დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 18/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.010.214 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2007 - 12/11/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.214
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №136/ნ
2007 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა და 98-ე მუხლის 31 პუნქტის ,,ა.მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების თანდართული ნუსხა (დანართი 1).
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში:
ა) სპეციალობების შესაბამის პუნქტში (გრაფაში) მითითებული მომიჯნავე სპეციალობები განისაზღვროს ამ სპეციალობისა და ერთმანეთის მომიჯნავე სპეციალობებად;
ბ) სუბსპეციალობების შესაბამის სპეციალობებად განისაზღვროს შესაბამის პუნქტში (გრაფაში) მითითებული საექიმო სპეციალობები და მომიჯნავე სპეციალობები.
3. საექიმო სპეციალობა ,,საოჯახო მედიცინა“ განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად:
ა) შინაგანი სნეულებები;
ბ) პედიატრია;
გ) გასტროენტეროლოგია;
დ) ნეფროლოგია;
ე) პულმონოლოგია;
ვ) კარდიოლოგია;
ზ) რევმატოლოგია.
4. ექიმებს, რომლთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში ,,ანესთეზიოლოგია“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება სპეციალობით ,,ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“.
5. ექიმებს, რომლთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი ,,ზოგადი პროფილის ექიმის“ შესაბამის სპეციალობებში, მიეცეთ:
ა) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის უფლება;
ბ) გადამზადების უფლება (დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილის გავლის გზით) თანდართული სპეციალობათა ჩამონათვალით განსაზღვრულ სპეციალობებში (დანართი 2).
6. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ სახელმწიფო სერტიფიკატს იმ სპეციალობაში, რომელიც ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად განსაზღვრულია სუბსპეციალობად, მიეცეს შესაბამისი სუბსპეციალობის ძალა სერტიფიკატში მითითებული ვადით.
7. სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაპოვებლად, საექიმო სპეციალობის მაძიებელი ექვემდებარება საექიმო სპეციალობის სათანადო მოდულებისა და შესაბამისი მომიჯნავე საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი მოდულების სავალდებულო გავლას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.
8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) ,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანება;
ბ) ,,მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 30 აპრილის №130/ნ ბრძანება.
9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებული ირ. გიორგობიანი
დანართი 1
| საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და | |||
|
| |||
|
| |||
| № | სპეციალობა | მომიჯნავე სპეციალობა | სუბსპეციალობა |
|
|
|
|
|
| 1 | შინაგანი მედიცინა |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
|
|
|
| 3. ნუტრიციოლოგია |
|
|
|
| 4. გერონტოლოგია-გერიატრია |
|
|
|
| 5. ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა |
|
|
|
| 6. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია |
|
|
|
| 7. საზღვაო მედიცინა |
|
|
|
| 8. საავიაციო მედიცინა |
|
|
|
| 9. ფიზიოთერაპია |
|
|
|
| 10. ლაზეროთერაპია |
|
|
|
| 11. რეფლექსოთერაპია |
|
|
|
| 12. ფიტოთერაპია |
|
|
| 1. ალერგოლოგია-იმუნოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 2. ანგიოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 3. გასტროენტეროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 4. დერმატო-ვენეროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. კოსმეტოლოგია |
|
|
| 5. ენდოკრინოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. ნუტრიციოლოგია |
|
|
| 6. ფთიზიატრია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 7. სამედიცინო რეაბილიტაცა და სპორტის მედიცინა | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. რაიტთერაპია |
|
|
| 8. კარდიოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 9. კლინიკური ფარმაკოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 10. ნეფროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 11. რევმატოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. ფიზიოთერაპია |
|
|
| 12. ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 13. პულმონოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 14. პროფესიული პათოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 15. ფსიქოთერაპია |
|
|
|
| 16.ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 17. კლინიკური ტოქსიკოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 18. სამედიცინო გენეტიკა |
|
|
|
| 19. ჰომეოპათია |
|
|
|
| 20 სამედიცინო პარაზიტოლოგია |
|
| 2 | საოჯახო მედიცინა |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
| 3 | ინფექციური სნეულებები |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
|
|
|
|
| ბავშთა ინფექციური სნეულებები | 1. გადაუდებელი მედიცინა |
| 4 | ფსიქიატრია |
| 1. ბავშვთა ფსიქიატრია |
|
|
| 1. სექსოლოგია |
|
|
|
| 1. ფსიქოთერაპია |
|
|
|
| 1. ნარკოლოგია |
|
| 5 | ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია |
| 1. ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია |
|
|
|
| 2. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
|
|
|
| 3. ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა |
|
|
|
| 4. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| კრიტიკული მედიცინა | 1. ბავშვთა კრიტიკული მედიცინა |
|
|
|
| 2. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 3. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
| 6 | ნევროლოგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| ბავშვთა ნევროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. ნეირორადიოლოგია |
| 7 | პედიატრია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 1. ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 2. ბავშვთა გასტროენტეროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. ნუტრიციოლოგია |
|
|
| 3. ბავშვთა ენდოკრინოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 4. ბავშვთა ინფექციური სნეულებები | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 5. ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. ექოკარდიოგრაფია |
|
|
| 6. ბავშვთა ნევროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 7. ბავშვთა ნეფროლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 8. ბავშვთა პულმონოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. ბრონქოსკოპია |
|
|
| 9. ბავშვთა ტოქსიკოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 10. ბავშვთა ფთიზიატრია
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 11. ბავშვთა ფსიქოთერაპია |
|
|
|
| 12. ბავშვთა ჰემატოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 13. ნეონატოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 14. სამედიცინო გენეტიკა |
|
|
|
| 15. ჰომეოპათია |
|
| 8 | ზოგადი ქირურგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. ლაპაროსკოპიული ქირურგია |
|
|
|
| 3. ქირურგიული ონკოლოგია |
|
|
|
| 4. თორაკალური ქირურგია |
|
|
|
| 5. ენდოკრინული ქირურგია |
|
|
|
| 6. ენდოსკოპია (გასტროდუოდენოსკოპია, |
|
|
|
| 7. გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია |
|
|
|
| 8. ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა |
|
|
|
| 9. თორაკოსკოპია |
|
|
|
| 10. ორგანიზმის დეტოქსიკაციის ექსტრაკორპორული მეთოდები |
|
|
|
| 11. ტრანსპლანტოლოგია |
|
|
| 1. პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. ტრანსპლანტოლოგია |
|
|
|
| 3. კომბუსტიოლოგია |
|
|
| 2. სისხლძარღვთა ქირურგია | 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
|
|
| 3. ბავშვთა ქირურგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
|
|
| 4. პროქტოლოგია | 1. გადაუდებელი მედიცინა 2. კოლონოსკოპია |
| 9 | კარდიოქირურგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. ინტერვენციული კარდიოლოგია |
|
|
|
| 3. ტრანსპლანტოლოგია 4. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
| 10 | ორთოპედია/ტრავმატოლოგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. ართროსკოპია/ართროსკოპიული ქირურგია |
|
|
|
| 3. ძვალ-სახსროვანი სისტემის ექოსკოპია |
|
|
|
| 4. ძვალ-სახსროვანი სისტემის ონკოლოგია |
|
|
|
|
|
|
|
|
| 5. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
|
|
|
|
|
|
|
| სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა | 1. რაიტთერაპია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 11 | ნეიროქირურგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. ინტერვენციული ნეიროქირურგია |
|
|
|
| 3. ექოენცეფალოსკოპია |
|
|
|
| 4. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
| 12 | უროლოგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2. ბავშვთა უროლოგია |
|
|
|
| 3. ონკოუროლოგია |
|
|
|
| 4. ტრანსპლანტოლოგია |
|
|
|
| 5. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია |
| 13 | მეანობა-გინეკოლოგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
|
| 2 ონკოგინეკოლოიგა |
|
|
|
| 3. კლინიკური ტრანსფუზიოლოგია 4. გენიტალური ორგანოების ექოსკოპია |
|
|
| რეპროდუქტოლოგია |
|
| 14 | ოტორინოლარინგოლოგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
| 15 | ოფთალმოლოგია (5 წელი) |
| 1. ვიტრეორეტინული ქირურგია |
|
|
|
| 2. კერატოპლასტიკა 3. რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ოფთალმოლოგიაში |
| 16 | სამედიცინო რადიოლოგია | 1. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა |
|
|
|
| 2. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა |
|
|
|
| 3. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია |
|
|
|
| 4. რადიოიზოტოპური გამოკვლევა |
|
|
|
| 5. რადიაციული თერაპია |
|
| 17 | ონკოლოგია |
| 1. გადაუდებელი მედიცინა |
|
|
| 1. ონკოქირურგია |
|
|
|
| 2. რადიაციული თერაპია |
|
|
|
| 3. ქიმიოთერაპია | გადაუდებელი მედიცინა |
| 18 | პათოლოგიური ანატომია – კლინიკური პათოლოგია |
| 1. პათოჰისტოლოგია |
|
|
|
| 2. პათოციტოლოგია |
| 19 | სასამართლო მედიცინა |
| 1. სასამართლო-სამედიცინო ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა |
|
|
|
| 2. სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგიური ექსპერტიზა |
| 20 | ლაბორატორიული მედიცინა |
| 1. ბიოქიმია |
|
|
|
| 2. ბაქტერიოლოგია/ვირუსოლოგია |
|
|
|
| 3. იმუნოლოგია |
|
|
|
| 4. ციტოლოგია/ციტოგენეტიკა |
| 21 | სტომატოლოგია |
| 1. სტომატოლოგიური რენტგენო-რადიოლოგია |
|
|
| 1. ყბა-სახის ქირურგია | 1. სტომატოლოგიური რენტგენო-რადიოლოგია |
|
|
| 2. ორთოდონტია | 1. სტომატოლოგიური რენტგენო-რადიოლოგია |
|
|
| 3. ორთოპედიული სტომატოლოგია | 1. სტომატოლოგიური რენტგენო-რადიოლოგია |
|
|
| 4. თერაპიული სტომატოლოგია |
|
|
|
| 5. ქირურგიული სტომატოლოგია | 1. სტომატოლოგიური რენტგენო-რადიოლოგია |
|
|
| 6. ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია |
|
|
|
| 7. ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია | 1. სტომატოლოგიური რენტგენო-რადიოლოგია |
დანართი 2
სპეციალობების ჩამონათვალი, რომლებშიც ზოგადი პროფილის ექიმებს აქვთ გადამზადების უფლება
| № | ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობა | საექიმო სპეციალობა |
| 1. | ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი – 3 წლის სტაჟით | შინაგანი სნეულებები |
|
|
| ოჯახის ექიმი |
| 2. | ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი – 3 წლის სტაჟით | პედიატრია |
|
|
| ოჯახის ექიმი |
| 3. | ზოგადი პროფილის ექიმი სტომატოლოგი – 1 წლის სტაჟით | თერაპიული სტომატოლოგია |
| 4. | ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი – 2 წლის სტაჟით | ლაბორატორიული მედიცინა |
| 5. | ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი – 2 წლის სტაჟით | ფსიქოთერაპია |
| 6. | ზოგადი პროფილის ექიმი სამხედრო ექიმი – 3 წლის სტაჟით | შინაგანი სნეულებები |
|
|
| ოჯახის ექიმი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები