,,ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“

  • Word
,,ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 16/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
72
14/04/2009
სსმ, 47, 16/04/2009
000000000.00.000.000000
,,ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/04/2009 - 12/05/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

    მუხლი 1

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე:

1. ქ. ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე 3 046 037 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №04 01 01 545) შეიქმნას ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში – ფოთის თიზ), რომლის ფუნქციონირების ვადა განისაზღვროს 99 წლით.

2. ფოთის თიზის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს ,,რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ (რეგისტრაციის №215147990, მარეგისტრირებელი ორგანო – ფოთის საგადასახადო ინსპექცია).

3. ფოთის თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს 2009 წლის 15 დეკემბერი.

4. ფოთის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2009 წლის 20 ნოემბრისა, უზრუნველყოს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება:

ა) თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანებაში მითითებული:

ა.ა) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონკრეტული სახეობისა და ტექნიკა-დანადგარების შეძენა-მონტაჟი და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ა.ბ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემის ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით, გამოსახულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ხმის ჩამწერი საშუალებებით;

ა.გ) შენობა-ნაგებობებში სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ტექნიკით აღჭურვა;

ბ) თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის შემთხვევაში ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა.

5. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2009 წლის 15 სექტემბრისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2009 წლის 15 სექტემბრისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინოს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს) და რას ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული (2008 წლის 11 აპრილი, რეგისტრაციის №1-3056) და შპს რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ აღებული ვალდებულების (უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების გადაცემის აქტი, 2008 წლის 30 დეკემბერი, რეგისტრაციის №1-6511) შესაბამისად.

7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია ფუნქციონირების დაწყებამდე წარმოადგინოს შესაბამისი გარანტია თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2009 წლის 30 აპრილისა, გააფორმოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან.

9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

    მუხლი 2

სახელმწიფო მომსახურება და ზედამხედველობა ფოთის თიზ-ში განხორციელდეს თიზ-ის ფარგლებს გარეთ გათავსებული სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით.

    მუხლი 3

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური