დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ქონების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3512 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 09/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.01.004.174 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (01/07/2011 - 11/10/2011)
საქართველოს კანონი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
დ) „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ე) „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა, სახელმწიფო ტყის ფონდზე, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა, ამ კანონის 291 მუხლისა და 36-ე მუხლის 11 პუნქტისა;
ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე;
თ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა – სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა – სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;
ვ) მართვის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების (შემდგომში – წილები და აქციები) მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის;
ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;
თ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიციირების გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ლ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;
მ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები;
ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;
პ) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს ამ პირთა კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრებისა და კომლის წევრად ყოფნის ფაქტს;
ჟ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წლის 25 იანვრისათვის არ ყოფილა იჯარით გაცემული;
რ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოქმედებს საიჯარო ხელშეკრულება;
ს) დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზება – ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების სასყიდლიანი პრივატიზება მათზე არსებული ტყეებით ან მათ გარეშე;
ტ) (ამოღებულია);
უ) უძრავი ნივთი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყე, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია;
უ1) უძრავი ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა - ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
უ2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის (მეფრინველეობის, მეთევზეობის) პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით ან/და შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე;
ფ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – სახელმწიფო ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
ქ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას;
ღ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, სახელმწიფო ქონების დასახელება, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია;
ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში;
შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან და საპრივატიზებო პირობად განსაზღვრის შემთხვევაში მესამე პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის გადასახდელი თანხისაგან.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმIII,№66,03.12.2010წ.,მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 3. სახელმწიფო ქონების შემძენი
1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების/რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – უსასყიდლოდ.
3. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ სპეციალური გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს სამინისტრო.
4. (ამოღებულია).
5. სამინისტრო, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 31 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება.
3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 თვის ვადაში.
4. მყიდველი ვალდებულია დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და ამავე ვადაში წარუდგინოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
6. საინვესტიციო პირობების არსებობისას სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება
1. პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება:
ა) წიაღი;
ბ) წყლის რესურსები;
გ) ტერიტორიული წყლები;
დ) კონტინენტური შელფი;
ე) სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა;
ვ) საჰაერო სივრცე;
ზ) სახელმწიფო ნაკრძალი;
თ) ეროვნული პარკი;
ი) ბუნების ძეგლი;
კ) აღკვეთილი;
კ1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები;
ლ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ - კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა - ნაგებობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც აღნიშნული ობიექტები განთავსებულია შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;
მ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;
ნ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;
ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის კინო -, ფოტო - და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი;
პ) საქართველოს სამინისტროების (უწყებების) და სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების განსაკუთრებული მნიშვნელობის არქივები და ფონდები;
ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები და ფონდები;
რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ - მუზეუმები;
ს) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები;
უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია;
ფ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას);
ქ) საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებები;
ღ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ - დასაფრენი ზოლები;
ყ) სიხშირეთა სპექტრი;
შ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე;
ჩ) სახელმწიფო პანთეონები;
ც) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისათვის გადაცემული ქონება;
ძ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ძ.ა) საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა - ნაგებობებზე;
ძ.ბ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ძ.გ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა);
ძ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო - რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა;
ძ.ე) დაცული ტერიტორიების მიწა, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ძ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები;
ძ.ზ) საქართველოს მდინარეების – ენგურის, რიონის, ყვირილის, მტკვრის, ხრამის, თერგის, ქსნის, არაგვის, სუფსის, ბახვისწყლის, ხობის (ხობისწყლის), ტეხურის, ცხენისწყლის, ძირულის, ნენსკრის, კინტრიშის, ჯეჯორის, ხანისწყლის, გუბაზეულის, ფარავნის, სტორის, ნაკრის, ხელედულის, ჯონოულის, საკაურის, ჩაქვისწყლის, წაბლარასწყლის, სამყურისწყლის, მაგანის, პირიქითის ალაზნის, ავანისხევის, დუმალის, ჩელთის, ჩვეშურის (ჩაშურის), დურუჯის, ჩხოროწყუს, ივრის, ლებარდეს, წაჩხურის, ბჟოლისხევის, ჭანისწყლის, მერისის (აკავრეთის), შავი წყლის, ურაველის, ხუმფრერის, ყვირილისწყლის, ჯუთისწყლის (ჯუთის), სნოსწყლის, ხდის (ხდისწყლის), ამალის, ჩხერის, ქესიის, მნაისისწყლის, ჭოროხის და აჭარის - წყლის – მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობა და რომელთა X და Y კოორდინატები დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“–„ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც სამინისტროს წარდგინებით სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“ და „ძ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოზე ან თვითმმართველ ერთეულზე.
5. (ამოღებულია).
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4519-ვებგვერდი,15.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4957 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
მუხლი 5. ინფორმაცია აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და რეალიზაციის შესახებ
1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
2. დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების პრივატიზებისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.
3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს სამინისტრო.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები
1. სამინისტრო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.
2. სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.
5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობა
1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზანია, საკუთრების/ სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/ სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა/ არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი განკარგვა საჯარო აუქციონის ფორმით. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გადახდის ხარვეზის შევსებისათვის დამატებით დაწესებულ 10 - დღიან ვადაშიც სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური და არ წარადგინა მისი სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარჯ ვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
41 . ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებით დაწესებული ვადის ათვლა დაიწყება გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.
42 . გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებად ჩაითვლება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე მისი გამოქვეყნება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/ და პირობები.
61 . აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
7. თუ სახელმწიფო ორგანომ/ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ სახელმწიფო ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/ და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%- მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
9. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის III თავზე.
11. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V თავზე. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ ბეს წარმოდგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება
მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, სამინისტროსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
თავი II. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
ბ.გ) იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანო ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანო ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო.
6. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.
7. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მიეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.
8. მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, სამინისტროს და მესამე პირს.
2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების შემთხვევაში ისინი მიმართავენ სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს სამინისტრო ან საკითხის ინიციატორი.
4. როდესაც პრივატიზების ინიციირებისათვის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე მესამე პირს სურთ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ისინი ვალდებული არიან:
ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის (არანაკლებ 3-ჰექტარიან) ნაკვეთებად. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლებია;
ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე;
გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინონ განცხადება აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საფასურს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.
2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე.
21 . სამინისტრო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:
ა) არსებობს ინვესტიციის განხორციელების პირობათა სიმრავლე;
ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.
5. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.
6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.
7. სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემოთავაზებული ღირებულების 10%-ის ოდენობით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 10%-ს. საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ ამ პუნქტში აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/დეპოზიტზე განთავსებული თანხა გამოყენებულ იქნება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.
9. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.
10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
11. სახელმწიფო ქონების ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ უძრავი ქონების მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის საფუძველზე:
ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცხადდება ეკლესიის საკუთრებად;
ბ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთრებაში მიიღოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.
4. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის პრივატიზება. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შედგება რამდენიმე, ერთმანეთისაგან სივრცობრივად/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთისაგან, მოიჯარეს უფლება აქვს, გამოისყიდოს სასურველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ნაწილის პრივატიზების შემთხვევაში დარჩენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) საიჯარო ხელშეკრულება უქმდება და იგი (ისინი) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
5. თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მაშინ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ამავე კანონით დადგენილი წესით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო.
7. სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანო ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენთან დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საფასურს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურად.
2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
თავი III. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზება
მუხლი 14. პრივატიზებას დაქვემდებარებული ტყეები
ამ კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები.
1. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზება ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით. თუ საჯარო აუქციონით არ გამოვლინდა გამარჯვებული, საჯარო აუქციონი ხელმეორედ ტარდება. პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის შესაბამისად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს მოქალაქეთა (პირთა) ჯგუფს.
3. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობაა:
ა) ტყის მიწის ნაკვეთის დანიშნულებით გამოყენება;
ბ) ტყის მიწის ნაკვეთში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ერთეული ნიმუშების დაცვა;
გ) სხვა პირთა მიერ ტყის მიწის ნაკვეთში არსებული ტყის ნობათით (კენკროვან და სხვა მცენარეთა ნაყოფი), არამერქნული რესურსითა და საერთო წყალთსარგებლობის ობიექტებით (მდინარე, ხევი, ნაკადული, რუ და სხვა) სარგებლობის, ასევე ნადირობის არშეზღუდვა.
4. შემძენის მიერ ტყის მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება ენიჭება ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის შესაბამისად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისას სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია:
ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;
ბ) საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურება.
დ) (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საფასურია 200 ლარი.
2. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებიდან შემოსული თანხები ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
თავი IV. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა;
გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.
4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. სამინისტროს უფლება აქვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განახორციელოს შესაბამის მოიჯარეზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების საფასური შეადგენს მისი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ფასის ხუთმაგ ოდენობას. ქონების ყოველწლიურ საბაზრო საიჯარო ფასს ადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.
2. შეძენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.
3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის ან სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან/და დასრულებისათვის, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მყიდველის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილზე უფრო დიდი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.
6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენ-ლობითი ორგანო – საკრებულო.
7 . საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება განსაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის № 968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის განსხვავებული წესი ან/და ნორმატიული ფასის დამდგენი სხვა ორგანო .
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4965 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
მუხლი 20. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები
1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე , ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.
4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ მყიდველებზე, რომლებსაც ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პრივატიზების გზით უნდა გადაეცეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 22. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას ახორციელებენ სამინისტროს სახელით.
თავი V. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება
მუხლი 24. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციას, განაწილებასა და განადგურებას.
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სააგენტოს მართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის II–IV თავებით.
სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია ან/და მისი განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა.
მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის (მათ შორის, ინტერნეტაუქციონის) ფორმით;
ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:
ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;
ბ.ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;
დ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილება;
ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება;
ვ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა.
2. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების თაობაზე.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4060-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.454
მუხლი 27. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკების ან სავაჭრო ობიექტების საშუალებით ან მესამე პირის მეშვეობით რეალიზაცია შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე.
3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საგადასახადო სანქციის აღსრულებისთანავე.
4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება შეიძლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გადაეცეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.
5. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, განადგურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
6. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მესამე პირის მეშვეობით რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმIII,№66,03.12.2010წ.,მუხ.414
მუხლი 28. გასაჩივრების წესი და ვადები
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება პირს წარმოეშობა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან განხორციელებული ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებიდან და ძალაშია 1 წლის განმავლობაში.
თავი VI. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კ ონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებ-ში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მას გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4391-ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 30. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.
4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასური, აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს კანონ მდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სამინისტროს მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
თავი VII. სახელმწიფო ქონებით სარგებლობა
მუხლი 32. ობიექტები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ თავით დადგენილი წესები
ამ თავით დადგენილი წესები არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო საბინაო ფონდზე (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან/და გადასული უმკვიდრო საცხოვრებელი სახლებისა და ბინებისა);
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებზე;
გ) ამ კანონის II თავით გათვალისწინებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, პრივატიზებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისისა.
მუხლი 33. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
1. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.
2. სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.
4. აკრძალულია სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. სახელმწიფო ორგანოს მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება მის საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამინისტროს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს სხვა სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მის ბალანსზე ირიცხება.
3. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა), აგრეთვე გადაცემის სხვა პირობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში).
5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება სამინისტროს და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც უძრავი ქონება სარგებლობაში გადაიცა.
6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.
7. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.
8. ამ მუხლის პირველი–მე-6 პუნქტების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
9. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
10. ამ მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის გადაცემულ სახელმწიფო ქონებას, ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ბალანსზე აჰყავს აღნიშნული ქონება.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი , რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო.
11 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო სამინისტროს თანხმობით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.
12 . სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
2. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
3. სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4391-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება არ გაიცემა სარგებლობის უფლებით, გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სარგებლობაში შეიძლება გაიცეს მხოლოდ ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 38. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
3. სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო ქონების სარგებლობ აში გადაცემის საფასური ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
თავი VIII. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
მუხლი 39. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.
2. სამინისტრო სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
მუხლი 40. წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო
წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილია სამინისტრო.
მუხლი 41. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები
1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია:
ა) წილებისა და აქციების პრივატიზება;
ბ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა.
2. წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
მუხლი 42. წილებისა და აქციების აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით პრივატიზება
1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.
2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 43. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა
1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.
2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებები, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს (შემდგომში – საწარმოთა მართვის სააგენტო), რომლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
21 . საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) შეტანის შესახებ.
3. საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს განსაზღვრავს და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) შეტანის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. წილებისა და აქციების პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. პრივატიზებისას განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების ინიციირებას.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
თავი IX. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა) „დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულება;
ბ) ტყის მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა;
გ) მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესი;
დ) სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები.
11. 2011 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები.
2. სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა და ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების იდენტიფიკაცია, შესაბამისი ნახაზების მომზადება და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დადგენილების პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
31. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის დადგენა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
5. 2011 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა განახორციელოს განთავსებისათვის გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4957 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
1. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცებამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
2. (ამოღებულია).
3. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისათვის პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა.
5. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი.
6. 2010 წლის 1 დეკემბრამდე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
მუხლი 471 . თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ნივთის მონათხოვრის საკუთრებაში გადაცემა
1. სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2009 წლის 3 ნოემბრამდე გაფორმებული თხოვების ხელშეკრულებებ ის საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულ მოძრავ ნივთებზე მონათხოვრეები ს მიერ საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2011 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართავენ სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღსა და მუსიკალურ საკრავებზე.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 472 . უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების შეწყვეტა და ქონების სარგებლობაში გადაცემა
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
1. 2009 წლის 19 ნოემბრამდე სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები გათავისუფლდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე სამინისტროსთვის ინფორმაციის პერიოდულად წარდგენის, გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების დაფარვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2010 წლის 1 ივნისამდე დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან.
2. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს უფლება აქვთ, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის შესახებ მიმართონ სამინისტროს არა უგვიანეს 2010 წლის 1 სექტემბრისა. სამინისტრო უფლებამოსილია, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება სარგებლობის უფლებით სახელმწიფო ქონების გადაცემისას გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ.
იმ სახელმწიფო ქონების მყიდველების მიმართ, რომლებმაც არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივლისისა მიმართეს სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის შესახებ, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ან პრივატიზების ადრე არსებული ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობებისა) შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ. თუ საკითხი შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლას/გადახედვას, სამინისტრო იხილავს სახელმწიფო ქონების მყიდველის განცხადებას და შესაბამისი წინადადებით (სამართლებრივი აქტის პროექტი) საკითხს უგზავნის საქართველოს მთავრობას, რომელიც უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლის/გადახედვის შესახებ. სახელმწიფო ქონების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლის/გადახედვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 50. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №42, 29.07.2005, მუხ. 303);
ბ) საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15);
გ) საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 392);
დ) საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 19.11.2009, მუხ. 245).
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3512–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმIII,№66,03.12.2010წ.,მუხ.414
2. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
3. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4060-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.454
4. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4391-ვებგვერდი,17.03.2011წ.
5. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4519-ვებგვერდი,15.04.2011წ.
6. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4957 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
7. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4965 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
8. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები