საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
502
18/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
040030000.10.003.018122
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/08/2014 - 29/12/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №502

2014 წლის 18 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის თანდართული ნუსხა:

ა) გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №1);

ბ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №2);

გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების პირველადი მონაცემებისა და მოდელირებული მეტეოროლოგიური მონაცემების  ტარიფები (დანართი №3);

დ) კლიმატური და  მრავალწლიური ჰიდროლოგიური,  აგრომეტეოროლოგიური და მოდელირებული კლიმატური პარამეტრების მნიშვნელობების ტარიფები წლებისა და თვეების მიხედვით (დანართი №4);

ე) კლიმატური მახასიათებლების მომზადების ტარიფები (დანართი №5);

ვ) სხვადასხვა პროცენტული უზრუნველყოფის ფაქტობრივი და მოდელირებული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მნიშვნელობების  მომზადების ტარიფები (ერთი სადამკვირვებლო პუნქტის მონაცემების საფუძველზე)  (დანართი №6);

ზ) ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ტარიფები (დანართი №7);

თ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ავტომატური პუნქტებიდან მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების ტარიფები (დანართი №8);

ი) ექსპედიციური მეთოდით სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოების შესრულების ტარიფები (დანართი №9);

კ) სანაპირო ზონების ჰიდროლოგიურ-მორფოდინამიკური კვლევებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტების ტარიფები (დანართი №10);

ლ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტების ექსპლუატაციაში გაშვების ტარიფები (დანართი №11);

მ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლებისა და მათი მოპოვების შესახებ დასკვნების მომზადების ტარიფები (დანართი №12);

ნ) ვებგვერდზე (www.meteo.gov.ge) რეკლამის განთავსების ტარიფები (დანართი №13);

ო) ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები (დანართი №14);

პ) საზღაურის გარეშე გაწეული მომსახურების ან/და გასავრცელებელი ინფორმაციის ჩამონათვალი (დანართი №15). 

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის  ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 17:00 საათამდე. 
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს მომსახურების საფასური არ ვრცელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროზე, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე, საქართველოს პროკურატურაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას. მათ მიმართ სააგენტო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.  
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს უსასყიდლოდ, ხოლო ამავე დანართით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საზღაურის გარეშე.  
მუხლი 5
სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერებში და პროექტებში (მათ შორის, საგრანტო პროექტებში) მონაწილეობის შემთხვევაში,  სააგენტოს  უფლება აქვს, არ იხელმძღვანელოს დადგენილების პირველი მუხლის „ა“- „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  დანართებით.    
მუხლი 6
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №96 დადგენილება. 
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
15. 25/03/2026 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 124 - ვებგვერდი, 26/03/2026 14. 21/10/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 471 - ვებგვერდი, 29/10/2025 13. 20/10/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 466 - ვებგვერდი, 22/10/2025 12. 21/08/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 365 - ვებგვერდი, 22/08/2025 11. 13/06/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 214 - ვებგვერდი, 13/06/2025 10. 19/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 365 - ვებგვერდი, 20/09/2023 9. 10/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 98 - ვებგვერდი, 13/03/2023 8. 15/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 466 - ვებგვერდი, 16/09/2021 7. 31/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 671 - ვებგვერდი, 31/12/2019 6. 12/04/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 191 - ვებგვერდი, 16/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 02/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 49 - ვებგვერდი, 06/02/2018 4. 22/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 297 - ვებგვერდი, 23/06/2017 3. 11/01/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 13/01/2016 2. 17/03/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 113 - ვებგვერდი, 17/03/2015 1. 29/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 737 - ვებგვერდი, 30/12/2014