სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.001.000.124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
110
20/02/1996
პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
140.080.000.05.001.000.124
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/02/2004 - 20/04/2005)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონი №3281 - სსმ I, №3, 13.02.2004 წ., მუხ.6

��� მუხლი 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

��� მუხლი 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან;

დ) ერთმმართველობა და ცენტრალიზაცია;

ე) ორგანიზაციული, დაცვითი, რეჟიმული, ოპერატიულ-სამძებრო, ტექნიკური, ღია და ფარული მეთოდების ურთიერთშერწყმა.

��� მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა დაიცვან უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე თანამდებობის პირების უსაფრთხოება მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან, სახელდობრ:

ა) ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელი პირები;

ბ) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია;

გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები;

ე) წესრიგი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამუშაო, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე.

თავისი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ საშუალებებს, აგრეთვე ტრანსპორტს, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს;

2. საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები თავიანთ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რეჟიმს ადგენენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

3. აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და მის თანამშრომლებს დაეკისროთ ის ფუნქციები, რაც მათ ამ კანონით არ ევალებათ.

��� მუხლი 5. დასაცავი პირები და დაცვის ობიექტები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა მუდმივ და დროებით სამყოფელში; საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და უნარჩუნდებათ ეს დაცვა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;

ზ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები.

2. პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოთ:

ა) საქართველოში ვიზიტად მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, პარლამენტის წევრს, გენერალურ პროკურორს, სახელმწიფო მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, მინისტრს, სახელმწიფო უწყების სხვა ხელმძღვანელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადაში სამუშაო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში საცხოვრებელ ადგილზე. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილ პირთა პერსონალური დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი; პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს ბიუჯეტიდან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და ობიექტთა ამომწურავ ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

��� მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:

ა) საკონტრაქტო;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;

გ) კადრის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი II

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია

��� მუხლი 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაციული სისტემა და სტრუქტურა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულები, თავის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს ცენტრალიზებულ სისტემას.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;

ბ) ამტკიცებს სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებს;

გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეებს;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;

ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში� სამსახურში იღებს მოქალაქეებს;

თ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;

ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;

კ) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას, ინსტრუქციასა და სხვა აქტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ლ) აუცილებლობის შემთხვევაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში

გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტებს;

მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ნ) ცალკეულ შემთხვევებში ადგენს პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მისაზიდად;

ო) პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი III

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები

��� მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს:

1. დაცვის ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, მათთან წინასწარი შეთანხმებით, მიიზიდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში � სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოთა ძალები და საშუალებები.

2. დასაცავი პირების და ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან. შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თავისი ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნოს სამსახურის ოფიცერი სამსახურის კადრში დატოვებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოვალეა:

ა) უზრუნველყოს დაცვის ღონისძიებები დასაცავი პირის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;

ბ) ჩაატაროს ოპერატიულ-ტექნიკური შემოწმება დასაცავი პირის მუდმივი და დროებითი ყოფნის ადგილებში, დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) განსაკუთრებულ ვითარებაში დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები;

ე) გადაწყვიტოს სამსახურის კადრებით უზრუნველყოფის საკითხი;

ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) განახორციელოს ღონისძიებები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად;

თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

თავი IV

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

��� მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება სამსახურის ამოცანების განხორციელებას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე მიიღება საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლამდე და არა უმეტეს 30 წლისა � ოფიცერთა შემადგენლობაში, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, შიდსით, ფსიქიური ან სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მოსამსახურის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი.

5. (ამოღებულია).

6. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო ოფიცრის შესაბამის თანამდებობაზე � კადრის ოფიცრად. განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

7. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამხედრო აღრიცხვიდან იხსნება და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 101. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ზღვრული ასაკი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის � 45 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის პოლკოვნიკამდე � 50 წელი;

გ) პოლკოვნიკისათვის � 55 წელი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის � 60 წელი.

2. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების (პოლკოვნიკამდე) მქონე პირთათვის სამსახურის ზღვრული ასაკი სამსახურის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

3. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სპეციალური წოდებების მქონე პირთათვის სამსახურის ზღვრული ასაკი სამსახურის უფროსის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელება დაიშვება მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 102. სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელ პირთა შერჩევისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება დებულებით �სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ�, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა მიერ სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ, საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს. ტანსაცმლის ფორმა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 104. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი

1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, პირი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

2. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღების შემდეგ, პირი დებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 105. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული გადამზადების კურსები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდების მიღებამდე გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის გავლის წესი და ვადები განისაზღვრება სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულებით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადით გადის პროფესიული გადამზადების კურსებს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 11. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;

ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადებისას, რომლის გამოც პირს აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ზ) შტატების შემცირებისას;

თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას;

ი) ფიცის გატეხის, სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;

კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

ლ) მხარეთა შეთანხმებით;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 111. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე, სამსახურის რეორგანიზაციის, შტატების შემცირების, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევისა და პირადი პატაკის საფუძველზე შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს პირველი ორი თვის მანძილზე ეძლევა შრომის ანაზღაურება.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვლება ნამსახურეობის სტაჟში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების , სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება.

4. სპეციალური საშუალების და ფიზიკური იძულების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 13. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება. მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები დაცვის ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავის დასაკავებლად, თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

��� მუხლი 14. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედებითი შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, ელექტროშოკური მოწყობილობა, სასამსახურო ძაღლი, ინდივიდუალური კონტროლის ტექნიკური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება � დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ბ) რეზინის ხელკეტი პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;

გ) ცრემლსადენი გაზი � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად ან შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან დამნაშავის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება � სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება � დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი ან ჯავშანმანქანა � სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) ელექტროშოკური მოწყობილობა � პიროვნებაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

ი) სასამსახურო ძაღლი � დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, თუ ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ თავდასხმას ახდენენ ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის პიროვნების ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა, ეს კანონი, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

6. ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქმნის და იყენებს ოპერატიულ- ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და გამოყენების მეთოდებმა საფრთხეში არ უნდა ჩააგდონ ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ზარალი არ უნდა მიაყენონ გარემოს.

8. ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 15. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში;

გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს;

დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებადსაშიშ ადგილებში, ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს. რომ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი.

10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

��� მუხლი 151. სამსახურის გავლისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამსახურის გავლის, იარაღის ექსპლუატაციისა და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა ეკისრება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 152. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულების სავალდებულოობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 153. წახალისება სამსახურში წარმატებისათვის

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის, გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 154. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა მსჯავრდებულებისაგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წესდებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი IV1.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაცია

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 155. ატესტაცია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ატესტაცია არის კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების მიზნით, მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 156. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

1. ატესტაციას ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე:

ა) 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე, რომელიც:

ა) პრეზიდენტის მიერ არის დანიშნული;

ბ) იმყოფება საკონტრაქტო ან საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 157. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

2. მოსამსახურე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ კალენდარულ წელს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 158. საატესტაციო კომისია

1. მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს სამსახურის საატესტაციო კომისია.

2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული შემადგენლობა.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 159. კომისიის თავმჯდომარე

1. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად არის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

2. საატესტაციო კომისიის სპეციალიზირებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში, მის თავმჯდომარეს ნიშნავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 1510. კომისიის შემადგენლობა

1. საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე (მოწვეული) პირები.

2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.

3. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს მის ატესტაციას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 1511. კომისიის საქმიანობა

საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და კომისიის რეგლამენტით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი V

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

��� მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე სახელმწიფო მოხელე, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რაც დაკავშირებულია მისსავე სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

6. ბრძანების მიღებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ბრძანება. მას უფლება აქვს კანონსაწინააღმდეგო ბრძანება გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან მასში მონაწილეობა, შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ ეს არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას; ზარალი, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა კომპენსაცია ერთიდან ხუთ წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი და სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).

9. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები.

10. საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადასულ პირებს უნარჩუნდებათ ამ უწყებებში მუშაობის სტაჟი.

11. საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს უფლება აქვთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რაც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.

12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა.

13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით �სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 171. უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაცია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე უფლების განხორციელება მას ეკრძალება საქართველოს კონსტიტუციის ან მის საფუძველზე გამოცემული საკანონმდებლო აქტით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი VI

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

��� მუხლი 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გუმჯობესების მიზნით უფლება აქვს პირთა და ობიექტთა დაცვისათვის დადოს ხელშეკრულებები.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, საწარმოები, მოწყობილობანი, საქართველოს ბიუჯეტის ან სხვა სახსრების ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

თავი VII

სახელმწიფო დაცვის �სპეციალური სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 19. საპარლამენტო კონტროლი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 20. საქართველოს პრეზიდენტის კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტი ისმენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ, ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის პროგრამას.

��� მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, როგორც მოკვლევის ორგანოს, მიერ კანონების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მას დაქვემდებარებული პროკურორები.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

თავი VII1.

�გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მოხდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში, ჩარიცხვის დღისათვის მქონე სამხედრო წოდებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 23. კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭება

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს კანონის ამოქმედების შემდეგ მიენიჭოს სამხედრო წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.

2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა მოხდეს კანონის მიღებამდე მინიჭებული სამხედრო წოდების მინიჭების დღიდან.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

��� მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება:

ა) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების� დამტკიცების თაობაზე�;

ბ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე �;

გ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების� დამტკიცების თაობაზე�;

დ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის� დამტკიცების თაობაზე�;

ე) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტის� დამტკიცების თაობაზე�.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება:

ა) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის� დამტკიცების შესახებ�;

ბ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პირადობის მოწმობის ნიმუშის� დამტკიცების შესახებ�;

გ) �სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;

დ) �სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პროფესიული გადამზადების კურსების გავლის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი.

1996 წლის 20 თებერვალი.

№110�IIს

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.14

2. საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონი №3281 - სსმ I, №3, 13.02.2004 წ., მუხ.6

25. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3510-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 24. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2563-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 23. 14/12/2022 - საქართველოს კანონი - 2299-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/12/2022 22. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6999-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 21. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4544-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4328-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 19. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3815-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 18. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3592-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 17. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3399-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 16. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1927-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 15. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1939-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 14. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3952-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3393-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1237-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 666-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 10. 18/01/2013 - საქართველოს კანონი - 206-რს - ვებგვერდი, 28/01/2013 9. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 8. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4953-რს - ვებგვერდი, 110711034, 11/07/2011 7. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1883 - სსმ, 33, 09/11/2009 6. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 488 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3430 - სსმ, 27, 17/07/2006 4. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2943 - სსმ, 15, 16/05/2006 3. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1360 - სსმ, 19, 28/04/2005 2. 11/02/2004 - საქართველოს კანონი - 3281 - სსმ, 3, 13/02/2004 1. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1885 - სსმ, 3, 17/01/2003