მეწარმეთა შესახებ

მეწარმეთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 28/10/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.000.087
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
577
28/10/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 28/10/1994
240.000.000.05.001.000.087
მეწარმეთა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/05/2002 - 04/07/2002)

საქართველოს კანონი

მეწარმეთა შესახებ

I. ზოგადი ნაწილი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1.1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

1.2. სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს 2.1 მუხლში გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, თუ მათი მფლობელი რეგისტრაციაში გატარდება. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

    მუხლი 2. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები. მათი დაფუძნება

2.1. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს) ან კოოპერატივი.

2.2. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში იგი გამოდის თავისი სახელით.

2.3. (ამოღებულია).

2.4. საწარმო, გარდა კოოპერატივისა, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით.

2.5. საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც.

2.6. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებები, კოოპერატივები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს როგორც ფიზიკური პირი.

2.7 საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. საზოგადოების დაფუძნებისას წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებელი მონაწილენი – დამფუძნებელი პარტნიორები, ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანისას წესდებაზე პარტნიორთა ხელმოწერა არ მოითხოვება. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის შექმნისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-5 მუხლში მოცემულ სარეგისტრაციო პირობებს. საზოგადოების წესდება შეიძლება შეიცავდეს დამატებით წესებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან/და თუ ეს წესები არ ცვლის სამეწარმეო საზოგადოებათა ფორმების შესახებ კანონით განსაზღვრულ დებულებებს.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36 

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 3. პასუხისმგებლობა. შესატანი. ცვლილებები საწესდებო კაპიტალში. თანასწორუფლებიანობა. ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები

3.1. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე.

3.2. სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთლიანად, პირდაპირ, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.

3.3. საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას, შესატანი შეიძლება დათქმულ იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით. შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით, რომლებიც შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის საზოგადოებებში უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა აუდიტორმა (არაფულადი შესატანის შეფასება). შეტანაზე ვალდებული პარტნიორი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს არაფულადი შესატანის იმ ღირებულებისათვის, რაც ამ ობიექტს რეგისტრაციის მომენტში ჰქონდა; თუ ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია, მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით; თუ არაფულადი შესატანის ღირებულება აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.

შესატანის უკან დაბრუნება კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში.

3.4. კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი აქციონერი, კოოპერატივის დამფუძნებელი წევრი შესატანის საბოლოო შეტანამდე საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ შეუტანელი შესატანის ოდენობით. შესატანის სრულად შეტანა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან იმ პირს, რომელმაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმები ბოროტად გამოიყენა. ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნა უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი – არა.

3.5. შესატანის ნახევარი შეტანილ უნდა იქნეს წესდების ხელმოწერისთანავე, თუ წესდება უფრო მეტის შეტანას არ ითვალისწინებს.

თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის ვადა, ყოველ პარტნიორს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს მას ამ თანხის გადახდა დამატებითი ვადის მითითებით და გააფრთხილოს იგი საზოგადოებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ. დამატებითი ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ერთ თვეს.

ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პარტნიორი, რომელმაც გააჭიანურა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც. ამის შესახებ მას განემარტება წერილობით.

გარიცხული პარტნიორის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება, ხოლო არაფულადი შესატანის შემთხვევაში იგი შეიცვლება შესაბამისი ფულადი თანხით. თუ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შესატანის შეუტანლობის გამო არ შეივსება ამ ფორმის საწარმოსათვის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, შეუსრულებელი შესატანი ნაწილდება სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, გარდა 3.2 მუხლში დასახელებული საზოგადოებების პარტნიორებისა, მათ წილთა პროპორციულად.

3.6. საზოგადოების კაპიტალი 3.3 მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად შემცირების შემდეგ კვლავ უნდა შეივსოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე. თუ შემცირება მოხდება შესატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მაშინ თითოეულ პარტნიორზე დარჩენილი შესატანის თანხა არ შეიძლება იყოს ორმოცდაათ ლარზე ნაკლები. საწესდებო კაპიტალის შემცირება იმ შესატანების უკან დაბრუნების გზით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავენ, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან თორმეტი თვის შემდეგ. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება 57.2 მუხლის ნორმები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.

თუ რომელიმე პარტნიორს შესატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორებისთვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ პარტნიორი გახარჯავს ფულს საზოგადოების სალაროდან და ზარალის შედეგად მისი წილი კაპიტალი შემცირდება გადახდილ შესატანთან შედარებით.

3.7. საზოგადოების უარი ამ კანონით გათვალისწინებულ შესატანებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე ბათილია.

3.8. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ეს კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს პირადი პასუხისმგებლობისა და კაპიტალის კვოტასთან დაკავშირებით. ანდა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ სხვაგვარი მოწესრიგება არ იქნება შემოთავაზებული.

3.9. ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნებს უშუალოდ ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით და საზოგადოების ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოღონდ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიში არასწორადაა შედგენილი, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საზოგადოებას. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება მხოლოდ ამ კანონით შეიზღუდოს, გაფართოება კი შესაძლებელია საზოგადოების წესდებით ან სხვა კანონით.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 4. სამეწარმეო რეესტრი

4.1. საწარმოს რეგისტრაციას, გარდა ინდივიდუალური საწარმოსი, ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.

4.2. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ფაქტები ჩაიწერება რეესტრის ფორმულარებში. რეესტრის ფორმულარი მოცემულია ამ კანონის დანართში.

4.3. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სასამართლო დადგენილების ასლს უგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

4.4. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრს და მიიღოს რეესტრის ამონაწერები.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36

    მუხლი 5. რეგისტრაციის პირობები

5.1. რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს, თუ განცხადება რეგისტრაციაზე შესრულებულია მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება ამ მოთხოვნებს.

5.2. პარტნიორები, ისევე როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოს შესაძლო წევრები, ვალდებული არიან ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ. პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებული არიან სასამართლოში დატოვონ ხელმოწერის ის ნიმუში, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.

განცხადება რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, სასამართლოში დატოვებული ზუსტი ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები წარმოდგენილი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით.

განცხადება შეიტანება სასამართლოში საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით.

5.3. თუ საზოგადოების შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, მაშინ პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებული არიან გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზარალი.

5.4. განცხადება უნდა შეიცავდეს:

5.4.1. ყველა საწარმოსათვის:

ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

დ) საქმიანობის საგანს;

ე) მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ;

ვ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივის შემთხვევაში – არანაკლებ ორის) სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიას და საცხოვრებელ ადგილს, ხოლო, თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, სასამართლოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

ზ) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.

5.4.2. კომანდიტური საზოგადოებისათვის, 5.4.1 მუხლში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი, უკვე ვინ რამდენი შეიტანა.

5.4.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, 5.4.1 მუხლში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა:

ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შესატანის შესახებ;

ბ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი;

გ) ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) დოკუმენტი დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუკი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ.

5.5. საზოგადოების განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

ა) საზოგადოების წესდება;

ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას – შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

გ) (ამოღებულია);

დ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის – დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წევრების დანიშვნის შესახებ.

5.6. 5.4. მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ. პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებებში არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას.

5.7. გაკოტრების შემთხვევაში ან საზოგადოების წესდებაში სასამართლოს მიერ არსებითი ხარვეზების დადგენისას, სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია და მიუთითოს საფუძველი.

5.8. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე.

რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო განიხილება როგორც უშეცდომოდ რეგისტრირებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს არ ეწინააღმდეგება ცალკეული პირების ან საზოგადოების არსებით ინტერესებს და 5.8 მუხლში აღნიშნულ პირებს არ განუცხადებიათ ამის შესახებ.

5.9. სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან შვიდი კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად და სასამართლო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 

    მუხლი 51. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის პირობები

1. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია შექმნას სამეწარმეო რეესტრი, რომელშიც ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში შეიტანება:

ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

3. სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესი და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოები განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს ან წერილობით მოითხოვოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, აგრეთვე გაეცნოს საწარმოს მიერ წარდგენილ ანკეტას და მიიღოს მისი ასლი.

5. საგადასახადო ორგანო გადაწყვეტილებას საწარმოს რეგისტრაციის შესახებ უგზავნის საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

6. საწარმოს რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს ანკეტას 2 ეგზემპლარად.

7. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს ანკეტა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართოდ გადაიღოს ანკეტის ასლი.

8. ანკეტის შესავსებად პირს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ანკეტა ან ანკეტის ასლი.

9. ანკეტა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საფირმო სახელწოდებას;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს და პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს;

დ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

10. ანკეტის ორივე ეგზემპლარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

11. საგადასახადო ორგანო ანკეტის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ორგანო ვალდებულია რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს სარეგისტრაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი ცნობა.

12. თუ საგადასახადო ორგანოში პირის მიერ წარდგენილი ანკეტა კამაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო მას უსვამს ბეჭედს და მიუთითებს რეგისტრაციის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს.

13. უარი საწარმოს რეგისტრაციაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ანკეტა არ არის წარდგენილი ორ ეგზემპლარად;

ბ) ანკეტის თითოეული ეგზემპლარი არ არის დადასტურებული სანოტარო წესით.

14. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა.

15. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.

16. თანამდებობის პირის მიერ რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 

საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1341 – სსმ I, №6, 02.04.2002 წ., მუხ.35 

    მუხლი 6. საფირმო სახელწოდება (ფირმა)

6.1. საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო.

6.2. ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. დამატებები დაიშვება 6.6 მუხლის პირობების დაცვით.

6.3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთ-ერთი პარტნიორის გვარს და სახელს (ან გვარს) „სპს“-ის დამატებით ან ყველა პარტნიორის გვარსა და სახელს (ან გვარს).

6.4. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს არანაკლებ ერთი პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის (კომპლემენტარის) გვარსა და სახელს (ან გვარს) „კს“-ის დამატებით.

6.5. პარტნიორთა სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს  შეუძლიათ საფირმო სახელწოდება შეარჩიონ მათი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს აღნიშვნას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, ანდა დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“, ანდა „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“

6.6. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი, ანდა გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის, ანდა პარტნიორთა ურთიერთობების გამო.

6.7. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატებები, თუ ეს საჭიროა სხვა ფორმებისაგან განსასხვავებლად.

6.8. საწარმოს შემძენს შეუძლია გამოიყენოს ადრინდელი საფირმო სახელწოდება სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ, თუკი ადრინდელი მფლობელი, მისი მემკვიდრეები ან საზოგადოების კანონიერი წარმომადგენლები თანახმა არიან.

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 

    მუხლი 7. რეესტრის საჯარობა

7.1. ვიდრე რეესტრში ჩასაწერი ფაქტები არ იქნება რეგისტრირებული და გამოქვეყნებული, დაუშვებელია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს მონაცემები მათთვის ცნობილი იყო.

7.2. თუ ფაქტები რეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია, დასაშვებია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ.

7.3. თუ რეგისტრაციისათვის აუცილებელი ფაქტები არასწორადაა რეგისტრირებული ან გამოქვეყნებული, მესამე პირს შეუძლია იმ პირთან ურთიერთობაში, რომლის საქმეშიც იყო ეს ფაქტები რეგისტრირებული, დაეყრდნოს რეგისტრირებულ ან გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუ იგი ენდობოდა მათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან იცოდა ამ უზუსტობის შესახებ.

7.4. ამ წესების მიხედვით, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ფილიალთან საქმიან ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას, რომელიც განხორციელებულია ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ საწარმოში, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში სხვა საწარმოს შეძენის დროს

8.1. ვინც სხვა ინდივიდუალური საწარმო შეიძინა და უძღვება მას ადრინდელი საფირმო სახელწოდებით სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ, პასუხს აგებს ადრინდელი მფლობელის საწარმოს საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.

სხვაგვარ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ეს შეთანხმება შეძენის მომენტში რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და გამოქვეყნებულია, ან ამის შესახებ ეცნობა მესამე პირს და თუ შეძენის ფასის კალკულაციაში ვალები არაა გათვალისწინებული.

პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს, თუ საწარმო შეადგენდა გამსხვისებლის თითქმის მთელ ქონებას და ამის შესახებ იცოდა შემძენმა, ან მას ეს უნდა სცოდნოდა, თუ საქმიანი ურთიერთობებისათვის საჭირო წინდახედულობას გამოიჩენდა.

8.2. თუ ვინმე პარტნიორად შედის ინდივიდუალურ საწარმოში, ამის შედეგად შექმნილი საზოგადოებაც აგებს პასუხს ადრინდელი მფლობელის ყველა იმ ვალდებულებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მის მიერ დადებული გარიგებიდან. ამ წესის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.

8.3. ინდივიდუალური საწარმოს გამსხვისებელი პასუხს აგებს საწარმოს გადაცემის მომენტში არსებული ყველა ვალდებულებისათვის, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობებისას – იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათ საფუძვლად არსებული გარიგების მოშლამდე ან გასხვისების შემდეგ მოშლის პირველ შესაძლო ვადამდე.

8.4. თუ სამკვიდრო ქონებას მიკუთვნებული ინდივიდუალური საწარმოს საქმიანობას აგრძელებენ მემკვიდრეები, ისინი პასუხს აგებენ სამკვიდროს დამტოვებლის იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშობა საწარმოს საქმიანობიდან, თუ სამკვიდროს მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არ გააჩერებენ საწარმოს და ადრინდელი საფირმო სახელწოდების გამოყენებით გააგრძელებენ მის საქმიანობას სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ.

8.5. 8.1–8.4 მუხლების წესები მოქმედებს, შესაბამისად, სპს-ის პარტნიორებისა და კს-ის პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორების მიმართ.

    მუხლი 9. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. საკონსულტაციო საბჭო

9.1. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს.

9.2. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზანს.

9.3. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი პარტნიორის ან დირექტორის მიერ საზოგადოების ერთპიროვნულად მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ აგრეთვე აწესებდეს, რომ ორი დირექტორი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება გაუძღვეს საზოგადოებას, ანდა ყველა დირექტორი ვალდებული იყოს ერთად გასწიონ ხელმძღვანელობა.

გარდა ამისა, ამ კანონის შესაბამისად, შესაძლოა საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება შეიზღუდოს სამეთვალყურეო ორგანოების ან საზოგადოების კრების აუცილებელი თანხმობის დაწესებით. ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ეს წესი შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საზოგადოების შინაგანაწესით.

9.4. 9.1 მუხლში აღნიშნული პირები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.

საზოგადოების წესდებით უნდა განისაზღვროს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ერთპიროვნულად იმოქმედებენ თუ ერთობლივად. იგი შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირები ერთპიროვნულად იმოქმედებენ, სხვებთან თუ პროკურისტებთან ერთად. წარმომადგენლობის სახე და წესი აღინიშნება სამეწარმეო რეესტრში.

9.5. თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმომადგენელ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა.

იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ საზოგადოებას, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.

9.6. 9.1 მუხლში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება პარტნიორების თანხმობის გარეშე მისდიონ იმავე საქმიანობას, რასაც მისდევს საზოგადოება ან მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის ან დირექტორის სახით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს დირექტორებს. ასეთ საქმიანობაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ (კონკურენციის აკრძალვა).

კონკურენციის აკრძალვის წესების დარღვევისას დამრღვევი ვალდებულია უკან დააბრუნოს ამ საქმიანობით მიღებული სიკეთე, დათმოს გასამრჯელოს მიღების მოთხოვნები და აანაზღაუროს ზარალი. ამ უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ დანარჩენი პარტნიორები, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – სამეთვალყურეო საბჭო.

9.7. 9.1 მუხლში დასახელებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. ზემოხსენებულმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ არ დაურღვევიათ თავისი მოვალეობა.

საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუუნაროა, ანდა გაკოტრების თავიდან აცილების ან საბანკროტო წარმოების შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

9.8. დირექტორებს, რწმუნებულებს ან სამეწარმეო საქმიანობისათვის ნაწილობრივ უფლებამოსილ პირებს არ შეიძლება მიეცეთ კრედიტი საზოგადოების იმ ქონებიდან, რომელიც აუცილებელია საწესდებო კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. კრედიტი, რომელიც მაინც გაიცა, ყოველგვარი სხვაგვარი შეთანხმების მიუხედავად, მაშინვე უნდა დაბრუნდეს.

9.9. კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობისათვის კონსულტაციების გაწევის მიზნით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება. დირექტორები და კომპლემენტარები არ შეიძლება იყვნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

    მუხლი 10. გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) და იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება

10.1. 9.1 მუხლში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ორნი ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა).

10.2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია დოკუმეტის გაუქმება ან მისი ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ რესპუბლიკურ გაზეთში.

10.3. თუ მინდობილობა რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, იგი წარმოადგენს გენერალურ სავაჭრო მინდობილობას (პროკურა).

პროკურა იძლევა უფლებამოსილებას სასამართლოსა და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.

მიწის ნაკვეთების გასხვისების ან ვალდებულებებით მათი დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა.

პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირისათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა თუ გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისათვის, ანდა ცალკეულ ადგილებში.

პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ფილიალებს მართავენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა ურთიერთგანსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.

10.4. პროკურისტი და სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავენ თავიანთ სახელს და გვარს და პროკურორის ან სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.

10.5. პროკურა და სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ხელყოფის გარეშე.

    მუხლი 11. სავაჭრო წარმომადგენელი და დამოუკიდებელი მოვაჭრე. კომისიონერი

11.1. სავაჭრო წარმომადგენლად, ამ კანონის მიხედვით, მიიჩნევა პირი, რომელიც საქონლის, უფლებებისა და მომსახურების რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობს ან დებს გარიგებებს სხვა საწარმოს სახელითა და ხარჯით ისე, რომ თვითონ არ არის დასაქმებული ამ საწარმოში.

ამ კანონის მიხედვით სავაჭრო წარმომადგენლად მიიჩნევა აგრეთვე დამოუკიდებელი მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელითა და ხარჯით, თუმცა უპირატესად იმყოფება სხვა საწარმოს სავაჭრო ორგანიზაციის შემადგენლობაში ისე, რომ მოზიდული მუდმივი კლიენტურა სხვა საწარმოს განეკუთვნება და ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ ეს კლიენტურა მას რჩება.

პირი, რომელიც საქონლის ან უფლებების რეალიზაციის ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით, ოღონდ სხვისი ხარჯით, ამ კანონის მიხედვით არის კომისიონერი.

11.2. სავაჭრო წარმომადგენლები და კომისიონერები ანგარიშვალდებულნი არიან იმ საწარმოს წინაშე, რომლისთვისაც ისინი მოქმედებენ: ვალდებულნი არიან შეთანხმებულ ვადებში, ხოლო თუ შეთანხმება არ არსებობს – ყოველი კვარტალის ბოლოს, კერძოდ კვარტალის დამთავრებიდან ათი დღის ვადაში, წერილობით წარუდგინონ საწარმოს ცნობები ყოველი შესრულებული საქმის შესახებ და პროვიზიის (მომსახურების საზღაური) ან კომისიის (კომისიონერის საზღაური) ანგარიში.

პროვიზიის გადახდის მოთხოვნა წარმოიშობა საწარმოს მიერ გარიგების შესრულების მომენტიდან და იგი გადახდილ უნდა იქნეს იმავე თვის ბოლოს. იგივე წესი მოქმედებს, აგრეთვე, როცა კომისიონერი ვალდებულია გადაუხადოს საწარმოს მიღებული შემოსავალი კომისიის ხარჯების გამოკლებით. პროვიზიის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როცა საწარმო არ ასრულებს ან ისე არ ასრულებს გარიგებას, როგორც იყო შეთანხმებული. მაგრამ ეს უფლება ისპობა, როცა გარიგება არ სრულდება არა საწარმოს, არამედ გარიგების მეორე მხარის მიზეზით. თუ დადგინდა, რომ გარიგების მეორე მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, მაშინ ისპობა პროვიზიის მოთხოვნის უფლება. მიღებული თანხები უკან უნდა დაბრუნდეს.

საწარმო გადასახდელ პროვიზიებს იხდის ყოველთვიურად.

ანგარიშსწორებისას შეიძლება მოითხოვონ ყველა იმ გარიგების საბუღალტრო ამონაწერი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პროვიზია; გარდა ამისა, შეიძლება მოითხოვონ ცნობები იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც არსებითია პროვიზიის მოთხოვნის, გადახდის ვადისა და პროვიზიის გამოსათვლელად.

დაუშვებელია აღნიშნული წესებისაგან გადახვევა სავაჭრო წარმომადგენლის ან კომისიონერის საზიანოდ.

11.3. თუ პროვიზიის ან კომისიის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ნორმა მიიჩნევა შეთანხმებულად.

11.4. პროვიზია გამოითვლება იმ თანხიდან, რომელიც უნდა გადაიხადოს გარიგების მხარემ. ფულით გადახდისას ფასდათმობები უნდა გამოიქვითოს; იგივე წესი მოქმედებს ფულადი მიმოქცევის, ფრახტის, შეფუთვის, ბაჟისა და გადასახადების დამატებითი ხარჯებისათვის, თუ ეს დამატებითი ხარჯები არ უნდა გაიღოს მესამე პირმა.

სარგებლობის დათმობისა და სარგებლობის ვადიანი ხელშეკრულებების დროს პროვიზია გამოითვლება ხელშეკრულების თანხიდან ხელშეკრულების ვადის შესაბამისად. უვადო ხელშეკრულების დროს პროვიზია გამოითვლება ყოველთვის ხელშეკრულების თანხიდან და ექვემდებარება ანაზღაურებას იმ დრომდე, ვიდრე გარიგების მხარეს შეუძლია მოშალოს ეს გარიგება.

დაზღვევისას პროვიზია გამოითვლება დაზღვეული თანხიდან. თუ ასეთი თანხა არ არსებობს, მაშინ პროვიზია გამოითვლება სადაზღვევო შესატანიდან; ეს წესი მოქმედებს აგრეთვე არსებული მუდმივი კლიენტურის შენარჩუნებისათვის ზრუნვის პროვიზიის მიმართ.

11.5. კომისიონერი გარიგების შესრულებისათვის პასუხს აგებს საწარმოს წინაშე, თუ კომისიის განხორციელებამდე არ დაუსახელა მას ხელშეკრულების მხარეები. თუ კომისიონერი არ მოქმედებს საწარმოს მითითებების შესაბამისად და მას არ ჰქონდა უფლება შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე გადაეხვია თავისი უფლებამოსილებისათვის, მაშინ იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საწარმოს ამგვარი მოქმედებით მიყენებული ზარალი.

კომისიონერი პასუხს აგებს მისთვის მიბარებული ქონების დანაკლისისა და დაზიანებისათვის, თუ ისინი არაა გამოწვეული იმ გარემოებებით, რომელთა აღკვეთა შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი სავაჭრო საწარმოს კეთილსინდისიერი მოქმედებით.

11.6. თუ სავაჭრო წარმომადგენლები ან კომისიონერები წინასწარ წერილობით ივალდებულებენ, რომ თავდებად დადგებიან გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისათვის, მაშინ მათ შეუძლიათ მოითხოვონ სპეციალური გასამრჯელო – ვალდებულების შესრულებისათვის თავდებად ყოფნის პროვიზია (სათავდებო პროვიზია). ვალდებულება შეიძლება აღებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული გარიგებისათვის ან ასეთი გარიგებისათვის კონკრეტულ მხარეებთან. სათავდებო პროვიზიის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა გარიგების დადებისთანავე.

11.7. სავაჭრო წარმომადგენელსა და კომისიონერს საწარმოს თანხმობის გარეშე არა აქვთ უფლება სხვაგვარად იმოქმედონ საწარმოს საქმიანობის სფეროში ანდა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიიღონ მონაწილეობა რომელიმე კონკურენტ საწარმოში (კონკურენციის აკრძალვა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე ეხება წმინდა ფინანსურ მონაწილეობას არა უმეტეს ხუთი პროცენტისა. თანხმობა რომელიმე კონკურენტ საწარმოში მონაწილეობისათვის გაცემულად ითვლება, თუ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას საწარმოსათვის ცნობილი იყო ამ მონაწილეობის ფაქტი.

თუ სავაჭრო წარმომადგენელი ან კომისიონერი დაარღვევს ამ ვალდებულებას, საწარმოს შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება; გარდა ამისა, მას შეუძლია სავაჭრო წარმომადგენელს ან კომისიონერს მოსთხოვოს, რომ კონკურენტი საწარმოსათვის დადებული გარიგებები გადასცეს საწარმოს, ამ გარიგებიდან გამომდინარე სარგებელი კი უკან დააბრუნოს ან უარი თქვას ამ სარგებლის მოთხოვნაზე.

თუ შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ კონკურენციის აკრძალვა გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც, აკრძალვას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ საწარმო ამისათვის იხდის კომპენსაციას, რომელიც გამოიანგარიშება 11.9 მუხლის მესამე და მეოთხე წინადადებების შესაბამისად. ასეთი შეთანხმება დაიშვება არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

11.8. ხელშეკრულება სავაჭრო წარმომადგენელთან ან კომისიონერთან იდება ერთი წლის ვადით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების მოშლის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება გრძელდება კიდევ ერთი წლით. გადამწყვეტია ხელშეკრულების მხარის შესაძლებლობა, გაეცნოს განცხადებას ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

სახელშეკრულებო ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესაძლებელია, თუკი არსებობს საამისო მნიშვნელოვანი გარემოებები.

11.9. სავაჭრო წარმომადგენელს შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ საწარმოს მოსთხოვოს შესაბამისი კომპენსაცია, თუ

ა) სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ სხვა საწარმოს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ახალ კლიენტებთან საქმიან კავშირში, რომლებიც მოიზიდა სავაჭრო წარმომადგენელმა;

ბ) სავაჭრო წარმომადგენელი სახელშეკურულებო ურთიერთობის შეწყვეტის გამო კარგავს იმ პროვიზიის მოთხოვნის უფლებას, რომელიც ექნებოდა მის მიერ მოზიდულ კლიენტებთან უკვე დადებული ან მომავალში გასაფორმებელი გარიგებების გაგრძელებისას.

ახალი კლიენტის მოზიდვას უთანაბრდება სავაჭრო წარმომადგენლის მიერ კლიენტთან საქმიანი კავშირის ისე გაფართოება, რომ იგი ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ მოგებას იძლევა.

კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს სავაჭრო წარმომადგენლის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის საქმიანობისას გამოანგარიშებული წლიური პროვიზიის ან სხვა წლიური გასამრჯელოს საშუალო ოდენობას; უფრო ხანმოკლე სახელშეკრულებო ურთიერთობისას იგი გამოიანგარიშება საქმიანობის მთელი პეროიდის გასამრჯელოს სასუალო ოდენობიდან. დაუშვებელია კომპენსაციის მოთხოვნაზე უარი ან მისი წინასწარ დაკმაყოფილება ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

მოთხოვნა არ არსებობს თუ:

ა) სავაჭრო წარმომადგენელმა მოშალა ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამისათვის საბაბი მისცა საწარმოს მოქმედებამ ან სავაჭრო წარმომადგენლის მიერ თავისი საქმიანობის გაგრძელება ასაკის ან ავადმყოფობის გამო შეუძლებელია, ან

ბ) სხვა საწარმომ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და შეწყვეტის მნიშვნელოვან საფუძველს შეადგენს სავაჭრო წარმომადგენლის ბრალეული მოქმედება, ან

გ) საწარმოსა და სავაჭრო წარმომადგენელს შორის შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო წარმომადგენლის ნაცვლად სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მესამე პირი; შეთანხმება არ შეიძლება დაიდოს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე.

კომპენსაციის მოთხოვნის უფლება უნდა გამოიყენონ ხელშეკრულების შეწყვეტიდან ერთი წლის ვადაში.

    მუხლი 12. სავაჭრო მაკლერი

12.1. სავაჭრო მაკლერის უფლება-მოვალეობები აქვს იმ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სახით სხვა პირთათვის კისრულობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, დაზღვევის, ტვირთის გადაზიდვის, გემების ქირავნობის ხელშეკრულებათა დადების ან სავაჭრო საქმიანობის სხვა საგნების შუამავლობას ისე, რომ ეს მათგან არა აქვს ხელშეკრულებით მუდმივად დავალებული. ზემოთ ჩამოთვლილ გარიგებათა გარდა, სხვა გარიგებების, კერძოდ, უძრავი ნივთების გამო გარიგების შუამავლობის მიმართ, არ გამოიყენება ამ მუხლის წესები, მაშინაც კი, როცა შუამავლობა ხორციელდება სავაჭრო მაკლერის მეშვეობით.

12.2. სავაჭრო მაკლერმა გარიგების დადების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მხარეებს მის მიერ ხელმოწერილი დასკვნითი აქტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მხარეების, გარიგების საგნისა და პირობების, განსაკუთრებით, საქონლისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვისას, მათი სახეობისა და რაოდენობის, ასევე ფასისა და გარიგების საბოლოო შესრულების დროის შესახებ, თუკი მხარეებმა მას ეს არ აუკრძალეს ან საქონლის სახეობის ადგილობრივი მოხმარების გათვალისწინებით, იგი გათავისუფლებული არ არის ამ მოვალეობისაგან.

იმ გარიგებებში, რომლებიც დაუყოვნებლივ არ სრულდება, დასკვნით აქტს ხელს აწერენ მხარეები და ყოველ მათგანს გადაეცემა ხელმოწერილი დასკვნითი აქტი. თუ მხარე უარს განაცხადებს დასკვნითი აქტის მიღებაზე ან მის ხელმოწერაზე, სავაჭრო მაკლერმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სხვა მხარეებს.

12.3. თუ ერთ-ერთი მხარე მიიღებს დასკვნით აქტს, რომელშიც სავაჭრო მაკლერი არ ასახელებს მეორე მხარეს, დასახელებული მხარე გარიგებით დაკავშირებული ხდება იმ მხარესთან, რომელიც დამატებით დასახელდება, თუ მის წინააღმდეგ არ იქნა შეტანილი დასაბუთებული პრეტენზია.

ხელშეკრულების სხვა მხარის დასახელება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ მიღებულ ვადებში, ხოლო თუ ასეთი ვადები არ არსებობს – გარემოებების შესატყვის ვადებში.

თუ მხარე არ დასახელდება ან დასახელებული პირების წინააღმდეგ უნდა იქნეს შეტანილი დასაბუთებული პრეტენზია, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს სავაჭრო მაკლერს მოსთხოვოს პასუხი გარიგების შესრულებაზე. პრეტენზია არ მიიღება, თუ მხარე სავაჭრო მაკლერის მოთხოვნაზე დაუყონებლივ არ განაცხადებს, მოითხოვს თუ არა იგი შესრულებას.

12.4. სინჯის აღების გზით საქონლის გაყიდვისას სავაჭრო მაკლერი ვალდებულია ყოველი მხარისათვის გადასაცემად შეინახოს მისი შუამავლობით გაყიდული საქონლის სინჯი, ვიდრე საქონელი მის ხარისხზე პრეტენზიის გარეშე არ იქნება მიღებული შემძენის მიერ ან გარიგება სხვაგვარად არ იქნება შესრულებული, თუ მას მხარეები ან საქონლის მოხმარების ადგილობრივი წესები ასეთი მოვალეობისაგან არ ათავისუფლებენ. სავაჭრო მაკლერმა უნდა აღნიშნოს სინჯი სპეციალური ნიშნით.

12.5. სავაჭრო მაკლერს არა აქვს უფლება მიიღოს მისი მეშვეობით კონტრაგენტებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი გადასახადი ან სხვა რაიმე სარგებელი.

12.6. სავაჭრო მაკლერი პასუხს აგებს ორივე მხარის წინაშე თავისი ბრალით გამოწვეული ზარალისათვის.

12.7. თუკი მხარეები არ შეთანხმებულან იმაზე, თუ ვინ უნდა აუნაზღაუროს მაკლერს გაწეული შრომა, მაშინ განსხვავებული ადგილობრივი წესების უქონლობისას ყოველი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მისაცემი თანხის ნახევარი.

12.8. სავაჭრო მაკლერი ვალდებულია აწარმოოს დღიური და ყოველდღიურად ჩაწეროს მასში ყველა დადებული გარიგება. ჩანაწერები უნდა გაკეთდეს ქრონოლოგიური წესით; ჩანაწერი უნდა შეიცავდეს 12.2 მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნულ მონაცემებს და სავაჭრო მაკლერმა ხელი უნდა მოაწეროს ყოველდღიურ ჩანაწერს.

სავაჭრო წიგნების წარმოებისა და შენახვის წესები გამოიყენება სავაჭრო მაკლერის დღიურისათვისაც.

12.9. სავაჭრო მაკლერი ვალდებულია მხარეთა მოთხოვნით ნებისმიერ დროს მისცეს მათ ამონაწერები დღიურიდან, რომლებიც ხელმოწერილია მის მიერ და შეიცავს ყოველივეს, რაც ჩაწერილია საშუამავლო საქმიანობის შედეგად დადებული გარიგებების შესახებ.

    მუხლი 13. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება

13.1. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები თანაბრად ვრცელდება ყველა საწარმოზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცირე საწარმოთა მიმართ სხვა წესებია დადგენილი. ბუღალტრული ანგარიშგების გამარტივებული წესები გამოიყენება იმ მცირე საწარმოთა მიმართ (გარდა სააქციო საზოგადოებებისა), რომელთაც სრულ შტატში ჰყავთ არა უმეტეს 10 თანამშრომლისა და სამეურნეო წლის ამონაგები არ აღემატება 40 ათას ლარს.

13.1.1. ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, ორმაგი აღრიცხვის სისტემაზე აგებული, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასა და წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან. შეფასება უნდა შეესაბამებოდეს წინდახედული მეწარმის, აგრეთვე მინიმალური შეფასების და მოგება-ზარალის მუხლის იმპარიტეტის პრინციპებს.

13.1.2. მცირე საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასთან. ასეთი საწარმო საინვენტარიზაციო აღწერილობის საფუძველზე შეადგენს ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალს და სამეურნეო წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშს.

13.2. ხელმძღვანელები ვალდებული არიან საწარმოს საქმიანობის დაწყებისა და ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეიტანონ მონაცემები მიწის ნაკვეთების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ნაღდი ფულის ოდენობის, ძირითადი საშუალებებისა და ყველა სხვა მატერიალურ ფასეულობათა შესახებ. ამასთან, ცალკეული მატერიალური ფასეულობები ასახული უნდა იყოს მინიმალური შეფასების პრინციპის შესაბამისად და გაკეთდეს ქონებისა და ვალდებულებების თანაფარდობათა გამომხატველი ჯამი (ბალანსი), ხოლო მცირე საწარმოებში – ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი.

სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო აღწერილობის შესადგენად აუცილებელი არ არის სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, თუ ბუღალტრული აღრიცხვა სრული ინვენტარიზაციის გარეშეც უზრუნველყოფს ქონებრივი შემადგენლობის დადგენას მათი სახეობების, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით.

საინვენტარიზაციო აღწერილობის შედგენისას მატერიალურ ფასეულობათა შემადგენლობა მათი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით შერჩევითი შემოწმების საფუძველზე. ეს პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრინციპებს. ამ გზით შედგენილი საინვენტარიზაციო აღწერილობის საინფორმაციო ღირებულება უნდა უთანაბრდებოდეს სრული ინვენტარიზაციის საინფორმაციო ღირებულებას.

სამეურნეო წლის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება არ არის აუცილებელი, თუ საწარმომ თავისი ქონებისა და ვალდებულებების სრული ან შერჩევითი შემოწმება ჩაატარა სამეურნეო წლის დასასრულამდე სამი თვის განმავლობაში და ამასთან საბუღალტრო აღრიცხვით უზრუნველყოფილი იქნება სამეურნეო წლის ბოლოსათვის ქონებისა და ვალდებულებების რეალური მდგომარეობის დადგენა.

სამეურნეო წლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

13.3. ხელმძღვანელები ვალდებული არიან 10 წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;

ბ) მიღებული და გაგზავნილი საქმიანი კორესპონდენცია;

გ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.

13.4. საზოგადოების ხელმძღვანელებმა სამეურნეო წლის დამთავრებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შეადგინონ წლიური ანგარიშგება (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში), აგრეთვე საქმიანობის ანგარიში; მცირე საწარმოების ხელმძღვანელებმა უნდა შეადგინონ ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი და შემოსავალ-გასავლის ანგარიში. წლიურ ანგარიშგებას ხელს აწერენ ხელმძღვანელები თარიღის მითითებით.

13.5. დავის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან რომელიმე მხარის განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ერთ-ერთი მოდავე მხარის საბუღალტრო წიგნები. თუ დავის დროს წარმოდგენილი იქნება საბუღალტრო წიგნები, მაშინ მხარეთა თანდასწრებით შეიძლება მათი შინაარსის გაცნობა, თუ ისინი დავის საგანს შეეხება. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაწერი. წიგნების სხვა მონაცემები სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შესამოწმებლად. ქონებრივი დავის დროს, კერძოდ მემკვიდრეობის, საზოგადოების გაყოფის საქმეებზე სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს ყველა წიგნის წარდგენა მათი სრული შინაარსის გაცნობის მიზნით. ის, ვისაც შეუძლია საჭირო დოკუმენტების წარდგენა ვიდეო, აუდიო ან სხვაგვარი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ვალდებულია საკუთარი ხარჯებით წარმოადგინოს ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელია დოკუმენტების წასაკითხად; აუცილებლობის შემთხვევში უნდა დაბეჭდოს ეს დოკუმენტები ან ამ ტექნიკური საშუალებების გარეშე წარადგინოს მათი ისეთი რეპროდუქცია, რომლის წაკითხვაც შესაძლებელი იქნება.

13.6. წლიური ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის სტრუქტურისა და მონაცემთა შინაარსის წესები მოცემულია ამ კანონის დანართში და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მათი ცალკე გამოყოფა.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36

    მუხლი 14. ხანგრძლივობა, ლიკვიდაცია, გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა ნატურით

14.1. საზოგადოება შეიძლება შეიქმნას განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით. თუ საზოგადოების წესდებაში არაა მითითებული ხანგრძლივობა, საზოგადოება ითვლება განუსაზღვრელი ვადით შექმნილად.

14.1.1. სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში ნებადართულია პარტნიორის მიერ საზოგადოებიდან გასვლა სამეურნეო წლის ბოლომდე თორმეტი თვით ადრე განცხადების საფუძველზე, თუ წესდება უფრო გრძელ ვადას არ ითვალისწინებს. გასვლის განცხადება, როგორც წესი, იწვევს მხოლოდ განმცხადებელი პარტნიორის გასვლას საზოგადოებიდან, თუკი საზოგადოების წესდება არ ითვალისწინებს საზოგადოების ლიკვიდაციას. საზოგადოება ექვემდებარება ლიკვიდაციას, თუ საზოგადოებიდან გასვლას მოისურვებენ ხმათა ორმოცდაათ პროცენტზე მეტის მფლობელი პარტნიორები.

14.1.2. შპს-სა და სს-ში დაუშვებელია საზოგადოების დაშლა ერთი პარტნიორის მიერ. ლიკვიდაცია მოხდება, თუ ამას გადაწყვეტენ ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელები.

14.1.3 თუ საწარმო გადახდისუუნარო გახდება, 9.1 მუხლში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის დღიდან არა უგვიანეს სამი კვირისა, უნდა განაცხადონ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. ეს წესი გამოიყენება ზედავალიანების შემთხვევაშიც. არ მიიჩნევა განცხადების ბრალეულ გაჭიანურებად, თუ ზემოხსენებული პირები გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას ეპყრობიან 9.7 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით.

9.1 მუხლში დასახელებული პირები ვალდებულნი არიან საზოგადოებას აუნაზღაურონ გადახდისუუნარობის დადგომის ან ზედავალიანების დადგენის შემდეგ გაღებული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირები მოქმედებდნენ 9.7 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით. ზარალის ანაზღაურების მიმართ გამოიყენება 9.7 მუხლით განსაზღვრული წესები.

14.2. ლიკვიდაციას აწარმოებენ 9.1 მუხლში დასახელებული პირები ერთობლივი ხელმოწერით. რომელიმე მონაწილის შუამდგომლობით, თუ საამისო მნიშვნელოვანი საფუძვლები არსებობს, ლიკვიდაციის განმახორციელებელი პირები (ლიკვიდატორები) შეიძლება დაინიშნონ იმ სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი; ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ლიკვიდატორებად დანიშნოს ის პირებიც, რომლებიც არ არიან დირექტორები.

ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი. საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან ცნობილ კრედიტორებს საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ უნდა აცნობონ სპეციალური შეტყობინებით, ხოლო უცნობ კრედიტორებსა და იმ კრედიტორებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია, საჯარო განცხადებით, და მოიწვიონ ისინი მათი პრეტენზიების განცხადებისათვის.

ლიკვიდატორები მოვალენი არიან დაამთავრონ მიმდინარე საქმეები, განახორციელონ აქტივები და შეასრულონ საზოგადოების ვალდებულებები, თუ ბალანსიდან დავალიანება არ გამომდინარეობს. დავალიანების დადგენისთანავე ისინი მოვალენი არიან ამის თაობაზე აცნობონ სასამართლოს, რომელმაც უნდა აღძრას საბანკროტო საქმე. ლიკვიდატორები წარმოადგენენ საზოგადოებას ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში, შეუძლიათ წარმართონ ამასთან დაკავშირებული პროცესები, დაამთავრონ საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულონ დავები, ხოლო თუ საჭიროა, ჩაერთონ ახალ გარიგებებშიც. მათ შეუძლიათ აგრეთვე თავისუფლად გაყიდონ აქტივები. გრძელვადიანი ლიკვიდაციის დროს მათ ყოველწლიურად უნდა შეადგინონ შუალედური ბალანსები. საზოგადოება პასუხს აგებს ლიკვიდატორის მიერ თავის საქმიან მოვალეობათა შესრულებისას უნებართვო მოქმედებებით მიყენებული ზიანისათვის. ლიკვიდატორების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 9.7 მუხლით.

14.3. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება, ვალების დაფარვის შემდეგ, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესს არ ითვალისწინებს, ნაწილდება პარტნიორებს შორის მათ მიერ გაღებული თანხებისა და მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. განაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ. ეს ვადა იანგარიშება იმ დღიდან, როცა მოვალეები მესამედ იქნენ პუბლიკაციის მეშვეობით გამოძახებული. განაწილება შეიძლება მოახდინოს სასამართლომ ერთი წლის ვადის გასვლამდეც, თუკი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს.

თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს, მათი მოთხოვნების ღირებულება სასამართლოსგან დეპონირდება. ამგვარადვე უნდა იქნეს დეპონირებული საზოგადოების სადავო ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების შესაბამისი ღირებულება, რომელთა შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, თუკი კრედიტორებისათვის არ არის წარდგენილი თანაბრადღირებული გარანტია ან საზოგადოების ქონების განაწილება არ შეჩერდება ამ ვალდებულებათა შესრულებამდე.

წესები საზოგადოების ფულის გახარჯვის შესახებ არ გამოიყენება ლიკვიდაციის პერიოდში.

თუ საზოგადოების ქონების განაწილებისას წარმოიშობა დავა პარტნიორებს შორის, ლიკვიდატორებმა უნდა შეწყვიტონ განაწილება დავის კანონიერად გადაწყვეტამდე.

14.4. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი ფორმის საზოგადოება გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საზოგადოებად წილობრივი ურთიერთობებისა და საზოგადოების საქმიანობის საგნის შენარჩუნებით. გარდაქმნა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სამეურნეო წლის დასაწყისის გათვალისწინებით. გარდაქმნის ბალანსში აქტივები შეიტანება ძველი საბალანსო ან საბაზრო ღირებულებით.

საბაზრო ღირებულებას ამოწმებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის გარდაქმნისათვის აუცილებელია ხმების საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობა, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

14.5. საზოგადოებებსა და ინდივიდუალურ საწარმოს შეუძლიათ გაერთიანდნენ (შერწყმა). სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობა, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საზოგადოება უერთდება მეორეს თუ ორივე საზოგადოება ერთიანდება ერთ ახალ საზოგადოებად. თუ შერწყმის დროს მოხდება გადახვევები საბალანსო ღირებულებებიდან, შერწყმის ბალანსში ღირებულება უნდა დაზუსტდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ საწესდებო კაპიტალში მათი წილის პრინციპებით. საზოგადოება, რომელმაც ძველი საზოგადოება მიიერთა, ან ახლად შექმნილი საზოგადოება, წარმოადგენენ ადრინდელი საზოგადოების (საზოგადოებების) უფლებამონაცვლეს.

14.6. საწარმო, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე საწარმო ერთეულია, შეიძლება დაიყოს მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად და მათ გააგრძელონ საქმიანობა როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (გაყოფა ნატურით). შემადგენლობაში მყოფი საწარმო წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციულად განცალკევებულ ერთეულს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო. ნატურით გაყოფა დაიშვება საბალანსო ღირებულებით. თუ დადგინდა უფრო მაღალი ღირებულება, იგი უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ნატურით გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორები ნატურით გაყოფილ საწარმოში მონაწილეობდნენ სხვადასხვა წილობრივ საფუძველზე.

გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე.

14.7. შერწყმა და ნატურით გაყოფა დაიშვება მხოლოდ წლიური ანგარიშის შედგენის დღისათვის და ამ დღიდან ექვსთვიანი უკუქცევითი ძალით.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 15. ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები

15.1. ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.

15.2. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 16. ფილიალები

საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენენ. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს.

კანონით დადგენილი ხელმოწერები შესანახად უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ სასამართლოში.

ფილიალის რეგისტრაციისას სასამართლოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;

ბ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერა;

გ) საწარმოს წესდების ასლი;

დ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისთვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

ე) საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

    მუხლი 17. საწარმოთა ურთიერთკავშირი (კონცერნი)

17.1. (ამოღებულია).

17.2. თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეორე საწარმოში წილის არანაკლებ 5%, მან დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე საწარმოს. თუ საწარმოს ხელში აღმოჩნდება ხმის უფლების მქონე წილთა უმრავლესობა, ამ საწარმომ (ძირითადი საწარმო) ამის შესახებ ასევე დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე საწარმოს (არაძირითადი საწარმო). შეტყობინების მოვალეობა წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც, როცა წილი აღარ შეადგენს იმ ოდენობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შეტყობინების მოვალეობა. საწარმოს, რომელსაც ამ პუნქტის შესაბამისად გაეგზავნა შეტყობინება, შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს წილის სიდიდის დამადასტურებელი საბუთი.

17.3. თუ საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოში მდებარე სხვა საწარმოს ხმის უფლების მქონე წილთა ორმოცდაათ პროცენტზე მეტი, მაშინ ძირითად საწარმოს ეკისრება შემდეგი მოვალეობები:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) განაცხადოს არაძირითად საწარმოში მონაწილეობა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისათვის.

17.4 თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა საწარმოში ხმის უფლების მქონე წილთა 75%-ზე მეტი, ძირითადი საწარმო პასუხს აგებს არაძირითადი საწარმოს წინაშე მათ შორის დადებული გარიგებებით განზრახ მიყენებული ზიანისათვის.

17.5 ამ მუხლის მიხედვით წილობრივი მონაწილეობის დასადგენად უნდა გაერთიანდეს ძირითად საწარმოში პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობები. რამდენიმე საწარმოს მიერ ხელშეკრულების ძალით გაერთიანების შედეგად არაძირითად საწარმოში მოგროვებული ხმების ოდენობა 17.2–17.4 მუხლებით გათვალისწინებული წილობრივი მონაწილეობის ტოლფასი იქნება.

17.6. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი საწარმოს ორგანოები ემორჩილებიან სხვა საწარმოს ნებას, ბათილია.

17.7. დაუშვებელია რომელიმე საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ხუთ პროცენტზე მეტი ორმხრივი წილობრივი მონაწილეობა. თუ ეს მონაწილეობა გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, გადამეტებული ნაწილი ამოღებულ უნდა იქნეს 3.3 მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9      

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 18. გამოქვეყნება და კონფიდენციალობა

18.1. საწარმო აქვეყნებს ამ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და ფაქტებს, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს, 17.2 მუხლის მიხედვით, ინფორმაციას წილობრივი მონაწილეობისა და პარტნიორთა კრებების შესახებ. სხვა ინფორმაციისა და ფაქტების გამოსაქვეყნებლად აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი თანხმობა, თუ ეს საბჭო არსებობს, ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება როგორც მთლიანად, ასევე ცალკეულ შემთხვევებში.

18.2. სხვა შემთხვევებში საზოგადოების ორგანოების სხდომათა შინაარსი და შედეგები კონფიდენციალურია, თუკი ეს შედეგები არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, ან თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. კონფიდენციალობა არ გამოიყენება სააქციო საზოგადოების საერთო კრების მიმართ და რეგისტრირებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების მიმართ. გარდა ამისა, ზოგადად ან ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოების ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება კონფიდენციალობის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 19. სხვა წესები: სანოტარო ფორმა, საქმიანი წერილის ბლანკის მონაცემები. ექსპერტების დანიშვნა

19.1. ყველა შეთანხმება, რომლითაც იქმნება ან უქმდება საწარმო, აგრეთვე ყოველგვარი ცვლილება მათში, მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ბათილია გარიგება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

19.2. საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე, რომლებიც გაეგზავნებათ ადრესატებს, უნდა მიეთითოს საზოგადოების სამართლებრივი ფორმა და ადგილსამყოფელი, საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით სარეგისტრაციო ორგანო და რეგისტრაციის ნომერი. გარდა ამისა, მითითებული უნდა იყოს საზოგადოების საწესდებო კაპიტალი.

სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კოოპერატივის საქმიან წერილებზე აგრეთვე უნდა აღინიშნოს ყველა დირექტორი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც გვარისა და სახელის მითითებით. ასევე მიეთითება დირექტორატის თავმჯდომარე.

19.3. ამ კანონში აღნიშნულ „დამოუკიდებელ ექსპერტად“ მიიჩნევა სააუდიტო საზოგადოების პირი ან აუდიტორი, რომელსაც სხელმწიფოსაგან აქვს უფლებამოსილება, შეამოწმოს საწარმოთა საბუღალტრო საქმე და ანგარიშიანობა ზოგადად და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების თანახმად. ამასთან, ეს პირი ან საზოგადოება ეკონომიკურად და პიროვნულად დამოუკიდებელი უნდა იყოს შესამოწმებელი საწარმოსაგან ან მის თანამდებობის პირთაგან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ დანიშნონ ასეთი პირი ან საზოგადოება, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ადგილსამყოფლის ან შემოწმების ადგილის მიხედვით არსებული სასამართლო.

19.4. საწარმოს საქმიანობისათვის ან რეგისტრაციისათვის საწარმოს ბეჭდის არსებობა სავალდებულო არ არის.

19.5. დაუშვებელია რომელიმე ნორმატიული აქტით ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ საწარმოს ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტების მოთხოვნა.

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36

II. კერძო ნაწილი

თავი პირველი

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

    მუხლი 20. ცნება

20.1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით, ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები – უშუალოდ, პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით.

20.2. პარტნიორები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.

    მუხლი 21. პარტნიორის შეგებებული მოთხოვნა

21.1. თუ რომელიმე პარტნიორს საზოგადოების ვალდებულებათა გამო წარედგინება პრეტენზია, მაშინ ამ პარტნიორს შეუძლია წარდგენილი პრეტენზიის წინააღმდეგ წარმოადგინოს მხოლოდ ის შეგებებული მოთხოვნა, რომლის უფლებაც საზოგადოებას ან პირადად მას აქვს ამ პრეტენზიის საწინააღმდეგოდ.

21.2. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე, სანამ საზოგადოება უფლებამოსილია იდავოს გარიგებაზე, რომელიც საფუძვლად უდევს საზოგადოების ვალდებულებას.

21.3. იგივე უფლება აქვს პარტნიორს მანამ, სანამ კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს საზოგადოების დრომოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით (შემხვედრი ფულადი მოთხოვნების ურთიერთჩათვლა).

21.4. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს პარტნიორის ქონებაზე იძულებითი გადახდევინების მიქცევა, კრედიტორი უფლებამოსილია მოიპოვოს საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ აღმასრულებელ დოკუმენტთან ერთად ასეთივე დოკუმენტი პარტნიორების მიმართაც.

    მუხლი 22. პარტნიორთა კრება

22.1. იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მნიშვნელობაც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, იღებს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრება.

22.2. ყოველ პარტნიორს შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება პარტნიორთა უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმდაგვარადვე და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვის კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა.

22.3. საზოგადოების კრების მონაწილენი თავიანთი წრიდან ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს თითო ხმა. თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს. საზოგადოების კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.

22.4. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის მიერ, თუ ეს კანონი არ ადგენს გადაწყვეტილებათა ერთხმად მიღებას და თუ გადაწყვეტილება ერთ-ერთ პარტნიორს არ აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში ან არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

    მუხლი 23. საზოგადოების ხელმძღვანელობა

თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ყველა პარტნიორი უფლებამოსილია გაუძღვეს საწარმოო საქმეებს, რომლებსაც ისინი საჭიროებისამებრ ცალ-ცალკე განახორციელებენ, თუკი ცალკეულ შემთხვევაში რომელიმე პარტნიორი ამის წინააღმდეგი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობის ეს ფორმა არ გამოიყენება.

    მუხლი 24. პარტნიორის კონტროლის უფლება

იმ პარტნიორსაც, რომელიც არ მონაწილეობს საზოგადოების ხელმძღვანელობაში, შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით შეამოწმოს საზოგადოების წიგნები და საბუთები. მას უფლება აქვს მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს საზოგადოების მიმართ არსებულ მოვალეობათა შესრულება და ამ შესრულების გამო საკუთარი სახელით წარადგინოს სარჩელი.

    მუხლი 25. მოგება და ზარალი

25.1. ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.

25.2. ერთ-ერთი პარტნიორის წილი მოგება მიემატება მისსავე წილ კაპიტალს; პარტნიორის ზიარი ზარალი და სამეურნეო წლის განმავლობაში წილი კაპიტალიდან გახარჯული ფული, ჩამოიწერება მოგებიდან.

    მუხლი 26. მოგებისა და ზარალის განაწილება

26.1. ყოველ პარტნიორს წლიური მოგებიდან ეკუთვნის, უწინარეს ყოვლისა, წილი თავისი წილი კაპიტალის ოთხი პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგება ამისათვის საკმარისი არ არის, მაშინ წილი განისაზღვრება, შესაბამისად, უფრო დაბალი პროცენტით.

26.2. 26.1 მუხლის მიხედვით, პარტნიორის წილი მოგების დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პარტნიორის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც მან სამეურნეო წლის განმავლობაში შესატანის სახით შეასრულა, ამ სამუშაოს შესრულებიდან გასული დროის გათვალისწინებით. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული თავისი წილი კაპიტალიდან, მაშინ მხედველობაში მიიღება გახარჯული თანხა გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად.

26.3. წლიური წილი მოგების ის ნაწილი, რომელიც აღემატება 26.1 და 26.2 მუხლების მიხედვით გამოსაანგარიშებელ წილ მოგებათა თანხას, და სამეურნეო წლის ზარალი, განაწილდება პარტნიორთა შორის და მიემატება მათ წილ კაპიტალს, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა წესებსაც.

    მუხლი 27. ფულის გახარჯვა პარტნიორის მიერ

27.1. პარტნიორს უფლება აქვს საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისათვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის დადგენილი წილი კაპიტალის ოთხ პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო წლის მოგებიდან თავისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს ზემოხსენებულ თანხას. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს განსხვავებულ წესებს, კერძოდ, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას ფულის გახარჯვის თაობაზე.

27.2. სხვა შემთხვევაში პარტნიორს არა აქვს უფლება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშე მოაკლოს თანხა თავის წილ კაპიტალს.

    მუხლი 28. ლიკვიდაციის საფუძვლები

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლიკვიდირებული იქნება:

ა) იმ ვადის გასვლისას, რა ვადითაც იგი შეიქმნა;

ბ) პარტნიორთა გადაწყვეტილებით;

გ) საზოგადოების საბანკროტო წარმოების გახსნით;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 29. ლიკვიდაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით

29.1. ერთ-ერთი პარტნიორის განცხადების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს განსაზღვრული ვადით შექმნილი საზოგადოება ვადაზე ადრე ან უვადოთ შექმნილი საზოგადოება, თუკი არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

29.2. მნიშვნელოვან საფუძვლად, კერძოდ, ჩაითვლება, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია საზოგადოების წესდებით მასზე დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ ამგვარი მოვალეობის შესრულება შეუძლებელი ხდება.

29.3. შეთანხმება, რომლითაც პარტნიორს ერთმევა ან, ამ ნორმების საწინააღმდეგოდ, ეზღუდება საზოგადოების ლიკვიდაციის მოთხოვნის უფლება, ბათილია.

    მუხლი 30. წილი კაპიტალის გასხვისება

პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილიკაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი პარტნიორი წინასწარ განაცხადებს თანხმობას ან, თუ საზოგადოების წესდებით დაშვებულია გასხვისება. წილიკაპიტალის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. საბუთი უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორების თანხმობასაც. უამისოდ დათმობის ხელშეკრულება ბათილია.

    მუხლი 31. ერთ-ერთი პარტნიორის გასვლა ან გაკოტრება

31.1. თუ ერთ-ერთი პარტნიორი გამოთქვამს საზოგადოებიდან გასვლის სურვილს, ან მის ქონებაზე იხსნება საბანკროტო წარმოება, მაშინ იგი საზოგადოებიდან გადის ამ ფაქტის ძალაში შესვლის მომენტიდან.

31.2. თუ პარტნიორი საზოგადოების წინაშე მასზე დაკისრებულ არსებით მოვალეობას დაარღვევს განზრახ ან უხეში გაუფრხილებლობით, თუ ამგვარი მოვალეობის შესრულება მისთვის შეუძლებელი ხდება ან არსებობს სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი საფუძველი, მაშინ სასამართლომ სხვა პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გამოიტანოს გადაწყვეტილება საზოგადოებიდან ამ პარტნიორის გარიცხვის შესახებ.

    მუხლი 32. ურთიერთობანი საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემდეგ

32.1. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის ან მისი გარიცხვის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს.

32.2. ეს პარტნიორები ვალდებულნი არიან საზოგადოებიდან გამსვლელი ან გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა. საზოგადოებიდან გამსვლელ ან გარიცხულ პარტნიორს არა აქვს გარანტიის მოთხოვნის უფლება.

32.3. საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისათვის, როცა საზოგადოებიდან გასვლა ძალაში შედის, იხსნება საბანკროტო წარმოება ან შეიტანება სარჩელი გარიცხვის შესახებ. მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისას.

    მუხლი 33. პარტნიორის გარდაცვალება

33.1. უმემკვიდროდ დარჩენილი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს.

33.2. თუ 33.1 მუხლის თანახმად, პარტნიორს ჰყავს მემკვიდრეები, მაშინ ყოველ მემკვიდრეს შეუძლია საზოგადოებაში დარჩეს იმისდა მიხედვით, მიენიჭება თუ არა მას კომანდიტის სტატუსი და ჩაითვლება თუ არა სამკვიდროს დამტოვებლის საწევრო შესატანიდან მისი კუთვნილი წილი საკომანდიტო შენატანად. თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, მაშინ ამ კომანდიტის წილი მოგება ასევე განისაზღვრება სამკვიდროს დამტოვებლის საწევრო შესატანიდან მემკვიდრის კუთვნილი წილის მიხედვით.

33.3. თუ დანარჩენი პარტნიორები არ მიიღებენ მემკვიდრისაგან შესაბამის განცხადებას, მაშინ მემკვიდრე უფლებამოსილია განაცხადოს საზოგადოებიდან თავისი გასვლის შესახებ დათქმულ ვადაზე ადრე.

33.4. მემკვიდრემ განცხადება შეიძლება გააკეთოს სამი თვის ვადაში იმ მომენტიდან, როცა მან მიიღო მემკვიდრეობა. თუ მემკვიდრე არ შედის საზოგადოებაში სოლიდარულად პასუხისმგებელი პარტნიორის სახით, მაშინ იგი პასუხს აგებს მისი სტატუსის გარკვევამდე წარმოშობილ საზოგადოების ვალებზე იმ წესების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ საანდერძო დანაკისრისათვის მემკვიდრის პასუხისმგებლობას.

33.5. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია გახდეს პარტნიორი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებაში შემსვლელი (ან შემსვლელები) სპეციალური უფლებამოსილების ძალით იღებს პარტნიორის სტატუსს. იგი (ისინი) ვალდებულია სხვა მემკვიდრეებს გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. საზოგადოების წესდება შეიძლება არ ითვალისწინებდეს კომპენსაციის ვალდებულებას.

თავი მეორე

კომანდიტური საზოგადოება

    მუხლი 34. ცნება

34.1 საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას, არის კომანდიტური საზოგადოება, თუ ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხიმგებლობა შეზღუდული არ არის (პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები – კომპლემენტარები).

34.2 კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

34.3 პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები) შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.

    მუხლი 35. კონკურენციის აკრძალვა

კონკურენციის აკრძალვა არ ვრცელდება კომანდიტებზე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

    მუხლი 36. კომანდიტის კონტროლის უფლება

36.1. კომანდიტს უფლება აქვს მოითხოვოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების წიგნებისა და საბუთების გაცნობით შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე.

36.2. მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი კომანდიტის განცხადების საფუძველზე ნებისმიერ დროს მოითხოვოს საბალანსო და წლიური ანგარიშის მონაცემების, სხვა მსგავსი ინფორმაციის, საზოგადოების წიგნებისა და საბუთების წარდგენა.

    მუხლი 37. საზოგადოების ხელმძღვანელობა

37.1. კომანდიტები არ მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში; მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორების მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. თუ მოქმედება სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, საჭიროა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

37.2. თუ ერთ-ერთ კომანდიტს ხელშეკრულებით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებანი, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი მინდობილობის ფარგლებს, იგი პასუხს აგებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი.

    მუხლი 38. მოგება და ზარალი

38.1. 25-ე მუხლის წესები მოგება-ზარალის დაანგარიშების შესახებ ვრცელდება კომანდიტების მიმართაც.

38.2. კომანდიტი ზარალის მოზიარეა მხოლოდ თავისი წილი კაპიტალისა და ჯერ კიდევ გადაუხდელი შესატანის ოდენობით.

38.3. კომანდიტის წილი მოგება დაერიცხება მის წილ კაპიტალს, ვიდრე ეს უკანასკნელი არ მიაღწევს შესატანის დათქმულ ოდენობას.

    მუხლი 39. მოგებისა და ზარალის განაწილება

39.1. პარტნიორთა წილი წლიურ მოგებაში განისაზღვრება ამ კანონის 26.1 და 26.2 მუხლებით, თუ მოგება არ აღემატება წილი კაპიტალის ოთხ პროცენტს.

39.2. სამეურნეო წილის მოგება ან ზარალი, რომელიც აღემატება ამ თანხას, პროპორციულად ნაწილდება პარტნიორებს შორის, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. განაწილების პროპორციულობის დასადგენად, კერძოდ, მხედველობაში მიიღება კომანდიტის წილი კაპიტალი, ასევე მათი სამართლებრივი მდგომარეობა.

    მუხლი 40. კომანდიტის მიერ მოგების გამოყენება

40.1. ამ კანონის 27-ე მუხლი კომანდიტების მიმართ არ გამოიყენება.

40.2. კომანდიტს აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების მიღების მოთხოვნის უფლება. მას არ შეუძლია ამ მოგების მოთხოვნა, ვიდრე მისი წილი კაპიტალი ზარალის შედეგად ან ანგარიშსწორების გამო შესატანის დათქმულ თანხაზე ნაკლებია.

40.3. კომანდიტი ვალდებული არ არის დააბრუნოს მიღებული მოგება შემდგომი ზარალის გამო.

    მუხლი 41. კომანდიტის პასუხისმგებლობა

41.1. კომანდიტის საგარანტიო თანხა საზოგადოების კრედიტორების მიმართ განისაზღვრება სამეწარმეო რეესტრში მითითებული თანხის ოდენობით, თუ ეს თანხა უკვე შეტანილია. სხვა შემთხვევაში გამოიყენება 3.3 – 3.5 მუხლები.

41.2. სამეწარმეო რეესტრში მოცემული საგარანტიო თანხის არარეგისტრირებულ მომატებას კრედიტორები შეიძლება დაეყრდნონ მხოლოდ მაშინ, თუ მომატება საქმიან ურთიერთობებში მიღებული წესით გახდება ცნობილი, ან საზოგადოება ამის შესახებ კრედიტორებს სხვა გზით შეატყობინებს.

41.3. კომანდიტი ვალდებული არ არის უკან დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს. სხვა შემთხვევებში გამოიყენება 3.6 მუხლი.

    მუხლი 42. პასუხისმგებლობა კომანდიტად შესვლის დროს

უკვე არსებულ საზოგადოებაში კომანდიტად შემსვლელი პირის პასუხისმგებლობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 41-ე მუხლი.

    მუხლი 43. კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა

43.1. კომანდიტის წილი შეიძლება გასხვისდეს ან გადაეცეს მემკვიდრეობით სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

43.2. წილის დათმობისთვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

თავი მესამე

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

    მუხლი 44. ცნება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. საზოგადოების პარტნიორი არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ვალდებულებებზე, გარდა 3.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

    მუხლი 45. საწესდებო კაპიტალი. შესატანი

45.1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ორი ათას ლარს.

45.2. შესატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისათვის შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს, მაგრამ იგი ათზე უნაშთოდ უნდა იყოფოდეს.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

    მუხლი 46. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი

46.1. პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა.

46.2. თუ პარტნიორი თავდაპირველი წილის მისამატებლად შეიძენს სხვა წილს, თითოეული წილი ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას.

46.3. პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. სანოტარო დამოწმებაა ასევე საჭირო შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.

46.4. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს წილის გადაცემის სხვა პირობებიც, კერძოდ, გასხვისებისათვის აუცილებელი გახდეს საზოგადოების ნებართვა ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.

46.5. წილის ნაწილობრივი გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ნებართვით. ნებართვაში უნდა აღინიშნოს შემძენის პიროვნება და თანხა, რომელიც შეესაბამება დაუნაწევრებელი შესატანის გაყოფის შედეგად წარმოშობილ თითოეულ წილს. 45.2 მუხლის წესები შესატანის თანხის შესახებ შესაბამისად გამოიყენება წილის გაყოფის მიმართ.

46.6. დაუშვებელია საკუთარი წილის შეძენა.

46.7. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პარტნიორთა მიერ შესატანის გარდა დამატებითი შესატანების გადახდაც. დამატებითი შესატანები წილის პროპორციული უნდა იყოს.

საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული იმ გადასახდელის გაზრდა, რომელიც ეკისრება პარტნიორს, დაიშვება მხოლოდ დანარჩენი პარტნიორების თანხმობით.

46.8. პარტნიორები, რომელთა წილი ერთად შეადგენს საწესდებო კაპიტალის მეოცედ ნაწილს, უფლებამოსილი არიან მოითხოვონ კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან, ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვის მიმართაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორებს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ იგი. კრება გადაწყვეტს მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს.

46.9. პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას.

46.10. დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

დირექტორებს შეუძლიათ უარი თქვან ამგვარი ინფორმაციის გაცემასა და წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობაზე, თუ ეს ინფორმაცია პარტნიორმა შეიძლება საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისათვის გამოიყენოს და ამით საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს უარყოფითი შედეგები მოუტანოს. უარი საჭიროებს პარტნიორთა გადაწყვეტილებას.

დირექტორების მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, თუ მას განცხადებით მიმართეს. განცხადებით მიმართვის უფლება აქვს პარტნიორს, რომელსაც უარი ეთქვა ინფორმაციის მიცემაზე და წიგნებისა თუ ჩანაწერების გაცნობაზე.

    მუხლი 47. პარტნიორთა კრება

47.1. პარტნიორთა კრება ტარდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ, თუ პარტნიორებმა არ ისარგებლეს 47.7 მუხლში გათვალისწინებული უფლებით. დირექტორებმა უნდა მოიწვიონ საზოგადოების კრება, თუ საზოგადოების ინტერესები ამას მოითხოვს, ანდა თუ პარტნიორები მოითხოვენ კრების ჩატარებას 46.8 მუხლის შესაბამისად.

47.2. საზოგადოების წესდების შეცვლა შეიძლება მხოლოდ პარტნიორთა გადაწყვეტილებით. ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა და სანოტარო წესით დამოწმება.

47. 3. თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, კერძოდ:

ა) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;

ბ) წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;

გ) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;

დ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;

ე) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ვ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს;

ზ) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას;

თ) იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;

ი) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;

კ) პროკურის გაცემა და გაუქმება;

ლ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ანდა პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;

მ) წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;

ნ) შესატანების გადახდის მოთხოვნა;

ო) დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება;

პ) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან შრომის ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშის დამტკიცება.

47.4. ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პარტნიორთა კრება საზოგადოების ხელმძღვანელობას აძლევს ცალკეულ დავალებებს ამ ხელმძღვანელობის კომპეტენციის ფარგლებში.

47.5. დირექტორებს შეუძლიათ მოიწვიონ საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე დღის წესრიგით კვლავ მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა.

47.6. კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წლიური ბალანსიდან ან წლის განმავლობაში შედგენილი ბალანსიდან ირკვევა, რომ საზოგადოებამ შეიძლება კაპიტალის ნახევარი დაკარგოს.

47.7. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.

47.8. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის, ანდა თუ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.

47.9. საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია თავმჯდომარის ხელმოწერა.

    მუხლი 48. სამეთვალყურეო საბჭო

1. საზოგადოების წესდებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა.  სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია, ამასთან საწესდებო კაპიტალის ოდენობა აღემატება 30000 ლარს და თანხების წლიური ბრუნვის ოდენობა – 100000 ლარს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის წესები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №774 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.19

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66

    მუხლი 49. დირექტორები

49.1. ამ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებათ დირექტორებს.

49.2. დირექტორებმა თავიანთი ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. შესაბამისად გამოიყენება მუხლი 9.7.

    მუხლი 50. წლიური შედეგები

პარტნიორებს აქვთ წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება ნაშთის ჩათვლით და ზარალის გამოკლებით, თუ კანონით ან საზოგადოების წესდებით ანდა პარტნიორთა გადაწყვეტილებით დაშვებულია ამ თანხის განაწილება პარტნიორებს შორის.

შედეგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორებს შეუძლიათ თანხა მოგებიდან ანარიცხებში ჩარიცხონ ან წარმოადგინონ როგორც მოგება, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წლიური წმინდა მოგების განაწილება ხდება წილის პროპორციულად. შესაბამისად გამოიყენება 57.2 მუხლი.

თავი მეოთხე

სააქციო საზოგადოება

    მუხლი 51. ცნება. საზოგადოების აქციათა რეესტრი

51.1. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად. აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე თხუთმეტ ათას ლარს.

51.2. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმით. კანონის შესაბამისად, აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა სერტიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან, ანდა კანონით გათვალისწინებელი სხვა დოკუმენტი.

51.3. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობაც 100-ზე მეტია, ვალდებულია აქციონერთა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა არ აღემატება 100-ს, მას შეუძლია სურვილისამებრ აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.

51.4 იმ საწარმოთა აქციების გადაცემა, რომლის რეესტრსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ხდება შესაბამისი კანონით გათვალისწინებული წესების მიხედვით. სხვა შემთხვევებში აქციების გადაცემა ხდება საზოგადოების აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, და აქციის სერტიფიკატზე ინდოსამენტით. თუ სერტიფიკატი გაცემული არ არის, მაშინ საჭიროა აგრეთვე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

    მუხლი 52. აქციათა სახეები. აქციაში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები

52.1. სააქციო საზოგადოება გასცემს ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს მხოლოდ სახელობითი ფორმით. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე. ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია დივიდენდების ან ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილებასთან, განხორციელდება მხოლოდ პრივილეგირებული აქციების მფლობელთა ანალოგიური უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ. ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება.

52.2. საზოგადოებას უფლება აქვს გამოუშვას პრივილეგირებული აქციები. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან/და სათანადო ემისიის პროსპექტით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში, ნაწილდება პრივილეგირებულ აქციათა მფლობელებზე, ხოლო შემდგომ – ჩვეულებრივ აქციონერებზე, მათ წილთა შესაბამისად. პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას საერთო კრებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდება ან ამ აქციათა ემისიის პროსპექტი ითვალისწინებს ერთ პრივილეგირებულ აქციაზე ერთი ხმის მინიჭებას პრივილეგირებულ აქციაზე დივიდენდების გაუცემლობისას.

52.3. რომელიმე კლასის აქციათა გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. ამ თანხმობის აუცილებლობის შესახებ უნდა აღინიშნოს საზოგადოების წესდებაში და აქციათა სერტიფიკატზე (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). წესდებაში ასეთი აღნიშვნის შეტანისათვის აუცილებელია ყველა იმ აქციონერის წერილობითი თანხმობა, რომლებიც ამ კლასის აქციებს ფლობენ.

საზოგადოებამ უნდა განაცხადოს თანხმობა აქციათა გადაცემაზე, თუ ამით საზოგადოების არსებით ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თანხმობას იძლევა დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვით.

52.4. საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.

52.5. საზოგადოების მიერ აქციები და აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები გაიცემა, სულ მცირე ნომინალურ თანხად. ნომინალურზე მეტი ღირებულებით გაცემის შემთხვევაში, ღირებულებიდან გაცემის ხარჯების გამოკლების შემდეგ, ნამატი თანხა მიემატება სარეზერვო ფონდს. იგივე წესი მოქმედებს, შესაბამისად, არაფულადი შესატანის დროსაც, რომლის ღირებულება აღემატება ნომინალურ ღირებულებას.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 53. აქციონერთა უფლებები და მოვალეობანი

53.1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი სხვა მოვალეობის დაკისრება.

53.2. აქციონერების წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად შეღავათიანი უფლებების გათვალისწინებით. სხვა ფასიანი ქაღალდების კაპიტალიდან გამომდინარე ვალდებულებები პირველ რიგში უნდა შესრულდნენ. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობენ მოგების განაწილებაში შესატანის სიდიდის პროპორციულად.

53.3. ჩვეულებრივ, აქციონერები თავიანთ უფლებებს (ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, ასევე საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (მუხლი 15.2) ახორციელებენ საერთო კრებაზე.

53.3.1. აქციონერს უფლება აქვს საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნა დაყენებული საერთო კრებამდე ათი დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განიხილონ დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარი შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული.

53.3.2. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. თუ საერთო კრება არ დააკმაყოფილებს ამგვარ მოთხოვნას, მაშინ გადაწყვეტილება სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ შეიძლება მიიღოს იმ სასმართლომ, რომლის ტერიტორიაზეც აქვს საზოგადოებას ადგილსამყოფელი.

53.3.3. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ საწარმოს ინტერესების შესაბამისად რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. თუ დირექტორები კრებას მოთხოვნიდან ოცი დღის განმავლობაში არ მოიწვევენ, აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი.

53.4. აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან ან მათი ანგარიშის დამტკიცებას.

თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი მდგომარეობა სააქციო საზოგადოების ინტერესების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგებზე.

53.5. თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი ჩაითვლება სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ, ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

სასამართლოს მიერ აქციონერის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს აქციონერს სარჩელთან დაკავშირებული კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზიანო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. თუ აქციონერი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აქციონერს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აქციონერის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადაუდოს აქციონერს სასამართლო ხარჯების გადახდა.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9     

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 531. საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა

1. აქციონერს უფლება აქვს ამ მუხლით დადგენილი წესით საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან 54.6 მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციის შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საზოგადოებამ, რომელიც აპირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისი საერთო კრების მოწვევის შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს წერილობით მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვა. ასეთი მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) აქციონერის მიერ სრულად არ არის შეტანილი ამ აქციების შესაბამისი შესატანი;

ბ) აქციონერმა ეს აქციები შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაგზავნის შემდეგ.

4. აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს მისი საბაზრო ღირებულებით, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განხორციელებული შეტყობინების წინა დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციათა დაბალი ლიკვიდურობის ან სხვა მიზეზების გამო კანონით დადგენილია აქციათა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის სხვა წესი. ასეთი წესის გამოყენებისას, სამეთვალყურეო საბჭომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

5. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გამოსასყიდი აქციების ოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში.

6. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში.

7. აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება, თუ:

ა) გამოსყიდვის შედეგად საზოგადოების საკუთარი კაპიტალი 51.1 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება;

ბ) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს.

8. თუ გამოსასყიდად შემოთავაზებულია იმაზე მეტი აქცია, ვიდრე ეს დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ისინი გამოსყიდულ უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველთაგან პროპორციულ საფუძველზე.

9. საზოგადოების მიერ ამ მუხლის მიხედვით გამოსყიდული აქციები უქმდება და საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შესაბამისად მცირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

    მუხლი 54. საერთო კრება

54.1. ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან ორი თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ან 53.3.3 მუხლის შესაბამისად, აქციონერთა მოთხოვნით.

სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

54.2. საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების წიგნში შეტანილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე ოცი დღის ვადაში დირექტორების მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნით. მოწვევასთან ერთად უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და საეთვაოყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილებების მისაღებად; შესაძლო ცვლილებები საზოგადოების წესდებაში უნდა გამოცხადდეს ასევე წინასწარ.

კრების მოწვევის შეტყობინებას თან უნდა დაერთოს აგრეთვე იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე ათი დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება.

საზოგადოების აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი ეგზავნებათ დაზღვეული წერილით. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია განსაზღვრავს აგრეთვე იმ ბეჭდვით ორგანოს, რომელშიც დასაშვებია შეტყობინების გამოქვეყნება.

54.3. აქციონერს შეუძლია 54.2 მუხლის მიხედვით დადგენილი პროცედურის შესაბამისად წინასწარ მიიღოს კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური. იგი მონაწილეობას იღებს კრების მუშაობაში პირადობის მოწმობისა და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

54.4. საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი დირექტორი. კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმს ადგენს ნოტარიუსი.

54.5. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევრის მფლობელები მაინც. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იგივე დღის წესრიგით, 54.2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე კაპიტალის არანაკლებ 25%-ის მფლობელებისა. თუ კრება კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში იგივე დღის წესრიგით, 54.2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია გამოცხადებული ან წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე კაპიტალის მფლობელთა მიუხედავად.

54.6. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს საზოგადოების წესდება, კერძოდ, საწესდებო კაპიტალი, საფირმო სახელწოდება, საზოგადოების საქმიანობის საგანი და გადაწყვიტოს მისი ლიკვიდაციის საკითხი;

ბ) (ამოღებულია);

გ) მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის, გაყოფის ან გარდაქმნის შესახებ;

დ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს (მუხლი 59), აგრეთვე მუხლი 52.4-ის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისას;

ე) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ ან, როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ;

ვ) აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში, ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან;

ზ) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;

თ) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი;

ი) აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი;

კ) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით;

ლ) მიიღოს გადაწყვეტილებები ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებენ სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები;

მ) მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების ან გაცვლის გარიგებების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) შესახებ, ჩვეული საქმიანობის წარმართვის გარდა, რომელთა ღირებულებაც შეადგენს საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

54.7. 54.6 მუხლში გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 50%-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა, გარდა „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 2/3-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა და „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებული გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 3/4-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა.

54.8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევისას აქციონერები შეიძლება შეთანხმდნენ ხმების აკუმულირების მეთოდის გამოყენებაზე, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ა) ყოველი აქციონერი ანაწილებს მთელ თავის ხმებს წარმოდგენილ კანდიდატთა ნებისმიერ რაოდენობაზე ისე, რომ მის მიერ მიცემულ ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ აქციათა სრულ რაოდენობას;

ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატს (მის წინააღმდეგ ხმის მიცემა დაუშვებელია);

გ) თუ კანდიდატების რაოდენობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია ან ტოლია, მაშინ ყველა კანდიდატი, რომელმაც მიიღო თუნდაც ერთი ხმა, ავტომატურად ხდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ხოლო თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დადგენილ რაოდენობას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც მიიღეს ხმათა უმრავლესობა.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36 

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

    მუხლი 55. სამეთვალყურეო საბჭო

55.1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება, სულ ცოტა, სამი, არა უმეტეს ოცდაერთი წევრისაგან, ამასთან წევრთა რაოდენობა სამზე გაყოფადი უნდა იყოს. წევრთა ორი მესამედი აირჩევა საერთო კრების მიერ, ხოლო ერთი მესამედი შეიძლება აირჩეს მუშა-მოსამსახურეთგან (მუშა-მოსამსახურეთგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესი განისაზღვრება სპეციალური საარჩევნო დებულებით, რომელსაც იღებს საერთო კრება). საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს (მფლობელებს) უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავდეს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი.

55.2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი საერთო კრების მიერ აირჩევა ოთხი წლის ვადით, მაგრამ უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს.  ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზე მდებარეობს საზოგადოება, შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

55.3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საზოგადოების დირექტორი ან სხვა პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირი.

55.4. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. თუ კანდიდატები მიიღებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ.

55.5. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.

55.6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა რვა დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგითურთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი ერთი სხვა წევრით.

55.7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მის მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25-%. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად.

55.8. სამეთვლყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია:

ა) სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორების საქმიანობას;

ბ) სამეთვლყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნები, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა და მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან გასაზღვრულ ექსპერტებს;

დ) სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების აუცილებლობა მოითხოვს;

ე) სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიური ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს, თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა მან საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის თუ რომელი ნაწილი შეამოწმა და გამოიწვიეს თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი ცვლილებები;

ვ) დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, ასევე მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა;

ზ) სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, დირექტორებთან გარიგებების შესრულებისას წარმოადგინოს საზოგადოება, აგრეთვე საერთო კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების სახელით მათ წინააღმდეგ წარმართოს სამართლებრივი დავა. სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია, თუ საკითხი შეეხება მისი წევრის პასუხისმგებლობას, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე დირექტორების წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი;

თ) დირექტორების ფუნქციები არ შეიძლება გადაეცეს საეთვალყურეო საბჭოს.

55.9. მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა:

ა) საწარმოთა 50%-ზე მეტი წილის შეძენა და გასხვისება;

ბ) უძრავი ქონებისა და მისი მსგავსი უფლებების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა ან იჯარით გაცემა, აგრეთვე წარმოების იჯარით გაცემა ან მისი საქმიანობის შეწყვეტა;

გ) ფილიალების შექმნა და მისი ლიკვიდაცია;

დ) წლიური ბიუჯეტის, როგორც საგეგმო ბალანსის და მოგება-ზარლის გეგმის, ასევე ინვესტიციების გეგმის შედგენა, გრძელვადიანი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეფასება;

ე) ინვესტიციების დაბანდება ან ამოღება, რომელთა ოდენობა, ცალკე ან სამეურნეო წლის განმავლობაში, აღემატება გასული წლის ბოლოსათვის არსებული მდგომარეობით საზოგადოების მთელი ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს;

ვ) სესხების და კრედიტების აღება, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას;

ზ) სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას. ამგვარი უზრუნველყოფა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების მიმართ დაუშვებელია;

თ) ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ან საქმიანობის არსებული სახის შეწყვეტა;

ი) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;

კ) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და სხვა მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობისა და პენსიის გაცემის უზრუნველყოფის პრინციპების განსაზღვრა;

ლ) სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა;

მ) გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვების შესახებ, თუ ამგვარი დაშვება საზოგადოებას აკისრებს კანონით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს;

ნ) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოშვებული აქციების ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსყიდვის შესახებ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

55.10. სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება 9.7 და 56.4 მუხლები.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №774 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.19

    მუხლი 56. დირექტორები

56.1. საზოგადოების ხელმძღვნელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს.

56.2. დირექტორთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურე საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით. თუ არ არსებობს ასეთი შინაგანაწესი, მაშინ გამოიყენება ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი.

56.3. სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები.

იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა რამდენიმე დირექტორი, და წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, დირექტორები მხოლოდ ერთობლივად დებენ გარიგებებს და ასრულებენ ხელმოწერებს. ცალკეულ დირექტორს შეიძლება მიენიჭოს ზოგი გარიგების დადების ან განსაზღვრული სახის საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება. საზოგადოების მიმართ ნების გამომჟღავნების გამოსახატავად საკმარისია ნების გამომჟღავნება ერთი დირექტორის მიმართ.

თუ სახეზეა რამდენიმე დირექტორი, მაშინ წესდება შეიძლება აგრეთვე ითვალისწინებდეს, რომ ერთ რომელიმე მათგანს დამოუკიდებლად ან ერთ-ერთ სავაჭრო წარმომადგენელთან ერთად მიენიჭოს საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებელი უნდა იყოს, რომ დირექტორებს სავაჭრო წარმომადგენლობის გარეშეც შეეძლოთ წარმოადგინონ საზოგადოება.

56.4. დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი, დირექტორები კი პასუხს აგებენ სოლიდარულად. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი უძღვებოდნენ საქმეს 9.7 მუხლის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ მათი მოთხოვნების კომპენსაცია.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

    მუხლი 57. წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება

57.1. დირექტორები ადგენენ წლიურ ანგარიშს და სამეურნეო მდგომარეობის ანგარიშს, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოზე წარსადგენად. წმინდა მოგების განაწილების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების განაწილებაზე, მაშინ წმინდა მოგების განაწილების ორივე წინადადება უნდა აცნობონ საერთო კრებას.

საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მთელი წმინდა მოგება დარჩეს საწარმოში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის დროს.

57.2. არ შეიძლება მიეცეთ აქციონერებს სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი ან ფულადი სახით აანაზღაუროს წარმოშობილი ქონებრივი ზარალი. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად. საერთო კრებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. ეს უფლება შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებიდან არ მიუღიათ მათი მოთხოვნების კომპენსაცია.

57.3 აქციონერს შეუძლია იყოს საქმიან ან შრომით ურთიერთობაში საზოგადოებასთან და მიიღოს მისგან საზღაური, რომელიც არ წარმოადგენს დივიდენდს.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110

    მუხლი 58. რევიზია

58.1. მორიგი საერთო კრება ყოველწლიურად სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებით ირჩევს აუდიტორს, რომელიც საზოგადოებისაგან, მისი დირექტორებისაგან და მათი აქციონერებისაგან სამართლებრივად და ეკონომიურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

58.2. რევიზია მოიცავს ანგარიშგების, წლიური ანგარიშის და საქმის წარმოების პრაქტიკის შემოწმებას. ყოველგვარი საგანგებო შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით, სხვა საწარმოებთან საქმიანი ურთიერთობების თაობაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოთ აქციონერებს. ჩვეულებრივი წლიური ანგარიში უნდა შემოწმდეს რევიზიის აქტით. რევიზიის აქტიდან უნდა ჩანდეს, რომ სავალდებულო რევიზია ჩატარებულია საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების საფუძველზე, ასევე დირექტორების მიერ გაცემული განმარტებებისა და მტკიცებულებების, წლიური ანგარიშისა და სამეურნეო საქმიანობის ანგარიშის საფუძველზე, თუ ამ უკანასკნელში გამოხატულია წლიური ანგარიში, რომელიც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ წესებს. აუდიტორებმა რევიზიის აქტში უნდა მიუთითონ შემოწმების ადგილი და დღე.

58.3. რევიზიის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გამოიყენება მუხლი 56.4.

    მუხლი 59. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები. კაპიტალის გაზრდა საზოგადოების სახსრებიდან

59.1. გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ უნდა განსაზღვრავდეს ნომინალურ თანხას, შესაძლოდ მაღალი გასავლის თანხას, ფასიანი ქაღალდების დაყოფას, აქციების სახეს და მომატების ვადებს. არაფულადი შენატანისას დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შესრულებული შეფასების დასკვნა უნდა წარედგინოს სამეწარმეო რეესტრში საჯარო შემოწმებისათვის.

59.2. საერთო კრებას შეუძლია მოახდინოს კაპიტალის გაზრდა 59.1 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ნებადართული კაპიტალის ფორმით, ე.ი. დირექტორები უფლებამოსილი არიან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით მომავალი ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში საზოგადოების საწესდებო კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ გაზარდონ გადაწყვეტილებაში მითითებულ თანხამდე ახალი აქციების გამოცემის გზით. გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს, შეეხება თუ არა და რა მოცულობით შეეხება გაზრდა შეღავათიან ან ჩვეულებრივ აქციებს და წარმომდგენის თუ სახელობით აქციებს.

59.3. 52.4 მუხლის შესაბამისად, კაპიტალის შეძენის ღონისძიებათა შესახებ გადაწყვეტილება, 59.2 მუხლის წინაპირობების არსებობისას, შეიძლება ასევე ნებადართული კაპიტალის სახით იქნას მიღებული.

59.4. 52.4 მუხლის მიხედვით, მუშა-მოსამსახურეებზე აქციების გასაცემად, კაპიტალის შეძენის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ასევე საზოგადოებების შერწყმის გამო საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი კაპიტალის დაშვების შესახებ. გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს პირობის დადგომის დროს და მისი გამოყენების წინაპირობებს ისე, რომ ამ პირობების დადგომა არ იყოს დამოკიდებული დირექტორებზე ან სამეთვალყურეო საბჭოზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს გასაცემი აქციების სახეს.

59.5. 59.2 მუხლით გათვალისწინებული ნებადართული კაპიტალი შეიძლება დაშვებულ იქნას შესაბამისი ჩვეულებრივი ან შეღავათიანი აქციების ნახევრამდე ოდენობით, ხოლო პირობითი კაპიტალი მხოლოდ 52.4 მუხლით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების თანხის ან არა უმეტეს საწესდებო კაპიტალის საერთო თანხის ოდენობამდე.

59.6. კაპიტალის მომატების საკითხი შეიძლება ისე გადაწყდეს, რომ სარეზერვო ფონდები გარდაიქმნას საწესდებო კაპიტალად. ამ შემთხვევაში დაუშვებელია აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლების აკრძალვა.

59.7. სააქციო კაპიტალის მომატების ან 55.1 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის შეძენის ღონისძიებების მეშვეობით კაპიტალის შეძენის ყველა შემთხვევაში აქციონერებს აქვთ აქციების უპირატესი შეძენის უფლება მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა ნომინალური ღირებულების პროპორციულად. თუ გაიცემა ჩვეულებრივი ან შეღავათიანი აქციები ან აქციონერებს მიენიჭებათ 55.1 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, უპირატესი მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ჩვეულებრივ ან შეღავათიან აქციონერებს. ამ წესიდან გამონაკლისების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო კრება 54.6 და 54.7 მუხლების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

თავი მეხუთე

კოოპერატივი

    მუხლი 60. ცნება

60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.

კოოპერატივებს მიეკუთვნება:

ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);

დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;

ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;

ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;

ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

60.2. კოოპერატივის წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვა კოოპერატივში, თუ ეს უკანასკნელი მოწოდებულია ემსახუროს პირველი კოოპერატივის წევრთა შემოსავლის მიღების ან მათი მეურნების განვითარების ხელშეწყობას.

60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.

საქართველოს 1996 წლის 13 ივნისის კანონი №275 – პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.32

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №712 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997 წ., გვ.9 

    მუხლი 61. პაი. კოოპერატივში გაწევრიანება

61.1. კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებლების მიერ. ყოველი პაი უნაშთოდ უნდა იყოფოდეს ორმოცდაათზე. კოოპერატივის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.

61.2. სამეწარმეო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაციის შემდეგ კოპერატივში წევრად მისაღებად აუცილებელია შესვლის მსურველის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე.

მსურველი პირის მიღებისას კოოპერატივის გამგეობამ განცხადება უნდა გადასცეს სამეწარმეო რეესტრს კოოპერატივის წევრის სიაში ჩასაწერად. წევრობა წარმოიშობა განცხადების საფუძველზე რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

61.3. განცხადება არაორაზროვნად უნდა ასახავდეს კოოპერატივის წევრის ვალდებულებას, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ შესატანს (პაის). თუ წესდებით განსაზღვრულია, რომ კოოპერატივის წევრებმა შეუზღუდავად ან შეზღუდულად საგარანტიო თანხის ოდენობით დამატებითი შესატანები უნდა შეიტანონ, მაშინ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რომ კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად წევრად შემსვლელები გადაიხდიან დამატებით შესატანს შეუზღუდავად ან წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხამდე ოდენობით.

    მუხლი 62. წევრის გასვლა კოოპერატივიდან

62.1. ყოველ წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის უფლება ამის შესახებ განცხადების საფუძველზე. გასვლა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. განცხადება გასვლის შესახებ უნდა გაკეთდეს წერილობით გასვლამდე, სულ ცოტა, სამი თვით ადრე. წესდებით შეიძლება დადგინდეს უფრო ხანგრძლივი ვადა, ოღონდ არა უმეტეს ხუთი წლისა.

62.2. თუ წესდებაში შეიტანება ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის საწარმოს საქმიანობის საგანს, მაშინ კოოპერატივიდან გასვლა შეუძლია:

ა) საერთო კრების მონაწილე კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ მან უთანხმოება გადაწყვეტილების მიმართ ოქმში შეიტანა, ან თუ ოქმში მისი ჩაწერა უარყოფილ იქნა;

ბ) საერთო კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ იგი უსამართლოდ არ იქნა დაშვებული კრებაზე, ან თუ კრება არ იყო ჯეროვნად მოწვეული, ანდა თუ გადაწყვეტილების საგანი სათანადოდ არ იქნა გამოცხადებული.

62.3. 62.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კოოპერატივიდან გასვლა ფორმდება წერილობით. განცხადება შეიძლება მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მაგრამ გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს.

62.4. კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან სხვა კოოპერატივში წევრობის გამო, თუ ეს კოოპერატივი იმავე სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს და იმავე სახის საქმიანობას ეწევა. გარიცხვა მოხდება სამეურნეო წლის ბოლოს გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გარიცხვის სხვა საფუძვლებიც.

62.5. გამგეობა მოვალეა, სამეწარმეო რეესტრს წარუდგინოს ინფორმაცია კოოპერატივის წევრის გასვლის თაობაზე, სულ ცოტა ექვსი კვირით ადრე იმ სამეურნეო წლის ბოლომდე, რომლის დამთავრებამდეც ხდება გასვლა. მანვე უნდა გადასცეს წერილობითი საბუთი, რომ გასვლა მოხდა დროულად.

62.6. კოოპერატივის წევრთა სიაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შეტანილი ის დასაბუთებული მიზეზი, რამაც გამოიწვია კოოპერატივის წევრის გასვლა. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად ითვლება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

62.7. გამსვლელთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება ბალანსის საფუძველზე გასვლის დღისათვის. თუ კოოპერატივიდან გასვლა ხდება სამეურნეო წლის მანძილზე, მაშინ საფუძვლად აიღება ბოლო ბალანსი. კოოპერატივის წევრის აქტივები უნდა ანაზღაურდეს გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში; კოოპერატივის რეზერვებისა და სხვა ქონების მიმართ მას, თანახმად ამ მუხლის მე-3 აბზაცისა, არა აქვს მოთხოვნის უფლება.

თუ ვალების დასაფარავად საკმარისი არ არის მთელი ქონება რეზერვებისა და აქტივების ჩათვლით, მაშინ კოოპერატივიდან გასულმა წევრმა კოოპერატივს უნდა გადაუხადოს თავისი წილი ფულადი თანხიდან. ეს წილი დაიანგარიშება კოოპერატივის წევრთა რაოდენობის მიხედვით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც პაი სრულად გადაიხადეს, გასვლის შემთხვევაში მიეცეთ პაის უკუმოთხოვნის უფლება ამ მიზნით წლიური ნაშთის საფუძველზე შექმნილი რეზერვიდან. ეს მოთხოვნა შეიძლება დამოკიდებული იყოს კოოპერატივის წევრად ყოფნის სტაჟზე ან შეიძლება წესდება სხვა პირობებსა და მოთხოვნის შეზღუდვებს ითვალისწინებდეს.

62.8. კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს სამეურნეო წლის განმავლობაშიც მისი პაი წერილობით შეთანხმებით გადასცეს სხვა პირს და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, თუკი პრედენდენტი მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი. წესდება შეიძლება კრძალავდეს ან დამატებით პირობებს უყენებდეს ამგვარ გადაცემას. გამგეობამ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამეწარმეო რეესტრს.

პაის გადაცემა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს სიაში შეტანილი გამსხვისებელ წევრთან. გასვლის თარიღად ითვლება რეგისტრაციის დღე.

62.9. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე. წევრობა მთავრდება იმ სამეურნეო წლის დასრულებით, როცა მოხდა სამკვიდროს გახსნა. რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია საერთო კრებაზე ხმის უფლება განახორციელონ ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით.

წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კოოპერატივის წევრი გახდება მისი მემკვიდრე. წესდებით წევრობის გაგრძელება შეიძლება დამოკიდებული გახდეს უფლებამონაცვლის პიროვნულ ფაქტორებზე. რამდენიმე მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში შეიძლება ასევე იყოს გათვალისწინებული, რომ წევრობა შეწყდება, თუ იგი არ გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს წესდებით გათვალიწინებულ ვადებში.

გამგეობამ კოოპერატივის წევრთა სიაში რეგისტრაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს სამეწარმეო რეესტრს შეტყობინება კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შესახებ.

    მუხლი 63. საერთო კრება

63.1. კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

63.2. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი.

63.3. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს რამდენიმე ხმის უფლების მიცემას. იგი უნდა დაუწესდეს მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც განსაკუთრებით უწყობენ ხელს კოოპერატივების საქმიანობის განვითარებას. რამდენიმე ხმის უფლების მიცემის პირობები წესდებით უნდა იქნეს დადგენილი. სამ ხმაზე მეტი უფლების მიცემა დაუშვებელია.

63.4. წევრმა პირადად უნდა განახორციელოს თავისი ხმის უფლება. არაქმედუნარიანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი ფიზიკური პირების ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიულ პირთა ხმის უფლებას განახორციელებს მათი კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კომანდიტურ საზოგადოებათა ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე საამისოდ უფლებამოსილი პირი.

წევრმა ან მისმა წარმომადგენელმა შეიძლება გასცეს მინდობილობა კენჭისყრაზე. მინდობილობა გაიცემა წერილობით. რწმუნებულს აქვს უფლება შეცვალოს არა უმეტეს ორი წევრისა. რწმუნებულისათვის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პიროვნულ წინაპირობებსაც, კერძოდ გამოირიცხოს იმ პირთა უფლებამოსილება, რომლებიც საქმიანობის სახით შესთავაზებენ ხმის უფლების განხორციელებას, ან საერთოდ გამორიცხოს წარმომადგენლობა რწმუნებულების გზით.

63.5. არავის არა აქვს უფლება თავისთვის ან სხვა პირისათვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილ იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში, ან უნდა გათავისუფლდეს ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან შემცვლელი წევრის მიმართ.

63.6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან ამ კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილნი.

საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც, თუ ამას კოოპერატივის ინტერესები მოითხოვს.

63.7. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა მეათედი ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით.

თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს.

63.8. საერთო კრება მოიწვევა, სულ ცოტა, სამი კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით.

საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე საგანგებო საერთო კრების მოწვევის შესახებ.

63.9. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ.

ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და ერთვის კრების მოწვევის მასალები.

ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი უნდა ინახებოდეს კოოპერატივში და ეცნობოს სამეწარმეო რეესტრს.

63.10. საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების, ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

წლიური ბალანსი, მოხსენება მდგომარეობის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე უნდა გამოიკრას, სულ ცოტა, ერთი კვირით ადრე კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა რომელიმე ადგილას, რათა წევრებს შეეძლოთ გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის ამსახველი მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.

63.11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის ან ვადიანი კოოპერატივისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული.

ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში სხვა რამ არ იქნება მითითებული):

ა) საქმიანობის საგნის შეცვლა;

ბ) პაის გაზრდა;

გ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;

დ) დამატებითი შესატანის გადახდის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;

ე) კოოპერატივიდან გასვლის ვადის გაგრძელება 2 წელზე მეტი ვადით;

ვ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის დაწესება ან გაფართოება;

ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება;

თ) პაის დაყოფა.

წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების ცხრა მეათედის უმრავლესობა. წესდება შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფელის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში შეტყობინებამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.

    მუხლი 64. წარმომადგენელთა კრება

64.1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ხუთასზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა ორასზე მეტია, შეიძლება წესდებამ განსაზღვროს, რომ საერთო კრების ნაცვლად ჩატარდეს წარმომადგენელთა კრება.

64.2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ყოველი ფიზიკური ქმედუნარიანი პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, ოღონდ არ არის არც გამგეობაში და არც სამეთვალყურეო საბჭოში.

64.3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა ორმოცდაათი წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ. მათ არც რამდენიმე ხმის უფლება აქვთ.

64.4. წარმომადგენლები აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით; არჩევნებისას წევრთა წარმომადგენლობისათვის შესაბამისად გამოიყენება 63.4 მუხლი. პირი წარმომადგენლად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ოთხ წელზე მეტი ვადით.

წესდებამ უნდა განსაზღვროს:

ა) რამდენ წევრზე მოდის ერთი წარმომადგენელი;

ბ) წარმომადგენლობის დრო.

სხვა უფრო დაწვრილებითი დებულებები არჩევნების წესის შესახებ, შედეგების განსაზღვრის ჩათვლით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისათვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად.

64.5. ყოველი წარმომადგენლისათვის უნდა არჩეულ იქნეს თითო სათადარიგო პირი. თუ წარმომადგენელი განთავისუფლდება ვადის დამთავრებამდე, მაშინ მას შეცვლის სათადარიგო პირი. ეს პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ წარმომადგენელთან ერთად, წარმომადგენელთა არჩევნებისათვის დადგენილი წესებით უფლებამოსილებების იმავე ვადით.

64.6. არჩეულ წარმომადგენელთა და არჩეულ სათადარიგო პირთა სია ორი კვირა უნდა იყოს გამოკრული კოოპერატივის ოფისში, რათა წევრები გაეცნონ მას. ამის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ან წესდებით განსაზღვრულ გაზეთში. სიის გამოკვრის ვადა იწყება გამოქვეყნების დღიდან. ყოველ წევრს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სიის ასლი.

    მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო

65.1. კოოპერატივს აქვს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საერთო კრების მიერ დამსწრე ხმების უბრალო უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არ უმეტეს 15 წევრისაგან. წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით.

საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრებს უფლება აქვთ საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე მიიღონ განსაზღვრული გასამრჯელო.

კრებამ შეიძლება გააუქმოს საბჭოს წევრობა საარჩევნო ვადის გასვლამდე. გადაწყვეტილებას სჭირდება დამსწრეთა ხმების სამი მეოთხედი.

65.2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება იმავდროულად იყვნენ გამგეობის წევრები ან მათი მოადგილეები, ან სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები.

გამგეობიდან გასული წევრები მათი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოში.

65.3. სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას თავისი საქმეების წარმოებაში მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, მდგომარეობის ანგარიში და წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ. შემოწმების შედეგები მან უნდა მოახსენოს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.

სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მოიწვიოს საერთო კრება, თუ ეს აუცილებელია კოოპერატივის ინტერესებისათვის.

სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს.

65.4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულებების დადებისას და წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება.

სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის დადგომისას თავდებად.

    მუხლი 66. გამგეობა. დირექტორები

66.1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ ორი დირექტორისაგან (გამგეობის წევრები). დირექტორები შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები. წესდება შეიძლება სხვა პირობებსაც ითვალისწინებდეს.

66.2. დირექტორებს ირჩევენ 4 სამეურნეო წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

66.3. სხვა დანარჩენ შემთხვევებში გამოიყენება მუხლი 9.

    მუხლი 67. წლიური ანგარიში

კოოპერატივის წლიური ანგარიშის შემოწმებისას შესაბამისად გამოიყენება მუხლი 58.

    მუხლი 68. მოგებისა და ზარალის განაწილება

წლიური ანგარიშის დამტკიცებისას კოოპერატივის წევრებისათვის გათვალისწინებული სამეურნეო წლის მოგება ან ზარალი უნაწილდებათ კოოპერატივის წევრებს. პირველი სამეურნეო წლისათვის განაწილება ხდება მათ მიერ შესრულებული შენატანების პროპორციულად, ყოველი მომდევნო წლისათვის კი – მოგების მიმატებით და ზარალის ჩამოწერის გზით წინა სამეურნეო წლის ბოლოსათვის არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად. მოგების მიმატება გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული პაის ოდენობა.

წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს. სანამ არ მიიღწევა (ზარალის გამო შემცირებული) პაის ოდენობა, მოგება არ განაწილდება.

წესდება ან საერთო კრების დადგენილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს.

თავი მეექვსე

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36 

    მუხლი 69. აქციათა რეესტრის წარმოება

1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე აქციათა რეესტრის წარმოების წესი და აქციათა რეგისტრატორების საქმიანობა მოწესრიგდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი მის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებებზე გავრცელდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1998 წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36 

    მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია

1. სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რეორგანიზების შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს.

3. არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში.

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2042 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.100

    მუხლი 71. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის გადასახდელი

ამ კანონის 51 მუხლის მე-15 პუნტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური                                                ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი                                                                             ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

28 ოქტომბერი, 1994 წელი.

№577–Iს.

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 13 ივნისის კანონი №275 – პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.32

2. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9 

3. საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №712 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997 წ., გვ.9 

4. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1510 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.36 

5. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 

6. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2042 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.100  

7. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 

8. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62 

9. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №774 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.19

10. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36 

11. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №938 – სსმ I, №19, 02.07.2001 წ., მუხ.66 

12. საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1341 – სსმ I, №6, 02.04.2002 წ., მუხ.35 

13. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 – სსმ I, №10, 13.05. 2002 წ., მუხ.44

დანართი №1

1. წლიური ბალანსის სტრუქტურა

1.1. წლიურ ბალანსში გამოყოფენ შემდეგ მუხლებს ( მეურნეობის ცალკეული დარგისათვის შეიძლება დადგინდეს სხვაგვარი სტრუქტურა, რომელიც ამ დანართში მოცემული სტრუქტურის ტოლფასი იქნება), ამასთან შესაძლებელია წლიური ბალანსის შემდგომი სტრუქტურული სრულყოფა:

აქტივში

) საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჯერ კიდევ შეუტანელი შესატანები, მათ შორის შესატანები, რომელთა შეტანის ვადა დამდგარია.

) ძირითადი კაპიტალი

1. ძირითადი საშუალებები

1.1. მიწის ნაკვეთები შენობა- ნაგებობებით.

1.2. მიწის ნაკვეთები შენობა- ნაგებობები.

1.3. შენობა- ნაგებობები სხვისი მიწის ნაკვეთზე.

1.4. მანქანები, დანადგარები, მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები.

1.5. საწარმოო და სასამსახურო ინვენტარი.

1.6. სხვა ძირითადი საშუალებები.

1.7. დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი.

2. არამატერიალური აქტივები

2.1 კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები.

2.2. ფირმის ღირებულება ( გუდვილი).

2.3. სხვა არამატერიალური აქტივები.

3. ფინანსური დაბანდებანი

3.1. მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში.

3.2 ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

3.3. ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები, მათ შორის მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.

) საბრუნავი საშუალებები

1. საწარმოო მარაგები.

1.1. ნედლეული და მასალები.

1.2. დაუმთავრებელი წარმოება.

1.3. მზა პროდუქცია, საქონელი.

2. სხვა საბრუნავი საშუალებები

2.1. მომწოდებლებსა და მოიჯარეებზე გაცემული ავანსები.

2.2. მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.

2.3. მიღებული თამასუქები.

2.4. ჩეკები.

2.5. ნაღდი ფული სალაროში.

2.6. ფულადი საშუალებები საბანკო ანგარიშებზე.

2.7. მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი.

2.8. მოთხოვნები მეკავშირე ( შვილობილი და სხვა) საწარმოების მიმართ.

2.9. საწარმოს ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.

2.10. საწარმოს პარტნიორებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.

2.11. სხვა საბრუნავი აქტივები.

) მომავალი პერიოდის ხარჯები

პასივში

) საკუთარი კაპიტალი

1. კაპიტალი.

2. რეზერვები.

3. მიზნობრივი დაფინანსება.

4. გასული წლების გაუნაწილებელი მოგება.

5. გასული წლების დაუფარავი ზარალი.

6. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება ( დაუფარავი ზარალი).

) ანარიცხები

1. საპენსიო უზრუნველყოფის ანარიცხები.

2. სხვა ანარიცხები.

) მოზიდული კაპიტალი და დანარჩენი პასივები

1. ვალდებულებები ბანკების წინაშე.

1.1. გრძელვადიანი ვალდებულებები.

1.2. მოკლევადიანი ვალდებულებები, მათ შორის მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.

2. სესხები

2.1. გრძელვადიანი სესხები.

2.2. მოკლევადიანი სესხები.

3. მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

4. ვალდებულებები თამასუქების მიხედვით.

5. მიღებული ავანსები.

6. ვალდებულებები მეკავშირე ( შვილობილი და სხვა) საწარმოების წინაშე.

7. ვალდებულებები პარტნიორების წინაშე.

8. ვალდებულებები მუშა- მოსამსახურეების წინაშე.

9. ვალდებულებები ბიუჯეტთან.

10. სხვა ვალდებულებები.

) მომავალი პერიოდის შემოსავლები

1.2 თუ მეწარმეს არა აქვს რომელიმე მუხლში გათვალისწინებული მონაცემები, მაშინ ეს მუხლი ბალანსში არ აისახება.

1.3 თუ რომელიმე მუხლში გაერთიანებულია რამდენიმე მუხლის მონაცემები, მაშინ გასაგები და ნათელი წლიური ბალანსის შესადგენად საჭიროა ამის აღნიშვნა საქმიანობის შესახებ ანგარიშში. მოთხოვნები და ვალდებულებები მეკავშირე საწარმოების მიმართ, როგორც წესი, ცალკე უნდა იქნეს წარმოდგენილი; თუ ისინი სხვა მუხლებშია გაერთიანებული, მაშინ ამის შესახებ უნდა მიეთითოს საქმიანობის ანგარიშში.

1.4 ჩამოწერები, ანარიცხები და რეზერვები წლიური ბალანსის შედგენის დროს უკვე გათვალისწინებული უნდა იყოს. ასეთივე წესი მოქმედებს კანონის ან საზოგადოების წესდების შესაბამისად, ან დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რეზერვების შექმნისა და გახარჯვის შემთხვევაში. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება ან დაუფარავი ზარალი ბალანსში აისახება ცალკე.

1.5 რადგანაც ბალანსის პასივში არ აისახება, ამიტომ საქმიანობის შესახებ ანგარიშში სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი:

) თამასუქების გადაცემისა და გადაყვანის ( გადაპირების) პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვალდებულებები;

) საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები;

) სხვისი ვალდებულებებისათვის გარანტიების მიცემიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა;

ეს ვალდებულებები მაშინაც უნდა აღინიშნოს, როცა მათ უპირისპირდება ეკვივალენტური უკუმოთხოვნები. თუ არსებობს ვალდებულება ან პასუხისმგებლობა მეკავშირე საწარმოების მიმართ, მაშინ იგი ცალკე გამოიყოფა.

2. ნორმები წლიური ბალანსის ცალკეული მუხლების შესახებ

2.1 ძირითადი კაპიტალის შემადგენლობაში უნდა აისახოს მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც საწარმოს საქმიანობისათვის ხანგრძლივად გამოიყენება. მათი სამეურნეო წლის განმავლობაში შემოსვლა, გასვლა, ჩამოწერები, სხვა ანგარიშებზე გადატანა უნდა აისახოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

2.2 მონაწილეობად ითვლება წილი საზოგადოებაში, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მეოთხედ ნაწილს.

2.3 საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცალკე უნდა იყოს ასახული მონაწილეობის ან ყველა სახეობის აქციის მთელი ნომინალური ღირებულება.

2.4 რეზერვების ასახვისას საქმიანობის შესახებ ანგარიშში ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი თანხა, რომელიც რეზერვებში იქნა მიმართული წინა წლის და სამეურნეო წლის მოგებიდან; ასევე თანხა, რომელიც დაიხარჯა სამეურნეო წელს.

2.5 ანარიცხები შეიძლება შეიქმნას მოსალოდნელი ხარჯებისათვის და დაუმთავრებელი გარიგებებიდან მოსალოდნელი ზარალისათვის. გარდა ამისა, ანარიცხები შეიძლება შეიქმნას:

) სამეურნეო წელს განუხორციელებელი რემონტის, დასუფთავების, კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, რომელიც მომდევნო წელს უნდა შესრულდეს;

) გარანტიებისათვის, რომლებიც სამართლებრივი ვალდებულებების გარეშე წარმოიშვება. მუხლში საპენსიო ანარიცხები აისახება ანარიცხები მიმდინარე პენსიებისათვის და პენსიების მოთხოვნის უფლებისათვის.

ანარიცხები მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ცალ- ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი. ანარიცხები არ შეიძლება შეიქმნას სხვა მიზნებისათვის.

2.6 მოთხოვნები არ შეიძლება გადაიფაროს ვალდებულებებით, გადაუხდელი მომსახურება ავანსით, ხოლო უფლებები მიწის ნაკვეთზე მიწის ნაკვეთის ვალდებულებითი დატვირთვით.

არ შეიძლება რეზერვები, ფასშესწორებები და ანარიცხები აისახოს ვალდებულებებად.

2.7 ხარჯებისა და შემოსავლების გამმიჯნავი მუხლები აისახება:

) აქტივში – „ მომავალი პერიოდის ხარჯების სახით ბალანსის შედგენის თარიღის წინა პერიოდის გასავლები, რომლებიც მომდევნო პერიოდის დანახარჯებს წარმოადგენენ;

) პასივში – „ მომავალი პერიოდის შემოსავლების სახით ბალანსის შედგენის თარიღამდე მიღებული თანხები, რომლებიც მომდევნო პერიოდის შემოსავლებს წარმოადგენენ.

3. ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ასახვა

3.1 ძირითადი კაპიტალის ობიექტები შემოსავალში აიღება შეძენის ან წარმოებაზე გაწეული ხარჯების თანხით.

ძირითადი საშუალებები ბალანსში უნდა აისახოს მათ შეძენაზე ან წარმოებაზე გაწეული ხარჯების თანხით დარიცხული ცვეთის და ფასშესწორების გათვალისწინებით.

3.2 წარმოების ხარჯებში, სხვა ხარჯებთან ერთად, შეიძლება შეტანილ იქნეს მოხმარებული ძირითადი საშუალებების ცვეთა და ღირებულების სხვაგვარი შემცირება, აგრეთვე წარმოებისა და მმართველობის ხარჯების ის ნაწილი, რომელიც წარმოების პერიოდს ეკუთვნის. გასაღების ხარჯები არ ითვლება წარმოებისა და მმართველობის ხარჯებად.

3.3. არამატერიალური აქტივების ობიექტები ბალანსში შეიძლება აისახოს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი შეძენილია სასყიდლით.

3.4 საზოგადოების დაარსებისა და კაპიტალის პირველადი დაგროვების ხარჯები არ შეიძლება აქტივის მუხლად იქნეს ასახული. საწარმოს ამოქმედების ხარჯები შეიძლება აისახოს ნაგებობებისა და მოწყობილობების მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სახით. ეს თანხა უნდა გამოიყოს ცალკე და ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს დაიფაროს სულ ცოტა ერთი მეხუთედით ჩამოწერის გზით.

3.5 საწარმოს ან ფირმის ღირებულების გამოსახვისათვის, როგორც წესი, აქტივის ცალკე მუხლი გათვალისწინებული არ არის. თუ საწარმოს შეძენისათვის გაწეული საზღაური აღემატება შეძენის მომენტისათვის ამ საწარმოს ცალკეული ქონებრივი ობიექტების ღირებულებას, მაშინ ეს განსხვავება უნდა აისახოს საწარმოს ძირითადი კაპიტალის განაყოფში, როგორც ფირმის ღირებულება“. თანხა აისახება ცალკე და ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს სულ ცოტა ერთი მეხუთედით უნდა დაიფაროს ჩამოწერის ( ცვეთის) გზით.

4. ჩამოწერები და ფასშესწორებები

4.1 ძირითადი კაპიტალის იმ ობიექტებისათვის, რომელთა გამოყენების ვადა შეზღუდულია, შეძენის ან წარმოების ხარჯები უნდა შემცირდეს გეგმაზომიერი ჩამოწერებით ( ცვეთა) ან ფასშესწორებებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისი ჩამოწერის მეთოდების გამოყენებით, ცვეთის გეგმამ შეძენის და წარმოების ხარჯები უნდა გაანაწილოს იმ სავარაუდო სამეურნეო წლებზე, რომელთა განმავლობაში შეიძლება ობიექტის გამოყენება.

4.2 ძირითად კაპიტალის ობიექტების მიმართ, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მათი გამოყენების ვადა, შეიძლება განხორციელდეს არაგეგმური ჩამოწერები და ფასშესწორებები, რათა ობიექტები აისახოს:

) უფრო დაბალი ღირებულებით, რომელიც მათ აქვთ ბალანსის შედგენის თარიღისათვის, ან

) უფრო დაბალი ღირებულებით, რომელიც დასაშვებია მოგებიდან გადასახადით დაბეგვრის საფუძვლებიდან გამომდინარე.

ისინი უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდოა ამ ობიექტებზე დაბალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნება. ეს დაბალი ღირებულება შეიძლება შენარჩუნდეს მაშინაც, როცა არაგეგმური ჩამოწერებისა და ფასშესწორებების საფუძველი უკვე აღარ არსებობს.

5. საბრუნავ საშუალებათა ღირებულების ასახვა

5.1 საბრუნავი საშუალებები უნდა აისახოს შეძენის ან წარმოების ხარჯებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების გათვალისწინებით ერთგვაროვანი მარაგის ღირებულების დადგენისას შეიძლება დაშვებულ იქნეს, რომ პირველად ან ბოლოს შეძენილი ან წარმოებული საგნები გამოყენებული ან გასხვისებული იქნება პირველ რიგში ან სხვა თანამიმდევრობით.

5.2 თუ ბალანსის შედგენის თარიღისათვის შეძენის ან საწარმოების ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე საბირჟო ან საბაზრო ფასი, მაშინ საბრუნავი საშუალებები ბალანსში უნდა აისახოს მათ შორის უფრო დაბალი ფასით. თუ საბირჟო ან საბაზრო ფასი არ არის განსაზღვრული, ხოლო შეძენის ან წარმოების ხარჯები აღემატება იმ ღირებულებას, რომელიც საგნებს აქვთ ბალანსის შედგენის თარიღისათვის, მაშინ ბალანსში უნდა აისახოს ეს ღირებულება.

საბრუნავი საშუალებები შეიძლება აისახოს უფრო დაბალი ღირებულებით, თუ ასეთი ასახვა:

) გონივრული კომერციული შეფასების თვალსაზრისით, აუცილებელია უახლოეს მომავალში ფასების მოსალოდნელი მერყეობის გამო, ამ საგნებზე ფასების შეცვლის თავიდან ასაცილებლად, ან

) დასაშვებია მოგებიდან გადასახადით დაბეგვრის საფუძვლებიდან გამომდინარე. უფრო დაბალი ღირებულების შენარჩუნება შეიძლება მაშინაც, როცა საამისო საფუძველი უკვე აღარ არსებობს.

6. პასივის მუხლების ასახვა

6.1 საზოგადოების კაპიტალი უნდა აისახოს ნომინალური ღირებულებით.

6.2 ვალდებულებები უნდა აისახოს მათი უკან დასაბრუნებელი თანხით, ხოლო საპენსიო ვალდებულებები მათი ფაქტობრივი ღირებულებით.

6.3 თუ ვალდებულებების ან სესხების უკან დასაბრუნებელი თანხა უფრო მეტია, ვიდრე მიღებული თანხა, მაშინ სხვაობა შეიძლება აისახოს აქტივში მომავალი პერიოდის ხარჯებში. იგი ცალკე აღინიშნება. თანხა შეიძლება დაიფაროს გეგმაზომიერი ჩამოწერების მეშვეობით, რომელიც გადანაწილდება მთელ პერიოდზე.

6.4 ანარიცხები უნდა შეიქმნას მხოლოდ გონივრული კომერციული შეფასებით აუცილებელი ოდენობით.

7. მოგებისა და ზარალის ანგარიშის სტრუქტურა

7.1 მოგებისა და ზარალის ანგარიშში, თუ მეურნეობის მოცემული დარგისათვის დადგენილი არ არის სხვაგვარი სტრუქტურა, რიგითობის მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუხლები ( ამასთან შესაძლებელია წარმოდგენილი სტრუქტურის სრულყოფა):

) ერთობლივ ხარჯთა მეთოდის გამოყენებისას:

1. პროდუქციის ( სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები;

2. მზა პროდუქციის და დაუმთავრებელი წარმოების ნაშთების ზრდა ან შემცირება;

3. სხვა კაპიტალიზებული საკუთარი სამუშაო;

4. წარმოებული პროდუქციის ( სამუშაოების, მომსახურების) მთლიანი მოცულობა;

5. ნედლეულისა და მასალების ხარჯი;

6. დაქვემდებარებული საწარმოებიდან კუთვნილი შემოსავლები;

7. სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები;

8. სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები;

9. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები;

10. ძირითადი კაპიტალის ობიექტების გაყიდვიდან და აფასებიდან მიღებული მოგება;

11. საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების შემცირებიდან მიღებული შემოსავლები;

12. შემოსავლები მოსალოდნელი ხარჯების დასაფარავად შექმნილი ანარიცხების გამოუყენებელი თანხებიდან;

13. საკუთარ თავზე აღებული სხვისი ზარალის შემცირებიდან მიღებული შემოსავლები;

14. სხვა შემოსავლები;

15. ხელფასები და გასამრჯელოები;

16. სოციალური გადასახდელები;

17. მოხუცებულთა უზრუნველყოფისა და თანადგომის ხარჯები;

18. მატერიალური და არამატერიალური ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ჩამოწერები და ფასშესწორებები;

19. ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები და ფასშესწორებები;

20. სხვა საბრუნავი საშუალებების გასვლით ან ჩამოწერებით მიღებული ზარალი და მოთხოვნათა ფასშესწორება;

21. ძირითადი კაპიტალის ობიექტების გასვლის ( ჩამოწერის, რეალიზაციის) შედეგად მიღებული ზარალი;

22. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები;

23. საკუთარ თავზე სხვისი ზარალის აღებით გამოწვეული ხარჯები;

24. სხვა ხარჯები;

25. მოგება ( ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან;

26. გაუთვალისწინებელი შემოსავლები;

27. გაუთვალისწინებელი ხარჯები;

28. სამეურნეო წლის მოგება ( ზარალი);

29. კონცერნში გადასარიცხი მოგება;

30. მოგებიდან გადასახადი;

31. წლიური წმინდა მოგება;

32. მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით;

33. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება ( დაუფარავი ზარალი);

) რეალიზებულ პროდუქციაზე გაწეულ ხარჯთა ( საბრუნავ ხარჯთა) მეთოდის გამოყენებისას:

1. პროდუქციის ( სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები;

2. რეალიზებულ პროდუქციაზე ( სამუშაოებზე, მომსახურებაზე) გაწეული ძირითადი ხარჯები;

3. შედეგი რეალიზაციიდან;

4. კომერციული ხარჯები;

5. მმართველობის ხარჯები;

6. სხვა საწარმოო შემოსავლები;

7. სხვა საწარმოო ხარჯები;

8. სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები;

9. სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები;

10. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები;

11. ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები;

12. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები;

13. მოგება ( ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან;

14. გაუთვალისწინებელი შემოსავლები;

15. გაუთვალისწინებელი ხარჯები;

16. სამეურნეო წლის მოგება ( ზარალი);

17. კონცერნში გადასარიცხი მოგება;

18. მოგებიდან გადასახადი;

19. წლიური წმინდა მოგება;

20. მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით;

21. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება ( დაუფარავი ზარალი).

7.2 თუ საწარმოს არ წარმოექმნება რომელიმე მუხლში გათვალისწინებული შემოსავლები ან ხარჯები, მაშინ ამ მუხლების ასახვა აუცილებელი არ არის.

7.3 თუ შემოსავლები და ხარჯები სხვა მუხლებშია მოცემული, ვიდრე ანალოგიური შემოსავლები და ხარჯები გასული სამეურნეო წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშში, მაშინ ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში თანხების მითითებით.

7.4 საზოგადოების პარტნიორებზე გასანაწილებელი თანხები ( დივიდენდები, წილი მოგებიდან) შესაბამისი წყაროების მითითებით სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიშში უნდა აისახოს ცალკე.

8. ნორმები მოგებისა და ზარალის ანგარიშის ცალკეული მუხლების შესახებ

8.1 მოგებისა და ზარალის ანგარიშის 7.1.)1. და 7.1.)1. მუხლებში აისახება შემოსავლები, რომლებიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობისათვის დამახასიათებელი ტიპიური პროდუქციისა და საქონლის გაყიდვიდან ან სარგებლობაში გადაცემიდან, მომსახურების გაწევიდან, გადასახადებისა და ამონაგების შესწორებათა გამოკლებით.

8.2 7.1.)2. მუხლში მითითებულ ქონებრივ ცვლილებად ითვლება, როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი ცვლილება. ამასთან, ღირებულებათა განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ჩამოწერები, რომლებიც არ აღემატება საწარმოსათვის დადგენილ გეგმურ ჩამოწერებს.

არაგეგმური ჩამოწერები, აგრეთვე ჩამოწერები, რომლებიც გონივრული კომერციული შეფასებით აუცილებელია უახლოეს მომავალში ფასების მერყეობით გამოწვეული ფასცვლილებების თავიდან ასაცილებლად, ცალკე უნდა იქნეს ასახული ან მითითებული საქმიანობის შესახებ ანგარიშში.

საწარმოთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოგების ან მისი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს ცალკე დასახელებით.

გაუთვალისწინებელი შემოსავლების და გაუთვალისწინებელი ხარჯების მუხლებში უნდა აისახოს ის შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობასთან. ისინი სახეობებისა და ოდენობის მიხედვით უნდა გაიშიფროს საქმიანობის შესახებ ანგარიშში, თუ კი მათ საწარმოს საქმიანობის შეფასებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემოსავლებსა და ხარჯებზე, რომლებიც მიეკუთვნება გასულ სამეურნეო წლებს.

8.3 შემოსავალს, რომელიც მიღებულია მოგების მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის შესახებ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, აკლდება თანხა, რომელიც ეკუთვნის გადამცემი საწარმოს დანარჩენ პარტნიორებს. თუ ეს თანხა მოგების ოდენობას აღემატება, მაშინ ეს ნამატი აისახება სხვისი ზარალის საკუთარ თავზე აღებით გამოწვეულ ხარჯებში. ამ შემოსავლებიდან სხვა თანხების გამოქვითვა დაუშვებელია.

8.4 გადასახადების სახით უნდა აისახოს ის თანხები, რომლებიც უნდა გადაიხადოს საწარმომ, როგორც ბეგარავალდებულმა პირმა.

9. საპენსიო გადასახდელების ასახვა

წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაიშიფროს სამეურნეო წელს გადახდილი, მათ შორის იურიდიულად დამოუკიდებელი სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში გადარიცხული საპენსიო გადასახდელების თანხა და მომდევნო ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში ყოველწლიურად სავარაუდო გადასახდელი თანხები მათი პროცენტული გამოსახულებით.

10. ანგარიში სამეურნეო საქმიანობის შესახებ

10.1 სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში უნდა აღინიშნოს აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები, რომლებიც მოხდა სამეურნეო წლის დამთავრების შემდეგ.

10.2 საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ასევე განმარტებები წლიური ანგარიშგების შესახებ. ამასთან, შეფასებისა და ჩამოწერის მეთოდები იმდენად სრულყოფილად უნდა იქნეს აღწერილი, რომ შესაძლებელი იყოს საზოგადოების ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე სრული წარმოდგენის შექმნა. ამ მეთოდების დეტალური აღწერა აუცილებელი არ არის, თუ ისინი ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და აღწერილი იყო წინა წლების ანგარიშში. ამასთან, საქმიანობის შესახებ ანგარიშში დახასიათებული უნდა იყოს ის განსხვავებები, რომლებიც ხელს უშლიან წინა წლის წლიური ანგარიშგების შედარებას ბოლო წლიურ ანგარიშგებასთან. კერძოდ, შეფასებისა და ჩამოწერის, მათ შორის არაგეგმური ჩამოწერისა და ფასშესწორების მეთოდების მნიშვნელოვანი ცვლილებები. დაწვრილებითი მონაცემების მოტანა აუცილებელი არ არის, თუ შეფასებისა და ჩამოწერის, მათ შორის არაგეგმური ჩამოწერის ან ფასშესწორების, მეთოდების შეცვლის შედეგად წარმოშობილი დამატებითი წლიური მოგება ან წლიური ზარალი არ აღემატება იმ თანხის ათ პროცენტს, რომელიც აღნიშნული ცვლილებების გარეშე უნდა ყოფილიყო მიღებული.

10.3 საქმიანობის შესახებ ყოველი ანგარიში უნდა შეიცავდეს:

) მონაცემებს ძირითადი და დამატებითი შენატანების შესახებ, რომლებიც რომელიმე პარტნიორმა ივალდებულა დამფუძნებლის ან აქციონერის უფლებით, ანდა საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად აქციების გაცემისას თავისი საზოგადოებისათვის ან დამოუკიდებელი საწარმოსათვის, ან იმ საწარმოსათვის, უპირველესი უფლების გამოყენებით, რომლის წილთა უმრავლესობას საზოგადოება ფლობს.

თუ სამეურნეო წელს მოხდა ამგვარი წილის გასხვისება, მაშინ იგი უნდა აღინიშნოს და მიეთითოს მიღებული შემოსავლის ოდენობა და მისი გამოყენების გზები;

) სამეურნეო წელს საწესდებო კაპიტალის გაზრდისას მიღებულ წილებს;

) ნებადართულ კაპიტალს;

) საზოგადოების არაწევრთა უფლებას მოგების ან ლიკვიდაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილზე, სამეურნეო წელს წარმოშობილი უფლებების მითითებით;

) პასუხისმგებლობრივ ურთიერთობებს, რომლებიც წლიურ ბალანსში არ ასახულა, მათ შორის საკუთარი ვალდებულებებისათვის გაცემულ გარანტიებს;

) ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოს ან მსგავსი ორგანოების წევრთა მთელ შემოსავლებს ( ხელფასებს, მოგების წილებს, ხარჯების კომპენსაციებს, სადაზღვევო თანხებს, პროვიზიას და ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლებს) ცალ- ცალკე თითოეული ორგანოს მიხედვით. მთელ შემოსავლებს მიეკუთვნება აგრეთვე შემოსავლები, რომლებიც კი არ გაიცემა, არამედ გარდაიქმნება სხვა სახის მოთხოვნებად ან გამოიყენება სხვა მოთხოვნების გასადიდებლად. მოცემული სამეურნეო წლის შემოსავლების გარდა, აისახება აგრეთვე ის შემოსავლები, რომლებიც მიიღეს მოცემულ სამეურნეო წელს, მაგრამ აქამდე არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა აღნიშნული. თუ საზოგადოების დირექტორები დამატებით შემოსავალს იღებენ საზოგადოების მეკავშირე საწარმოებიდან მათი კანონიერი წარმომადგენლის ან მოსამსახურის როლში საქმიანობისათვის, მაშინ ეს შემოსავლები უნდა აისახება ცალკე;

) ყოფილი დირექტორების და მათი ოჯახის წევრების მთელ შემოსავალს ( საბოლოო ანგარიშსწორებას, პენსიებს, დახმარებას მარჩენალის დაკარგვის გამო და სხვა ანალოგიურ შემოსავალს). თუ დირექტორები და მათი ოჯახის წევრები კომპენსაციებს ან პენსიებს იღებენ აგრეთვე მეკავშირე საწარმოებიდან, მაშინ ეს შემოსავლები ცალკე უნდა აისახოს;

) სამართლებრივ და კომერციულ ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით განლაგებულ მეკავშირე საწარმოებთან, აგრეთვე ამ საწარმოების სამეურნეო საქმიანობას, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოების მდგომარეობაზე;

) სხვის მონაწილეობას საზოგადოებაში, რომლის შესახებაც მას ეცნობა, ამასთან უნდა მიეთითოს, თუ ვის ეკუთვნის ეს წილი და აღემატება თუ არა იგი საზოგადოების ყველა წილის მეოთხედ ნაწილს, ან არის თუ არა ის აქციების უმრავლესობის მფლობელი.

10.4 ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კეთილსინდისიერი და სარწმუნო ანგარიშგების პრინციპებს. ანგარიში მზადდება იმ ზომით, რამდენადაც იგი შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. ანგარიშში არ არის საჭირო დაწვრილებითი დეტალების აღწერა, თუ გონივრული კომერციული შეფასების თანახმად, ამ ცნობების აღნიშვნას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს. თუ რომელიმე მონაცემი არ არის შეტანილი კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, მაშინ საქმიანობის ანგარიშში, სადაც ეს მონაცემები უნდა იყოს ასახული, შესაბამისი ნორმების მინიშნებით უნდა მიეთითოს, რომ ამ მონაცემების მიმართ გამოყენებულია საიდუმლოების დაცვის წესები.

10.5 საქმიანობის შესახებ ანგარიშში უნდა იყოს საზოგადოების დირექტორებისა და სამეთვალყურეო ორგანოთა ყველა წევრის, აგრეთვე სამეურნეო წელს და მის შემდეგ გასული წევრების გვარი და სახელი სრულად. საჭიროა აგრეთვე მიეთითოს სამეთვალყურეო ორგანოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საზოგადოების გამგეობის, თუ ასეთი არსებობს, თავმჯდომარის ვინაობა.

11. შემოწმების საგანი და მოცულობა

11.1 წლიური ანგარიშგება, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა შემოწმდეს საზოგადოებისაგან დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე აუდიტორის მიერ ( დასკვნითი შემოწმება). ასეთი შემოწმების გარეშე წლიური ანგარიშგების მიღება დაუშვებელია.

11.2 წლიური ანგარიშგების შემოწმებით უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა წლიური ანგარიშგებისადმი კანონისა და წესდების მოთხოვნები და საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოტანილი მონაცემები ხომ არ შექმნის მცდარ წარმოდგენას საზოგადოებაში არსებულ საქმის ვითარებაზე.

11.3 თუ საზოგადოების დირექტორები შემოწმების შედეგებზე დასკვნის შედგენის შემდეგ შეცვლიან წლიურ ანგარიშგებას, მაშინ აუდიტორებმა ხელახლა უნდა შეამოწმონ წლიური ანგარიშგება.

11.4 აუდიტორებს ირჩევენ პარტნიორები ხმების უბრალო უმრავლესობით.

12. შემოკლებული ანგარიშგება მცირე საწარმოსათვის

მცირე საწარმოებს შეუძლიათ ბალანსისა და მოგება- ზარალის ანგარიშის ნაცვლად ინვენტარიზაციის საფუძველზე შეადგინონ ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი და შემოსავალ- გასავლის ანგარიში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9


დ ა ნ ა რ თ ი II

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

ინდივიდუალური მეწარმისათვის

რიგითი ნომერი

თარიღი

მფლობელის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პრფესია, მისამართი

საზოგადოებისსაქმიანობის საგანი

სავაჭრო  წარმომადგენლები (პროკურისტები)

 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის

რიგითი ნომერი

თარიღი

პარტნიორების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პრფესია, მისამართი

წარმომადგენლობა პარტნიორების მიერ

სავაჭრო წარმომადგენლები

 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

კომანდიტური საზოგადოებისათვის

რიგითი ნომერი

თარიღი

კომანდიტისტების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი და მათი საგარანტიო შესატანი; აუცილებელია როგორც კომანდიტისტის აღნიშვნა

წარმომადგენლობა კომპლემენტარების მიერ

სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები)

 

 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებისათვის

რიგითი ნომერი

თარიღი

შეტანის მქონე პარტნიორების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია, მათი პროცენტული წილი საწესდებო კაპიტალში, მისამართი

დირექტორების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭო

საზოგადოების საქმიანობის საგანი და საერთო კაპიტალი

წარმომადგენლობა დირექტორების მიერ

სავაჭრო

წარმომადგენლები

(პროკურისტები)

 

 

 

 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

სააქციო საზოგადოებისათვის

რიგითი ნომერი

თარიღი

საქმიანობის საგანი და კაპიტალი

აქციათა სახეები, აქციათა დაყოფა

დირექტორების სახელი დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია,  მისამართი

წარმომადგენლობა დირექტორების მიერ

სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები)

 

 

 

 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

რეგისტრირებული კოოპერატივებისათვის

რიგითი ნომერი

თარიღი

საქმიანობის საგანი და კაპიტალი

დირექტორების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია, მისამართი თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭო

წარმომადგენლობა დირექტორების მიერ

პროკურისტები

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62 


საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 მარტიდან.

2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებლივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე.

3. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 იანვრამდე გარდაიქმნებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევებისა,   როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად ექვემდებარებიან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას.

4. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები.

5. სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების შემთხვევაში გამოიყენაბა მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამარათლებრივი ფორმები.

6. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად  ჩაითვალოს:       

1. ,,სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი;

2. ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 აბზაცის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტები, მე-3–5 აბზაცები;

3. ,,უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-10–26-ე მუხლები;

4. ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპულიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი;

5. ,,საქართველოს რესპუბლიკის ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-2 მუხლი, მე-8 მუხლის 1-ლი  პუნქტი, მე-14–18 მუხლები;

6. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აგვისტოს დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ;

7. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №891 დადგენილება „სახელმწიფო საწარმოთა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“კ;

8. ,,ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 აგვისტოს №876 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3–13 პუნქტები;

9. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 12 სექტემბრის №990 დადგენილება ,,ინდივიდუალური მეწარმეობისა და ინდივიდუალური საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

10. საქართველოს რესპუბლიკოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 მარტის №183 დადგენილება ,,ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №336 დადგენილება ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

7. ძალადაკარგულად ჩაიათვალოს ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტი ან მათი ცალკეული ნორმები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონს.

8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას გაითვალისწინოს სასამართლოებში საწარმოთა რეგისტრაციისათვის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯები.

9. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 დეკემბრის დადგენილება  №536 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.8 

10. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის 5.5 მუხლის ,,ე“ პუნქტში მითითებული საინფორმაციო ცენტრის მიერ ცნობის დროულად და უსასყიდლოდ გაცემა.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე    ვახტანგ რჩეულიშვილი.

თბილისი, 28 ოქტომბერი, 1994 წელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 დეკემბრის დადგენილება  №53 6 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01. 1997 წ., გვ. 8  

70. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 875-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 69. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7181-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 68. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7170-Iს - ვებგვერდი, 25/09/2020 67. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6998-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 66. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6807-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 65. 29/05/2020 - საქართველოს კანონი - 5993-IIს - ვებგვერდი, 10/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 64. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5664-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 63. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4859-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 62. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2478-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 61. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1199-IIს - ვებგვერდი, 13/07/2017 60. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 812-IIს - ვებგვერდი, 29/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 59. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 443-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 58. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 140-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 57. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5569-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 56. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5388-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 55. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4791-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 54. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4496-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 53. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4361-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 52. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4190-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 51. 01/04/2015 - საქართველოს კანონი - 3419-IIს - ვებგვერდი, 22/04/2015 50. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3395-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 49. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2764-Iს - ვებგვერდი, 11/11/2014 48. 17/04/2014 - საქართველოს კანონი - 2287-IIს - ვებგვერდი, 02/05/2014 47. 29/01/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/543 - ვებგვერდი, 14/02/2014 46. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 818-რს - ვებგვერდი, 05/08/2013 45. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6388-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 44. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6324-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 43. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6308-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 42. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6021-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 41. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5667-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 40. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5575 - ვებგვერდი, 111228071, 28/12/2011 39. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5063-IIს - ვებგვერდი, 111021001, 21/10/2011 38. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4997-რს - ვებგვერდი, 110715030, 15/07/2011 37. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4946-რს - ვებგვერდი, 110713007, 13/07/2011 36. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 35. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3753-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 34. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2979 - სსმ, 24, 10/05/2010 33. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2457 - სსმ, 49, 30/12/2009 32. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1974 - სსმ, 35, 19/11/2009 31. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1684 - სსმ, 29, 12/10/2009 30. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5913 - სსმ, 7, 26/03/2008 29. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5293 - სსმ, 29, 27/07/2007 28. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5285 - სსმ, 29, 27/07/2007 27. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5265 - სსმ, 30, 30/07/2007 26. 18/05/2007 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1-370,382,390,402,405 - სსმ, 25, 21/05/2007 25. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4581 - სსმ, 9, 31/03/2007 24. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4523 - სსმ, 9, 31/03/2007 23. 16/03/2007 - საქართველოს კანონი - 4469 - სსმ, 9, 31/03/2007 22. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4268 - სსმ, 51, 31/12/2006 21. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3535 - სსმ, 37, 07/08/2006 20. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3139 - სსმ, 18, 31/05/2006 19. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2131 - სსმ, 53, 19/12/2004 18. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1830 - სსმ, 41, 19/07/2005 17. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1781 - სსმ, 40, 18/07/2005 16. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2507 - სსმ, 22, 08/08/2003 15. 23/04/2003 - საქართველოს კანონი - 2097 - სსმ, 12, 21/05/2003 14. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1614 - სსმ, 23, 24/07/2002 13. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 12. 20/03/2002 - საქართველოს კანონი - 1341 - სსმ, 6, 02/04/2002 11. 19/06/2001 - საქართველოს კანონი - 938 - სსმ, 19, 02/07/2001 10. 30/03/2001 - საქართველოს კანონი - 835 - სსმ, 10, 19/04/2001 9. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 774 - სსმ, 6, 20/03/2001 8. 14/06/2000 - საქართველოს კანონი - 382 - სსმ, 23, 23/06/2000 7. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2073 - სსმ, 24(31), 26/06/1999 6. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2042 - სსმ, 20(27), 09/06/1999 5. 19/02/1999 - საქართველოს კანონი - 1805 - სსმ, 6(13), 04/03/1999 4. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1510 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 3. 15/05/1997 - საქართველოს კანონი - 712 - პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997 2. 13/12/1996 - საქართველოს კანონი - 535 - პარლამენტის უწყებანი, 1-2, 22/01/1997 1. 13/06/1996 - საქართველოს კანონი - 275 - პარლამენტის უწყებანი, 17, 03/07/1996