უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • Word
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 16/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080.090.020.05.001.001.308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2391
06/06/2003
სსმ, 17, 16/06/2003
080.090.020.05.001.001.308
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/07/2007 - 19/03/2008)

საქართველოს კანონი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

 

��� მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

2. ეს კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უკანონო შემოსავალი � პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;

ბ) ქონება � საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია � უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

დ) მონიტორინგი � ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;

ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა � საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

ვ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები � ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;

ზ) ზედამხედველობა � ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა;

თ) საეჭვო გარიგება � გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;

ი) (ამოღებულია);

კ) არარეზიდენტი პირი � პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ლ) პირის იდენტიფიკაცია � პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური � ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი � ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;

ო) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი � �არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი.

პ) საეჭვო ზონა � ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;

ჟ) ფინანსური ინსტიტუტები � �კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტები;

რ) ბენეფიციარი � �კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი;

ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი � საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;

ტ) მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) � საერთაშორისო ბანკთაშორისი ქსელი (სისტემა), რომელიც ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 200 7 წლის 2 7 მარტ ის კანონი № 4518 - სსმ I,� № 9 , 31 .0 3 .200 7 წ., მუხ. 83

საქართველოს 2007 წლის 29 ივნის ის კანონი № 5163 - სსმ I,� № 27 , 1 7 .0 7 .200 7 წ., მუხ. 269

საქართველოს 2007 წლის 4 ივლის ის კანონი № 5200 - სსმ I,� № 28 , 1 8 .0 7 .200 7 წ., მუხ. 287

��� მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები

მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან:

ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები;

ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები;

გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები;

დ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები;

ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები;

ვ) საბაჟო ორგანოები;

ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები;

თ) ნოტარიუსები;

ი) საფოსტო ორგანიზაციები.

��� მუხლი 4. ზედამხედველობა

1. საზედამხედველო ორგანოები არიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი � კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო � ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის და გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო � ნოტარიუსებისათვის;

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო � საფოსტო ორგანიზაციებისათვის.

2. საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების საქმიანობის უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 200 7 წლის 2 7 მარტ ის კანონი № 4518 - სსმ I,� № 9 , 31 .0 3 .200 7 წ., მუხ. 83

საქართველოს 2007 წლის 29 ივნის ის კანონი № 5163 - სსმ I,� № 27 , 1 7 .0 7 .200 7 წ., მუხ. 269

���� მუხლი 5. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (გარდა კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების საშუალებით შესრულებული გარიგებებისა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის �თ� ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით;

გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა �ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა);

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

კ) გრანტის ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა;

ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია).

21. საბროკერო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება;

ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

22. სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა;

გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი;

ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

3. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, 21, 22 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგებების გარდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განსაზღვრულ შემთხვევებში, მის მიერ დადგენილი წესით.

6. საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. თუ ვერ ხერხდება მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უარს ეუბნება მას გარიგების შესრულებაზე (კლიენტის მომსახურებაზე). მონიტორინგის განმახორციელებელი პირი გარიგების შესრულებას აჩერებს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, და დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშგების შესაბამის ფორმას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები იმაში დასარწმუნებლად, რომ ყურადღებას აქცევენ ყველა გარიგებას (ოპერაციას) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 200 7 წლის 2 7 მარტ ის კანონი № 4518 - სსმ I,� № 9 , 31 .0 3 .200 7 წ., მუხ. 83

��� მუხლი 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან:

ა) განახორციელონ კანონით განსაზღვრული ოპერაციების მონიტორინგი;

ბ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესებით;

გ) უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის (დოკუმენტების) დადგენილი ვადითა და განსაზღვრული წესებით აღრიცხვა/შენახვა.

2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს, ხოლო მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) ქსელის (სისტემის) ან სხვა მსგავსი ქსელის (სისტემის) გამოყენებით შესრულებული გარიგების (ოპერაციის) შემთხვევაში � 1 500 ლარს.

3. საბროკერო კომპანიის მიერ თავისი კლიენტისათვის კომერციული ბანკის მეშვეობით შესრულებული გარიგების შემთხვევაში იდენტიფიკაციის განხორციელება ევალება საბროკერო კომპანიას (აღნიშნულ შემთხვევაში კომერციულ ბანკს საბროკერო კომპანიის კლიენტის იდენტიფიკაცია არ მოეთხოვება).

4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან აღრიცხონ/შეინახონ ამ კანონის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება:

ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს;

ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობასა და ვალუტას, რომელშიც უნდა შესრულდეს გარიგება;

გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს);

დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;

ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.

5. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მოახდინონ გარიგებაში (ოპერაციაში) მონაწილე პირის იდენტიფიკაცია და შეამოწმონ მისი ვინაობა სანდო, დამოუკიდებელი წყაროს დოკუმენტაციით.

6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები.

7. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა ნებისმიერი სახის ანგარიშის გასახსნელად უნდა მოითხოვონ სახელმწიფოს მიერ გამოცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში � სახელმწიფოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.

8. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით.

9. მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს ანგარიშის გახსნისას უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენა.

10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ანგარიშის გამხსნელი ან/და ანგარიშის მფლობელი პირის იდენტიფიკაციისას ან/და შემოწმებისას შეიძლება დაეყრდნონ მესამე პირს/შუამავალს, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, მათ ანგარიშის მფლობელის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 200 7 წლის 2 7 მარტ ის კანონი № 4518 - სსმ I,� № 9 , 31 .0 3 .200 7 წ., მუხ. 83

��� მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) � გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ.

3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით.

4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 8. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით განახორციელონ შიდა კონტროლი.

2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ შიდა ინსტრუქციები (შიდა კონტროლის წესები) და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი შესრულების მიზნით. აღნიშნული ინსტრუქციებით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) შიგნით კლიენტებისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნის წესები და პროცედურები ამ კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენასა და ინფორმაციის გადაგზავნაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მიუთითოს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.

4. ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია:

ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით;

ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.

6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის პროცესში ჩართული თანამშრომლების პერიოდული სწავლება.

7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების, ნოტარიუსებისა და საფოსტო ორგანიზაციებისათვის ამ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით

1. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება, იგი ვალდებულია ამის შესახებ ცნობა (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება უნდა გაიგზავნოს გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან ან/და გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ზღვარს � არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გაუჩნდება ვარაუდი, რომ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, იგი ვალდებულია ინფორმაციის მიღების დღესვე გაუგზავნოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგება მის ხელთ არსებულ ყველა სათანადო მასალასთან და დოკუმენტთან ერთად.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული) არანაკლებ 5 წლის ვადით.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს არ მიეწოდება ცნობა (ანგარიშგების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა), მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 200 7 წლის 2 7 მარტ ის კანონი № 4518 - სსმ I,� № 9 , 31 .0 3 .200 7 წ., მუხ. 83

��� მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური იქმნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ამ კანონის, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონისა და �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მათ ხელთ არსებული დოკუმენტები (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალური, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;

ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის;

გ) მიიღოს (გამოსცეს) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის, პირის იდენტიფიკაციის წესისა და პირობების შესახებ;

დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;

ე) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

ვ) მიმართოს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს).

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია:

ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება;

ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) და თავის ხელთ არსებული სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას.

6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, დაავალოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს რაიმე ინფორმაციის მოძიება (მოპოვება).

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, წარმომადგენლობასთან, ანგარიშვალდებულებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

საქართველოს 2006 წლის 30 ივნის ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 27 , 1 7 .0 7 .200 6 წ., მუხ. 222

საქართველოს 2006 წლის 1 0 ნოემბრ ის კანონი № 3644 - სსმ I,� № 44 , 27 . 11 .200 6 წ., მუხ. 292

��� მუხლი 11. საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

1. საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგების შესახებ, მათ შორის, მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით.

2. საზედამხედველო ორგანოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით და დაეხმარონ სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. თუ საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გადაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან რომ დარღვეული იყო ამ კანონის, შესაბამისი ნორმატიული აქტების ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს დააკისროს შესაბამისი სანქცია.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებსა და საზედამხედველო ორგანოებს არა აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირებს ან სხვა პირებს, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს, მათი ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო და სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 13. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიაზე.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები), რომლებითაც მოწესრიგდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. აღნიშნული ხელშეკრულებები (შეთანხმებები) უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მის გამოყენებას მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნით.

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის თხოვნებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და უპასუხებს მათ ანალოგიურ თხოვნებს.

4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მას იყენებენ მხოლოდ გაგზავნილ თხოვნაში მითითებული მიზნებისათვის.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 14. მატერიალური ზიანის ანაზღაურება

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და საზედამხედველო და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი � შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო � დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისათვის გადაცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 30 ივნის ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 27 , 1 7 .0 7 .200 6 წ., მუხ. 222

��� მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანებულება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

3. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაასრულოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების გატარება.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება.

5. საზედამხედველო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).

6. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადაში:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მიღებული ინფორმაციის კეთილსინდისიერი გამოყენება და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება;

ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატაროს ანგარიშსწორების უნაღდო ფორმების გამოყენებისა და გავრცელების გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებები და წარმოადგინოს საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც შეიზღუდება დამნაშავე პირების მიერ კომერციული ბანკების კონტროლი.

საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 3422 - სსმ I,� № 7 , 1 6 .0 3 .200 4 წ., მუხ.36

��� მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა მე-10 და მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-10 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2391-IIს

შეტანილი ცვლილებები:

����� 1. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I,� №7, 16.03.2004 წ., მუხ.36

����� 2. საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3422 - სსმ I,� №27, 17.07.2006 წ., მუხ.222

����� 3. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3644 - სსმ I,� №44, 27.11.2006 წ., მუხ.292

����� 4. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4518 - სსმ I,� №9, 31.03.2007 წ., მუხ.83

����� 5. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5163 - სსმ I,� №27, 17.07.2007 წ., მუხ.269

����� 6. საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5200 - სსმ I,� №28, 18.07.2007 წ., მუხ.287

 

 

36. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5226-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3821-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 34. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3603-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 33. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1909-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 32. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 449-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 31. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5389-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 30. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4453-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 29. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4200-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 28. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4066-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 27. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3961-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 26. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3901-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 25. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3376-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 24. 24/12/2014 - საქართველოს კანონი - 2965-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 23. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2940-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 22. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2464-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 21. 27/11/2013 - საქართველოს კანონი - 1638-Iს - ვებგვერდი, 10/12/2013 20. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1275-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 357-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 18. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6548-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 17. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 16. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6322-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5580 - ვებგვერდი, 111228076, 28/12/2011 14. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5353-IIს - ვებგვერდი, 111208019, 08/12/2011 13. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5010-რს - ვებგვერდი, 110715012, 15/07/2011 12. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 11. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 10. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2829 - სსმ, 19, 13/04/2010 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1681 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 483 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5952 - სსმ, 8, 28/03/2008 6. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5200 - სსმ, 28, 18/07/2007 5. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5163 - სსმ, 27, 17/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4518 - სსმ, 9, 31/03/2007 3. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3644 - სსმ, 44, 27/11/2006 2. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3422 - სსმ, 27, 17/07/2006 1. 25/02/2004 - საქართველოს კანონი - 3422 - სსმ, 7, 16/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას