უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • Word
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 16/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080.090.020.05.001.001.308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2391
06/06/2003
სსმ, 17, 16/06/2003
080.090.020.05.001.001.308
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2006 - 10/11/2006)

საქართველოს კანონი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

 

��� მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

2. ეს კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უკანონო შემოსავალი � პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;

ბ) ქონება � საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია � უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

დ) მონიტორინგი � ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;

ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა � ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით;

ვ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები � ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;

ზ) საზედამხედველო ორგანო � ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას უწევს მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობას;

თ) საეჭვო გარიგება � გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა და ა.შ.), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ი) ოფშორული ზონა � ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ან/და სადაც მოთხოვნები გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაციის მიმართ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;

კ) არარეზიდენტი პირი � პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ლ) პირის იდენტიფიკაცია � ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;

მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური � ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი � ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;

ო) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი � �არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები

მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან:

ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები;

ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები;

გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები;

დ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები;

ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები;

ვ) საბაჟო ორგანოები;

ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები;

თ) ნოტარიუსები;

ი) საფოსტო ორგანიზაციები.

��� მუხლი 4. საზედამხედველო ორგანოები

საზედამხედველო ორგანოები არიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი � კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის;

ბ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია � საბროკერო კომპანიებისათვის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის;

გ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური � სადაზღვევო კომპანიებისათვის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო � ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის და გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო � ნოტარიუსებისათვის;

ვ) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო � საფოსტო ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 5. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

���� ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);

ბ) გარიგება საეჭვოა ამ კანონის მე-2 მუხლის �თ� ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში და თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს შემდეგ გარიგებას (ოპერაციას):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით, აგრეთვე ერთი ნომინალის ბანკნოტის სხვა ნომინალის ბანკნოტზე გადაცვლა;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით;

გ) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ან ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა �ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და შემდგომ გადარიცხვა;

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე;

კ) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

ლ) გრანტის ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა.

3. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით.

6. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება მას გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული ყველა პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია.

2. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან მოახდინონ აგრეთვე საბანკო ანგარიშის გამხსნელი ყველა პირის, მის გახსნაზე ან განკარგვაზე უფლებამოსილი ყველა წარმომადგენლისა და იმ მესამე პირის იდენტიფიკაცია, რომლის სახელზედაც იხსნება ანგარიში.

21. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს არა აქვს უფლება, გაუწიოს მომსახურება კლიენტს ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ კანონის, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოსა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან საბანკო ოპერაციები, რომლებიც არ ითვალისწინებს პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნას, მათ შორის, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, აწარმოონ მხოლოდ ამ პირის იდენტიფიკაციის შემდეგ. ასეთი ოპერაციები შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ექვემდებარება მონიტორინგს ამ კანონის მიზნიდან გამომდინარე.

4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ამ კანონის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):

ა) გარიგების სახე, ფორმა, საგანი, საფუძვლები და მიზანი;

ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები);

დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;

ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას.

5. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ დადგინდეს სულ ცოტა: ფიზიკური პირის შემთხვევაში � მისი სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში � აგრეთვე მისი მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი), ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში � მისი სახელწოდება, საქმიანობის საგანი, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

6. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში � პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში � აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში � სასამართლოს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს) დადგენილება (სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტი) მისი რეგისტრაციის შესახებ ან/და ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.

7. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) � გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ.

3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით.

4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 8. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით განახორციელონ შიდა კონტროლი.

2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ შიდა ინსტრუქციები (შიდა კონტროლის წესები) და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი შესრულების მიზნით. აღნიშნული ინსტრუქციებით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) შიგნით კლიენტებისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნის წესები და პროცედურები ამ კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენასა და ინფორმაციის გადაგზავნაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მიუთითოს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.

4. ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია:

ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით;

ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.

6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის პროცესში ჩართული თანამშრომლების პერიოდული სწავლება.

7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და საფოსტო ორგანიზაციებისათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით

1. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ სახეზეა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს წერილობითი ცნობა ამ კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგება საეჭვოა, ცნობაში აგრეთვე უნდა მიეთითოს მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ასევე უნდა ეცნობოს ყველა ის ფაქტი (გარემოება), რომელიც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის აზრით, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წერილობითი ცნობის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგებაზე ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება გაგზავნილი უნდა იქნეს გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან ანდა გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, იგი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება მის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

3. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს აგრეთვე ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა (ხელმოწერილი ეგზემპლარი) შეინახოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

4. თუ ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება ობიექტური მიზეზებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით), მაგრამ ასეთი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს არ მიეწოდება ცნობა (ანგარიშგების ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმები), მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური იქმნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ამ კანონის, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონისა და �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მათ ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;

ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის;

გ) მიიღოს (გამოსცეს) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის, პირის იდენტიფიკაციის წესისა და პირობების შესახებ;

დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;

ე) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს.

ვ) მიმართოს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს).

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია:

ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება;

ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას.

6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება).

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, წარმომადგენლობასთან, ანგარიშვალდებულებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 2006 წლის 30 ივნის ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 27 , 1 7 .0 7 .200 6 წ., მუხ. 222

��� მუხლი 11. საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

1. საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგების შესახებ, მათ შორის, მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით.

2. საზედამხედველო ორგანოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით და დაეხმარონ სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. თუ საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გადაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან რომ დარღვეული იყო ამ კანონის, შესაბამისი ნორმატიული აქტების ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს დააკისროს შესაბამისი სანქცია.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებსა და საზედამხედველო ორგანოებს არა აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირებს ან სხვა პირებს, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს, მათი ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო და სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 13. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიაზე.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები), რომლებითაც მოწესრიგდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. აღნიშნული ხელშეკრულებები (შეთანხმებები) უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მის გამოყენებას მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნით.

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის თხოვნებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და უპასუხებს მათ ანალოგიურ თხოვნებს.

4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მას იყენებენ მხოლოდ გაგზავნილ თხოვნაში მითითებული მიზნებისათვის.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 14. მატერიალური ზიანის ანაზღაურება

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და საზედამხედველო და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი � შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო � დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 30 ივნის ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 27 , 1 7 .0 7 .200 6 წ., მუხ. 222

��� მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანებულება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

3. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაასრულოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების გატარება.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება.

5. საზედამხედველო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).

6. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადაში:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მიღებული ინფორმაციის კეთილსინდისიერი გამოყენება და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება;

ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატაროს ანგარიშსწორების უნაღდო ფორმების გამოყენებისა და გავრცელების გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებები და წარმოადგინოს საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც შეიზღუდება დამნაშავე პირების მიერ კომერციული ბანკების კონტროლი.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა მე-10 და მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-10 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2391-IIს

შეტანილი ცვლილებები:

����� 1. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I,� №7, 16.03.2004 წ., მუხ.36

����� 2. საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3422 - სსმ I,� №27, 17.07.2006 წ., მუხ.222

 

 

36. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5226-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3821-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 34. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3603-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 33. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1909-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 32. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 449-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 31. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5389-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 30. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4453-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 29. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4200-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 28. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4066-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 27. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3961-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 26. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3901-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 25. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3376-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 24. 24/12/2014 - საქართველოს კანონი - 2965-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 23. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2940-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 22. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2464-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 21. 27/11/2013 - საქართველოს კანონი - 1638-Iს - ვებგვერდი, 10/12/2013 20. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1275-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 357-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 18. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6548-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 17. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 16. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6322-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5580 - ვებგვერდი, 111228076, 28/12/2011 14. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5353-IIს - ვებგვერდი, 111208019, 08/12/2011 13. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5010-რს - ვებგვერდი, 110715012, 15/07/2011 12. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 11. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 10. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2829 - სსმ, 19, 13/04/2010 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1681 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 483 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5952 - სსმ, 8, 28/03/2008 6. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5200 - სსმ, 28, 18/07/2007 5. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5163 - სსმ, 27, 17/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4518 - სსმ, 9, 31/03/2007 3. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3644 - სსმ, 44, 27/11/2006 2. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3422 - სსმ, 27, 17/07/2006 1. 25/02/2004 - საქართველოს კანონი - 3422 - სსმ, 7, 16/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას