სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ

  • Word
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.000.435
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1644
15/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
040.200.010.05.001.000.435
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2006 - 21/03/2008)

 

საქართველოს კანონი

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესს;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების, აგრეთვე სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის წესს;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემასა და სამართლებრივ სტატუსს.

    მუხლი 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობა შედგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. (ამოღებულია).

    საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამოქალაქო აქტები _ მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს;

ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია _ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ქონებრივი, აგრეთვე პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით იურიდიული ფაქტების დაფიქსირება და აღრიცხვა;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოე­ბი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართვე­ლო­ბის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემ­დგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახური, აგრეთვე საქართველოს საკონსულო დაწესებულება, რო­მელ­თაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

დ) ლეგალიზაცია _ სათანადო უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურის მიერ საბუთის ხელმოწერის ნამდვილობისა და საბუთის ხელმოწერის მომენტისათვის ამ საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი თანამდებობის კანონიერად დაკავების ნამდვილობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.

ე) აპოსტილით დამოწმება – „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.

  საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

  საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3135-სსმI,  №19, 01.06.2006წ., მუხ162

    მუხლი 4. სამოქალაქო აქტების ნამდვილობა

1. საქართველოში ნამდვილად ჩაითვლება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები.

2. ნამდვილ სამოქალაქო აქტებთან გათანაბრებულია შესაბამისი რელიგიური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც ჩატარებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი აღსრულების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

1. საქართველოში გამოსაგზავნად უცხო სახელმწიფოში გაცემული ან უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთები საქართველოში ნამდვილად იქნება ცნობილი საკონსულო ლეგალიზაციის არსებობისას ან დადგენილი წესით აპოსტილით დამოწმებისას. ლეგალიზაციისას აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

3. საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას, საჭიროებს ლეგალიზაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

4. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები ამ კანონით გათვალისწინებულ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოებში რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

  საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3135-სსმI,  №19, 01.06.2006წ., მუხ162

    მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟი და საკონსულო მოსაკრებელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის გადაიხდება შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი ან საკონსულო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კანონით.

                                                  თავი II

 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

    მუხლი 7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემა

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები არიან:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახური;

ბ).საქართველოს საკონსულო დაწესებულება; 

საქართველოს 2004  წლის24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.92       საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სააგენტოს უფლებამოსილებანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედვე­ლობას ახორციელებს სააგენტო.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსი­ლებებს განეკუთვნება:

ა) სააგენტოს მეთოდური ხელმძღვანელობა და მის მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულება;

ბ) ზედამხედველობა სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გაფორმება (ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება);

დ) ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით გათვა­ლის­წინე­ბუ­ლი სხვა საკითხები.

21 . სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქა­ლაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე მოწმობებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებით, აგრეთ­ვე საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული სხვა ბლანკებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საერთო სტატისტიკის წარმოება;

დ) ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით გათვა­ლის­­წინებული სხვა საკითხები.

3. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები და დებულებები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხების თაობაზე შესასრულებლად სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებისათვის, აგრეთვე შესაბამისი იურიდიული პირებისა და მოქალაქეებისათვის.

4.(ამოღებულია).

  საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

  საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3135-სსმI,  №19, 01.06.2006წ., მუხ162

მუხლი  9. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლება-მოვალეობებია:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;    

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) შესაბამისი ბლანკების შენახვა და გამოყენების კონტროლი;

ვ) გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის საქართვე-ლოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენა;

ზ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, კოდით და თავისი სრული სახელწოდებით.

  საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

   საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 10. . სააგენტოს მოსამსახურეები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვა­ნელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოსამ­სახურეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფ­ლების წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 11. საქართველოს საკონსულო დაწესებულება, როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო

1. უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას აწარმოებს საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულება.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სააგენტოსათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და საბუთების წარდგენა;

ე) შესაბამისი ბლანკების შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

ვ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 13. საჯარო მოსამსახურეთა უფლება_ მოვალეობანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს ან რეგისტრაციაზე უფლებამოსილ სხვა საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოქალაქეების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების ან ცვლილების შეტანისათვის. აღნიშნული ცნობები და საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება დადგენილ ვადაში.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განუმარტოს მოქალაქეებს მათი უფლება-მოვალეობანი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეამოწმოს წარმოდგენილი ცნობები და საბუთები, თუ მათი ნამდვილობა საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 14. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული ცნობების გახმაურების აკრძალვა

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული ცნობები კონფიდენციალურია და მათი გახმაურება აკრძალულია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

თავი III

 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ძირითადი პირობები

    მუხლი 16. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესასრულებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს საბუთები, რომლებიც სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველია, აგრეთვე განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ორ ცალად. ჩანაწერის ორივე ცალს ერთი და იგივე რიგითი ნომერი აქვს. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ცალი ერთდროულად ივსება. ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი ინახება რეგისტრაციის შემსრულებელ ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის რესპუბლიკურ არქივს.

3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ტექსტში შემოკლებისა და გადახაზვის გარეშე. შესრულებულ ჩანაწერში ხელმოწერამდე შემჩნეული შეცდომები შესწორდება ხელმოწერის წინ, მათი აღნიშვნის გზით.

4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ცალი წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ.

5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრა­ციის ორგანოს უფლებამოსილი პირი.

6. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სისწორესა და ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმომწერ საჯარო მოსამსახურეს.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 17. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დასადასტურებლად გაიცემა შესაბამისი მოწმობა.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას ხელს აწერს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი. მოწმობას დაესმება ბეჭედი.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 18. საქმისწარმოების ენა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში საქმისწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში_ აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

    მუხლი 19. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკები

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრა­ციის მოწმობების ბლანკების დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები აღნიშნული ბლანკებით მარაგდებიან მოთხოვნის შესაბა­მისად.

2. ბლანკს აქვს სერია და ნომერი, ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის საბუთს.

3. ბლანკების ნიმუშებს ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 20. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს;

ბ) არ არის წარმოდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული საბუთები, რომლებიც რეგისტრაციის საფუძველია.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განმცხადებლის თხოვნით გადასცეს მას წერილობით ჩამოყალიბებული უარის მიზეზები.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი საჯარო მოსამსახურის უარი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე, რეგისტრაციის ჩანაწერის შესწორებაზე, შეცვლაზე ან შევსებაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 21. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის გასაჩივრება

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.

თავი IV

 დაბადების რეგისტრაცია

    მუხლი 22.დაბადების რეგისტრაციის საფუძველი

დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ჯანმრთე­ლობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე და შესაბამისი წერილობითი განცხადება.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციის ადგილი

1. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის მიხედვით, ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ბავშვის დაბადების ადგილად მიიჩნევა ის ადმინისტრაციული ტერიტორია, სადაც დაიბადა ბავშვი.

3. თუ ბავშვი მგზავრობისას დაიბადა, მისი დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. დაბადების აქტის ჩანაწერში და დაბადების მოწმობაში მიეთითება ბავშვის დაბადების ადგილი. მშობლების სურვილისამებრ დაბადების ადგილად შეიძლება მითითებულ იქნეს დაბადების რეგისტრაციის ადგილი.

    მუხლი 24. დაბადების განცხადების ვალდებულება

1. ბავშვის დაბადების განცხადების ვალდებულება ეკისრებათ:

ა) მშობელს (მშობლებს);

ბ) პირს, რომლისთვისაც მშობლებს წერილობით მინდობილი აქვთ ბავშვის დაბადების განცხადება;

გ) სახელმწიფო ან კერძო სამშობიაროს, სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს _ თუ ბავშვი ამ სამედიცინო დაწესებულებაში დაიბადა ან იმყოფება;

დ) მშობიარობის დამსწრე პირს _ თუ ბავშვი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაიბადა და მშობლებს არ შეუძლიათ ბავშვის დაბადების განცხადება;

ე) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს _ თუ ბავშვი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაიბადა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს _ თუ ამ პუნქტის "ა", "ბ", "გ", "დ" და "ე" ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს დაბადების თაობაზე და ეს ცნობილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსათვის.

2. ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთები.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 25. დაბადების აქტის ჩაწერის ფორმა

1. დაბადების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, ცოცხლად შობილია თუ მკვდრად შობილი, რიგით მერამდენე ეყოლა დედას;

ბ) ბავშვის პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

დ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, განათლება, მოქალაქეობა _ „საქართველოს მოქალაქეობის შესახე“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველი;

ვ) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, მის მიერ განცხადების მიზეზი;

ზ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

2. დაბადების აქტის ჩანაწერში დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთის ადგილას ბავშვის დაბადების ან მისი მშობლების ყოფნის მითითება.

    მუხლი 26. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელისა და გვარის ჩაწერა

1. ბავშვის სახელი ჩაიწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით.

2. ბავშვის გვარი ჩაიწერება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, ბავშვის გვარი ჩაიწერება მამის ან დედის გვარის მიხედვით, ან მიეთითება შეერთებული გვარი მშობლების ურთიერთშეთანხმებით.

3. მშობლებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის სახელი და გვარი (მშობლების განსხვავებული გვარებისას) ჩაიწერება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 27. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მშობლების ჩაწერა

1. დაქორწინებული მამა და დედა მათი ერთობლივი წე­რი­ლობითი განცხადებით ჩაიწერებიან ბავშვის მშობ­ლებად.

2. ბავშვის დედის შესახებ ჩანაწერი სრულდება დაბადების თაობაზე ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე. ბავშვის მამის შესახებ ჩანაწერი სრულდება ქორწინების მოწმობის საფუძველზე.

3. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა.

4. ბავშვის წარმოშობა დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.

5. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით, ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

6. თუ ბავშვის მშობლები დაქორწინებულნი არ არიან ერთმანეთთან, დედის შესახებ ჩანაწერი სრულდება დედის განცხადებით, ხოლო მამის შესახებ ჩანაწერი _ მშობლების ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ დედა გარდაიცვალა, ცნობილია ქმედუუნაროდ, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ბავშვის მამის ჩაწერა ხდება მამის განცხადებით.

7. როცა ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ხოლო ბავშვის მამის სახელი ჩაიწერება დედის მითითებით.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 28. ბავშვის პირადი ნომერი

1. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვს პირად ნომერს ანიჭებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო.

2. პირადი ნომერი შედგება 11-ნიშნა რიცხვისაგან, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილის (ადმინისტრაციული ერთეულის) კოდს, მომდევნო სამი ციფრი აღნიშნავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოს კოდს, რომელმაც ბავშვის დაბადების აქტი რეგისტრაციაში გაატარა, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი წარმოადგენს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერის რიგით ნომერს 000001-დან 999999-მდე.

3. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ამ კანონის შესაბამისად მინიჭებულ პირად ნომრებთან გათანაბრებულია "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეებისათვის მინიჭებული პირადი ნომრები.

    მუხლი 29. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ამ დაწესებულების მიერ გაცემული ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

    მუხლი 30. ტყუპების და რამდენიმე ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ტყუპების ან რამდენიმე ბავშვის დაბადების შემთხვევაში ყოველი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ცალ-ცალკე ხდება. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული უნდა იქნეს ბავშვების დაბადების თანამიმდევრობა.

    მუხლი 31. ნაპოვნი ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

1. ახალშობილი ბავშვის მპოვნელი პირი ვალდებულია ამის შესახებ არა უგვიანეს შემდეგი დღისა განაცხადოს პოლიციის ტერიტორიულ ორგანოში. პოლიცია ჩაატარებს აუცილებელ მოკვლევას და მისი შედეგების შესახებ განუცხადებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის შესაბამისი ორგანო სამედიცინო დაწესებულებისა და პოლიციის მიერ წარმოდგენილი ცნობების მიხედვით ადგენს ბავშვის დაბადების სავარაუდო დროსა და ადგილს, აძლევს მას სახელსა და გვარს და ამის თაობაზე განაცხადებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული უნდა იქნეს "ბავშვი ნაპოვნია, მშობლები უცნობია".

    მუხლი 32. მკვდრადშობილი და სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვების დაბადების რეგისტრაცია

1. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მკვდრადშობილი ან სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვის შესახებ 3 დღის ვადაში განაცხადოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

2. მკვდრადშობილი ბავშვის რეგისტრაცია ხდება დაბადების აქტის ჩანაწერში მისთვის მხოლოდ პირადი ნომრის მინიჭებით, შესაბამისად აღნიშვნით "ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა" ან "ბავშვი გარდაიცვალა მშობიარობის დროს". გარდაცვალების რეგისტრაცია ასეთ შემთხვევაში არ ხდება.

3. თუ ბავშვმა დაბადების შემდეგ არანაკლებ 3 წუ­თისა იცოცხლა, ხდება მისი როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების რეგისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 33. დაბადების რეგისტრაცია ბავშვის მიერ ერთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ

1. დაბადების შესახებ სამედიცინო საბუთის არსებობისას ბავშვის მიერ ერთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დაბადების რეგისტრაციას ასრულებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო დაბადების შესახებ აღდგენილი ჩანაწერების წიგნში, მშობლების, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

2. რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ცნობა იმ პირის დაკვირვების ადგილის მიხედვით, რომლის დაბადებაც არ იყო რეგისტრირებული.

3. დაბადების შესახებ სამედიცინო საბუთის არარსებობისას დაბადების რეგისტრაცია სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანაწერების აღდგენის წესით.

    მუხლი 34. ემბრიონის იმპლანტაციის შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ემბრიონის იმპლანტაციის შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) ემბრიონის იმპლანტაციის ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთი, რომელიც გაცემულია ემბრიონის ჩასახვისთანავე;

ბ) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის დადებული ხელშეკრულების დედანი, დამოწმებული სანოტარო წესით.

    მუხლი 35. დაბადების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

დაბადების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების შემთხვევაში:

ა. ა) ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა;

ა. ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ა. გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სასამართლო გადაწყვეტილება;

ა. დ) მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში:

ბ. ა) მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ბ. ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სასამართლო გადაწყვეტილება;

ბ. გ) მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მამის განცხადება და სასამართლო გადაწყვეტილება მამობის დადგენის თაობაზე;

გ) დაუქორწინებელი დედის შემთხვევაში:

გ. ა) დედის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

გ. ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე;

გ. გ) დედის წერილობითი განცხადება.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 36. დაბადების მოწმობის ფორმა

დაბადების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი;

გ) დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი V

ქორწინების რეგისტრაცია

    მუხლი 37. ქორწინების რეგისტრაციის საფუძველი

ქორწინების რეგისტრაციის საფუძველია დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.

    მუხლი 38. ქორწინების რეგისტრაციის ადგილი

ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

    მუხლი 39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება ქორწინების რეგისტრაციისას

1. ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე და 1108-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

2. დაუშვებელია ქორწინების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლით დადგენილი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას.

    მუხლი 40. განცხადება ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე

1. დაქორწინების მსურველი პირები პირადად წარმოადგენენ განცხადებას. თუ განცხადების წარმოდგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის გამოცხადება შეუძლებელია, მისი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. სამხედრო მოსამსახურეთა ხელმოწერა განცხადებაზე შეიძლება დამოწმებული იქნეს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ.

3. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმდება ამ დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ.

4. სახელმწიფო ან კერძო თავშესაფარში მყოფ სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეთა ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმდება ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ.

5. იმ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან ან სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, დამოწმდება თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი დაწესებულების უფროსის მიერ.

6. განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს თავისი ოჯახური მდგომარეობა.

    მუხლი 41. ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დასაქორწინებელ პირთა პირადობის ან მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ბ) წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე დაქორწინებული პირისათვის);

გ) (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 42. განმარტებანი დაქორწინების მსურველთათვის

ქორწინების თაობაზე განმცხადებლები ვალდებულნი არიან გაეცნონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საჯარო მოსამსახურის მიერ მიცემულ დოკუმენტს, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები და მათი უგულებელყოფის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული პირები ხელმოწერით ადასტურებენ ასეთი გარემოებების არარსებობას და პირად პასუხისმგებლობას კისრულობენ კანონის წინაშე.

    მუხლი 43. დაქორწინების გაფორმება

1. დაქორწინება ფორმდება სააგენტოს ტერიტო­რიული სამსახურის მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე.

2. დაქორწინების მსურველი პირების განცხადებას ძალა აქვს შეტანიდან 2 თვის განმავლობაში. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებელთა მიერ მითითებულ დროს. განმცხადებლებს უფლება აქვთ შეცვალონ განცხადებაში მითითებული დაქორწინების დრო.

3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.

4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 44. ქორწინების რეგისტრაციის წესი და პირობები

1. ქორწინების რეგისტრაცია ხდება დასაქორწინებელ პირთა თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს 2 ან მეტი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია მინდობილობით ან წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.

2. დასაქორწინებელ პირთა მოთხოვნით დასაშვებია, ქორწინების რეგისტრაცია ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.

3. თუ დაქორწინების მსურველი ერთ-ერთი ან ორივე პირი რაიმე საგულისხმო მიზეზის გამო ვერ ცხადდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, შესაძლებელია ქორწინების რეგისტრაცია სახლში, სამედიცინო ან სხვა მსგავს დაწესებულებაში.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილ შენობაში.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კანონით განსაზღვრული დაქორწინების პირობების დაცვით და სააგენტოს თანხმობით.

6. ქორწინების რეგისტრაციისას უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარადგენს დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია იმ ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ან საკონსულოს მიერ, რომლის მოქალაქედაც ის ითვლება (ითვლებოდა). აღნიშნული დოკუმენტები საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

  საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3135-სსმI,  №19, 01.06.2006წ., მუხ162

    მუხლი 45. ქორწინების აქტის ჩაწერის ფორმა

ქორწინების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინებული არ ყოფილა, ქვრივია, განქორწინებულია);

ბ) საერთო შვილების სახელი, დაბადების წელი;

გ) დაქორწინების თარიღი და ადგილი;

დ) დასაქორწინებელ პირთა ქორწინების რაოდენობა _ თუ ადრე იყვნენ დაქორწინებულნი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 46. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარის ჩაწერა

1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს ჩაეწერებათ მათ მიერ საერთო გვარად შერჩეული ერთ-ერთი მათგანის გვარი ან ყოველ მათგანს ჩაეწერება თავისი ქორწინებამდელი გვარი.

2. ერთ-ერთი მეუღლის სურვილისამებრ შესაძლებელია საკუთარი გვარისა და მეორე მეუღლის გვარის შეერთებით გვარის შექმნა.

3. გვარების შეერთება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდელი გვარი ორმაგია.

    მუხლი 47. ქორწინების მოწმობის ფორმა

ქორწინების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) ქორწინების თარიღი;

გ) ქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) ქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი VI

 განქორწინების რეგისტრაცია

    მუხლი 48. განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი

განქორწინების რეგისტრაციის საფუძველია:

ა) იმ მეუღლეთა ერთობლივი განცხადება განქორწინების თაობაზე, რომელთაც არა ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები;

ბ) ერთ-ერთი მეუღლის განცხადება განქორწინების თაობაზე;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

    მუხლი 49. განქორწინების რეგისტრაციის ადგილი

განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 50. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთაც არა ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები

1. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორ­წი­ნე­ბის რეგისტრაცია, რომელთაც არ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, წარმოებს მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარ­დგე­ნის დღიდან ერთი თვის შემდეგ. განცხადება ძალაშია ერთთვიანი ვადის გასვლიდან ორი თვის განმავლობაში.

2. თუ ერთ-ერთ ან ორივე მეუღლეს არ შეუძლია განქორწინების თაობაზე განცხადების წარსადგენად ან განქორწინების სარეგისტრაციოდ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში გამოცხადება, იგი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს განცხადებაში. მისი ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 51. განქორწინების რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით

1. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს, თუ მეორე მეუღლე:

ა) დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ბ) დადგენილი წესით ცნობილია ქმედუუნაროდ;

გ) დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

2. განქორწინების თაობაზე განცხადების წარმდგენმა მეუღლემ განცხადებას უნდა დაურთოს მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი (ამონაწერი) ან მეორე მეუღლისათვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ასლი (ამონაწერი).

3. განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს მეუღლის მიერ განქორწინების თაობაზე განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.

4. განცხადების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მსჯავრდადებულ მეუღლესთან განქორწინებას ახდენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1139-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 52. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენისთანავე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო ბაჟის შესახე“.

    მუხლი 53. განქორწინების აქტის ჩაწერის ფორმა

განქორწინების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, რიგით მერამდენე ქორწინებაა, საერთო არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა;

ბ) ქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

გ) განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი;

დ) განქორწინების რეგისტრაციის თარიღი და ადგილი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 54. განქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა მიერ გვარის შენარჩუნება ან შეცვლა

მეუღლეს, რომელმაც ქორწინებისას შეიცვალა თავისი გვარი, უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი ან, მისი მოთხოვნით, განქორწინების რეგისტრაციისას დაუბრუნდება ქორწინებამდელი გვარი.

    მუხლი 55. ქორწინების შეწყვეტის დრო

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მოშლილი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

2. სასამართლოში მოშლილი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 56. განქორწინების მოწმობის ფორმა

განქორწინების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

ბ) განქორწინების თარიღი;

გ) განქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) განქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

ე) იმ პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელზედაც გაიცემა მოწმობა;

ვ) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი VII

შვილად აყვანის რეგისტრაცია

    მუხლი 57. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი

შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

    მუხლი 58. . შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი

შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს მშვილებ­ლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამარ­თლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 59. შვილად აყვანის აქტის ჩაწერის ფორმა

შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) შვილად აყვანილის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

დ) მშვილებლების სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ეწერებიან თუ არა მშვილებლები ბავშვის მშობლებად, მოქალაქეობა;

ე) შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი;

ვ) შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი და ადგილი;

ზ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 591. შვილად აყვანის რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

შვილად აყვანის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი საბუთების საფუძველზე:

ა) შვილად აყვანილის დაბადების მოწმობა;

ბ) მშვილებლის (განმცხადებლის) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;

დ) მშვილებლის წერილობითი განცხადება.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 60. დაბადების აქტის ჩანაწერის შეცვლა შვილად აყვანასთან დაკავშირებით

1. შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში.

2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების ადგილის შეცვლის შემთხვევაში ან მშვილებლების სურვილისამებრ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ბავშვის დაბადების აქტის პირველად ჩანაწერში. დაბადების ახალი ადგილის მიხედვით აღდგენილი ჩანაწერების წიგნში შედგება რეგისტრაციის ჩანაწერი დაბადების თაობაზე, რაზედაც ბავშვის დაბადების აქტის პირველად ჩანაწერში შესრულდება აღნიშვნა.

3. შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილად აყვანილის დაბადების თარიღის შეცვლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისად იცვლება დაბადების რეგისტრაციის თარიღიც.

4. შვილად აყვანასთან დაკავშირებით დაბადების აქტის შეცვლილი ან ახალშედგენილი ჩანაწერის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების აქტის ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით გასცემს დაბადების ახალ მოწმობას.

    მუხლი 61. შვილად აყვანილის დაბადების აქტის ჩანაწერში ორივე ან ერთ-ერთი მშობლის შესახებ მონაცემების შენარჩუნება

თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია მშობლებთან (მშობელთან) შვილად აყვანილის სამართლებრივი ურთიერთობების შენარჩუნებაზე, მაშინ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლების (მშობლის) შესახებ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება.

    მუხლი 62. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შეცვლა შვილად აყვანის გაუქმებასთან დაკავშირებით

შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შეასრულებს სათანადო აღნიშვნას შვილად აყვანის აქტის ჩანაწერში. შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეიტანება ცვლილებები ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში.

    მუხლი 63. შვილად აყვანის მოწმობის ფორმა

შვილად აყვანის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) შვილად აყვანილის სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

ბ) მშვილებლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

    მუხლი 64. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა

შვილად აყვანის საიდუმლოება დაცულია კანონით.

თავი VIII

 მამობის დადგენის რეგისტრაცია

    მუხლი 65. მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველი

თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის მშობლები დაუქორწინებელნი არიან, მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველია:

ა) ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადება;

ბ) ბავშვის მამის განცხადება _ დედის გარდაცვალების, ქმედუუნაროდ ცნობის, ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობის, აგრეთვე დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება.

    მუხლი 66. მამობის დადგენის რეგისტრაციის ადგილი

მამობის დადგენის რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ან მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 67. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადებით

1. მამობის დადგენის თაობაზე ერთობლივ განცხადებას მშობლები პირადად წარადგენენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში. ერთ-ერთი მშობლის მიერ განცხადების პირადად წარდგენისა და მამობის დადგენის რეგისტრაციისას გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. მამობის დადგენის თაობაზე მშობლების ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით შესაძლებელია წარდგენილი იქნეს დედის ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაცია არ საჭიროებს მშობლების მიერ ახალი განცხადების წარდგენას, თუ ადრე წარდგენილი განცხადება უკან არ გამოითხოვა ორივე ან ერთ-ერთმა მშობელმა.

    მუხლი 68. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მამის განცხადებით

ბავშვის მამის განცხადებით მამობის დადგენის რეგისტრაციისას განცხადებას შესაბამისად დაერთვება ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის ქმედუუნაროდ ცნობის, დედისათვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი ან დედის ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 69. მამობის დადგენის რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციისას ბავშვის მამის შესახებ მონაცემები აღინიშნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად.

    მუხლი 70. მამობის დადგენის აქტის ჩაწერის ფორმა

მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი მამობის დადგენამდე, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

გ) ბავშვის სახელი, გვარი მამობის დადგენის შემდეგ;

დ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი;

ე) მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველი;

ვ) მამობის დადგენის რეგისტრაციის თარიღი და გვარის შეცვლის მიზეზი ;

ზ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 71. მამობის დადგენის რეგისტრაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში

1. დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის შესახებ მონაცემების არსებობისას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მამის შესახებ ჩანაწერი შესრულებულია ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით) მამობის დადგენის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას.

2. მამობის დადგენის თაობაზე განცხადებები არ მიიღება ქმედუუნაროდ ცნობილი პირებისაგან, აგრეთვე მათი მეურვეებისაგან.

3. იმ პირისადმი, რომელმაც განცხადების წარდგენის დღისათვის მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი ცნობილია ქმედუუნაროდ _ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 72. მამობის დადგენის მოწმობის ფორმა

მამობის დადგენის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) იმ პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელმაც აღიარა მამობა;

ბ) ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

გ) ბავშვის დედის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

დ) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

ე) მამობის დადგენის რეგისტრაციის ადგილი;

ვ) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი IX

 სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია

    მუხლი 73. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის უფლება

1. დასაშვებია საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა.

2. არასრულწლოვან მოქალაქეთა გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მიერ  გვარის შეცვლა დასაშვებია მშობლის (მშობლების) თანხმობით, აგრეთვე მშობლების მონაცვლე პირთა თანხმობით.

  საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

   საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 74. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობისას:

ა) სახელი, მამის სახელი, გვარი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია;

ბ) განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი _ თუ ეს არ განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციისას;

გ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

დ) განმცხადებელს სურს დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი _ თუ ეს არ განხორციელდა განქორწინების რეგისტრაციისას;

ე) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი.

    მუხლი 75. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე.

    მუხლი 76. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე

1. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზი.

2. ქმედუუნარო მოქალაქეთა ნაცვლად მათი სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას წარადგენს შესაბამისი მეურვე.

    მუხლი 77. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას თან ერთვის:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);

გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) _ თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;

დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) _ თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;

ე) მშობლის (მშობლების), მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახე­ლის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე – თუ გან­მცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს ნებართვა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე;

ზ) 74-ე მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი  78.სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა

განცხადებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეც­ვლის თაობაზე ამოწმებს და 1 თვის ვადაში დასკვნას ად­გენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იგი დას­კვნას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ხელ­მძღვა­ნელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 79. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ადგილის მიხედვით.

    მუხლი 80. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩაწერის ფორმა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი;

ბ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლის შემდეგ, მოქალაქეობა;

გ) განმცხადებლის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი;

დ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 81. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა

1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელის, მამის სახელის, გვარის შემცვლელის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა;

ბ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) მოწმობის გაცემის თარიღი.

2. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა ადასტურებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმცხადებლისადმი კუთვნილებას.

3. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისას უნდა გაიცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობა.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 82. შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემების შეცვლა

1. მშობლების სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში, მათი სურვილის შესაბამისად, მათი არასრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მონაცემები მათ შესახებ შეიცვლება.

2. სრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემები შეიცვლება სრულწლოვანი შვილების სურვილის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებისა და შეცვლისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 83. შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა მშობლების მიერ მამის სახელისა და გვარის შეცვლისას

1. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების მამის სახელი და გვარი შეიცვლება მათი დაბადების აქტების ჩანაწერებში. პირადობის დამადასტურებელი საბუთის მისაღებად დადგენილ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი თანხმობით.

2. ერთ-ერთი მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების გვარის შეცვლის საკითხი წყდება მშობლების შეთანხმებით, ხოლო მათი შეუთანხმებლობისას _ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში სრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 84. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) მესამე პირთა ინტერესების შელახვის რეალური საფრთხე;

ბ) განმცხადებლის სურვილი, აირჩიოს გვარად ფსევდონიმი ან შექმნას ახალი გვარი;

გ) განმცხადებლის ეჭვმიტანილობა დანაშაულის ჩადენაში;

დ) განმცხადებლის ნასამართლობა დანაშაულის ჩადენისათვის _ თუ ნასამართლობა მოხსნილი არ არის.

    მუხლი 85. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელმაც სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას მოქალაქის სამხედრო აღრიც­ხვის ადგილის მიხედვით.

   საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

თავი X

გარდაცვალების რეგისტრაცია

    მუხლი 86. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი

გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველია:

ა) გარდაცვალების შესახებ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი;

ბ) გარდაცვალების ფაქტის დადგენის, მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;

გ) სასჯელის მომხდელი პირის გარდაცვალების შესახებ სასჯელის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის უწყება;

დ) არასასამართლო (შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები) და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებით რეპრესირებულ პირთა გარდაცვალების შესახებ ცნობა;

ე) (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 87. გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი

1. გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ანდა სიკვდილის დადგომის ან გარდაცვალების რეგისტრაციისთვის საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. თუ პირი მგზავრობისას გარდაიცვალა, გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 88. გარდაცვალების განცხადების ვალდებულება

პირის გარდაცვალების განცხადების ვალდებულება ეკისრებათ:

ა) გარდაცვლილის მეუღლეს;

ბ) გარდაცვლილის ოჯახის სხვა წევრებს;

გ) გარდაცვლილის ბინის ან სახლის მესაკუთრეს;

დ) გარდაცვალების დამსწრე პირს, გარდაცვლილის ოჯახის ახლო ნათესავს ან სხვა დაინტერესებულ პირს;

ე) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს _ თუ პირი სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პანსიონატში, თავშესაფარში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გარდაიცვალა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს _ თუ ამ მუხლში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს გარდაცვალების თაობაზე და ეს ცნობილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსათვის.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 881. გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის გარდაცვალების მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

გ) გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი (სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა);

დ) წერილობითი განცხადება.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 89. გარდაცვალების რეგისტრაცია

1. გარდაცვალების შესახებ განცხადებული უნდა იქნეს გარდაცვალების ან გარდაცვლილის აღმოჩენის მომენტიდან ერთი წლის ვადაში.

2. სასამართლო წესით გარდაცვლილად ცნობილი, არასასამართლო (შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები) და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებით რეპრესირებულ პირთა, აგრეთვე არანაკლებ ერთი წლის წინ გარდაცვლილ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია შესრულდება გარდაცვალების რეგისტრაციის ცალკე წიგნში.

3. სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისას მისი გარდაცვალების თარიღად ჩაითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, თუ გადაწყვეტილებაში სხვა რამ არ არის მითითებული.

    4. (ამოღებულია).

  საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 90. გარდაცვალების აქტის ჩაწერის ფორმა

გარდაცვალების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, სქესი, გარდაცვალების თარიღი და ადგილი;

ბ) გარდაცვალების მიზეზი;

გ) გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, აგრეთვე კავშირი გარდაცვლილთან;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი.

2. გარდაცვალების მოწმობა უნდა გაიცეს გარდაცვალების რეგისტრაციისთვის ამ კანონის 881 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 91. გარდაცვალების მოწმობის ფორმა

გარდაცვალების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, გარდაცვალების თარიღი და ადგილი, გარდაცვლილის ასაკი;

ბ) გარდაცვალების მიზეზი;

გ) გარდაცვალების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

    მუხლი 92. გარდაცვალების რეგისტრაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში

1. სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება შესრულდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურეთა გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება იმ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებების მიხედვით, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, იმ სამხედრო ნაწილების სარდლობის უწყებების მიხედვით, სადაც სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

თავი XI

 მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია

    მუხლი 93. განცხადება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მოქალაქეობის შეცვლის თაობაზე

მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. განცხადება ამის შესახებ უნდა გააკეთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა.

    მუხლი 94. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი

მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

    მუხლი 95. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) იმ ქვეყნის დასახელება, რომლის მოქალაქეც იყო;

დ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძველი;

ვ) მონაცემები მეუღლის, შვილებისა და მშობლების შესახებ;

ზ) საცხოვრებელი ადგილი საქართველოში.

    მუხლი 96. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვამდე;

გ) პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ;

დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საფუძველი;

ვ) მონაცემები მეუღლის, შვილებისა და მშობლების შესახებ;

ზ) საცხოვრებელი ადგილი საქართველოში;

თ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი და ადგილი.

    მუხლი 97. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

დ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველი;

ე) მონაცემები მეუღლის, შვილებისა და მშობლების შესახებ;

ვ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი და ადგილი.

    მუხლი 98. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი და ადგილი.

    მუხლი 99. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი

1. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას ახორციელებს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილის მომსახურე საგენტოს ტერიტორიული სამსახური.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 100. სახელმწიფო ბაჟი მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციისათვის

მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“.

    მუხლი 101. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ამ პირთა მიმართ შესრულებულ ყველა სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა „გასულია საქართველოს მოქალაქეობიდან“ ან „დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა“, მიეთითება საფუძველი და თარიღი.

    მუხლი 102. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელმაც მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდე­ბუ­ლია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ სა­ქარ­­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგი­ლობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას მოქალაქის სამხედრო აღრიცხვის ადგი­ლის მიხედვით.

საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

თავი XII

 სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა

    მუხლი 103. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებასა და შეცვლას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგის­ტრაციის შესაბამისი ორგანო საკმარისი საფუძვლების არსებობისას და დაინტერესებულ პირთა შორის დავის არარსებობის შემთხვევაში.

2. დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებისა და შეცვლის საკითხი წყდება სასამართლო წესით.

   საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 104. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საფუძველი

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საფუძველია:

ა) შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი;

ბ) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი;

გ) დედის განცხადება და ქორწინების აქტის ჩანაწერი _ შვილად აყვანისას და მამობის დადგენისას ბავშვის გვარის შეცვლის შემთხვევაში;

დ) დედის განცხადება და განქორწინების აქტის ჩანაწერი _ შვილად აყვანისას ბავშვის გვარის შეცვლის შემთხვევაში;

ე) ბავშვის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;

ვ) დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის, მათი შეცვლის ან ამოღების თაობაზე ბავშვის მამასთან დაუქორწინებელი დედის, აგრეთვე სრულწლოვანი ბავშვის განცხადება;

ზ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი _ არასრულწლოვანი შვილების დაბადების შესახებ ჩანაწერების შეცვლის შემთხვევაში;

თ) სასამართლოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

თ.ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში უსწორობის დადგენის შესახებ;

თ.ბ) დაბადების აქტის ჩანაწერიდან ბავშვის მამის ან დედის თაობაზე მონაცემების ამოღების შესახებ;

თ.გ) მამობის დადგენის თაობაზე სასამართლოს ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;

თ.დ) შვილად აყვანის გაუქმების შესახებ;

თ.ე) ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ;

თ.ვ) სასამართლოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება;

ი) წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოების მიერ გაცემული ამოცნობის ოქმი _ იმ გარდაცვლილის პიროვნების დადგენისას, რომლის როგორც უცნობის გარდაცვალებაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში;

კ) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ლ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორე­ბებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ სააგენტოს მიერ დადასტურებული (გაცემული) დასკვნა.

საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

     მუხლი 105. არასრულწლოვნის სახელისა და გვარის შესწორება

მშობელთა განცხადებას დაბადების აქტის ჩანაწერში 7 წლამდე ბავშვის სახელის ან გვარის შესწორების შესახებ სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების რეგისტრაციის დროს ბავშვის სახელი ან გვარი ჩაწერილია მშობლების (მშობლის) სურვილის გაუთვალისწინებლად, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 106. დასკვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნას ადგენს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულია არასწორი ან არასრული მონაცემები;

ბ) თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებული იქნა შეცდომები;

გ) თუ დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია ბავშვის არასრული სახელი;

დ) თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით აუცილებელია სახელის, მამის სახელის, გვარის შესწორება;

ე) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით;

თ) სხვა შემთხვევებში.

2. (ამოღებულია).

    საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 107. განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ამ კანონის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის ან შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით წარედგინება იმ პირის სურვილის შესაბამისად, რომლის მიმართაც შესრულებული იყო ეს ჩანაწერი. სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სახელის, მამის სახელის, გვარის შესწორების შემთხვევაში განცხადება აგრეთვე შეიძლება წარდგენილ იქნეს სქესის შეცვლის თაობაზე დასკვნის გამცემი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები არასრულწლოვან ბავშვთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი მშობლების, მშვილებლების, მეურვეებისა და მზრუნველების განცხადებების შესაბამისად.

3. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები კანონით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილ პირთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი მეურვეების განცხადებების შესაბამისად.

4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები გარდაცვლილთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი ნათესავებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა განცხადებების შესაბამისად.

    მუხლი 108. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებას თან ერთვის:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) სამოქალაქო აქტების მოწმობები, რომლებიც გამოსაცვლელია შესწორებასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი საბუთები.

    მუხლი 109. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადების განხილვა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში. საპატიო მიზეზების არსებობისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირით.

2. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გამოთხოვილი საბუთების საფუძველზე შედგება დასკვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ ან მათ შეტანაზე უარის თქმის შესახებ (უარის მიზეზის მითითებით).

3. დასკვნას ხელს აწერს სამოქალაქო აქტების რეგის­­ტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი და დაეს­მება ბეჭედი. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწო­რებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნის მეორე ცალი გადაეცემა განმცხადებელს.

4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს განემარტება გასაჩივრების წესი, გადაეცემა დასკვნის მეორე ცალი და დაუბრუნდება მის მიერ წარმოდგენილი საბუთები.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 110. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით.

2. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესაბამისი ახალი მოწმობა.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 111. შეტყობინება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

1. (ამოღებულია).

2. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი თუ ასაყვანი მოქალაქეების სახელის, მამის სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და თარიღის შეცვლის შესახებ 7 დღის ვადაში ეცნობება სამხედრო კომისარიატებს მათი აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

    მუხლი 112. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა

1. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს.

2. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი XIII

 სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა და გაუქმება

    მუხლი 113. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა

დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებლის სურვილის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის ან სამოქალაქო აქტის დაკარგული ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 114. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი

სამოქალაქო აქტის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირველადი (აღსადგენი) ჩანაწერის უქონლობის შესახებ.

    მუხლი 115. სამოქალაქო აქტის აღსადგენი ჩანაწერის შედგენა და მოწმობის გაცემა

1. სამოქალაქო აქტის აღსადგენი ჩანაწერი შედგება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის შემოსვლის ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში.

2. აღდგენილი ჩანაწერის საფუძველზე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა აღნიშვნით ჩანაწე­რის აღდგენის თაობაზე.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 116. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის გაუქმება

1. სამოქალაქო აქტის პირველად და აღდგენილ ჩანაწერებს აუქმებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასაუქმებელი ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი გაუქმდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის შემოსვლის ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში.

                                              თავი XIV

სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების (სარეგისტაციო წიგნების) შენახვისა და განმეორებითი მოწმობების გაცემის წესი

    მუხლი 117. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების (სარეგისტრაციო წიგნების) ფორმირება

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების როგორც პირველი, ისე მეორე ცალები ქრონოლოგიური წესით ფორმირდება წიგნებად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოს მიერ, რომელსაც ევალება მათი შენახვა.

2. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების ფორმირების წესი დადგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 118. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის ადგილი

სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველი ცალები ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში, ხოლო მეორე ცალები _ შესაბამის სახელმწიფო საარქივო დაწესებულებაში.

  მუხლი 119.. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალების გადაცემის წესი

სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალების სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებში გადაცემისა და სააგენტოში შემდგომი გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარე­ბის სამინისტროების მიერ ერთობლივად.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 120. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის ვადები

1. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში ინახება 100 წლის განმავლობაში მათი შესრულების დღიდან.

2. 100 წლის გასვლის შემდეგ სამოქალაქო რეგის­ტრაციის წიგნების პირველ ცალებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო გადასცემს სააგენ­ტოს. სააგენტო პირველ ცალებს მოკლებული და გამოუს­წორებლად დაზიანებული სამოქალაქო აქტების ჩანაწე­რების მეორე ცალებით შეცვლის გზით ამზადებს მათ სახელმწიფო არქივში ჩასაბარებლად.

3. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველი ცალების სახელმწიფო არქივში ჩაბარების შემდეგ მეორე ცალები ნადგურდება. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტს ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

   საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

    მუხლი 121. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის უზრუნველყოფა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს საარქივო ფონდის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სამოქალაქო აქტების სათანადო შენახვა.

2. გარეშე პირების საარქივო საცავში შესვლა და მათ მიერ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გაცნობა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების ჩანაწერების გაცნობა დასაშვებია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მეურვეობისა და მზრუნველობის, ნოტარიატის, პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა ორგანოების, აგრეთვე სასამართლოებისა და იუსტიციის ორგანოების მოთხოვნით მათ გადაეგზავნებათ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლები. აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოების დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება. მოქალაქეებისათვის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლების გადაცემა აკრძალულია.

4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის სათანადო პირობების შექმნას უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები.

    მუხლი 122. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მასში შენახული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების საფუძველზე.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა პირებზე, რომელთა სახელზედაც შედგენილია სამოქალაქო აქტების ჩანაწერები, მათი განცხადების საფუძველზე და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისას. გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს მის კანონით თუ ანდერძით მემკვიდრეებზე.

3. ქმედუუნარო პირთა მიმართ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა მათ მეურვეებზე.

4. დაბადების განმეორებითი მოწმობები გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე.

5. პირებზე, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები, აგრეთვე მშობლებზე, რომელთაც მიცემული აქვთ თანხმობა თავისი ბავშვის შვილად აყვანაზე, არ გაიცემა იმ შვილების დაბადების განმეორებითი მოწმობები, რომელთა მიმართაც მათ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები ან მიცემული აქვთ თანხმობა შვილად აყვანაზე.

6. გარდაცვალების განმეორებითი მოწმობები გაიცემა გარდაცვლილთა ნათესავებზე და სხვა დაინტერესებულ პირებზე.

7. განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2-6 პუნქტებით გაუთვალისწინებელ სხვა პირებზედაც, სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.

8. განქორწინების შემთხვევაში ქორწინების განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს აღნიშვნით განქორწინების შესახებ.

9. იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პირადად მიმართეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, განმეორებითი მოწმობები გაიცემა მიმართვის დღეს.

10. წერილობითი მოთხოვნით განმეორებითი მოწმობა გაიგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის თაობაზეც მას ეცნობება. სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირებზე განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი დაწესებულების უფროსს.

11. (ამოღებულია);

12. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება წარმოებს სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების მეორე ცალების მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობა დასტურდება ცნობით.

  საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

თავი XV

დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 123. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში წარდგენილი განცხადებები და თანდართული საბუთები განიხილება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ინსტრუქცია „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ.

3. აპოსტილით დამოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

  საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3135-სსმI,  №19, 01.06.2006წ., მუხ162

    მუხლი 124. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 14 იანვრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს სსრ მმაჩის ორგანოებში სამოქალაქო მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო დავთრებისა და მეტრიკული დავთრების შენახვის პირობების, აგრეთვე სახელმწიფო არქივში შესანახად ამ დავთრების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 20 მარტის №129 დადგენილება;

ბ) „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის №133 დადგენილება;

გ) „იმ თანამდებობათა ნომენკლატურის გაფართოების შესახებ, რომლებიც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ეკავოთ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 15 თებერვლის №76 დადგენილება;

დ) „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი ბიუროს (მმაჩის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 19 ნოემბრის №675 დადგენილება;

ე) „საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროსთან საწესჩვეულებო მომსახურების სამმართველოსა და რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მთელი ქვედანაყოფების შექმნის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 22 მარტის №196 დადგენილება;

ვ) „მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული მოქალაქეთა ასაკის დამდგენი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 7 ივნისის №403 დადგენილება.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 15 ოქტომბერი.

1644-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1.    საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184-სსმI, №19, 15.07.2004 წ., მუხ92

2.    საქართველოს  2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2624-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ18

3.    საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3135-სსმI,  №19, 01.06.2006წ., მუხ162

15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5562 - ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011 14. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 13. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4051-რს - სსმ, 76, 29/12/2010 12. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3656-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 11. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 10. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3358 - სსმ, 41, 21/07/2010 9. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2952 - სსმ, 23, 04/05/2010 8. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2715 - სსმ, 12, 24/03/2010 7. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2317 - სსმ, 46, 22/12/2009 6. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1392 - სსმ, 21, 03/08/2009 5. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1329 - სსმ, 14, 03/07/2009 4. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5972 - სსმ, 9, 04/04/2008 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3135 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2624 - სსმ, 3, 16/01/2006 1. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 184 - სსმ, 19, 15/07/2004