უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 16/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.002.120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2535
27/12/2005
სსმ, 3, 16/01/2006
010.120.000.05.001.002.120
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 05.03.2014, №2045)

 

საქართველოს კანონი

 უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

 

კარი I . ზოგადი დებულებანი

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის ამოცანები, მიზნები და რეგულირების სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია:

  ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების , აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სამართლებრივი გარანტიები;

ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები , განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში;

დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და გადაადგილების თავისუფლების, საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები;

ე) განამტკიცოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან უცხოელთა მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში;

ვ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას უკანონო და ფარული მიგრაციის თავიდან აცილების სფეროში, აგრეთვე თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება და ამ პროცესებში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა.

 2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

3. ამ კანონის, გარდა მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-16 მუხლისა და V თავისა, მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის, მათ შორის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  ა) უცხოელი პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველო ში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

 ა1 ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;

გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;

დ) (ამოღებულია);

ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე;

ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

ზ) ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში – უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი;

თ) უცხოელის ნათესავი – უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;

ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

კ) სასაზღვრო ზონა – სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;

ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პრაქტიკულ ან ინტელექტუალურ მომსახურებას;

მ) ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;

ნ) გადამყვანი კომპანიები – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანითა და საქართველოდან მათი გაყვანით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

  საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ I, №7, 06.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

 

კარი II. უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, სატრანზიტო გავლა და საქართველოდან გასვლა

თავი II. უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები

    მუხლი 3. პრინციპები

საქართველოში უცხოელთა შემოსვლა, ყოფნა, სატრანზიტო გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი ძირითადი პრინციპების საფუძველზე:

ა) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველო;

ბ) საქართველო უფლებამოსილია სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მის მიერ საზღვრის გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენოს შესაბამისი კანონები და წესები;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ საქართველოს კანონებისა და წესების გამოყენებისას საქართველო მოქმედებს არადისკრიმინაციის პრინციპის შესაბამისად;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;

ე) უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება;

ვ) უცხოელის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით;

ზ) უცხოელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა პატივს სცემს და იცავს ოჯახის ერთიანობის პრინციპს;

თ) სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს;

ი) უცხოელს, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით;

კ) საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელის გაძევება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;

ლ) უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.

 საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3837 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ. 334

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 4. საქართველოში შემოსვლის საფუძვლები

1. ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელს ენიჭება უფლება, შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ გააჩნიათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და საქართველოში ყოფნის ნებართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთასა და საქართველოში ყოფნაზე 3 თვემდე ვადით.

31. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს იმ შემთხვევაში, თუ არ გააჩნიათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, თან უნდა იქონიონ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტები:

ა) გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება, ნომერი (თუ აქვს), შეიარაღებული ძალების სახეობა და არის ფოტოსურათი;

ბ) ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება.

4. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:

ა) საქართველოს ვიზა;

ბ) ბინადრობის ნებართვა ;

გ) საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა.

5. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების – ბერმუდის კუნძულების, კაიმანის კუნძულების, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ფოლკლენდის კუნძულების, ტერკსის და კაიკოსის კუნძულების, გიბრალტარის; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიების – ჯერზის, გერნზის, კუნძულ მენის; დანიის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – ფარერის კუნძულების და გრენლანდიის; ნიდერლანდის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულების; საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგი ტერიტორიების – საფრანგეთის პოლინეზიის და ახალი კალედონიის;

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების;

გ) კანადის;

დ) იაპონიის;

ე) შვეიცარიის კონფედერაციის;

ვ) ლიხტენშტაინის სამთავროს;

ზ) ნორვეგიის სამეფოს;

თ) ისრაელის სახელმწიფოს;

ი) წმინდა საყდრის (ვატიკანის);

კ) ანდორის სამთავროს;

ლ) სან-მარინოს რესპუბლიკის;

მ) ისლანდიის რესპუბლიკის;

ნ) არაბთა გაერთიანებული საამიროების;

ო) ქუვეითის სახელმწიფოს;

პ) კორეის რესპუბლიკის;

ჟ) კატარის სახელმწიფოს;

რ) ბაჰრეინის სამეფოს;

ს) ომანის სასულთნოს;

ტ) ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს;

უ) სინგაპურის რესპუბლიკის;

ფ) ავსტრალიის თანამეგობრობის;

ქ) მონაკოს სამთავროს;

ღ) ახალი ზელანდიის;

ყ) ბაჰამის თანამეგობრობის;

შ) ბარბადოსის;

ჩ) ანტიგუა და ბარბუდის;

ც) ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის;

ძ) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის;

წ) ბოტსვანის რესპუბლიკის;

ჭ) ხორვატიის რესპუბლიკის;

ხ) ჩილეს რესპუბლიკის;

ჯ) სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის;

ჰ) არგენტინის რესპუბლიკის;

1 )  მალაიზიის ფედერაციის;

2 )  მექსიკის შეერთებული შტატების;

3 ) ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის;

4 ) მავრიკის რესპუბლიკის;

5 ) პანამის რესპუბლიკის;

6 ) კოსტა-რიკის რესპუბლიკის;

7 ) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის;

8 ) ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის;

9 ) ტაილანდის სამეფოს;

10 ) ბელიზის;

11 ) საუდის არაბეთის სამეფოს;

  12 ) ალბანეთის რესპუბლიკის;

13 ) სერბეთის რესპუბლიკის;

14 ) ბოსნია და ჰერცეგოვინის;

15 ) მონტენეგროს;

 ჰ16 ) ერაყის რესპუბლიკის.

51. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობის საფუძველზე.

52. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ ქვეყანაში და რომელსაც აქვს ამ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ბინადრობის მოწმობის გამცემი ქვეყნის მოქალაქის მიმართ.

5 3. უცხოელთა საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით, და აღნიშნულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

54 . უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არა უმეტეს 30 დღისა. 

6. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები, საქართველოში სამუშაოდ პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.

7. საქართველოში სატრანზიტო გადაადგილებისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:

ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;

ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 72 საათს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.

8. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გამარტივებული რეჟიმი ან ამ კანონით დადგენილი რეჟიმისაგან განსხვავებული რეჟიმი.

9. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ.

10. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც არაა დაკავშირებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ისინი ისარგებლებენ ასევე ამ კანონის მე-4, მე-13 და 26-ე მუხლებით დადგენილი შეღავათებით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3154 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 143

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3432 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.228

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3878 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ. 320

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4411 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ. 75

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №619 - სსმ I, №35, 05.12. 2008წ., მუხ.225

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ,1, №7, 6.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2886-სსმI, №21, 22.04.2010წ., მუხ.116

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3810-სსმI, №65,26.11.2010წ., მუხ.412

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4702 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5302 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1153 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

 

თავი III. საქართველოს ვიზის გაცემა

    მუხლი 5. ვიზის გამცემი ორგანო

1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ.

21 . საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალურ ვიზას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

3. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3154 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 143

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №619 - სსმ1 №35, I,05.12. 2008წ., მუხ.225

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1153 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 6. საქართველოს ვიზის კატეგორიები

1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დიპლომატიური;

ბ) სამსახურებრივი;

გ) ორდინალური;

დ) სასწავლო.

2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები გაიცემა საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ 1, №7, 06.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1562 - სსმ I, №24,13.08.2009წ., მუხ. 142

    მუხლი 7. დიპლომატიური ვიზა

1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:

ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, აღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;

დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;

ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;

ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;

ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;

თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

2. თუ საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს ორდინალური ან სამსახურებრივი ვიზა.

3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ I, №7, 06.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1562 - სსმ I, №24,13.08.2009წ., მუხ. 142

    მუხლი 8. სამსახურებრივი ვიზა

1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:

ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ მათი ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის მუშაკებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;

გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;

დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;

ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;

ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

2. თუ საქართველო არ ცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი უცხოელის ოფიციალურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიცეს ორდინალური ვიზა.

3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ I, №7, 06.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1562 - სსმ I, №24,13.08.2009წ., მუხ. 142

    მუხლი 9. ორდინალური ვიზა

1. ორდინალური ვიზა გაიცემა უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოში იურიდიული და ფიზიკური პირების მოწვევით ან ტურიზმის, მკურნალობის, ახლობლების მონახულების ან სხვა მიზნით.

ა) უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის მიზნით;

გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

ე) უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოში რელიგიური მისიით ან სამუშაოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებში;

ვ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მგზავრობენ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის;

ზ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების ან ორგანიზაციების უცხოელ წევრებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

თ) საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ უცხოელებზე;

ი) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კერძო საქმეებზე, მკურნალობის მიზნით, ახლობლებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად, აგრეთვე საქართველოში დაბადებულ ან გაზრდილ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოს მოსანახულებლად;

კ) უცხოელებზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოში;

ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;

მ) პირებზე, რომლებიც ტრანზიტით კვეთენ საქართველოს;

ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 90 დღეს.

11. უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში მუშაობა ან სწავლა, ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულია აიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.

2. ორდინალური ვიზა გაიცემა:

ა) 360 დღის მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით;

ბ) 90 დღემდე მოქმედების ვადით – საქართველოში მრავალჯერადი ან ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.

4. ტრანზიტული მიზნით მომავალ პირთათვის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემოსვლაზე 72 საათს.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ I, №7, 06.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1562 - სსმ I, №24 ,13.08.2009წ., მუხ. 142

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

    მუხლი 10. სასწავლო ვიზა

1. სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელებზე, რომელთაც აქვთ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.

2. უცხოელი, რომელსაც სასწავლო ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სურს საქართველოში დარჩენა სწავლის გაგრძელების მიზნით, ვალდებულია აიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1090 - სსმ I, №7, 06.04.2009წ., მუხ. 24

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

    მუხლი 11. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები

1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი, საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის განცხადება-ანკეტას.

2. განცხადება-ანკეტას უნდა ერთვოდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს ან ეს გარემოებები ცნობილი უნდა იყოს ვიზის გამცემი ორგანოსათვის:

ა) მგზავრობის მიზანი და სავარაუდო პირობები;

ბ) მგზავრობისათვის საკმარისი სახსრების არსებობა გზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში;

გ) პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა;

დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვა საქართველოში შრომით საქმიანობაზე;

ვ) (ამოღებულია).

21 . სააგენტო უფლებამოსილია გამოიკვლიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და მოითხოვოს ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. აუცილებლობის შემთხვევაში ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მსურველი პირი მოიწვიოს გასაუბრებისათვის, რათა შემოწმდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა;

ბ) განცხადება-ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;

გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;

დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;

ე) უკან დაბრუნების გარანტიები.

4. ამ კანონით ან/და საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს შეიძლება მოეთხოვოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოწვევის წარდგენა, არასრულწლოვნის მგზავრობის შემთხვევაში აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა.

5. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემისათვის, როგორც წესი, აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წერილობითი მომართვა.

6. (ამოღებულია).

7. ორდინალური ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

8. სასწავლო ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

9. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაცემული უნდა იქნეს, როგორც წესი, 7 დღის ვადაში.

10. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები, როგორც წესი, გაცემული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში.

11. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიზის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ვიზის გამცემი ორგანოს წარდგინების საფუძველზე არა უმეტეს ერთი თვისა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4410 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ. 74 

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4944 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 12. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოელს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

ბ) თუ მან ვიზის მისაღებად ან მის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული, ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;

გ) თუ მას არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

დ) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს;

ვ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ უკანონოდ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5358 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 13. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

2. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირების განხორციელების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო:

ა) უცხოელს აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. საქართველოში შემოსასვლელად სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისაგან თავისუფლდებიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3154 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 143

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3432 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.228

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №619 - სსმ I, №35, 05.12. 2008წ., მუხ.225

    მუხლი 14. საქართველოს ტეროტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) მას არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები;

ბ) საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

გ) ვიზის მისაღებად ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად მან წარადგინა ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;

დ) მას არ გააჩნია საქართველოში ყოფნისათვის, ცხოვრებისათვის ან უკან დაბრუნებისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები;

ე) საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ვ) საქართველოში მისი ყოფნა ზიანს მიაყენებს საქართველოსა და რომელიმე უცხო სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს;

ზ) იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია უარის თქმის სხვა საფუძველი.

2. შემოსვლაზე უცხოელს უარი ეთქმება წერილობითი ფორმით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უარის თქმის საფუძვლის მითითებით.

3. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე, ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე და რომელსაც არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მიზეზების გამო, დროებით განთავსებული უნდა იქნეს სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5358 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

    მუხლი 15. გადამყვანი კომპანიების ვალდებულება

1. გადამყვანი კომპანიები ვალდებული არიან:

ა) შეამოწმონ უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგენილ იქნეს, აქვს თუ არა მას ამ კანონით საქართველოში შემოსვლისათვის გათვალისწინებული მოქმედი ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები;

ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინონ უცხოელები ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

გ) უკან დააბრუნონ ის უცხოელები, რომლებმაც ვერ მიიღეს საქართველოში შემოსვლის ნებართვა.

2. უცხოელ მგზავრთა გადამყვანი კომპანიები ვალდებული არიან გაიღონ იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნდა ამ კანონით საქართველოში შემოსვლისათვის გათვალისწინებული მოქმედი ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები.

 

თავი IV. უცხოელთა ყოფნა საქართველოში

    მუხლი 16. საქართველოში ყოფნის საფუძვლები

 1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი (საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ორი სახისაა: დროებითი და მუდმივი.

3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის) მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან უვიზოდ.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5302 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 17. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაგრძელება.

2. გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაგრძელების შესახებ იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის მგზავრობის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა არ არის საკმარისი.

4. გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში.

5. ვიზის გამგრძელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.

6. ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენისა და საკითხის არსებითად განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონის მეორე კარის მეორე და მესამე თავების დებულებები.

    მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხები განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №803 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 264 

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1153 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 19. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა

1. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 6 წლის ვადით საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელზე:

ა) რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

ბ) რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და რომლის მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

 ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;

ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

თ) რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.

2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს პირზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან რომელზედაც დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობითი ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მთავრობის წევრს.

21 . პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით.

3. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3837 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ. 334

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4288 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 447

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1394 - სსმ I, №21,03.08.2009წ., მუხ. 112

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4944 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

     მუხლი 20. მუდმივი ბინადრობის ნებართვა

1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;

დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ;

ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში;

ზ) უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ჩაითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილობილი) და სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. ოჯახის სხვა წევრებზე (მშობელი, შვილიშვილი, მშვილებელი) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოში დამატებით 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ან ამავე ოდენობის ფულადი თანხის საქართველოს საბანკო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში.

3. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს უცხოელებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები, საქმისწარმოების განსხვავებული წესი და ვადები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4288 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 447

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1394 - სსმ I, №21,03.08.2009წ., მუხ. 112

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

 

მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1394 - სსმ I, №21,03.08.2009წ., მუხ. 112

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3359-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.259

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 22. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

11. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12 . სააგენტო უცხოელზე დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობის წევრის შესაბამისი წერილობითი ინიციატივის საფუძველზე. ამ შემთხვევაში არ ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმება. დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტები და მათი წარმოდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს.

21. უცხოელზე, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და აღნიშნული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვას აგრძელებს სააგენტო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

22. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

3. ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

4. (ამოღებულია).

5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებების განხილვის შემდეგ სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განხილვის შედეგები.

6. გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან გაგრძელებაზე შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3837 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ. 334

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №803 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 264 

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3359-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4944 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 23. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) თუ იგი არ იცავს საქართველოში ყოფნის ნებართვით მიღებულ პირობებს;

გ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;

დ) თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

ე) თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;

ვ) თუ იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ზ) (ამოღებულია);

თ) თუ იგი საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ვიზის მოსაპოვებლად წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე დოკუმენტებს;

ი) თუ იგი შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან მას არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

1) თუ მან შესაბამის განცხადებაში მიუთითა არასწორი მონაცემი ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

კ) კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1394 - სსმ I, №21 , 03.08.2009წ., მუხ. 112

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

    მუხლი 24. საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განმეორებით შეტანა

1. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.

2. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება წინა განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3359-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.259

    მუხლი 25. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა

1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს:

ა) თუ გამოვლინდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;

ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;

გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა ან გარიცხულ იქნა საქართველოს სასწავლო დაწესებულებიდან, თუ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული;

დ) თუ მან შეწყვიტა ის შრომითი საქმიანობა და ურთიერთობები, რომელთა საფუძველზედაც მოპოვებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;

ე) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული;

ვ) თუ იგი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით შევა ფიქციურ ქორწინებაში;

ზ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;

თ) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში;

ი) თუ გამოვლინდა ფაქტები შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემის მითითების ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის თაობაზე იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოპოვებული ჰქონდა სპეციალური პირობების საფუძველზე;

ლ) თუ აღარ არსებობს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

11 . პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მის მიმართ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

12 . ამ კანონის 22-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედება და ამ პირის საქართველოში ყოფნის ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორდინალური და სასწავლო ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ:

ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა ან ნებართვა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან ნებართვის მოქმედების ვადას;

ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა ან ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №803 - სსმ I, №40, 9.12.2008წ., მუხ. 264 

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3359-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4944 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 26. უცხოელთა რეგისტრაცია

1. უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, – შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. უცხოელზე, რომელმაც მიიღო ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის მოწმობას.

3. საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციის აუცილებელი მოვალეობისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების პერსონალის მუშაკები, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობენ სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით;

ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე უცხოელები;

1) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, გასვლის და ტრანზიტის დროს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უცხოელები.

4. უცხოელები, რომლებიც დაკავებული არიან ან სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლდებიან საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციისა და ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან თავისუფლების აღკვეთის პერიოდში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნისა და ბინადრობის მოწმობის ფორმა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3432 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.228

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №803 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 264 

 

თავი IV1 . მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 261 . მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი

1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო). უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დადგენის მიზნით განმცხადებელი გასაუბრებაზე მიიწვიოს.

3. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს უცხო სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.

4. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება.

5. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.

6. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა განისაზღვრება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1153 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 262 . მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) თუ დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარმოადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

გ) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

დ) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;

ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

2. პირს შეუწყდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ:

ა) მიიღო ან დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) მიენიჭა/დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 263 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ამ კანონის V თავით დადგენილი უფლებებით და ეკისრება ამავე თავით დადგენილი მოვალეობები.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

 

თავი V. საქართველოში უცხოელთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 27. უცხოელთა თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები

1. საქართველოში უცხოელებს აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, როგორებიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქართველოში უცხოელები თანასწორი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროსა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.

3. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს.

4. საქართველოში უცხოელთა უფლება-მოვალეობების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.

    მუხლი 28. საქართველოს კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობა

საქართველოში უცხოელები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

    მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

უცხოელებს საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად უფლება აქვთ მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.

    მუხლი 30. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის უფლება

საქართველოში უცხოელებს შეუძლიათ განახორციელონ საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მათ აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორებიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 31. შრომითი საქმიანობის უფლება

უცხოელებს შეუძლიათ განახორციელონ შრომითი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 32. დასვენების უფლება

საქართველოში უცხოელებს აქვთ დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 33. ჯანმრთელობის დაცვის უფლება

საქართველოში უცხოელებს აქვთ ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 34. სოციალური უზრუნველყოფის უფლება

1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს აქვთ დახმარების, პენსიის და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

2. საქართველოში დროებით მყოფი უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალური უზრუნველყოფის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 35. ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები

1. საქართველოში უცხოელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ საკუთრებაში ჰქონდეთ, მემკვიდრეობით მიიღონ ან ანდერძით დატოვონ ნებისმიერი ქონება, აგრეთვე ჰქონდეთ პირადი არაქონებრივი უფლებები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით.

    მუხლი 36. განათლების მიღების უფლება

საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აქვთ განათლების მიღების ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 37. კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება

1. საქართველოში უცხოელებს აქვთ კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

2. საქართველოში უცხოელებს გარანტირებული აქვთ მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვის უფლება, თუ ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

3. უცხოელები ვალდებული არიან გაუფრთხილდნენ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს.

    მუხლი 38. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება

1. საქართველოში უცხოელებს არა აქვთ უფლება გაწევრიანდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში, მიიღონ მათ საქმიანობაში მონაწილეობა ან დააფუძნონ ისინი.

2. საქართველოში უცხოელებს აქვთ ისეთივე უფლება დააფუძნონ საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდნენ პროფესიული კავშირების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 39. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები

1. საქართველოში უცხოელებს შეუძლიათ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ საქართველოს მოქალაქეებთან და სხვა პირებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოში მყოფი უცხოელები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობენ ისეთივე უფლებებით და აკისრიათ ისეთივე მოვალეობანი, როგორებიც საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 40. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება

საქართველოში უცხოელებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია უცხოელის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

    მუხლი 41. გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება

1. უცხოელებს, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან საქართველოში, აქვთ თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

    მუხლი 42. უცხოელთა დაბეგვრა

საქართველოში მცხოვრები უცხოელები იბეგრებიან ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 43. უცხოელთა პირადი უფლებების გარანტია

საქართველოში უცხოელებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული აქვთ პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა, ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემა, კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

    მუხლი 44. უცხოელთა უფლებების დაცვა

1. უცხოელებს უფლება აქვთ თავიანთი პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს.

2. სამართალწარმოების დროს უცხოელები სარგებლობენ ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც საქართველოს მოქალაქეები.

3. უცხოელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეობაც მას აქვს ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

4. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან უცხოელის დაკავებიდან ან დაპატიმრებიდან არა უგვიანეს 48 საათისა ამის შესახებ შეატყობინონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 45. დამოკიდებულება არჩევნებთან და რეფერენდუმთან

უცხოელები არ მონაწილეობენ არჩევნებში და არ შეიძლება არჩეულ იქნენ თვითმმართველობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმებში.

    მუხლი 46. სამხედრო სამსახურთან დამოკიდებულება

უცხოელი მოქალაქეები ვალდებული არ არიან იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალებში.

    მუხლი 47. მოწვევის უფლება

უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში მოიწვიოს თავისი ოჯახის წევრები და ნათესავები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 48. თავშესაფრის მიცემა

საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში უცხოელებს შეიძლება მიეცეთ თავშესაფარი.

    მუხლი 49.( ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

 

თავი VI. უცხოელთა საქართველოდან გასვლა

    მუხლი 50. საქართველოდან უცხოელთა გასვლის ზოგადი მოთხოვნები

1. საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელები გადიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და საქართველოში ყოფნის ნებართვა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველოს ტერიტორია საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

4. თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს ვიზის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.

5. უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს, დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას.

51. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობა არ აბრკოლებს მასზე საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ვიზის გაცემას. უცხოელზე, რომელიც საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართავს სააგენტოს, საქართველოს ვიზა გაიცემა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში.

6. (ამოღებულია);

7. (ამოღებულია);

8. უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:

ა) თუ მას სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოს ვიზის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად;

1) თუ მას სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოში ქორწინების, განქორწინების ან შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის;

2) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;

ბ) ავადმყოფობის, მშობიარობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნით პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

გ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის, გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;

დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას იგი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:

დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;

დ.ბ) ავადმყოფობა, როდესაც ექიმის დასკვნით ავადმყოფის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ავადმყოფთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

დ.გ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

დ.დ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;

დ.ე) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე შეუფერხებლად გადაადგილება;

ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე;

ვ) თუ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება ემსახურება იმ მიზანს, რომლის განსახორციელებლადაც უცხოელს მიეცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა.

81. თუ უცხოელის მიერ წარდგენილი საბუთებით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები არსებობდა მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, მას ჯარიმა არ დაეკისრება და საქართველოდან გასვლის ვადის დარღვევა ჩაეთვლება საპატიოდ.

82. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდება არა უმეტეს 3 თვით.

83 . საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.

9. გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ იღებს სააგენტო განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3154 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 143

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №619 - სსმ I, №35, 05.12. 2008წ., მუხ.225

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №803 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 264 

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1394 - სსმ I, №21,03.08.2009წ., მუხ. 112

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3359-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4054-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.498

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4944 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

    მუხლი 51. საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმა და გასვლის გადავადება

1. უცხოელს საქართველოდან გასვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება;

ბ) თუ იგი მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან სასჯელისაგან გათავისუფლებამდე;

გ) თუ თავს არიდებს საქართველოს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას – მოვალეობის შესრულებამდე;

დ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დააკავოს უცხოელი და გადასცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3154 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 143

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №619 - სსმ I, №35, 05.12. 2008წ., მუხ.225

 

კარი III. უცხოელთა პასუხისმგებლობა და გაძევება

თავი VII. ზოგადი დებულებები საქართველოდან უცხოელთა გაძევების შესახებ

    მუხლი 52. საქართველოდან უცხოელთა გაძევების სამართლებრივი საფუძველი

საქართველოდან უცხოელთა გაძევების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს კანონი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

 

თავი VIII. საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 53. საქართველოდან გაძევება

1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:

ა) იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში;

ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერად მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება პირზე მისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.

3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოდან შეიძლება გაძევებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ამ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 54. საქართველოდან უცხოელთა გაძევების საკითხის განხილვის დაწყება

1. გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე ამ კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო იმავე მუხლის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად – სასამართლო. საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია დასკვნა საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელსაც საქართველოდან უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოში წარადგენს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. სხვა სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება ჰქონდეს მონაცემები საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის შესახებ, ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებები შემდგომი განხილვისა და რეაგირებისათვის წერილობით წარუდგინოს საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განმხილველ ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილ დასკვნას უნდა ერთვოდეს საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

4. საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა დაიწყოს აგრეთვე საკუთარი ინიციატივით, თუ ცნობილი გახდა საქართველოდან უცხოელის გაძევების ამ კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა და აღნიშნულ კომპეტენტურ ორგანოს აქვს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება

1. კომპეტენტური ორგანო 7 დღის ვადაში განიხილავს დასკვნას უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ და უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ;

ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ.

2. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაძევების გადაწყვეტილებაში მიეთითება უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ვადა.

3. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო უცხოელს, რომელიც გაძევებული უნდა იქნეს საქართველოდან, განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს.

4. თუ უცხოელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, მისი საქართველოდან გაძევება იძულებით უნდა აღსრულდეს.

    უხლი 56. საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

გადაწყვეტილება საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი IX. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება

    მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №803 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 264 

 

    მუხლი 58. ქვეყნები, რომლებშიც შეიძლება გაძევებულ იქნეს უცხოელი, და განსაკუთრებული გარემოებები

1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს:

ა) მისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში;

ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;

გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანახმაა მიიღოს იგი.

2. უცხოელის გაძევება დაუშვებელია იმ სახელმწიფოში, რომელშიც:

ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;

ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისათვის;

გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

3. საქართველოდან არ შეიძლება გაძევებულ იქნეს:

ა) უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;

ბ) უცხოელი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;

გ) უცხოელი, რომელიც არასრულწლოვანია და რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;

დ) საქართველოში მყოფი უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

1 ) უცხოელი, რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირები შეიძლება გაძევებულ იქნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას და საზოგადოებრივ წესრიგს განსაკუთრებული ზიანი ადგება.

5. გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული:

ა) საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობა, საქართველოსთან პირის პირადი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები;

ბ) უცხოელის გაძევების შემთხვევაში მისი ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ პირთათვის სავარაუდოდ დამდგარი შედეგები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3837 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ. 334

    მუხლი 59. გაძევების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

1. გაძევებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა გაიღოს გაძევებას დაქვემდებარებულმა უცხოელმა, მისმა მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

2. ეს ხარჯები ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა გაიღოს საქართველოს სახელმწიფომ, თუ ანაზღაურება შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 60. უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების კონტროლი

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების თაობაზე არა უგვიანეს 3 დღისა უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2. უცხოელთა საქართველოდან გაძევების აღრიცხვასა და გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

     მუხლი 61. საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა

საქართველოდან გაძევებულ უცხოელს 1 წლის განმავლობაში არ მიეცემა საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოსვლის ნებართვა და ბინადრობის ნებართვა. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისათვის დადგენილი განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

 

თავი X. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება

    მუხლი 62. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება

1. ამ კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული წესით შეიძლება დაკავებულ იქნეს იძულებით გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელი.

2. ადმინისტრაციული წესით დაკავებული უცხოელი დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს ადმინისტრაციული დაკავების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების თაობაზე, უცხოელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება შესაბამისად გრძელდება:

ა) უცხოელის პიროვნებისა და ვინაობის, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის ან საქართველოში შემოსვლის ქვეყნის დადგენამდე;

ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების დასრულებამდე.

4. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავების ინიციატორი სახელმწიფო დაწესებულება პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესაძლო გონივრულ ვადაში გამორკვევაზე.

თავი XI. უცხოელთა პასუხისმგებლობა

    მუხლი 63. პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის უცხოელებს დადგენილი წესით ეკისრებათ სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 64. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 65. მოსაკრებელი

1. საქართველოს ვიზების გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3385 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ. 193

საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2319-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.351

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5567 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 66. მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი

საქართველოში ყოფნის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების, შეწყვეტის, გაუქმების, უცხოელთა რეგისტრაციისა და გაძევების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მონაცემების თაობაზე ინფორმაციის ოპერატიული ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი სარგებლობის მიზნით იქმნება მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი.

    მუხლი 67. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993, მუხ. 185);

ბ) „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993, მუხ. 183);

გ) „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.24);

დ) „მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07. 1998, გვ. 26);

ე) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, ივნისი, 1993 წელი, მუხ. 127);

ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 68. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება;

გ) (ამოღებულია);

დ) (ამოღებულია);

ე) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

ვ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცება.

2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოდან უცხოელთა გაძევების აღსრულებისათვის სათანადო საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფის საკითხების გადაწყვეტა;

3. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა:

ა) საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ბ) საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

გ) საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5115 - სსმ I, №27, 17.07. 2007წ., მუხ. 250

    მუხლი 681 . მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის განსაკუთრებული წესი

მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას/მოწმობას (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები) „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, ჩაითვლებიან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებად ამ კანონის IV1  თავით დადგენილი წარმოების ჩატარების გარეშე.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.  

   მუხლი 682. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცება;

დ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების  დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №401 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის  შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულება „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1153 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 69. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის 52 პუნქტი ამოქმედდეს იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ყოველი კონკრეტული ქვეყნის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ქვეყნის მიერ მოწოდებული მუდმივი ბინადრობის მოწმობის ნიმუშის მიღების დადასტურების დღიდან.

 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3148 - სსმ I, №16, 29.05.06.2006წ., მუხ. 114

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2886-სსმI, №21, 22.04.2010წ., მუხ.116

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2535-რს

32. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2045-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1153-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 29. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 28. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5567 - ვებგვერდი, 111228063, 28/12/2011 27. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 26. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5358-IIს - ვებგვერდი, 111208024, 08/12/2011 25. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5302-IIს - ვებგვერდი, 111208014, 08/12/2011 24. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4944-რს - ვებგვერდი, 110706015, 06/07/2011 23. 20/05/2011 - საქართველოს კანონი - 4702-Iს - ვებგვერდი, 110601021, 01/06/2011 22. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4054-რს - სსმ, 76, 29/12/2010 21. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3810 - სსმ, 65, 26/11/2010 20. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 19. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3359 - სსმ, 41, 21/07/2010 18. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2886 - სსმ, 21, 22/04/2010 17. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2319 - სსმ, 46, 22/12/2009 16. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1562 - სსმ, 24, 13/08/2009 15. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1394 - სსმ, 21, 03/08/2009 14. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1090 - სსმ, 7, 06/04/2009 13. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 803 - სსმ, 40, 29/12/2008 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 619 - სსმ, 35, 05/12/2008 11. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5115 - სსმ, 27, 17/07/2007 10. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4411 - სსმ, 8, 23/03/2007 9. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4410 - სსმ, 8, 23/03/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4288 - სსმ, 51, 31/12/2006 7. 08/12/2006 - საქართველოს კანონი - 3878 - სსმ, 48, 22/12/2006 6. 07/12/2006 - საქართველოს კანონი - 3837 - სსმ, 48, 22/12/2006 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3432 - სსმ, 27, 17/07/2006 4. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3385 - სსმ, 24, 29/06/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3154 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3148 - სსმ, 16, 29/05/2006 1. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2791 - სსმ, 9, 31/03/2006