სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 900
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.000.244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
900
02/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997
370.020.000.05.001.000.244
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/11/2009 - 03/11/2009)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ან მოსარგებლისათვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება (ან/და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა;

გ) მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა;

დ) სარეკრეაციო ტერიტორია – ტერიტორია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი;

ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკომპენსაციო თანხა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების თანხა.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1411 - სსმ I, №22, 18.05.2005წ., მუხ.155

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის შესაბამისად მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება:

ა) სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;

ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;

გ) სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 4. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანო

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 5. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის წარსადგენი დოკუმენტები

1. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საკითხის დასმის უფლება აქვს მიწის განკარგვის უფლების მქონე პირს.

2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის მიწის განკარგვის უფლების მქონე პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გ) ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი ან დამოწმებული ასლი);

დ) ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი სახელმწიფო ან სამეწარმეო რეესტრიდან;

ე) საქართველოს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის, რომელშიც შექმნილია სარეკრეაციო ტერიტორია, სააგენტოს შესაბამისი სამსახურის დასკვნა მიწის ნაკვეთის სარეკრაციო ტერიტორიაზე მდებარეობის შესახებ;

ვ) თუ მიწის ნაკვეთი რამდენიმე პირის საერთო საკუთრებაა ან სხვა პირის სასარგებლოდ ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია რაიმე უფლება – თანამესაკუთრეების ან/და ამ სხვა პირის თანხმობა.

3. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის მიწის განკარგვის უფლების მქონე პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადი;

ბ) თუ მიწის ნაკვეთი რამდენიმე პირის საერთო საკუთრებაა ან სხვა პირის სასარგებლოდ ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია რაიმე უფლება – თანამესაკუთრეების ან/და ამ სხვა პირის თანხმობა.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2638 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.46

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 6. სამინისტროს მიერ მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

თუ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე, ხოლო სააგენტო ახორციელებს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება

1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხას.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გადახდას არ ექვემდებარება:

ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა;

ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყოფა.

3.  საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1919 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.229

თავი II

არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი (გამოყენებული, განკარგული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხისა და მიყენებული ზიანის გაანგარიშება და მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის შემთხვევაში ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხაა:

ა) სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 100 000 ლარი;

ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის – 34 001 ლარი.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ან განკარგვის დროს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა

სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიწის განკარგვის უფლების მქონე პირის მიერ ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ანაზღაურების შემდეგ;

ბ) სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შემთხვევაში, ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებამდე, რომელსაც აანაზღაურებს მიწის შემძენი (მიმღები) ნასყიდობის შესაბამისი ხელშეკრულების (გარიგების) გაფორმებამდე.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 10. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის წესი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას უნდა ანაზღაურდეს მიწის ხარისხის გაუარესებით მიწის მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი გაანგარიშდება ამ კანონის №1 დანართში მოცემული თანხების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხების ჩარიცხვის წესი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებელი თანხები ირიცხება დაზიანებული მიწის მესაკუთრის ანგარიშზე.

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.43

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.43

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

    მუხლი 15. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის შესახებ კანონების მიღების შემდეგ, მათი ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 2 ოქტომბერი.

№900–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.43

2. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1411 - სსმ I, №22, 18.05.2005წ., მუხ.155

3. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2638 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.46

4. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

5. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1919 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.229

დანართი №1

 

სასოფლო-სამეურნეო და ნიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისას მიყენებული ზიანის გაანგარიშებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების მიხედვით

(ლარით)

 

 

 

 

მუნიციპალიტეტების

დასახელება

1 ჰა სასოფლო - სამეურნეო

დანიშნულების მიწის სანაცვლო

საკომპენსაციო თანხა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

1.

გაგრა

30715

2.

გალი

34001

3.

გუდაუთა

30858

4.

გულრიფში

30858

5.

სოხუმი

33858

6.

ოჩამჩირე

33858

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

7.

ქედა

28572

8.

ქობულეთი

34001

9.

ხელვაჩაური

33429

10.

ხულო

26429

11.

შუახევი

26429

 მუნიციპალიტეტები

1.

ახალგორი

26286

2.

აბაშა

33001

3.

ადიგენი

19715

4.

ამბროლაური

22000

5.

ასპინძა

19715

6.

ახალქალაქი

28572

7.

ახალციხე

26429

8.

ახმეტა

26429

9.

ბაღდათი

28572

10.

ბოლნისი

30715

11.

ბორჯომი

19857

12.

გარდაბანი

34001

13.

გორი

30715

14.

გურჯაანი

30858

15.

დმანისი

28572

16.

დედოფლისწყარო

30858

17.

დუშეთი

19715

18.

ვანი

28572

19.

ზესტაფონი

28572

20.

ზუგდიდი

31858

21.

თელავი

30858

22.

თერჯოლა

29715

23.

თეთრიწყარო

27429

24.

თიანეთი

23858

25.

კასპი

28572

26.

ლაგოდეხი

29715

27.

ლანჩხუთი

30858

28.

ლენტეხი

16428

29.

მარნეული

34001

30.

მესტია

15429

31.

მარტვილი

28572

32.

მცხეთა

30715

33.

ნინოწმინდა

28572

34.

ოზურგეთი

30857

35.

ონი

17718

36.

საგარეჯო

27429

37.

სამტრედია

33429

38.

საჩხერე

24286

39.

სიღნაღი

28572

40.

ტყიბული

19715

41.

ქარელი

28572

42.

ყვარელი

28572

43.

ყაზბეგი

14286

44.

ცაგერი

23143

45.

ჩოხატაური

22429

46.

ჩხოროწყუ

26429

47.

წალენჯიხა

28572

48.

წალკა

25286

49.

წყალტუბო

33858

50.

სენაკი

30858

51.

ჭიათურა

15429

52.

ხაშური

28572

53.

ხარაგაული

18715

54.

ხობი

30858

55.

ხონი

30858

56.

ცხინვალი

30715

57.

ჯავა

30715

58.

თბილისი

34001

59.

ქუთაისი

33858

60.

ფოთი

31858

61.

ბათუმი

34001

62.

რუსთავი

34001

63.

სარეკრეაციო ტერიტორიები

100 000

 

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302

დანართი №2

(ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5243 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.302