ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1933
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14(21), 13/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.000.527
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1933
30/04/1999
სსმ, 14(21), 13/05/1999
140.100.000.05.001.000.527
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (01/08/2014 - 01/08/2014)

საქართველოს კანონი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს);

ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;

გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;

დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე);

ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს ფარგლებს გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზება კანონით აკრძალული ან შეზღუდულია;

ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით;

ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად;

    თ ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია : კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ; კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ; კომუნიკაციის თარიღის , დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ; კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ; მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ; მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ;

ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

 

1. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების , იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის , კანონიერების , კონსპირაციის , ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს .

2. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად , ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად .

3. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში , თუ მისი განხორციელება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა .

4. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ფარგლები და ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული მონაცემები ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების ლეგიტიმური მიზნისა და ამოცანის პროპორციული უნდა იყოს .

5. აკრძალულია იმ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელება , რომელიც :

) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს , ჯანმრთელობას , პატივსა და ღირსებას , ქონებას ;

) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს ;       

) დაკავშირებულია მოტყუებასთან , შანტაჟთან , ძალით დაყოლიებასთან , დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან .

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №1 9, , 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.21

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

 ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის ამოცანებია :

 ა ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა , აღკვეთა და თავიდან აცილება ;

) იმ პირის დადგენა , რომელიც ამზადებს , სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ;

 გ ) იმ პირის ძებნა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენის მიზნით , რომელიც , მიუხედავად გამოძახებისა , თავს არიდებს გამოძიების ან სასამართლოს წინაშე გამოცხადებას ; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა , თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას ;

 დ ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა ;

 ე ) უგზო - უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა ;

 ვ ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება ;

 ზ ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება ( სახელის , გვარის , ასაკის , მოქალაქეობის დადგენა ).

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 663 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

     მუხლი 5. საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, დადგენილი წესით.

11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში. 

2. იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის.

3. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.  (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

 

     მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში

1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

2. პირს , რომელსაც მიაჩნია , რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა , შეუძლია ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში , პროკურორთან ან სასამართლოში . განხორციელებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება .

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა.

4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება , ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით .

41. ამ კანონის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ , დაუყოვნებლივ . ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით , რის თაობაზე შედგენილი ოქმი დასტურდება მათი ხელმოწერებით . აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს , ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის / პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში .

5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2013 წლის  30   მაისის   კანონი № 663  – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

თავი II

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება

     მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.

2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:

ა) პირის გამოკითხვა;

ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;

გ) საკონტროლო შესყიდვა;

დ) კონტროლირებადი მიწოდება;

ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;

ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);

ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა;

თ)   ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ;  

ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635);

კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;

ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.

მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და   დახურული ხასიათის  ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.   [(ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის  სიტყვებს  ,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24  ოქტომბრის    გადაწყვეტილე ბა   1 /2/519   ვებგვერდი , 30.10.2012წ.]

3. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს     შეუძლია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI თავით დადგენილი წესით მოიპოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შემდეგ შემთხვევებში : უგზო - უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას ; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას , თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას ; დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას.

 

31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

4.  (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

5.  (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.

7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.

8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება.

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19,28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6251 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის  გადაწყვეტილება № 1/2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

 

1. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია :

) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის / მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ;

) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში , როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება , რომ მზადდება , ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება , რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება , მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები , რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად . ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს ;

) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ , რომელიც ემალება გამოძიებას , სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას ;

) პირის უგზო - უკვლოდ გაუჩინარება , ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა ;

) ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა - შეკითხვა ;

) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა - შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების ( შეთანხმების ) შესაბამისად .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , აგრეთვე იმავე პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , თუ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ , როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია , ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს .

3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს , ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი ვადა , ოპერატიულ - სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით , პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე .  

4. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას , საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე .   

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა   ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას , საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია .

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №496-სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.145

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/484 - ვებგვერდი, 13.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6060 – ვებგვერდი, 03.05.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები

1. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184  

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №140, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4128-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5034-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.241

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 - სსმIV,  №1, 04.01.2008წ., გვ.117

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №960-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.334

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1015-სსმI, №4, 12.03.2009წ., მუხ.15

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2987-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.153

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4410-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4732-ვებგვერდი, 22.06.2011წ.

     მუხლი 10. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ობიექტურად შეუძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;

გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს;

დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით.

     მუხლი 11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ მომზადდეს და განხორციელდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებანი, დანაშაულის თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებანი.

2. ოპერატიული შემოწმების მასალები არ წარმოადგენს ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების და იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველს.

თავი III

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები

     მუხლი 12. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები

1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს, საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს;

ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

ზ) პროკურატურის გამომძიებლებს;

თ) (ამოღებულია – 03.06.2011, №4732);

ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2265-სსმI, №38(45), 04.08.1999წ., მუხ.184

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №847-სსმI, №11, 30.04.2001წ., მუხ.40

საქართველოს 2002 წლის 20 მარტის კანონი №1339-სსმI, №7, 05.04.2002წ., მუხ.38

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2163-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.100

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4128-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4749-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.163

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5034-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.241

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრის კანონი №747-სმმI, №39, 24.12.2008წ., მუხ.245

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №960-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.334

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1015-სსმI, №4, 12.03.2009წ., მუხ.15

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2702-სსმI, №12, 24.03,2010წ., მუხ.44

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2987-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.153

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4410-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №47 32 -ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ.

     მუხლი 13. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები

1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან:

ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება;

ბ) შეასრულონ პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები;

გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები;

დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები;

ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები.

3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

     მუხლი 14. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ:

ა) ღიად ან/და ფარულად ატარებდნენ ამ კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლიან საფუძველზე ამყარებდნენ თანამშრომლობას პირებთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს;

გ) ქმნიდნენ და იყენებდნენ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;

დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;

ე) კონსპირაციის მიზნით იყენებდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც შენიღბულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა ვინაობა, ქვედანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ ორგანოებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.

ვ)  (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

ზ)  (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46

საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5549-ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 15. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და ორგანოს კანონიერ მოქმედებაში, გარდა იმ პირისა, რომელიც კანონით უშუალოდ არის საამისოდ უფლებამოსილი. აკრძალულია მისი მუშაობის შეფასება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას ემორჩილება უშუალო უფროსს. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას თანამდებობის პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით, ხოლო თუ მას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებისა თუ მითითების შესრულების შედეგად შეიძლება მოხდეს ან ხდება დანაშაული, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ზემდგომ ორგანოს და პროკურორს.

4. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს.

5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

თავი IV

მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის

     მუხლი 16. მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის

1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.

 

2. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ სრულწლოვან , ქმედუნარიან პირებს , მათი მოქალაქეობის , ეროვნების , სქესის , სოციალური მდგომარეობის , ენის , განათლების , პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად , ამ მუხლის მე -3 პუნქტით და ამ კანონის მე -6 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით .

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.

 

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

     მუხლი 17. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.

2. თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.

3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.

5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.

6. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან კონტრაქტის საფუძველზე მოქალაქეთა თანამშრომლობის პერიოდი, როგორც ძირითადი საქმიანობა, შედის მათ შრომით სტაჟში. აღნიშნულ პირებს აქვთ საპენსიო უზრუნველყოფის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. თუ პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, დაიღუპა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას, დაღუპულის ოჯახსა და მის კმაყოფაზე მყოფთ შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევათ ერთდროული შემწეობა დაღუპულის ათი წლის ხელფასის ოდენობით და კანონით დადგენილი წესით ენიშნებათ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

9. თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას მიყენებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც გამორიცხავს მისი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული შემწეობა ხუთი წლის ხელფასის ოდენობით და ენიშნება ინვალიდობის პენსია.

10. პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან და დადგენილი წესით ჩართულია დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების დადგენის მიზნით, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამ დროს არ ჩაიდინა ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული ან მის ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.

თავი V

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

    მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები. ამ მუხლში მითითებულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეთ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით სარგებლობისა და აღნიშნული ქონების განკარგვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5549-ვებგვერდი, 28.12.2011წ.

თავი VI

კონტროლი და ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისადმი

     მუხლი 19. საუწყებო კონტროლი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები პერსონალურად აგებენ პასუხს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების კანონიერებაზე.

     მუხლი 20.   ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სასამართლო კონტროლი

 

 ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით .

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

 

    მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა

1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198

საქართველოს 2013 წლის  30   მაისის   კანონი № 663  – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

     მუხლი 22. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

2. დაევალოთ ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი უწყებრივი ნორმატიული აქტების შემუშავება და მათი რეგისტრაცია.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 30 აპრილი.

№1933–IIს

48. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4896-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 47. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4596-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 46. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4251-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 45. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3799-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 44. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3392-Iს - ვებგვერდი, 24/09/2018 43. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3282-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 42. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3132-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 41. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 478-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3937-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 39. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3537-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 38. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2644-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 37. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2635-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 36. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1786-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 35. 27/11/2013 - საქართველოს კანონი - 1643-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 34. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 663-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 33. 24/10/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/519 - ვებგვერდი, 30/10/2012 32. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6251-Iს - ვებგვერდი, 29/05/2012 31. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6060-Iს - ვებგვერდი, 03/05/2012 30. 29/02/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/484 - ვებგვერდი, 13/03/2012 29. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5549-რს - ვებგვერდი, 111228089, 28/12/2011 28. 03/06/2011 - საქართველოს კანონი - 4732-Iს - ვებგვერდი, 110622011, 22/06/2011 27. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4410-Iს - ვებგვერდი, 110317040, 17/03/2011 26. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 25. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2987 - სსმ, 24, 10/05/2010 24. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2702 - სსმ, 12, 24/03/2010 23. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2468 - სსმ, 1, 04/01/2010 22. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1015 - სსმ, 4, 12/03/2009 21. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 960 - სსმ, 41, 30/12/2008 20. 18/12/2008 - საქართველოს კანონი - 747 - სსმ, 39, 24/12/2008 19. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 482 - სსმ, 30, 07/11/2008 18. 26/12/2007 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/407 - სსმ, 1, 04/01/2008 17. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5034 - სსმ, 26, 11/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4749 - სსმ, 18, 22/05/2007 15. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4128 - სსმ, 49, 29/12/2006 14. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2941 - სსმ, 14, 15/05/2006 13. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2267 - სსმ, 55, 27/12/2005 12. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1682 - სსმ, 35, 04/07/2005 11. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1370 - სსმ, 19, 28/04/2005 10. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 808 - სსმ, 39, 25/12/2004 9. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 496 - სსმ, 32, 10/11/2004 8. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2163 - სსმ, 15, 04/06/2003 7. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 6. 20/03/2002 - საქართველოს კანონი - 1339 - სსმ, 7, 05/04/2002 5. 10/04/2001 - საქართველოს კანონი - 847 - სსმ, 11, 30/04/2001 4. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 432 - სსმ, 24, 30/06/2000 3. 05/05/2000 - საქართველოს კანონი - 289 - სსმ, 18, 15/05/2000 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 1. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2265 - სსმ, 38(45), 04/08/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.