერ. სამშენებლო საქმიანობაზე ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ.

    მუხლი 19. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

1. ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით.

2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

3. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:

ა) არაარსებით შეუსაბამობას ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში;

ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს;

გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის , ობიექტზე ტექნოლოგიურ პროცესის, ტექნიკურ ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს , რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვად და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის , ტექნოლოგიურ პროცესის, ტექნიკურ ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას);

დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელ ჯარიმ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით ; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარ ია .

4. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

5. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე მომხდარი დარღვევის ან/და უბედური შემთხვევის გამო , თუ დარღვევა ან/და უბედური შემთხვევა პირდაპირ არ არის გამოწვეული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქმედებით.

6. ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს.

7. ინსპექტირების ორგანოს მიერ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის დადასტურების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლ ატაციის განახლების შესახებ და ამოიღებს მას მონიტორინგის ნუსხიდან.

8. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებამ შეიძლება გაზარდოს საფრთხე, ან შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის ბუნებიდან გამომდინარე.

9. შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ობიექტის ესპლატაციის შეჩერება უზრუნველყოფს საფრთხის აღმოფხვრას, ობიექტის მფლობელს უფლება აქვს , განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია შეუსაბამობის გამოსწორების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამ შემთხვევაში შეუსაბამობის გამოსწორების ვალდებულება უქმდება და ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტ შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში და აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექპლუატაციი შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას.

10. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

11. დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

12. თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

13. მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში.

14. მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტ ირებ ის განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

15. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.

16. მითითების დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო , ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს .

17. ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში.

18. ობიექტის ადგილზე კონტროლის უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OE C D) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში.

19. ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობის) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირებ ს ჩატარებისათვის.

20. ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

21. ინსპექტირების ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო , ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

22. ობიექტის მფლობელი ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს ობიექტის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

23. ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 20. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი

1. ტექნიკური ინსპექტირება ეფუძნება რისკის ანალიზსა და შეფასების სისტემას.

2. ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.

3. დადგენილი პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება:

ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე;

ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში;

გ) ავარიის შემთხვევაში;

დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი ;

ე) სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას.

    მუხლი 21. ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით.

2. ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ ინსპექტირების ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო . ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით/მითითებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო .

3. ინსპექტირების ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

4. ინსპექტირების ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს თავის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილი გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს.

6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ტექნიკური ინსპექტირების ოქმს, ხოლო დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს.

7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვვაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლ ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში გზავნის ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს , რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში.

8. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ათვის რეკომენდებული ვადა აისახება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში.

10. ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და შენიშვნების/მითითების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხე ველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მათი ძალაში შესვლის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ობიექტის მფლობელს და ინსპექტირების ორგანოს, რის შემდეგაც მითითე ბის შესრულება სავალდებულო ხდება.

11. ობიექტის მფლობელი ვალდებულია დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოსწორების დადასტურების მიზნით განმეორებით მოიწვიოს ინსპექტირების ორგანო.

12 . კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო უფლებამოსილია:

ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ან მისი ცალკეული ნაწილების ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური ინსპექტირების ოქმში მითითებით;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი;

გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ამის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს იგი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს .

13 . ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტ ონული ფორმით.

    მუხლი 22. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

1. ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.

2. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

3. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ურთიერთჩანაცვლებადი ობიექტების დაპროექტებაში, წარმოებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

4 . ინსპექტირების ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.

5 . ინსპექტირების ორგანოს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.

    მუხლი 23. ობიექტის მფლობელის მოვალეობები

1. ობიექტის მფლობელი ვალდებულია:

ა) ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;

ბ) უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები;

დ) უზრუნველყოს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;

ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია;

ვ) ინსპექტირების დოკუმენტები შეინახოს 6 წლის განმავლობაში, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი;

ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებები;

თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო;

ი) განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით;

კ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომხდარი ავარიის შესახებ და მიიღოს ყველა ზომა ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

2. ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალებით.

    მუხლი 24. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

1. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესები და პროცედურები, აგრეთვე მათი დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები დგინდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:

ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს განსაზღვრა;

გ) დასაქმებულის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების თავიდან აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;

დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების, დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით.

2. მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

4. დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს:

ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს;

ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის;

გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 25. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.

4. თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.

5. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

6. სამშენებლო სამართალდარღვევისას დამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ეს უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში.

7. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

8. მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

9. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

10. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ.

11. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;

ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;

გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;

დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.

12. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.

13. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.

14. ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

15. ამ მუხლის მე-9 ნაწილი თ გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას.

16. ამ მუხლის მე-9 ნაწილი გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.

17. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.

18. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ჩაირიცხება ბიუჯეტში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.

19. თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) საინფორმაციო დაფა;

ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;

გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

20. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი.

21. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კოდექსით .

22. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

23. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;

ბ) ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;

გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;

დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია ;

ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;

თ) ამ კოდექსის 25 1 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6541- ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 25 1 . სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში

1. მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი მოიცავს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და ამ კოდექსით დადგენილი წესით.

 2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია, თუ ამის თაობაზე დამკვეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პერიოდში დამკვეთს არ ეკისრება ამ კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მის მიერ წარმოებული მშენებლობის ერთი ან რამდენიმე შემოწმება მშენებლობის ნებართვის ვადის განმავლობაში.

4. დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით მიმართოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამასთანავე, მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით ყოველ მომდევნო მიმართვასა და წინა მიმართვას შორის შუალედი არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი.

5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით გასცემს რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადას. რეკომენდაციის შესრულების ვადის გასვლამდე დამკვეთის მიერ დასაბუთებული განცხადების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები ამ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და უზრუნველყოს მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობა. რეკომენდაციის შესრულების ვადაში დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაიწყება. რეკომენდაციის შესრულების ვადის არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას ამ კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი ვადაზე ადრე არ წყდება და დამკვეთი უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს მშენებლობის შემოწმების დარჩენილი რაოდენობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნის უფლებით.

7. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევის შესახებ რეკომენდაციის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია განცხადების წარუდგენლად, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სამშენებლო ობიექტი, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში − ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს რეკომენდაცია.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ დარღვევებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა უკვე გამოვლენილია, დაწყებულია ან დასრულებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და დარღვევა გამოსწორებული არ არის, აგრეთვე შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაზე, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.

9. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი შესაძლებელია ვადაზე ადრე შეწყდეს:

ა) დამკვეთის მოთხოვნით;

ბ) თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს და მის განმახორციელებელ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელს;

გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი მხოლოდ ერთ შემოწმებას ითვალისწინებს ან/და არ შესრულებულა ბოლო შემოწმების თაობაზე გაცემული რეკომენდაცია.

10. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული გარემოების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.

11. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაცემულ რეკომენდაციაში მითითებულ დარღვევებზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს ამ კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6541- ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 26. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.

2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:

ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;

ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.

4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ და მე-3 ნაწილები გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობი ს თანხით , რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.

4 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 44-ე მუხლითა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევების ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან პირის გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა.

5. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.

7. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.

8. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა.

    მუხლი 27. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა

1. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით .

2. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით .

3. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით .

4. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით .

    მუხლი 271 . ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის ( ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგური ს) მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა

ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ.   

მუხლი 28. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა

 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

 2. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.

 3. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.

 4. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.  

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3484  – ვებგვერდი, 14.05.2015წ.

      მუხლი 29. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა

 1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

 2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

 3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

 4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 30. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის (მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის) ფარულად ექსპლუატაცია

1. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდრო ენერგეტიკული ნაგებობის (მათ შორის, ტექნოლოგიურ პროცესის, ტექნიკურ ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის) ფარულად ექსპლუატაცია

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით. 

მუხლი 31. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ფარულად ექსპლუატაცია

 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ფარულად ექსპლუატაცია −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3484  – ვებგვერდი, 14.05.2015წ.

    მუხლი 32. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად ექსპლუატაცია

1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად ექსპლუატაცია −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 

 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 33. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა

1. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდრო ენერგეტიკული ნაგებობის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) 

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით . 

 მუხლი 34. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა

 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.

 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3484  – ვებგვერდი, 14.05.2015წ.

      მუხლი 35. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა

1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 

 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 36. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროში, შახტაში, ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობაზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა

1. ობიექტის მფლობელის მიერ კარიერზე, მაღაროში , შახტაში , ნავთობბაზაზე, მაგისტრალურ ნავთობსადენზე, მაგისტრალურ გაზსადენზე, ჰიდრო ენერგეტიკულ ნაგებობზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ობიექტის მფლობელის მიერ მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

 მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 

 1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

 2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.

 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3484  – ვებგვერდი, 14.05.2015წ.

     მუხლი 38. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა

 1. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

 2. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით. 

 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3004  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 39. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება

სამრწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.

    მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით .

    მუხლი 41. შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევა

ობიექტის მფლობელის მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

    მუხლი 42. დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანოს მიერ ინსპექტირების აკრედიტაციის გარეშე განხორციელება და ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა

1. დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანოს მიერ ინსპექტირების აკრედიტაციის გარეშე განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარით.

3. ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და აკრედიტაციის გაუქმებას.

    მუხლი 43. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება:

ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით ;

ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

    მუხლი 44. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე

1. უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

შენიშვნა:

1. უნებართვო მშენებლო ბის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

    მუხლი 45. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

1. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:

ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;

ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით;

ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;

ა.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 500 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარით.

2. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

3. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.

    მუხლი 46. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის

1. თვითმმართველ ერთეულში საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.

2. პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს დარღვევის გამოსწორების ესახებ. ამ მუხლის პირველ ნაწილი გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა წყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის ჩაბარების დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის გამოსწორება ამ ორგანომ შემოწმების აქტით დაადასტურა.

3. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილი გათვალისწინებული დადგენილება აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 47. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის

1. თვითმმართველ ერთეულში საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, რომელიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს სამშენებლო განვითარებას, ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ან/და შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევაზედაც, როდესაც პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძელდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც და ქონების შემძენზე გადავა შესაბამისი ვალდებულებები.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.

4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ქვეზონის (ქვეზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველ ი ერთეული ს შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა წყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვისა.

6. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურებიდან ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. თუ შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და იგი არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება აღსრულდება დაუყოვნებლივ და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თავიდან, მის მიერ ქონების შეძენის დღიდან.

9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს ორგანო ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამრღვევს ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.

    მუხლი 48. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება

ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ ალაქ თბილისის ტერიტორიაზე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

    მუხლი 49. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ ალაქ თბილისის ტერიტორიაზე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

    მუხლი 50. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება

მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

    მუხლი 51. მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ ალაქ თბილისის ტერიტორიაზე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

    მუხლი 52. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას

იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას:

ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვე პუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

შენიშვნა: თუ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

    მუხლი 53. ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

1. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა მუშაკი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზიანის მიყენებისთვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

[ 2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა საჯარო მოსამსახურე მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]

3. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოსთხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო. 

4. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

5. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაღებული ხარჯების ანაზღაურება. დამრღვევის მიერ ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაღებული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4366  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №160  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 54. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

1. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.

2. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.

3. დამრღვევის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის ჩატარების გზით.

4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო, რისთვისაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);

გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);

დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;

ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

ვ) აუქციონის პირობები.

5. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს.

6. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

ა) ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ჯარიმის თანხა.

7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული ხარჯებისა და თანხის შემდეგ დარჩენილი სახსრები დამრღვევს უბრუნდება.

8. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება, თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.

9. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესს ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

 

თავი V. ტექნიკური რეგლამენტი

    მუხლი 55. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი ხელს უნდა უწყობდეს ღია საბაზრო ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას. ტექნიკური რეგლამენტის მიღება ან გამოყენება არ უნდა ქმნიდეს არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში/სამეწარმეო საქმიანობაში, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობაში, და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საფრთხის პროპორციული უნდა იყოს .

2. პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში.

3. არ შეიძლება აიკრძალოს, შე ზღუდოს ან ხელი შეეშალოს იმ პროდუქტის ბაზარზე განთავსებას, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს .

4. მწარმოებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებული პროდუქტი დააპროექტოს და აწარმოოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 56. ტექნიკური რეგლამენტი

1. ტექნიკური ნორმის შემცველი , შესასრულებლად სავალდებულო ყველა აქტი მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის ფორმით .

2 . ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებასა და გარემოს .

3. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები შეიძლება გავრცელდეს პროდუქტზე ამ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას, ასევე პროცესზე, მომსახურებაზე, პირ სა და ობიექტ ებ ზე და შეიძლება მოიცავდეს მათი ექსპლუატაციის დაწყების და ექსპლუატაციის პერიოდს, თუ ამის თაობაზე მითითებულია ტექნიკურ რეგლამენტში.

4. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს .

5 . თუ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან რამდენიმე ალტერნატიულად არეგულირებს ერთსა და იმავე პროდუქტს ან/და პროცესს, საკმარისია ნებისმიერ მათგანთან შესაბამისობა.

6. თუ მიღებულ , აღიარებულ ან ეკვივალენტად ცნობილ ალტერნატიულ ტექნიკურ რეგლამენტებს შორის განსხვავებაა, ეს არ განიხილება მათ შორის წინააღმდეგობად და ყველა თანაბრად გამოიყენება .

7 . თუ ერთი და იმავე პროდუქტის ან/და პროცესის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ალტერნატიული ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მახასიათებლები, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი, შერჩეული ტექნიკური რეგლამენტი . დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის ან / და პროცესის მიმართ სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მახასიათებლების აღრევა / კომბინაცია.

8. თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე ერთდროულად სავალდებულოდ ვრცელდება ერთზე მეტი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, პროდუქტი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

9. ტექნიკური რეგლამენტი ძალადაკარგულად ითვლება, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები ან მიზნები, რომლებიც მისი მიღების საფუძველი იყო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.

10 . ტექნიკური რეგლამენტის მიღების საფუძვლის ცვლილება განაპირობებს თავად ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებას ან გაუქმებას .

11 . რეგულირებულ სფეროებში საქართველო აღიარებს ევროკავშირის ტექნიკურ რეგლამენტებს .

12. თუ გაჩნდება ტექნიკური რეგლამენტის შემოღების აუცილებლობა და არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შემუშავება დასრულების სტადიაშია, საქართველო ვალდებულია საფუძვლად გამოიყენოს ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები.

13. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ვაჭრობაში საფრთხის არაადეკვატურ ტექნიკურ ბარიერებს ქმნის, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

14. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი გაასაჩივროს სასამართლოში, თუ იგი ადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებზე მკაცრ მოთხოვნებს.

    მუხლი 57. ტექნიკური რეგლამენტის არსი

1 . ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:

ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი;

ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები;

გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები;

დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ;

ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2 . ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/ მომსახურების სავალდებულო:

ა) მახასიათებლები/პარამეტრები;

ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები;

გ) შრომის ან / და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები;

დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი;

ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა;

ვ) ადმინისტრაციული პროცედურები ;

) შესაბამის შემთხვევებში , ინსპექტირების წესი და პერიოდულობა ;

თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;

ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია);

) ექსპლუატაციის პირობები ;

ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.

    მუხლი 58. ტექნიკური რეგლამენტის მიღება

1. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც ადგენს ტექნიკური რეგლამენტის მიზანს და მოქმედების სფეროს.

2. ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს : 

) მოითხოვოს იმ ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმება ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება მათ;

) მიმართოს საქართველოს მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების მოთხოვნით.

4. საქართველოს მთავრობა დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსაბამოს ტექნიკური რეგლამენტი ან სტანდარტი საქართველოში აღიარებულ პრინციპებს ან გააუქმოს ტექნიკური რეგლამენტი ან დასაბუთებული უარი აცნობოს დაინტერესებულ პირს.

5. საქართველოს მთავრობის დასაბუთებული უარი ტექნიკური რეგლამენტის ან სტანდარტის გაუქმების ან საქართველოში აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადადის მოსარჩელეზე.

    მუხლი 59. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი

1. ტექნიკური რეგლამენტის აღიარება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებას.

2. უცხოური ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით საქართველოში იწარმოება კონკრეტული პროდუქტი.

3 . საქართველოს მთავრობა აღიარებს უცხოური ტექნიკური რეგლამენტის მხოლოდ ტექნიკურ პარამეტრებს და შეიძლება აღიაროს მისი ადმინისტრაციული პროცედურები .

4 . აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება აიკრძალოს ან შეიზღუდოს კანონის საფუძველზე , შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.

5. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია .

    მუხლი 60 . ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტი

საქართველოს მთავრობის ერთჯერადი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ეკვივალენტად ცნობილ იქნეს გარკვეული უცხოური ტექნიკური რეგლამენტები და ისინი დაშვებულ იქნეს სამოქმედოდ, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის ადეკვატურად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მიზნებს.

    მუხლი 61 . ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი

1. მიღებული ტექნიკური რეგლამენტი რეგისტრირებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო .

2. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს ყველა ნორმატიული აქტი , რომლებიც შეიცავს ტექნიკურ ნორმას. აღნიშნული ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/ თანამდებობის პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის რეგისტრაცია ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში.

3. ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მიღებული ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია.

    მუხლი 62. სავარაუდო საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება

1. კანონით განისაზღვრება ის პროდუქტი/პროცესი/მომსახურება (რეგულირებული სფერო), რომელსაც ბაზარზე განთავსებისას ესაჭიროება შესაბამისობის შეფასება.

2. მიღებული, აღიარებული ან ეკვივალენტად ცნობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსება შესაძლებელია პროდუქტის წარმოშობის ქვეყანაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას შესაბამისობის შეფასება ხორციელდება იმავე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4. სასამართლო დავის შემთხვევაში აღიარებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაინტერესებული მხარე თარგმნის ქართულ ენაზე.

    მუხლი 63 . საქართველოს მთავრობის უფლება ნიშანდების ეკვივალენტად ცნობის შესახებ

1. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნებისა და იურისდიქციების ნუსხას, რომელთა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების გარეშე დაიშვება.

2. საქართველოში მოქმედი ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების დაკმაყოფილებად ჩაითვლება სხვა ქვეყნის შესაბამისი ნიშანდება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ, ნიშანდებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

 

თავი VI. სტანდარტიზაცია

    მუხლი 64. ზოგადი დებულებები

1. სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტ იან ობის და თავსებადობის ზრდას.

2. სტანდარტი არის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია . მწარმოებელს შეუძლია შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამე ტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.

    მუხლი 65. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტანდარტი კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობის ათვის / მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით ;

ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი;

გ) რეგიონალური სტანდარტი სტანდარტების საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი; 

) საქართველოს სტანდარტი (სსტ) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნს როგორც საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტის საფუძველზე, ისე შესაბამის ტექნიკური კომიტეტის მიერ ;

) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი , რომელშიც მოცემულია სპეციფიური ტექნიკური მოთხოვნები, რომლესაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება ;

) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენებ ის შესახებაც მიუთითებს, მათ შორის , საწარმოს შიდა სტანდარტზე.

    მუხლი 66. სტანდარტიზაციის ძირითადი პრინციპები

1. სტანდარტიზაციის პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარეს (მწარმოებლები, მომსახურების მიმწოდებლები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, მომხმარებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა) შეუძლია ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე მონაწილეობა.

2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსე სუსის საფუძველზე .

3. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია .

4. შესაბამის სფეროში უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს .

5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე შესაძლებლობები .

    მუხლი 67. სტანდარტის მიღების პრინციპები

1. საქართველოში სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტის სახით და რეგისტრირდება ამ თავის შესაბამისად.

2. საქართველოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სტანდარტები რეგისტრაციის გარეშე.

3. სტანდარტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას .

4. საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნ ს:

ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო სტანდარტი . მის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომ სააგენტო) ;

ბ) საერთაშორისო ან რეგიონალური სტანდარტი . აღნიშნულ სტანდარტის ტექსტის ქართულ ვერსია განიხილ ავს ტექნიკური კომიტეტი ;

გ) სტანდარტი − ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. საქართველოს სტანდარტად უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც მეწარმ გამოიყენებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე , დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ნებაყოფლობით შეიძლება დარეგისტრირდეს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სტანდარტი.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

7. ტექნიკური კომიტეტი არ განიხილავს საქართველოში შემუშავებულ სტანდარტს:

ა) იმ სფეროში, სადაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ;

ბ) იმ სფეროში, სადაც არ არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე.

8. საქართველოს სტანდარტად საერთაშორისო ან უცხოური სტანდარტი მიიღება სტანდარტის თავფურცლის თარგმნის მეთოდითაც.

    მუხლი 68. სტანდარტის შემუშავება და მიღება

1. საქართველოში სტანდარტის პროექტი შეიძლება შეიმუშაოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. თუ პირს სურს მის მიერ შემუშავებული სტანდარტი საქართველოს სტანდარტად რეგისტრაცია, მან უნდა მიმართოს სააგენტოს დასაბუთებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრულ სფეროში არის ფართო მოთხოვნა სტანდარტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტი გამიზნულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.

2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის ტექნიკურ კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ.

3. სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უთანხმებს შესაბამის ტექნიკურ კომიტეტის მიერ საკითხის განხილვას .

4. ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსი იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ . საქართველოში შემუშავებული სტანდარტის მიღების შემთხვევაში მის სამოქმედოდ დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტექნიკური კომიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე.

5. სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სტანდარტების რეესტრის წარმოების და სტანდარტის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

6. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი დგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად . რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს, მომდევნო ორი ან სამი ასო აღნიშნავს იმ საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციის დასახელებას , რომლის სტანდარტი მიღება საქართველოს სტანდარტად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის რეგისტრაციის წესის შესაბამისად.

7. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს , გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

8. სხვა ქვეყანაში ნიშანდების განმსაზღვრელი აქტები (სტანდარტები, რეგლამენტები და სხვა) საქართველოში უნდა დარეგისტრირდეს სტანდარტებად, თუ პროდუქტი იწარმოება საქარ ველოში საქართველოს ბაზრისათვის.

    მუხლი 69. სტანდარტის ნებაყოფლობითობა და ხელმისაწვდომობა

1. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის , შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული კონკრეტული სტანდარტი შესრულებ ის სავალდებულო ობა .

2. პირს შეუძლია გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება ტექნიკური რეგლამეტი მოთხოვნები. სეთ შემთხვევაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებ ის მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე.

3. დეკლარირებული სტანდარტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი .

4. რეგისტრირებული სტანდარი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

    მუხლი 70. ტექნიკური კომიტეტი

1. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ქმნის ტექნიკურ კომიტეტებს, სტანდარტიზაციის შესაბამისი სფეროების მიხედვით . ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ ნებაყოფლობით და პარიტეტულ საფუძველზე.

2. ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა საქართველოს სტანდარტების მიღება კონსენსუსის საფუძველზე.

3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

    მუხლი 71. სააგენტო

ამ თავით და ამავე კოდექსის VII თავით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სააგენტოს დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში . სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .

    მუხლი 72. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია :

) სტანდარტების რეესტრის წარმოება და მათი ნუსხის საჯაროობის უზრუნველყოფა ;

) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება ;

) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების დამტკიცება / აღიარება და დამოწმება;

) რეგისტრირებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ;

) საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე ინფორმაციის შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის უზრუნველყოფა ;

) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ;

) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა ;

) სახელმწიფო ეტალონების შენახვა , ფიზიკური სიდიდეების ერთეულების ზომების აღწარმოება , გადაცემა და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფა დაკალიბრების მეშვეობით ;

) სააგენტოს მომსახურებისათვის საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება;

) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა უფლებების განხორციელება და ვალდებულებების შესრულება.

    მუხლი 73. სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი სამართლებრივი აქტები

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის მიზნების განსახორციელებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს ბრძანებებს და ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს განკარგულებებს.

3. სააგენტოს გენერალური დირექტორი წარმართავს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას.

    მუხლი 74. სააგენტოს ანგარიში

1. სააგენტო ვალდებულია თავის მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. სააგენტოს ყოველწლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.

    მუხლი 75. მეტროლოგიის ინსტიტუტი

1. სააგენტოში არსებობს სტრუქტურული ერთეული – მეტროლოგიის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსით.

2. მეტროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

    მუხლი 76. სააგენტოს ქონება და დაფინანსება

1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;

გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 77. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.

 

თავი VII. გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფ

    მუხლი 78. ზოგადი დებულებები

ეს თავი ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვ ე მოთხოვნებს იმ გაზომვის საშუალებებისადმი:

ა) რომლებიც გამოყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის;

ბ) რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის.

    მუხლი 79. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ შემდეგი მნიშვნელობ :

ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;

ბ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და რომელსაც აქვს ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;

გ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;

დ) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების დასრულებული/ სრულფასოვანი მოდელი;

ე) გაზომვის ერთეულის ეტალონი – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოების ათვის , შენახვისა და გადაცემისათვის;

ვ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ეტალონებით/სტანდარტები უზრუნველყოფილ სიდიდეთა მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს შორის (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) და მეორე ეტაპზე იყენებს ამ ინფორმაციას დამოკიდებულების დადგენის საშუალებით ჩვენებ იდან გაზომვის შედეგის მისაღებად.

შენიშვნა: დაკალიბრება ნებაყოფლობითია და დაკალიბრების ხარჯები ეკისრება შემკვეთს . დაკალიბრებული ხელსაწყოთი ჩატარებული გაზომვები არ გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ;

ზ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დგინდება ამ გაზომვის საშუალების კავშირი შესაბამის გაზომვის ერთეულის ეტალონ თან შედარებების/დაკალიბრების უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, რომელთაგან თითოეულს აქვს ცნობილი განუსაზღვრელობა;

თ) დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაყენებლად დაშვება – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის , იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით;

ი) პირველადი დამოწმება – დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება, რომელიც მანამდე არ ყოფილა დამოწმებული, მისი ექსპლუატაციაში პირველად გაშვებამდე, ასევე შეკეთებული გაზომვის საშუალების დამოწმება შეკეთების შემდ გ ექსპლუატაციაში გაშვებამდე;

კ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს გაზომვის საშუალების გარეგან დათვალიერებას , დამოწმების ნიშნის დატანას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს .

    მუხლი 80. დაკანონებული გაზომვის საშუალებები

1. დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილი თ დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, აგრეთვ რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობი განსაზღვრული ადმინისტრაციულ და ჯარიმებ ათვის .

2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:

ა) ალკომეტრებისათვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;

ბ) წყლის ხარჯმზომებისათვის:

ბ.ა) ცივი წყლის – 6 წელი;

ბ.ბ) ცხელი წყლის – 4 წელი;

ბ.გ) ცივი და ცხელი წყლის – 4 წელი;

გ) ავტომატური სასწორებისათვის – 18 თვე;

დ) არაავტომატური სასწორებისა და მათთან გამოყენებული საწონებისათვის – 18 თვე;

ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;

ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისათვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;

ზ) გაზის მრიცხველებისათვის:

ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10მ3 /სთ – 10 წელი;

ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10მ3 /სთ – 4 წელი;

თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა ) სითხის დონის მზომებისათვის – 2 წელი;

ი) ხმაურმზომებისათვის – 18 თვე;

კ) სიჩქარის მზომებისათვის – 1 წელი;

ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის – 12 წელი ;

მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისათვის – 1 წელი.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის. არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად მომხმარებელს.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები.

5. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში.

6. დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.

7. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებულ გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვე პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საცალო და საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ სასწორებსა და საწონებზე.

    მუხლი 81. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი

1. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უმაღლესი სიზუსტით ახდენს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობს აღწარმოებ , ინახავს მას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.

2. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).

3. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს სააგენტო.

4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონის გაუქმების თაობაზე.

    მუხლი 82. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება

1. დაკანონებული გაზომვის საშუალებ (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან/და ნიმუშის სახით იმპორტირებული გაზომვის საშუალებისა) საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.

2. განსაკუთრებული დანიშნულები ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალებ არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.

3. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპს მტკიცებს სააგენტო.

4. დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი აკრედიტებული პირი. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის და გაუქმების მექანიზმებს.

5. სააგენტო ვალდებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიაროს სხვა ქვეყანაში დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება (შესაბამისობის შეფასება). ასეთი ქვეყნების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.

6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.

7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პერიოდზე ნაკლებია . ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდი .

    მუხლი 83. ტიპის დამტკიცების ნიშანი

1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე ან თანდართულ დოკუმენტზე.

2. თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებზე . ამ შემთხვევაში ასეთი ნიშანი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნისაგან.

3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დატან ილი უნდა იქნეს დაკანონებული გაზომ ვის საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ტიპის დამტკიცების ნიშნი მკაფიო უნდა იყოს და არ უნდა იშლებოდეს.

4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მის დატან ასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

    მუხლი 84. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

1. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება მოიცავს გარეგან დათვალიერებას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას, დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას.

2. დაკანონებული გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმება ტარდება პირველადი დამოწმების შემდეგ, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით.

3. თუ სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ატარებს თავისი სამუშაო ადგილის გარეთ, ის უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.

4. დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაცემ დამოწმების მოწმობა ან/და დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ნიშანი. დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

5. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების თარიღიდან, რომელიც მითითებული უნდა იყოს დამოწმების მოწმობაში .

6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ:

ა) დამოწმების მოქმედების ვადა გავიდა;

ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რომელიც გავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მახასიათებლებზე;

გ) გაზომვის საშუალება ისე დაზიანდა, რომ შესაძლებელი გახდა მისი მეტროლოგიური მახასიათებლის შეცვლა.

7. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების პროცედურები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

    მუხლი 85. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა

1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვ ტარდება გაზომვის შედეგების თაობაზე დავის წარმოშობ ის შემთხვევაში , დაინტერესებული მხარის ან სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნით.

2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

    მუხლი 86. სახელმწიფო რეესტრი

1. სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონები და დაკანონებული გაზომვის საშუალებ ების ტიპები რეგისტრირებული უნდა იქნეს სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რეესტრის ფორმას და წარმოების წესს ადგენს სააგენტო.

3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო რეესტრში არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება და საჯაროობა.

 

თავი VIII. შესაბამისობის შეფასება

    მუხლი 87. მოქმედების სფერო

1. ეს კოდექსი ადგენს შესაბამისობის შეფასების ობიექტის – მასალის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის, სისტემის, პირის შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ საფუძვლებს .

2.  ამ კოდექსის შესაბამისად ხორციელდება შესაბამისობის შეფასების ობიექტის ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება .

3. შესაბამისობის შეფასების სავალდებულოობა დგინდება კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის , ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსა თვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება .

4. დაუშვებელია პროდუქტის შესაბამისობის შეფასების მოთხოვნა ბაზარზე განთავსებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარეობს.

5. პროდუქტი, რომელიც შეკეთდა ბაზარზე განთავსების დროს , თავდაპირველი ფუნქციის, ტიპის და მიზნის ცვლილების გარეშე , არ ექვემდებარება ხელახალ შესაბამისობის შეფასებას , თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. რე გულირებული სფეროს გარდა, სხვა სფეროში შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია , მათ შორის , პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის , და ხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე .

    მუხლი 88. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ შემდეგი მნიშვნელობა:

) აღიარება სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ ;

) ცალმხრივი აღიარება აღიარება , რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს ;

) ორმხრივი აღიარება აღიარება , რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს ;

) მრავალმხრივი აღიარება აღიარება , რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს ;

) სერტიფიკაცია – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ჩატარებული , განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ატესტაცია ობიექტის შესაბამისობის დადასტურების მიზნით;

ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად;

თ) ინსპექტირება – პროდუქტ ის საპროექტო დოკუმე ტაციის შემოწმება, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის დადგენილ მოთხოვნებთან ან , პროფესიული განსჯის საფუძველზე , ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას .

    მუხლი 89. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები

1. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოდულებით (ქვემოდულებად).

2. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების მოდულებია:

ა) მოდული A შიდა საწარმოო კონტროლი – შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი;

ბ) მოდული B პროდუქტის ნიმუშის (პროტოტიპის) შესაბამისობის შეფასება, რომელსაც ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო;

გ) მოდული C ტიპთან შესაბამისობა , დაფუძნებული შიდა საწარმოო კონტროლზე შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო გამოცდ პროდუქტის კონკრეტულ მახასიათებლებს და შერჩევით ამოწმებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობას;

დ) მოდული D ტიპთან შესაბამისობა , დაფუძნებული წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში მოწმებს წარმოების ხარისხის სისტემს ან მის ნაწილებს და ზედამხედველობ სისტემის სათანადო ფუნქციონირებას ;

ე) მოდული E ტიპთან შესაბამისობა , დაფუძნებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე შესაბამისობის შეფასება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო საწარმოში მოწმებს პროდუქტის ხარისხის სისტემს ან მის ნაწილებს და ზედამხედველობს სისტემის სათანადო ფუნქციონირება ;

) მოდული F – შესაბამისობა , დაფუძნებული პროდუქტის შემოწმებაზე სერტიფიცირებულ ტიპთან ან დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება , რომელსაც ახორციელებს მწარმოებელი , იმპორტიორი , აკრედიტებული ან უფლებამოსილი ორგანო თითოეულ პროდუქტზე ან სტატისტიკურად შერჩეულ ნიმუშზე ;

) მოდული G − შესაბამისობა , დაფუძნებული თითოეული პროდუქტის შემოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ თითოეული პროდუქტის ყველა დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის შემოწმება ;

) მოდული H – შესაბამისობა , დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ საწარმოში ხარისხის სისტემის სათანადო ფუნქციონირების ზედამხედველობა და , საჭიროების შემთხვევაში , დაპროექტების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის შეფასება .

3 . შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4 . კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება შესაბამისობის შეფასების ის მოდული (ქვემოდული) ან მათი კომბინაცია, რომელიც ადგენს მოქმედებათა თანამიმდევრობას შესაბამისობის შეფასებისას , რომლის შედეგები განიხილება , როგორც შესაბამისობის შეფასების ობიექტი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცებულება, და რომლის საფუძველზე და ც გაიცემა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. რეგულირებულ სფეროში დაუშვებელია შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განთავსება ან ფუნქციონირება , თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

6 . რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს წარუდგინოს დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 90. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო

რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვს დადგენილი წესით აკრედიტებულ ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ სხვა ორგანოს, ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 91. შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები

შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლი თაც მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) ინსპექტირების სერტიფიკატი ან/და ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ან არ ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

    მუხლი 92. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი

1. პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულად ითვლება დამატებითი პროცედურების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნს ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს საქართველოში ან MRA-ის (ურთიერთაღიარების შეთანხმება)/MLA -ის (მრავალმხრივი აღიარების შეთანხმება) , ILAC-ის (საერთაშორისო თანამშრომლობა ლაბორატორიების აკრედიტაციაში) , IAF (აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი) , EA -ის (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ხელმომწერ სახელმწიფოში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირი.

    მუხლი 93. შესაბამისობის ნიშანი

1. შესაბამისობის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შესაბამისობის შეფასება განხორცი ლებულია და პროდუქტი შეესაბამება მოქმედ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. შესაბამისობის ნიშანი პროდუქტზე დაიტანება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევ ში და გათვალისწინებული სახით/წესით.

3. შესაბამისობის ნიშ პროდუქტზე მის ბაზარზე განთავსებამდე დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი.

4. პროდუქტზე შეიძლება დატანილ იქნს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ გამოიწვევს შესაბამისობის ნიშანთან აღრევას და არ შეამცირებს მის აღქმადობას.

    მუხლი 94 . პროდუქტის ნიშანდება

1. პროდუქტის ნიშანდება არის პასუხისმგებელი პირის მიერ იმის დეკლარირება, რომ:

ა) პროდუქტი შეესაბამება ახალი მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;

ბ) პროდუქტს გავლილი აქვს შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2. ნიშანი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ნათლად, ადვილად უნდა იკითხებოდეს და მარტივად არ უნდა იშლებოდეს პროდუქტზე ან მის მონაცემების ნაწილზე. თუ პროდუქტი არ იძლევა ამის საშუალებას, ნიშანი დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტებზე, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის მოთხოვნილი.

3. საქართველოში საქართველოს ბაზრისთვის წარმოებული პროდუქტი, რომელიც ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირდება, წარმოებული უნდა იყოს ამ რეგლამენტების შესაბამისად. ასეთ პროდუქტზე დაიტანება GE ნიშანი.

4. პროდუქტის ნიშანდების წესი და ნიშნის ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ევროკავშირში მოქმედი მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი CE ნიშნის მქონე პროდუქტი საქართველოში დაიშვება დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე.

    მუხლი 95. ხანდაზმულობის ვადა

შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება პროდუქტის წარმოების ბოლო დღიდან 6 წლის განმავლობაში მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური რეგლამენტით ან კანონით სხვა ვადაა დადგენილი.

თავი IX. აკრედიტაცია

    მუხლი 96. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა

1. აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო ამართლის ურიდიული ირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრულ (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელ ორგანო .

2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა .

3 . აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან წესებსა და პრინციპებს .

4. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში , სე მის ფარგლებს გარეთ , დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.

    უხლი 97. აკრედიტაციის საფუძველი

1. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესების და პროცედურე ის საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს.

2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

3. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაცის ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. პირისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.

    მუხლი 98. აკრედიტაციის მოწმობა და ვადა

1. აკრედიტაციის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. იგი გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც საერთოა ერთი ტიპის აკრედიტებული პირებისათვის. აკრედიტაციის მოწმობა არის აკრედიტაციის დამადასტურებელ მტკიცებულება.

2. აკრედიტაციის ვადის განმავლობაში აკრედიტებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის პირობებს.

    მუხლი 99. აკრედიტაციის ცენტრი

1. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.

3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის მიზნების განსახორციელებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს და ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს განკარგულებებს.

4. აკრედიტაციის ცენტი ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაციის, აკრედიტებული პირების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგსა და ზედამხედველობს, ა გრეთვე შეიმუშავებს აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებს.

5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაცისა და მონიტორინგს ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. აკრედიტაციის ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლეიც აკრედიტაციის ცენტრს უწევენ კონსულტაციას სპეციფიური ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.

7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს აკრედიტებულ პირთან დაკავშირებულ საჩივრს და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პრეტენზი ს.

8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს , მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

9. აკრედიტაციის ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს , რომელსაც წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრ უზრუნველყო ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა .

10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმოდგენს საქართველოს საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში;

ბ) ამყარებს ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, პირთან და სხვა ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოებთან .

11. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი . ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის:

ბ.ა) აკრედიტაციი სა და მონიტორინგის განხორციელებით მიღებული შემოსავალი;

ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერსებულ პირის თვის ჩატარებული სწავლებებიდან მიღებული შემოსავალი ;

ბ.) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო

1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისაგან პარიტეტულ საწყისებზე შემდგარ, აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მონაწილეობს აკრედიტაციის სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.

2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

    მუხლი 101. აკრედიტებულ პირთა რეესტრი

1. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აკრედიტებულ პირთა რეესტრს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.

2. აკრედიტებულ პირთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს ამტკიცებს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი.

    მუხლი 102. აკრედიტაციის ეროვნული ნიშანი (ლოგო)

1. აკრედიტაციის ეროვნული ნიშანი ( ლოგო) არის აკრედიტაციის ცენტრის საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომლის გამოყენების წეს დგენ აკრედიტაციის ცენტრი.

2. აკრედიტაციის ეროვნული ნიშნის ( ლოგოს) გამოყენებით შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მისი კომპეტენტურობა და დასტურა აკრედიტაციის ცენტრმა და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

 

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებან

    მუხლი 103 . გარდამავალი დებულებები

1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.

2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.

3. საქართველოს მთავრობამ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრირებული, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია.

4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.

5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას.

6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი.

7. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაადგინოს ამ ავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი .

8. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამავე კოდექსის მოთხოვნათა თავის ნორმატიულ აქტებში ასახვა.

9. 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-18 მუხლი ს მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დადგენილი წესით მიღება.

10 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

101 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და ფუნქციონირების დაწყებამდე ამ კოდექსის 271 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

11 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

12 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება და საშტატო ნუსხა.

13 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

14 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ 1998 2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.

16 . ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები .

17. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყო მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მარგულირებელ ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრის მიზნით .

18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში.

19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში.

20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე.

21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.

22 . ამ კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი მოდულების შესაბამისად ქვემოდულები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

23 . საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნების ა და იურისდიქციების ნუსხას, რომთა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაიშვება.

24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.

25. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე 2012 წლამდე არ განხორციელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

26. ამ კოდექსი მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ყველა არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომლეიც მოექცევა ამავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ იმავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.

27 . ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამავე კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო.

28 . ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამავე კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

29. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების , ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სამართალმემკვიდრე.

30. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი (მსტ) ჩაითვალოს საწარმოს შიდა სტანდარტად . იგი რეგისტრაციას არ საჭიროებს.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №114 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.

   მუხლი 1031. დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი

1. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა) და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობისა), თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის შემოწმების ჩატარებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით და უგზავნის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნის მიღების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო იხილავს დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობას და გასცემს დასკვნას განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია გასცეს განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დასკვნა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით. დადებითი დასკვნის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო:

ა) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე;

ბ) იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ან იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებზედაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის დასრულებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 88-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული სამუშაოები. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამკვეთს წერილობით განუსაზღვროს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების იმავე პროექტით განსაზღვრული მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის დაცვით დასრულების ვალდებულება.

4. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით (გარდა ამ კოდექსის 45-ე მუხლისა) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით.

5. ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და იგი არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, აგრეთვე ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არა აქვს იგი დაკისრებული, თავისუფლდებიან სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. სამშენებლო სამართალდარღვევების გამოსასწორებლად სამართალდამრღვევ სუბიექტებს განესაზღვრებათ ახალი 6-თვიანი ვადა, რომელიც აითვლება ამ მუხლის ამოქმედების დღიდან.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტის დარღვევამ გამოიწვია დადგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დამატებით წარუდგინოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ახალი გაანგარიშება ან/და სართულის (სართულების) გეგმები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით.

7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილება შეიტანება ან/და ახალი ნებართვა გაიცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი თავისუფლდება ჩადენილი დარღვევისათვის ჯარიმის (მათ შორის, უკვე დაკისრებულის) გადახდის ვალდებულებისაგან.

8. განცხადება ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ჯარიმის/საურავის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე;

ბ) ამ კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე;

გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 798 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

     მუხლი 104. დასკვნითი დებულებები

1 . ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს :

ა) საქართველოს 1996 წლის 20 მარტის კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7);

ბ) საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი სტანდარტიზაციის შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162);

გ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25);

დ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36);

ე) საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) .

2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.

3 . ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №114 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6157- I

36. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3437-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/07/2023 35. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3291-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/07/2023 34. 12/07/2021 - საქართველოს კანონი - 723-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 14/07/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6937-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 32. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5953-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 31. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5778-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 30. 05/02/2020 - საქართველოს კანონი - 5708-IIს - ვებგვერდი, 10/02/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5690-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 28. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5615-რს - ვებგვერდი, 24/12/2019 27. 15/10/2019 - საქართველოს კანონი - 5099-Iს - ვებგვერდი, 21/10/2019 26. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4916-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 25. 29/05/2019 - საქართველოს კანონი - 4622-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 24. 19/02/2019 - საქართველოს კანონი - 4285-IIს - ვებგვერდი, 04/03/2019 23. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4101-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 22. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3690-Iს - ვებგვერდი, 07/11/2018 21. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3689-Iს - ვებგვერდი, 07/11/2018 20. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3220-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 19. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2757-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 18. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2632-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 17. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2051-IIს - ვებგვერდი, 21/03/2018 16. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1915-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 15. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1117-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 14. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 644-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 13. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 160-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 12. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4962-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 11. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4492-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 10. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4366-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 9. 29/04/2015 - საქართველოს კანონი - 3484-IIს - ვებგვერდი, 14/05/2015 8. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3004-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 7. 02/04/2014 - საქართველოს კანონი - 2171-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 6. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1961-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1041-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 28/06/2013 - საქართველოს კანონი - 798-IIს - ვებგვერდი, 15/07/2013 3. 19/12/2012 - საქართველოს კანონი - 114-Iს - ვებგვერდი, 27/12/2012 2. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6606-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 1. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6541-Iს - ვებგვერდი, 26/06/2012