საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.000.073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
316
27/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
010.120.000.05.001.000.073
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

კანონი საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ განსაზღვრავს უცხოელთა (უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა):

ა) საქართველოში დროებით შემოსვლასა და გასვლას;

ბ) (ამოღებულია);

გ) უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას;

დ) პასუხისმგებლობას ამ კანონის დარღვევისათვის.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.195

    მუხლი 2

უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა, ყოფნა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონით" უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი II

უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა და საქართველოდან გასვლა

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 3

1. უცხოელები საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საქართველოს საზღვარზე არსებული საერთაშორისო კავშირებისათვის ღია გამშვები პუნქტებიდან, საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტით ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით, თუ აქვთ საქართველოში შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, საქართველოდან გასვლის ან გასვლა-შემოსვლის ვიზა.

2. ვიზის კატეგორიებია:

ა) დიპლომატიური;

ბ) სამსახურებრივი;

გ) ჩვეულებრივი;

დ) (ამოღებულია).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვიზის კატეგორიების სახეებია: შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, გასვლის და სატრანზიტო. გასვლის ვიზა არ ესაჭიროებათ იმ უცხოელებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება.

4. ვიზის ტიპებია: ერთჯერადი, ორჯერადი და მრავალჯერადი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №389-რს- სსმ I, №24,25.08.2004წ., მუხ.118

მუხლი 4

1. ამ კანონში აღნიშნულ ვიზებს გასცემენ და მათი მოქმედების ვადას აგრძელებენ საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურები – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი და მისი წარმომადგენლობები.

2. ვიზების გაცემის წესს ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 5 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №389-რს- სსმ I, №24,25.08.2004წ., მუხ.118

მუხლი 6

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიების, დიპლომატიური, საკონსულო ან მათთან გათანაბრებული დაწესებულებების, სავაჭრო წარმომადგენლობების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო მთავრობათაშორისო ორგანიზაციების ან მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებს, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აკრედიტაციის განმავლობაში საქართველოს ვიზა არ სჭირდებათ. ისინი საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათების საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 61

საქართველოში შემოსვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ იმ საკრუიზო გემის მგზავრებს, რომელთა ყოფნის ვადა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღემატება 72 საათს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №389-რს- სსმ I, №24,25.08.2004წ., მუხ.118

    მუხლი 62

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, იაპონიის, ისრაელის სახელმწიფოს, კანადის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის, ლიხტენშტეინისა და წმინდა საყდრის მოქალაქეებისათვის 3 თვემდე მგზავრობისათვის შემოღებულია უვიზო რეჟიმი.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1492-Iს- სსმ I, №28,14.06.2005წ., მუხ.179

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2269-რს- სსმ I, №55,27.12.2005წ., მუხ.371

    მუხლი 7 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 8

უცხოელებს საქართველოში შემოსვლა და საქართველოდან გასვლა ეკრძალებათ "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი III

საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა ცხოვრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა

მუხლი 9 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.195

    მუხლი 10 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.195

    მუხლი 11 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.195

    მუხლი 12 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.195

    მუხლი 13 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 14 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.195

თავი IV

უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა

მუხლი 15

1. უცხოელებს საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლა შეუძლიათ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტით ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურებისსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და მისი წარმომადგენლობების მიერ გაცემული სატრანზიტო ვიზით.

2. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

 

მუხლი 16

სატრანზიტო ვიზა გაიცემა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი ან რამდენიმე პუნქტში გაჩერების უფლებით, მეზობელ ქვეყნებში გამგზავრების უმოკლესი მარშრუტის შესაბამისად.

    მუხლი 17

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უვიზოდ სატრანზიტო გავლის უფლება აქვთ:

ა) საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, თუ არსებობს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;

ბ) საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავებით მგზავრობისას შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი საბუთი და ავიაბილეთი, რომელშიც დამოწმებულია საქართველოს იმ აეროპორტიდან გამოფრენის თარიღი, სადაც შუალედური გადაჯდომა ხდება, და როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის დრო არ აღემატება 24 საათს. ამასთან მგზავრებს უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლები;

გ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველოს აქვს შესაბამისი შეთანხმება.

    მუხლი 18

უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის სატრანზიტო გავლა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვა შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო კავშირებისთვის ღია გზებზე.

    მუხლი 19

1. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გამვლელი უცხოელები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებულიყვნენ 72 საათზე მეტ ხანს, ვალდებულნი არიან გააგრძელონ სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადა ან მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისათვის აუცილებელი სხვა სახის ვიზა.

2. იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:

ა) სტიქიური უბედურება, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;

ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

გ) ავადმყოფობა, როდესაც ექიმის დასკვნით ავადმყოფის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ავადმყოფთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

დ) როდესაც ფერხდება საკვანძო პუნქტში ერთი სახის ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდომა;

ე) სხვა შემთხვევა,როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილდება.

3. სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება უცხოელის პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ან სხვა ორგანოების ცნობის წარდგენით, რომელიც ადასტურებს იძულებით გაჩერების მიზეზსა და ხანგრძლივობას.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი V

(ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

მუხლი 20 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

მუხლი 21 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 22 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი VI

საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა პასუხისმგებლობა

მუხლი 23

ამ კანონის დარღვევისათვის უცხოელები პასუხს აგებენ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 24

საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელების გაძევება ხდება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი VII

დასკვნითი დებულება

მუხლი 25

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კანონში გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური    ედუარდ შევარდნაძე

 საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                  ვახტანგ გოგუაძე

 

     თბილისი,

     1993 წლის 27 ივლისი.

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

2. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი2305-რს- სსმ I, №39(46), 06.08.1999., მუხ.195

3. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი389-რს- სსმ I, №24,25.08.2004., მუხ.118

4. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი1492-Iს- სსმ I, №28,14.06.2005., მუხ.179

5. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი2269-რს- სსმ I, №55,27.12.2005., მუხ.371

6. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი2535-რს- სსმ I, №3,16.01.2006., მუხ.16 (ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან).

 

 

 

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.