საავტომობილო გზების შესახებ

საავტომობილო გზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 585
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.000.089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
585
11/11/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
310.090.000.05.001.000.089
საავტომობილო გზების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/10/1997 - 20/07/2001)

საქართველოს კანონი

საავტომობილო გზების შესახებ

კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ განსაზღვრავს საავტომობილო გზების სახეობებსა და სტატუსს.

ეს კანონი აწესებს საავტომობილო გზების მფლობელთა და მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს  ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს  კანონმდებლობა საავტომობილო გზების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

.საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 2. საავტომობილო გზების ცნება

1. საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.

2. საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:

ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;

ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;

გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;

დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;

ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 3. საავტომობილო გზების სახეობანი და კლასიფიკაცია

1. საავტომობილო გზები თავისი დანიშნულებით იყოფა საერთო სარგებლობისა და საუწყებო გზებად.

2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები თავისი მნიშვნელობის მიხედვით იყოფა საერთშორისო შიდასახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად.

3. საერთშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება საქართველოს და სხვა სახელმწიფოების ადმინისტრაციული, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები.

4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა) საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებთან და რაიონების ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე მათი შემოსავლელები და მათთან მისასვლელები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების, საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები;

გ) საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებთან და რაიონების ადმინისტრაციულ ცენტრებთან აეროპორტებისა და ნავსადგომების დამაკავშირებელი გზები;

5. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც წესი, იგი გადაისინჯება ხუთ წელიწადში ერთჯერ

7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა) რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე რაიონების დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები;

ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;

გ) რაიონების დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები;

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების,  ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების საქართველოს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან, საზღვაო ნავსადგომებთან მისასვლელები საერთშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი  მნიშვნელობის გზებიდან.

8. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. როგორც წესი, იგი გადაისინჯება სამ წელიწადში ერთჯერ.

10.  საუწყებო საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა)  საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებიდან ორგანიზაციებთან მისასვლელი გზები;

ბ)  სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების საწარმოების ტერიტორიებზე არსებული გზები;

გ)  არხების, მილგაყვანილობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა კომუნიკაციებისა და ნაგებობების გასწვრივ გამავალი, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობებთან მისასვლელი სამსახურებრივი და საპატრულო საავტომობილო გზები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 4. საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი

1. საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

2. საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება:

ა) საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის –თავისუფლების მოედანი;

ბ) დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შენობები, ფოსტა ან დასახლებული პუნქტის ცენტრში განლაგებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი;

გ) სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა;

დ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – ამ ობიექტის საზღვრები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 5. საქართველოს  უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია საგზაო მეურნეობის საკითხების რეგულირებაში

1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობაშია:

ა) საქართველოს საგზაო მეურნეობის ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან ურთიერთობის რეგულირება;

ბ) საავტომობილო გზების სარგებლობის, დაცვისა და მოძრაობის წესების დადგენა;

გ) ახალი საერთშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაყვანის საკითხის გადაწყვეტა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 6. ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში

1. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა  გამგებლობაშია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა;

ა) ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

II. საავტომობილო გზების მართვა

    მუხლი 7. საერთო სარგებლობის გზების მართვა

საერთო სარგებლობის გზებს მართავს ამ გზების მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების, მოვლა-შენახვის სამუშაოებს.

    მუხლი 8. საუწყებო საავტომობილო გზების მართვა

საუწყებო საავტომობილო გზებს მართავენ ამ გზების მესაკუთრეები ან სხვა ორგანოები, რომლებსაც ეს გზები ხელშეკრულებით აქვთ გადაცემული.

მუხლი 9 საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისმოვალეობანი

1. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს ერთიან პოლიტიკას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში

2. საგზაო ორგანოს ევალება:

ა) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების და ეროვნული მეურნეობისა და, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა, ქსელის სრულქმნა, მშენებლობადამთავრებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება და მოვლა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდის, მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესების და მავნე ზემოქმედებისაგან გარემოს დაცვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) საავტომობილო გზების დაცვისა და სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი;

დ)  საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად;

ე) დადგენილი წესით, საგზაო პოლიციასთან შეთანხმებით, მოძრაობის დროებით შეზღუდვა ან შეწყვეტა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების გატარების  ნებართვის გაცემა;

ვ) საგზაო ორგანოს მიზეზით გზების მოსარგებლეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საგზაო სერვისის ორგანიზაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

     მუხლი 10. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქონების შედგენილობა

დეპარტამენტის ქონებაა მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსში

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 11. „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქონების პრივატიზაცია

სახელმწიფო საკუთრების საავტომობილო გზებისა და საგზაო მომსახურების ორგანიზაციების პრივატიზაციის საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

III. საგზაო დარგის დაფინანსება

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

მუხლი 12. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების დაფინანსება

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის მოვლა-შენახვის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ისე სხვა წყაროებით.

2. საგზაო ფონდის შექმნის, ამ მიზნით საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მექანიზმი განისაზღვრება  საქართველოს კანონმდებლობით

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

მუხლი 13. საუწყებო საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარებისდაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საუწყებო საავტომობილო გზების მოვლა-განვითარებას აფინანსებენ და ამისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფენ ამ გზების მფლობელები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 14. კერძო და ფასიანი საავტომობილო გზები

1. კერძო საავტომობილო გზის მოწყობა ნებადართულია.

2. სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასურის დაწესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორ დასახლებულ პუნქტს შორის არსებობს პარალელური უფასო გზა.

3. გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის.

 

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

IV. საავტომობილო გზებით სარგებლობა

    მუხლი 15. საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესის და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად.

2. საუწყებო საავტომობილო გზით სარგებლობის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უწყება, რომელსაც ეს გზა ეკუთვნის.

3. სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 16. შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

    საავტომობილო გზებზე აკრძალულია:

ა) იმ სატრანსპორტო საშუალებათა გავლა, რომელთა ზომები ტვირთიანად აღემატება საერთო საგზაო წესით დადგენილ გაბარიტებს;

ბ) გავლა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისა, რომელთა ღერძზე დატვირთვა აღემატება ნორმით გათვალისწინებულს;

გ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე ხიდებისა და მილების ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;

დ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების ზოლს;

ე) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და დაყრა, აგრეთვე მასალების საწყობების მოწყობა, ნაგვის და თოვლის დაყრა;

ვ) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ ნივთიერებათა დაქცევის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;

ზ) პირუტყვის გადარეკა საგზაო ორგანოებთან შეთანხმებული ადგილების გარდა, აგრეთვე მისი უმეთვალყურეოდ ძოვება განსხვისების ზოლში;

თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრის, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლიან მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, საგზაო სამსახურების და საგზაო პოლიციის ნებართვის გარეშე;

ი) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების ნებართვის გარეშე;

კ) გზის ვაკისზე ვაჭრობა;

ლ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;

მ) აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 17. მოძრაობის დროებითი შეწყვეტა ან შეზღუდვა

1. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.

2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საგზაო ორგანო საგზაო პოლიციასთან შეთანხმებით, ადგილობრივ საავტომობილო გზებზე – საგზაო სამსახურები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.

3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით. ამასთან, მითითებული უნდა იყოს ასაქცევი გზები და მათ დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები. თუ საგზაო ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის აკრძალვით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.

    მუხლი 18. საავტომობილო გზების სახელმწიფო კონტროლი

1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებენ საგზაო პოლიცია და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

2. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას კომისია სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირთა მონაწილეობით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 19. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საგზაო ორგანოებს, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა.

2. საგზაო ორგანოები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი თუ ამ შემთხვევის მიზეზი იყო ის, რომ საგზაო ორგანოებმა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობანი. მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები იმ საგზაო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელიც განაგებს საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთს.

4. საგზაო ორგანიზაციებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლო.

    მუხლი 20. საუწყებო საავტომობილო გზების მფლობელის პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა თავიანთ გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისათვის ეკისრებათ საუწყებო საავტომობილო გზების მფლობელებს; ისინი ვალდებულნი არიან გზებით მოსარგებლეებს აუნაზღაურონ საგზაო პირობებით გამოწვეული ზარალი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 21. გზებით მოსარგებლეების პასუხისმგებლობა

1. საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები.

2. საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისასკომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 22. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

1. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:

ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუმუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს);

ბ) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია;

გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა;

დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება;

ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა;

ვ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ;

ზ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება;

თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა;

2. ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს საგზაო პოლიციას.

3. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.

    მუხლი 23. საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა

1. საგზაო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც იყენებენ შემხვედრ ტრანსპორტს და ამწესატრანსპორტო საშუალებებს.

2. ორგანოები, რომლებიც განაგებენ საავტომობილო გზებს, ვალდებულნი არიან საგზაო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონონ გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად.

3. საუწყებო საავტომობილო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკურ დახმარებას უწევენ ამ გზების მფლობელები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 24. სამედიცინო დახმარება საავტომობილო გზებზე

საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ ამ გზებთან ყველაზე ახლოს განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები.

    მუხლი 25. საგზაო ორგანოების მუშაკთა უფლებები

საგზაო ორგანოების მუშაკებს სამსახურებრივი მოწმობის წარდგენით უფლება აქვთ:

ა) საგზაო პოლიციის დახმარებით დააკავონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აჭუჭყიანებენ ან აზიანებენ საავტომობილო გზებს თუ საგზაო ნაგებობებს, შეუდგინონ ოქმი საავტომობილო გზისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

    მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება

საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მოვლა-შენახვა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები წარმოებს არსებული სამშენებლო ნორმების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

V. მიწების გამოყოფა და გამოყენება

    მუხლი 27. საავტომობილო გზების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის მიწის გამოყოფის წესი

1.  იმ საგზაო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც გზებს აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ, საავტომობილო გზების მმშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, აგრეთვე სპეციალური ზონების (დასასვენებელი ადგილები და სერვისის ობიექტები) შესაქმნელად, კარიერებისათვის მიწა მუდმივ ან დროებით სარგებლობაში გამოეყოფათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

1994 წლის 11 ნოემბერი.

ქ. თბილისი,

№585

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

21. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6874-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 20. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6364-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4917-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 18. 19/03/2019 - საქართველოს კანონი - 4345-IIს - ვებგვერდი, 27/03/2019 17. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1832-რს - ვებგვერდი, 03/01/2014 16. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1035-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5962-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 14. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 13. 31/05/2011 - საქართველოს კანონი - 4718-Iს - ვებგვერდი, 110610085, 10/06/2011 12. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 11. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3161 - სსმ, 35, 12/07/2010 10. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2268 - სსმ, 45, 21/12/2009 9. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 855 - სსმ, 40, 29/12/2008 8. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 68 - სსმ, 12, 14/07/2008 7. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5424 - სსმ, 38, 14/11/2007 6. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3394 - სსმ, 26, 17/07/2006 5. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2515 - სსმ, 59, 31/12/2005 4. 09/11/2005 - საქართველოს კანონი - 2021 - სსმ, 48, 29/11/2005 3. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 839 - სსმ, 42, 31/12/2004 2. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1018 - სსმ, 24, 01/08/2001 1. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 944 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997