საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018773
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
387
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
130000000.10.003.018773
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2015 - 24/09/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №387

2015 წლის 30 ივლისი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“  ქვეპუნქტის  საფუძველზე,  დამტკიცდეს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი თანდართული სახით. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი

მუხლი 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):

ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად  (დანართი №1 − 19);

ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №20).

მუხლი 2

1. დაუწესდეთ  სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე  − 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე −15%;

დ) 10 წელი და მეტი − 20%.

2. მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.

3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

 

მუხლი 3

1. მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს საფინანსო სამსახურში.

2. სამსახურის საფინანსო სამსახურმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

მუხლი 4.  სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის:

ა) ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვროს 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით;

ბ) ყოველთვიურად დაწესდეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი 9 (ცხრა) ლარის ოდენობით.


19. 15/01/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 16/01/2024 18. 16/01/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 17/01/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 28/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 398 - ვებგვერდი, 28/07/2022 16. 18/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 21/01/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 27/10/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 520 - ვებგვერდი, 29/10/2021 14. 22/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 642 - ვებგვერდი, 23/10/2020 13. 10/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 430 - ვებგვერდი, 14/07/2020 12. 20/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 560 - ვებგვერდი, 20/11/2019 11. 10/10/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 488 - ვებგვერდი, 15/10/2019 10. 09/08/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 384 - ვებგვერდი, 12/08/2019 9. 05/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 314 - ვებგვერდი, 05/07/2019 8. 25/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 29/01/2019 7. 02/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 390 - ვებგვერდი, 02/08/2018 6. 10/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 210 - ვებგვერდი, 11/05/2018 5. 26/01/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 40 - ვებგვერდი, 26/01/2018 4. 18/05/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 240 - ვებგვერდი, 19/05/2017 3. 29/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 160 - ვებგვერდი, 30/03/2017 2. 22/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 97 - ვებგვერდი, 22/02/2017 1. 24/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 498 - ვებგვერდი, 25/09/2015