იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება

იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.017862
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
242
18/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
120200010.10.003.017862
იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2014 - 15/04/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2014 წლის 18 მარტი

ქ.თბილისი

 

იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მია­­ნობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქ­ტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქ­ტის,  35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1
 დამტკიცდეს იმ თანამდებობის პირთა თანდართული ნუსხა, რომ­ლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
მუხლი 2
 

ნუსხის პირველი–მე-7 მუხლებით გათვა­ლის­­­­წინებული პი­რები­­სათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფ­­ლე­ბის (სხვა სათა­ნა­დო მონაცემების მითითებით) დადასტურება განხორ­ციე­ლდეს შესაბა­მისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ფორ­მის მოწ­მობის გაცემით, ან/და სამსახურებრივ მოწმობაში შესა­ბამისი სახე­ლმ­წიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებუ­ლი სპეცია­ლური აღნიშვ­ნის შეტანით.

მუხლი 3
ნუსხის მე-8–მე-15 მუხლებით გათვალის­წინებული პირებისა­თ­ვის, აგრეთვე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდე­ბო­ბის პირებისათვის სამ­­­­­სა­­­ხუ­რებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების (სხვა სათანადო მონა­ცე­მე­­­­ბის მითითებით) დადასტურება განხორ­ციე­ლდეს სსიპ – საქართველოს ში­ნა­­­გან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესა­ბამისი ნებართ­ვის გა­­ცე­მით.
მუხლი 4
ამ დადგენილებასა და თანდართულ ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს დაინტერესებული უწყების წარ­დგი­­­ნებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინა­გან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.   
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.

2. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე.

3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

4. სამინისტროს დეპარტამენტის, მათ შორის, სამინისტროს ადმინის­ტრაციის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე.

5. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამ­მარ­­თ­ვე­ლოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფ­რო­სი.

6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის:

ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ვ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ზ) ეროვნული გვარდიის უფროსი;

თ) ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი.

7. სახმელეთო ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფრო­სი.

8. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, სარდლის მოა­დ­გი­ლე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფ­რო­სი, ტექნიკისა და შეიარაღების ცენტრის უფროსი, სამმართველოს უფ­როსი, სამ­მართველოს უფროსის მოადგილე.

9. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სარდლის მოადგი­ლე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამმართველოს უფ­რო­­სი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.

10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახე­­ლობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

11. ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, მეთაურის მო­ად­გილე, შტაბის უფროსი.

12. ჯარის სახეობათა ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები, მათი მოად­­გილეები და შტაბის უფროსები, ასევე, ბრიგადებში შემავალი და ცალკე­ული სამხედრო ნაწილების მეთაურები, მათი მოადგილეები და შტაბის უფ­რო­სები.

13. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, მეთაურის მოადგი­ლეები, შტაბის უფროსი, მმართველობის უფროსი ოფიცრები, მმართველობის და შტაბის განყოფილებების უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­და­ნაყოფების მეთაურები, ძალების ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­დანა­ყოფების მეთაურის მოადგილეები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­დანა­ყოფების შტაბის უფროსები, ბატალიონებისა და ცალკეული ქვე­დანაყოფების მმართველობისა და შტაბის უფროსი ოფიცრები, სპეციალური დანიშ­ნულების ასეულების მეთაურები, სპეციალური დანიშნულების ასეუ­ლე­ბის მეთაურის მოადგილეები, სპეციალური დანიშნულების ჯგუფების უფ­როსები.

 მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. მინისტრის აპარატის მოსამსახურეები.

3. სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

4. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

 5. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთა­ვარი სამმართველო) მოსამსახურეები.

6. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამეტი) მოსამსახურეები.

8. სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახუ­რე­ები.

9. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსა­ხუ­რე­­ები.

10. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

12. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამ­სა­ხუ­რეები.

13. რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამ­სა­ხუ­­რეები.

14. ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

15. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

16. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართ­ვე­ლოს მოსამსახურეები.

17. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

18. შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

19. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მოსამსახურეები.

 20. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

21. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახუ­რეები.

22. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

23. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

24. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.

25. სამინისტროს მმართველობის სფეროში  შემავალი სახელმწიფო საქ­ვეუ­წყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსა­ხუ­რე­­ები.

 26. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იუ­­რი­დიული პირების მოსამსახურეები.

მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფრო­სის მოადგილე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფრო­სი, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს გამომ­ძიებელი, გე­ნე­­­რალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერა­ლუ­რი ინ­ს­პექციის ოპერატიული სამმართველოს მრჩეველი.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში:

ა) აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი;

ბ) აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

გ) აღსრულების პოლიციელი.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკუ­რა­­ტ­ურის სისტემაში:

ა) საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკუ­რო­­რის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;

გ) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მი­სი მოადგილე;

დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პრო­­კურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი;

ე) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის განსაკუთ­რე­ბით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშ­ვ­ნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოად­გი­ლე;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყო­ფილე­ბის უფროსი;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პრო­კუ­რორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოა­დგი­ლე;

კ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი;

ლ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;

მ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;

ნ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკ­ურორი და უფროსი გამომძიებელი;

ო) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;

პ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.

მუხლი 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამი­ნის­ტ­როს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფ­რო­სის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენე­რა­ლუ­­რი ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო-სარევი­ზიო და ში­­და ინსპექტირების სამმართველოს მოსამსახურეები.

3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი.

5. საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, გამომძიე­ბე­ლი.

6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგა­ნოებში:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დე­პა­რ­­ტა­მენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარე, დეპარტა­მენ­ტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდო­მა­რის მოად­გილე;

ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმარ­თველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფ­რო­სის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი (შტა­ბის უფროსი), განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი), საორგანი­ზაც­იო გან­ყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, უფ­როსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგ­ში), უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში), უფროსი ინს­პექ­ტორი (საბრძოლო მომზადების დარგში), უფროსი მორიგე ინსპექტორი, ინსპექ­ტორი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთა­ური;

დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექ­ტო­რი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სა­მარ­­თ­ლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4. საგამოძიებო სამსახურის:

ა) უფროსის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფ­როსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომ­ძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექ­ტო­რი, უფროსი მზვერავი, მზვერავი;

გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი.

მუხლი 6. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამ­­სა­ხურის უფროსის მოადგილე.

2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩე­ვე­ლი, სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე.

3. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამსახურის სამმართველოს უფ­­რო­სის მოადგილე.

4. სამსახურის ინსტრუქტორ-კონსულტანტი, სამსახურის ექსპერტ-ანა­ლი­ტიკოსი.

5. სამსახურის განყოფილების უფროსი, სამსახურის განყოფილების უფ­რო­სის მოადგილე.

 6. სამსახურის დაზვერვის ოფიცერი, სამსახურის მთავარი სპეცია­ლის­ტი.

 7. სამსახურის დაცვის ოფიცერი, სამსახურის დაცვის თანამშრომელი.

8. სამსახურის ოპერატიული მორიგე.

მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სის­ტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე – სამ­სახურის ადმ­ინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, სამსახურის უფრო­სის მო­ად­­გი­ლე, სამსახურის უფროსის კონსულტანტი, სამსახურის უფროსის თა­ნაშემ­წე, მთავარი სპეციალისტი.

2.  სამსახურის ადმინისტრაციის  (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

3. პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტა­მენ­ტის მოსამსახურეები.

5.  ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

8. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

11. ესკორტირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

12.  სამედიცინო მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მო­სამსახურეები.

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მო­სამ­­სახურეები.

15. მოსამსახურეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამ­სახურს გადიან სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.

მუხლი 8. სასამართლოს სისტემაში:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქარ­თვე­­ლოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

2. საერთო სასამართლოების სისტემაში:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;

დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

ე) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

3. სასამართლოს მანდატურები.

მუხლი 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სა­მინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე სამსა­ხუ­რებ­რივ მოვალეობათა შესრულებისას.

2. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იუ­­რი­დიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) ინსპექტირების სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეცი­ა­ლის­­­ტი;

გ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი;

დ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფ­­რო­სი, უფროსის მოადგილე;

ე) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინ­ჯერი;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;

ზ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფ­­როსი, უფროსის მოადგილე;

თ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯე­რი, რეინჯერი;

ი) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;

კ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფ­როსი, უფროსის მოადგილე;

ლ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინ­ჯე­რი;

 მ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;

ნ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფ­რო­­სის მოადგილე;

 ო) აღკვეთილის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯე­რი.

3. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო საქვეუ­წყე­ბო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტა­მენ­ტის:

ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) ტერიტორიული ორგანოს (სამსახური) უფროსი;

გ) ცენტრალური აპარატის სწრაფი რეაგირების სამსახურის და ტერი­ტო­­­რი­ული ორგანოს (სამსახური) სწრაფი რეაგირების განყოფილების სწრაფი რეა­­გირების საჯარო მოსამსახურეები.

4. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საჯარო სამართლის იუ­­რი­­დიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს:

ა) უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი მეტყევე;

 ბ) ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მ­ე­ტ­­ყევე, სატყეო უბნის უფროსი.

მუხლი 10. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებუ­ლე­ბების სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ სა­ქარ­­თველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასა­ტო­რებსა და მოლარეებს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 11. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართვე­ლოს ფოსტის“ სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოს­ტის“ უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, გან­სა­კუ­თ­რებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავ­ნი­ლების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამ­სა­­ხურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 12. სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ სამოქალაქო ავია­ცი­­ის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს სამ­სა­ხურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემა­ში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფო აუ­დი­ტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს.

მუხლი 14. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს.

მუხლი 15. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ მთა­ვარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფ­როსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიც­რ­ის სამხედრო წოდებები.

 

 

 


40. 22/02/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 39 - ვებგვერდი, 23/02/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 25/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 510 - ვებგვერდი, 26/12/2023 38. 24/04/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 157 - ვებგვერდი, 25/04/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 07/12/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 554 - ვებგვერდი, 08/12/2022 36. 01/08/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 410 - ვებგვერდი, 03/08/2022 35. 28/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 397 - ვებგვერდი, 28/07/2022 34. 19/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 209 - ვებგვერდი, 20/04/2022 33. 10/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 123 - ვებგვერდი, 11/03/2022 32. 21/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 596 - ვებგვერდი, 22/12/2021 31. 21/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 362 - ვებგვერდი, 22/07/2021 30. 23/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 785 - ვებგვერდი, 23/12/2020 29. 23/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 645 - ვებგვერდი, 26/10/2020 28. 24/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 594 - ვებგვერდი, 25/09/2020 27. 06/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 478 - ვებგვერდი, 07/08/2020 26. 29/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 30/04/2020 25. 25/03/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 189 - ვებგვერდი, 25/03/2020 24. 22/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 566 - ვებგვერდი, 25/11/2019 23. 20/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 561 - ვებგვერდი, 21/11/2019 22. 21/10/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 497 - ვებგვერდი, 24/10/2019 21. 09/08/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 383 - ვებგვერდი, 12/08/2019 20. 05/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 313 - ვებგვერდი, 05/07/2019 19. 06/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 267 - ვებგვერდი, 10/06/2019 18. 18/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 645 - ვებგვერდი, 27/12/2018 17. 10/07/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 362 - ვებგვერდი, 11/07/2018 16. 12/06/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 329 - ვებგვერდი, 14/06/2018 15. 08/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - ვებგვერდი, 11/05/2018 14. 13/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 495 - ვებგვერდი, 15/11/2017 13. 31/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 175 - ვებგვერდი, 04/04/2017 12. 29/03/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 163 - ვებგვერდი, 30/03/2017 11. 20/10/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 476 - ვებგვერდი, 21/10/2016 10. 29/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 454 - ვებგვერდი, 30/09/2016 9. 01/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 164 - ვებგვერდი, 05/04/2016 8. 07/09/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 464 - ვებგვერდი, 10/09/2015 7. 03/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 408 - ვებგვერდი, 04/08/2015 6. 31/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 388 - ვებგვერდი, 03/08/2015 5. 25/06/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 301 - ვებგვერდი, 29/06/2015 4. 06/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 199 - ვებგვერდი, 06/05/2015 3. 25/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 698 - ვებგვერდი, 26/12/2014 2. 19/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 687 - ვებგვერდი, 22/12/2014 1. 15/04/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 297 - ვებგვერდი, 16/04/2014