ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1933
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14(21), 13/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.000.527
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1933
30/04/1999
სსმ, 14(21), 13/05/1999
140.100.000.05.001.000.527
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/06/2011 - 20/12/2011)

საქართველოს კანონი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს);

ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;

გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;

დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე);

ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზება კანონით აკრძალული ან შეზღუდულია;

ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით;

ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად;

თ) ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ელექტრონული კავშირიდან (ელექტროფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;

ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანებია:

ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;

ბ) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

გ) იმ პირის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ან იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა მოხდას;

დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;

ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა;

ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება.

ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება (სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობის დადგენა).

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №1 9, , 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.21

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს.

2. აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც:

ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;

ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს;

გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან.

    მუხლი 4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.­

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

    მუხლი 5. საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, დადგენილი წესით.

11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგე­ნილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმ­ლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნე­ლოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერ­თობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროე­ბისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.

2. იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის.

3. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემებისა და დოკუმენტების გაცნობა სამეცნიერო ან სხვა მიზნით, თუ მათი მოპოვებიდან გასული არ არის 25 წელზე მეტი.

4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დადგენილი წესით უფლება აქვს გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუ ეს მონაცემები და დოკუმენტები ესაჭიროება სამეცნიერო-კვლევითი ან პედაგოგიური საქმიანობისათვის.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1

    მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში

1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

2. პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მოქმედებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია გაასაჩივროს ასეთი მოქმედების კანონიერება შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობა.

4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.

5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

თავი II

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება

    მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.

2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:

ა) პირის გამოკითხვა;

ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;

გ) საკონტროლო შესყიდვა;

დ) კონტროლირებადი მიწოდება;

ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;

ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);

ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა;

თ) მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა ; ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან ( კავშირგაბმულობის საშუალებებთან , კომპიუტერულ ქსელებთან , სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით ), კომპიუტერული სისტემიდან ( როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად ) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია ; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა ( გარდა დიპლომატიური ფოსტისა ) კონტროლი ;

ი) მოსამართლის ბრძანებით ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს;

კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;

ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.

მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონის­­ძიებები ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძა­ნებით. ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამ­დგომლობის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალა­ქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. შუამდგომ­ლობას მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და დართული მასალების განხილვის, პროკურორის განმარ­ტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონის­ძიების ჩატარების შესახებ;

ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლო­ბისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმი­სათ­ვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღო­ნის­ძიების დაწყებიდან 12 საათში (ხოლო თუ ამ ვა­დის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათისა) მიმართოს შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასა­მართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტე­რიტო­რიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან გამოძიების ადგილის მიხედ­ვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთ­ხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საა­­­თის განმავლობაში, დახურულ სასამართლო სხდო­მაზე. პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონის­ძიე­ბის კანონიერებას, ასევე აღნიშნული ღონისძიების ჩატა­რების გადაუდებელ აუცილებლობას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება, დადგენილება) საბოლოოა და იგი არ გასაჩივრდება.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.

7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.

8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19,28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებია:

ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ. (ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ან დავალების მიმცემი თანამდებობის პირის – გამომძიებლის ან პროკურორის მითითებით);

ბ) დანაშაულის შესახებ დადგენილი წესით მიღებული განცხადების ან შეტყობინების განხილვის მიზნით პროკურორის დავალება იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ სახეზე არ არის დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნების დამადასტურებელი მონაცემები (ამ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს);

გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას;

დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა;

ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად.

2. თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

3. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 9 თვემდე.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 12 თვისა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №496-სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.145

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები

1. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით, ან იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ნუსხა დგინდება უწყებრივი ნორმატიული აქტებით. [ძალადაკარგულია  –  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 07  წლის 26   დეკემბრის გადაწყვეტილება  №1 /3/407   - სსმIV, №1, 04.01.2008წ., გვ.117]

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს , საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №140, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4128-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5034-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.241

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 - სსმIV,  №1, 04.01.2008წ., გვ.117

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №960-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.334

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1015-სსმI, №4, 12.03.2009წ., მუხ.15

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2987-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.153

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4410-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4732-ვებგვერდი, 22.06.2011წ.

    მუხლი 10. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ობიექტურად შეუძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;

გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს;

დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ მომზადდეს და განხორციელდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებანი, დანაშაულის თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებანი.

2. ოპერატიული შემოწმების მასალები არ წარმოადგენს ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების და იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველს.

თავი III

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები

    მუხლი 12. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები

1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს;

ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

ზ) პროკურატურის გამომძიებლებს;

თ) (ამოღებულია – 03.06.2011, №4732);

ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს.  

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №847-სსმI, №11, 30.04.2001წ., მუხ.40

საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1339-სსმI, №7, 05.04.2002წ., მუხ.38

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2163-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.100

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4128-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4749-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.163

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5034-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.241

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრის კანონი №747-სმმI, №39, 24.12.2008წ., მუხ.245

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №960-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.334

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1015-სსმI, №4, 12.03.2009წ., მუხ.15

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2702-სსმI, №12, 24.03,2010წ., მუხ.44

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2987-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.153

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4410-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4 732 -ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ.

    მუხლი 13. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები

1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან:

ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება;

ბ) შეასრულონ პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები;

გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები;

დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები;

ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები.

3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

    მუხლი 14. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ:

ა) ღიად ან/და ფარულად ატარებდნენ ამ კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლიან საფუძველზე ამყარებდნენ თანამშრომლობას პირებთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს;

გ) ქმნიდნენ და იყენებდნენ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;

დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;

ე) კონსპირაციის მიზნით იყენებდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც შენიღბულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა ვინაობა, ქვედანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ ორგანოებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.

ვ) ჰქონდეთ კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული მიერთების შედეგად ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული ღონისძიებები უფლებამოსილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა განახორციელოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 15. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და ორგანოს კანონიერ მოქმედებაში, გარდა იმ პირისა, რომელიც კანონით უშუალოდ არის საამისოდ უფლებამოსილი. აკრძალულია მისი მუშაობის შეფასება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას ემორჩილება უშუალო უფროსს. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას თანამდებობის პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით, ხოლო თუ მას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებისა თუ მითითების შესრულების შედეგად შეიძლება მოხდეს ან ხდება დანაშაული, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ზემდგომ ორგანოს და პროკურორს.

4. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს.

5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

თავი IV

მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის

    მუხლი 16. მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის

1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური, თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრობის, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.

    მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.

2. თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.

3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.

5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.

6. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან კონტრაქტის საფუძველზე მოქალაქეთა თანამშრომლობის პერიოდი, როგორც ძირითადი საქმიანობა, შედის მათ შრომით სტაჟში. აღნიშნულ პირებს აქვთ საპენსიო უზრუნველყოფის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. თუ პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, დაიღუპა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას, დაღუპულის ოჯახსა და მის კმაყოფაზე მყოფთ შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევათ ერთდროული შემწეობა დაღუპულის ათი წლის ხელფასის ოდენობით და კანონით დადგენილი წესით ენიშნებათ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

9. თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას მიყენებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც გამორიცხავს მისი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული შემწეობა ხუთი წლის ხელფასის ოდენობით და ენიშნება ინვალიდობის პენსია.

10. პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან და დადგენილი წესით ჩართულია დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების დადგენის მიზნით, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამ დროს არ ჩაიდინა ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული ან მის ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.

თავი V

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

    მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები, რომლებიც იხარჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

კონტროლი და ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისადმი

    მუხლი 19. საუწყებო კონტროლი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები პერსონალურად აგებენ პასუხს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების კანონიერებაზე.

    მუხლი 20. სასამართლო კონტროლი

ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა

1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. დაევალოთ ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი უწყებრივი ნორმატიული აქტების შემუშავება და მათი რეგისტრაცია.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 30 აპრილი.

№1933–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184

2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.240

3. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

4. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

5. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №847-სსმI, №11, 30.04.2001წ., მუხ.40

6. საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1339-სსმI, №7, 05.04.2002წ., მუხ.38

7. საქართველოს 2002 წლის 10 მარტის №1399-სსმI, №10, 13.05.2002წ., მუხ.44

8. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2163-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.100

9. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №496-სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.145

10. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

11. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140

12. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214

13. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

14. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95

15. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4128-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.362

16. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4749-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.163

17. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5034-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.241

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 - სსმIV,  №1, 04.01.2008წ., გვ.117

19. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

20. საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრის კანონი №747-სმმI, №39, 24.12.2008წ., მუხ.245

21. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №960-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.334

22. საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1015-სსმI, №4, 12.03.2009წ., მუხ.15

23. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1

24. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2702-სსმI, №12, 24.03,2010წ., მუხ.44

25. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2987-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.153

26. საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

27. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4410-ვებგვერდი, 17.03.2011წ.

28. საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4732-ვებგვერდი, 22.06.2011წ.

48. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4896-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 47. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4596-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 46. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4251-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 45. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3799-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 44. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3392-Iს - ვებგვერდი, 24/09/2018 43. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3282-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 42. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3132-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 41. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 478-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3937-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 39. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3537-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 38. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2644-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 37. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2635-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 36. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1786-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 35. 27/11/2013 - საქართველოს კანონი - 1643-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 34. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 663-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 33. 24/10/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/519 - ვებგვერდი, 30/10/2012 32. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6251-Iს - ვებგვერდი, 29/05/2012 31. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6060-Iს - ვებგვერდი, 03/05/2012 30. 29/02/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/484 - ვებგვერდი, 13/03/2012 29. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5549-რს - ვებგვერდი, 111228089, 28/12/2011 28. 03/06/2011 - საქართველოს კანონი - 4732-Iს - ვებგვერდი, 110622011, 22/06/2011 27. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4410-Iს - ვებგვერდი, 110317040, 17/03/2011 26. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 25. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2987 - სსმ, 24, 10/05/2010 24. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2702 - სსმ, 12, 24/03/2010 23. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2468 - სსმ, 1, 04/01/2010 22. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1015 - სსმ, 4, 12/03/2009 21. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 960 - სსმ, 41, 30/12/2008 20. 18/12/2008 - საქართველოს კანონი - 747 - სსმ, 39, 24/12/2008 19. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 482 - სსმ, 30, 07/11/2008 18. 26/12/2007 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/407 - სსმ, 1, 04/01/2008 17. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5034 - სსმ, 26, 11/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4749 - სსმ, 18, 22/05/2007 15. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4128 - სსმ, 49, 29/12/2006 14. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2941 - სსმ, 14, 15/05/2006 13. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2267 - სსმ, 55, 27/12/2005 12. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1682 - სსმ, 35, 04/07/2005 11. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1370 - სსმ, 19, 28/04/2005 10. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 808 - სსმ, 39, 25/12/2004 9. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 496 - სსმ, 32, 10/11/2004 8. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2163 - სსმ, 15, 04/06/2003 7. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 6. 20/03/2002 - საქართველოს კანონი - 1339 - სსმ, 7, 05/04/2002 5. 10/04/2001 - საქართველოს კანონი - 847 - სსმ, 11, 30/04/2001 4. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 432 - სსმ, 24, 30/06/2000 3. 05/05/2000 - საქართველოს კანონი - 289 - სსმ, 18, 15/05/2000 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 1. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2265 - სსმ, 38(45), 04/08/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.