საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025799
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
164
28/01/2020
ვებგვერდი, 12/03/2020
000000000.00.003.025799
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/03/2020 - 18/03/2020)

საქართველოოს მთავრობის

განკარგულება 164  

2020 წლის 28 იანვარი  

ქ. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

 

  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“.

2. დაევალოთ:

ა) შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:

ა.ა) 2020 წლის 1 მარტამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ საკუთარი სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), სათანადო ასიგნებების გამოყოფა.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

31. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, შეასრულოს სამდივნოს ფუნქცია (ინფორმაციის მოგროვება/ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებისათვის წარდგენა).

4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერის­თა­ნავე.

6. განკარგულების მე-4 პუნქტი ოპერატიული რეაგირების გეგმით განსაზ­ღვ­რუ­ლი ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი თითოეული შემსყიდ­ვე­ლი ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შე­სა­ხებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თანხმობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                        გიორგი გახარია

 

დანართი

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა

მუხლი 1. დანიშნულება/ზოგადი ნაწილი

1. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების (შემდგომში − კორონავირუსი) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის (COVID-19) დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებსა და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.

2. გეგმაში აღწერილი ქმედებები შეიძლება, შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად.

3. გეგმა მოიცავს კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების აღმოჩენა, იდენტიფიკაცია, დადასტურება და საფრთხის შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; კორონავირუსის დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაციასა/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

მუხლი 2. მიზანი

1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით.

2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების საქმიანობის წარმართვისათვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.

მუხლი 3. ამოცანები

კორონავირუსის დაავადებაზე ოპერატიული რეაგირებისა და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია:

ა) კორონავირუსის დაავადების შემოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება;

ბ) უცხოეთიდან კორონავირუსის დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთისთვის ან შემცირებისთვის ზომების მიღება;

გ) კორონავირუსის დაავადების ეპიდაფეთქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვისა და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესასრულებლად ძალისხმევის ხელშეწყობა;

დ) ეპიდზედამხედველობისა და კვლევის ფუნქციების გაძლიერება, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის;

ე) კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, ზოგადად, მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე;

ვ) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.

მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები

ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში − ეროვნული ცენტრი) და სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით;

ბ) ექსპერტების ჩართულობით, შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებას;

გ) სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებას; 

დ) სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით (მ. შ. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა), შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნას ჯანმოს რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისათვის;

ზ) შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებელ ევაკუაციას;

თ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების კარანტინს, მათი შემდგომი იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით;

ი) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას;

კ) სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფების უზრუნველყოფას საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით;

ლ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას;

მ) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით;

ნ) იმ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, მძღოლის სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; ტრანზიტულად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი თერმულ სკრინინგზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში არ ექვემდებარება იზოლაციას;

ო) თვითიზოლაციის წესების დაცვის კონტროლის გაძლიერების მიზნით, თვითიზოლაციას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;

ბ) პაციენტების, ასევე იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, მოქალაქეთა ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილებაში დახმარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

გ) საკარანტინო ღონისძიებებს − კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

დ) საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) ესკორტირებას შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე;

ვ) შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით, პირის თვითიზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს:

ა) კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას − შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას;

ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:

ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;

ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;

ბ.გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის;

ბ.დ) საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყანა) ან მოემგზავრებიან ასეთი ქვეყნების გავლით, შემდეგი პირობების მოთხოვნას:

ბ.დ.ა) წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ;

ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) და შესრულდება შემდეგი პირობები:

გ.ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;

გ.ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

გ.გ) განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;

დ) იმპორტიორების ინფორმირებასა და, საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით;

ე) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ხოლო სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას მათ დაფიქსირებასა და:

ე.ა) ადგილზევე პირის დაუყოვნებლივ დროებით იზოლაციას და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე.ბ) თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მის გადაყვანასა და ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ამავე პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ავტობუსების ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში.

) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ შეზღუდვებს:

. ) საჰაერო მიმოსვლის კუთხით:

ვ.ა.ა) აზერბაიჯანიდან და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან – 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;

ვ.ა.ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;

ვ.ა.გ) აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე;

შენიშვნა: ამ პუნქტის „ვ.ა.ა“ და „ვ.ა.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე, შვილი ან მშობელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით;

.) სახმელეთო მიმოსვლის კუთხით:

ვ.ბ.ა) აზერბაიჯანიდან და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან სახმელეთო/საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყნიდან – 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;

ვ.ბ.ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;

ვ.ბ.გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, ან რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი წესების და ნორმების თანახმად და პასუხისმგებელი ორგანოების კონტროლის ქვეშ;

ზ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ა“ და „ვ.ბ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:

ზ.ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;

ზ.ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;

ზ.გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);

ზ.დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;

ზ.ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;

ზ.ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;

ზ.ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;

ზ.თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

შენიშვნა:

1. მესამე ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მომავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ორგანიზებულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შესაბამისი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.

2. „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ფარგლებში ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე, შვილი ან მშობელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით;

თ) ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, დროებითი ღონისძიების სახით, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტი და რეექსპორტი) შეზღუდვას.

5. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების შემოტანის აკრძალვას.

6. ეთხოვოს სსიპ − საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:

ა) კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;

ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო  რეისების დროებითი შეწყვეტა;  ირანის  ისლამურ რესპუბლიკასთან  პირდაპირი საერთაშორისო რეისების  დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან.  შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.

8. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693):

ა) საკუთარი სახსრებით განახორციელოს თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ შესყიდვა, თანმდევი მონტაჟისა და ინტეგრაციის მომსახურებასთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით;

ბ) ამ პუნქტის შესაბამისად შესყიდული თერმოსკანერების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების სკრინინგის განხორციელების მიზნით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ჯამური ღირებულება გადააჭარბებს 75,000 ევროს, დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფის მოთხოვნით.

81. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში), რომელთა მძღოლებიც ექვემდებარებიან პრევენციულ ზომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მფლობელი კომპანიების დაკავშირება ადგილობრივ გადამზიდველ კომპანიებთან, გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მძღოლებიანად) ან მხოლოდ მძღოლების ჩანაცვლების მიზნით;

ბ) ადგილობრივი გადამზიდველი კომპანიებისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის და საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

82. სსიპ  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში  განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო  პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას;

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოაქალაქეებისათვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ;

დ) მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვას.

91. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის 18 მარტიდან M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვისათვის, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

10. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამინისტროსა და ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიების გატარებას.

11. ამ დანართით გათვალისწინებული უწყებები, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

98. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 365 - ვებგვერდი, 01/03/2022 97. 17/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 299 - ვებგვერდი, 17/02/2022 96. 15/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 282 - ვებგვერდი, 16/02/2022 95. 17/01/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 73 - ვებგვერდი, 01/02/2022 94. 27/12/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2371 - ვებგვერდი, 01/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 93. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2087 - ვებგვერდი, 30/11/2021 92. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2086 - ვებგვერდი, 30/11/2021 91. 28/10/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1904 - ვებგვერდი, 28/10/2021 90. 08/10/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1810 - ვებგვერდი, 08/10/2021 89. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1526 - ვებგვერდი, 31/08/2021 88. 20/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1462 - ვებგვერდი, 23/08/2021 87. 11/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1411 - ვებგვერდი, 23/08/2021 86. 29/07/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1291 - ვებგვერდი, 09/08/2021 85. 07/07/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1141 - ვებგვერდი, 07/07/2021 84. 16/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1010 - ვებგვერდი, 17/06/2021 83. 16/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1009 - ვებგვერდი, 17/06/2021 82. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 949 - ვებგვერდი, 10/06/2021 81. 02/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 914 - ვებგვერდი, 02/06/2021 80. 31/05/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 883 - ვებგვერდი, 31/05/2021 79. 21/05/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 822 - ვებგვერდი, 01/06/2021 78. 23/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 625 - ვებგვერდი, 23/04/2021 77. 16/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 607 - ვებგვერდი, 16/04/2021 76. 26/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 469 - ვებგვერდი, 26/03/2021 75. 25/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 453 - ვებგვერდი, 25/03/2021 74. 05/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 303 - ვებგვერდი, 05/03/2021 73. 24/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 261 - ვებგვერდი, 24/02/2021 72. 17/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 232 - ვებგვერდი, 17/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 71. 04/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 160 - ვებგვერდი, 04/02/2021 70. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 139 - ვებგვერდი, 30/01/2021 69. 20/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 53 - ვებგვერდი, 21/01/2021 68. 21/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2541 - ვებგვერდი, 21/12/2020 67. 16/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2460 - ვებგვერდი, 16/12/2020 66. 15/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2457 - ვებგვერდი, 15/12/2020 65. 11/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2449 - ვებგვერდი, 11/12/2020 64. 10/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2383 - ვებგვერდი, 11/12/2020 63. 03/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2361 - ვებგვერდი, 03/12/2020 62. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2346 - ვებგვერდი, 02/12/2020 61. 30/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2339 - ვებგვერდი, 30/11/2020 60. 30/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2338 - ვებგვერდი, 30/11/2020 59. 25/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2313 - ვებგვერდი, 25/11/2020 58. 25/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2312 - ვებგვერდი, 25/11/2020 57. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2311 - ვებგვერდი, 24/11/2020 56. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2305 - ვებგვერდი, 20/11/2020 55. 16/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2272 - ვებგვერდი, 30/11/2020 54. 16/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2268 - ვებგვერდი, 30/11/2020 53. 06/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2217 - ვებგვერდი, 06/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 23/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2068 - ვებგვერდი, 23/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 51. 23/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2066 - ვებგვერდი, 23/10/2020 50. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1940 - ვებგვერდი, 22/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1939 - ვებგვერდი, 22/10/2020 48. 14/09/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1776 - ვებგვერდი, 14/09/2020 47. 14/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1558 - ვებგვერდი, 25/08/2020 46. 12/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1476 - ვებგვერდი, 12/08/2020 45. 05/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1425 - ვებგვერდი, 05/08/2020 44. 05/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1424 - ვებგვერდი, 05/08/2020 43. 03/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1421 - ვებგვერდი, 03/08/2020 42. 22/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1293 - ვებგვერდი, 30/11/2020 41. 17/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1282 - ვებგვერდი, 17/07/2020 40. 15/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1232 - ვებგვერდი, 05/08/2020 39. 09/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1160 - ვებგვერდი, 09/07/2020 38. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1158 - ვებგვერდი, 09/07/2020 37. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1157 - ვებგვერდი, 08/07/2020 36. 26/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1093 - ვებგვერდი, 26/06/2020 35. 08/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 934 - ვებგვერდი, 09/06/2020 34. 01/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 891 - ვებგვერდი, 01/06/2020 33. 22/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 846 - ვებგვერდი, 22/05/2020 32. 11/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 798 - ვებგვერდი, 11/05/2020 31. 05/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 764 - ვებგვერდი, 05/05/2020 30. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 746 - ვებგვერდი, 30/04/2020 29. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 744 - ვებგვერდი, 30/04/2020 28. 28/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 731 - ვებგვერდი, 30/11/2020 27. 24/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 722 - ვებგვერდი, 24/04/2020 26. 17/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 697 - ვებგვერდი, 17/04/2020 25. 16/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 696 - ვებგვერდი, 16/04/2020 24. 16/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 694 - ვებგვერდი, 16/04/2020 23. 13/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 678 - ვებგვერდი, 14/04/2020 22. 10/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 673 - ვებგვერდი, 10/04/2020 21. 10/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 672 - ვებგვერდი, 10/04/2020 20. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 649 - ვებგვერდი, 03/04/2020 19. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 648 - ვებგვერდი, 03/04/2020 18. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 643 - ვებგვერდი, 02/04/2020 17. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 640 - ვებგვერდი, 02/04/2020 16. 01/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 625 - ვებგვერდი, 01/04/2020 15. 31/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 621 - ვებგვერდი, 31/03/2020 14. 28/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 617 - ვებგვერდი, 28/03/2020 13. 20/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 577 - ვებგვერდი, 21/03/2020 12. 20/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 576 - ვებგვერდი, 21/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 18/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 555 - ვებგვერდი, 18/03/2020 10. 18/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 554 - ვებგვერდი, 18/03/2020 9. 17/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 546 - ვებგვერდი, 17/03/2020 8. 16/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 540 - ვებგვერდი, 17/03/2020 7. 13/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 538 - ვებგვერდი, 16/03/2020 6. 12/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 514 - ვებგვერდი, 12/03/2020 5. 09/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 493 - ვებგვერდი, 12/03/2020 4. 09/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 492 - ვებგვერდი, 12/03/2020 3. 02/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 435 - ვებგვერდი, 12/03/2020 2. 26/02/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 377 - ვებგვერდი, 12/03/2020 1. 19/02/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 278 - ვებგვერდი, 12/03/2020