სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 01/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.916
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
150
31/01/2007
სსმ, 14, 01/02/2007
310.150.000.22.034.009.916
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (01/02/2007 - 25/06/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.916

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №150

2007 წლის 31 იანვარი

 ქ. თბილისი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №401 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

ი. მერაბიშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

1. ეს ინსტრუქცია, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელთა ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია და ეკუთვნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2. ამ წესების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა სახელმწიფოებში და დროებით (უკან გაყვანის პირობით) 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით იქნენ შემოყვანილი საქართველოში.

    მუხლი 2. ამ ბრძანების ტერმინების მოქმედების არეალი

ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ ბრძანებით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – 50 სმ3 -ზე მეტი ძრავას მუშა მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათი მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა, დადგენილი წესით, რეგისტრაციასაც ახდენს სააგენტო.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.

4. სარეგისტრაციო ნიშნები – სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ტექნიკური პასპორტი), დროებითი მოწმობა, ტრანზიტი, შიდა ტრანზიტი, ტექნიკური ტალონი, სპეციალური სანომრე ნიშანი „TEST“-ი.

5. რეგისტრაციაში ცვლილებები – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სააღრიცხვო მონაცემებში და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა დოკუმენტში ცვლილებათა შეტანა.

6. მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ნოტარიულად შედგენილი საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მექანიკური სატრანსპორტო საშულების მმართველი პირი.

7. ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

8. იურიდიული პირები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პი-რები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

9. სატრანსპორტო საშუალება – ავტობუსი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მოტოციკლი რომელთა ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3  მეტია, აგრეთვე მათი მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები.

10. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები, აგრეთვე მათი დამხმარე ტექნიკური საშუალებები, მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ავტომობილი – ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც აქვს ბიძგის მექანიკური მექანიზმი და გადაადგილდება გზებზე საკუთარი ძალებით დამხმარე მოტორით.

12.     მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლში მითითებული ორგანიზაცია ან დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლებას.

13. პირველადი რეგისტრაცია – მესაკუთრის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა).

14. დამხმარე ტექნიკური საშუალებები – სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემადგენელი დამხმარე საშუალებები, რომელზეც არ გაიცემა სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

15. ტექნიკური ტალონი – სპეცტექნიკის დამხმარე ტექნიკური საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი 4).

16. მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ნახევარმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.

17. საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე – მექანიკური სატრან-სპორტო საშუალების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირო-ბებს: ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული მისამართი) საქართველოს ფარგლებს გარეთ; არ არის რეგისტრირებული საქართველოში; დროებით არის შემოყვანილი საქართველოში

18. დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით რეგისტრაციისას ან სარეგისტრაციო ცვლილებების განხორცილებისას უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების წარმოდგენილ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი, რომელშიც აისახება კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემები (დანართი 3). დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 დღით.

19. მსუბუქი ავტომობილი – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსის გარდა).

20. სატვირთო ავტომობილი – სატრანსპორტო საშუალება, რომლიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.

21. პიკაპი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომლის ღია სატვირთო ნაწილი გამოყოფილია სამგზავრო ნაწილისაგან სტაციონარული ტიხარით.

 22. ფურგონი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარა და გააჩნია მძღოლის და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გამყოფი ტიხარი.

23. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი – მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც გამავლობის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით გააჩნია სპეციალური სისტემები და აგრეგატები.

24. კაბრიოლეტი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი ჩასაწევი ფანჯრები.

25. ფაეტონი – მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ძარით, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ტენტი და გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

26. ფაეტონ უნივერსალი – მსუბუქი ავტომობილი სატვირთო-სამგზავრო ძარათი, რომელსაც გააჩნია რბილი დასაკეცი ან სახსნელი ტენტი და კარებზე დაყენებული გვერდითი სახსნელი ფანჯრები.

27. როდსტერი – მსუბუქი ორადგილიანი ავტომობილი ღია ძარით და დასაკეცი სახურავით.

28. ბრეგამი – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ წინა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

29 ლანდო – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც მხოლოდ უკანა სავარძლების ზემოთ ეხსნება სახურავის ნაწილი.

30. ტარგა – მსუბუქი ავტომობილი კომბინირებული სამგზავრო ძარათი, რომელსაც ეხსნება სახურავის შუა ნაწილი.

31. ვენი – გაზრდილი ტევადობის, უნივერსალური ძარას მქონე მსუბუქი ავტომობილი.

32. კუპე – მსუბუქი ავტომობილი ორ ან სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარათი, ორი გვერდითი კარით და ვიწროგაბარიტიანი უკანა სავარძლით.

33. ლიმუზინი – მსუბუქი ავტომობილი დახურული სამგზავრო ძარათი, რომელსაც წინა სავარძლების შემდეგ გააჩნია ტიხარი გასახსნელი ფანჯრით.

34. ფასტბეკი – ორი ან ოთხკარიანი მსუბუქი ავტომობილი უკან თანაბრად დახრილი სახურავით.

35. უნივერსალი – ორნაკვეთურიანი მსუბუქი ავტომობილი, ორი ან ოთხკარიანი ძარათი და სრულგაბარიტიანი სავარძლების ორი მწკრივით.

36. ჰეტჩბეკი – მსუბუქი ავტომობილი ორნაკვეთურიანი ძარათი და უკანა კარით, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრთა გადასაყვანად, ან ტვირთის გადასაზიდად (უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში).

37. სედანი – მსუბუქი ავტომობილი სამნაკვეთურიანი დახურული სამგზავრო ძარითა და ორი ან ოთხი გვერდითი კარით.

38. სპეციალური მსუბუქი – მსუბუქი ავტომობილის ბაზაზე არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

39. ბორტიანი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილი ბორტიანი პლატფორმით.

40. უნაგირა საწევარა – საწევარი, ავტომობილი გამწევი, რომელსაც გააჩნია უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობა ნახევარმისაბმელთან შესაერთებლად და არ გააჩნია ტვირთის გადასატანი საკუთარი ძარა.

41. თვითმცლელი – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

42. ცისტერნა – სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

43. სატვირთო ფურგონი – სატვირთო ავტომობილი, რომელზეც დამონტაჟებულია უფანჯრო, დახურული, სპეციალიზებული ძარა და რომელსაც მძღოლისა და ტვირთის გადასატან სათავსოებს შორის გააჩნია გამყოფი ტიხარი.

44. სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

45. სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

46. სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი – სატვირთო ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ტვირთისა და მგზავრთა გადასაყვანად და გააჩნია მძღოლის ადგილის ჩათვლით რვაზე ნაკლები სამგზავრო ადგილი.

47. მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილის შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე.

48. სატვირთო ავტომობილის მისაბმელი და ნახევარმისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილის შემადგენელი ტვირთის გადასატანი სატრანსპორტო საშუალებები ძრავას გარეშე.

49. ბორტიანი მისაბმელი – საერთო დანიშნულების მქონე სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ბორტიანი პლატფორმით.

50. თვითმცლელი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

51. ცისტერნა მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული მისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარათი, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

52. ფურგონი მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული მისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარათი.

53. სპეციალიზებული მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

54. სპეციალური მისაბმელი – სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

55. სამგზავრო მისაბმელი – მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

56. ბორტიანი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის საერთო დანიშნულების მქონე ნახევარმისაბმელი ბორტიანი პლატფორმით,

57. თვითმცლელი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია ნაყარი და ნახევრადთხევადი ტვირთის გადატანისათვის განკუთვნილი ლითონის ძარა და მოწყობილობა მექანიკური განტვირთვისათვის.

58. ცისტერნა ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი ცისტერნის ტიპის ძარით, რომელიც განკუთვნილია სითხის, თხევადი გაზის და მსგავსი ნივთიერებების გადასატანად.

59. ფურგონი ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის სპაციალიზებული ნახევარმისაბმელი, მასზე დამონტაჟებული უფანჯრო დახურული სპეციალიზებული ძარით.

60. სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი ძარა.

61. სპეციალური ნახევარმისაბმელი – სატვირთო ავტომობილის ნახევარმისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია მასზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის სატარებლად.

62. სამგზავრო ნახევარმისაბმელი – ნახევარმისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად.

63. მუხლუხა კომბაინი – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

64. თვლიანი კომბაინი – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასაღებად.

65. მუხლუხა ტრაქტორი – მუხლუხა საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

66. თვლიანი ტრაქტორი – თვლიანი საბაზო მანქანა, რომელიც გამოიყენება მძიმე ტვირთების გადაადგილებისათვის გრუნტიან ან დროებით მოწყობილ გზებზე. აღიჭურვება ბორტიანი და თვითმცლელი მისაბმელებით, ასევე საბმელი და კიდული მანქანებით.

67. პნევმოთვლიანი საწევარი – ერთი ან ორღერძიანი საბაზო მანქანა, რომელიც განკუთვნილია საბმელ (ერთღერძიანის შემთხვევაში) და საბმელ და კიდულ (ორღერძიანის შემთხვევაში) მუშა მოწყობილობებთან ერთად სამუშაოდ.

68. მუხლუხა სატვირთველი მანქანა – მუხლუხა თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

69. თვლიანი სატვირთველი მანქანა – თვლიანი თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების, ნაყარი და ცალობითი ტვირთების დატვირთვა-განტვირთვისათვის.

70. თვითმავლი ამწე – ავტომობილის შასისაგან განსხვავებული შასის მქონე თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო მასალების გადასაადგილებლად, დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოების შესასრულებლად.

71. ექსკავატორი – მიწისმთხრელი მანქანა, რომელიც მუშა მოწყობილობის მოქმედების ზონაში ასრულებს მასივიდან გრუნტის ამოთხრის და გადაადგილების ოპერაციას, მისი დაყრის, ან სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისათვის.

72. ბულდოზერი – მანქანა, რომელიც განკუთვნილია მცირე მანძილზე მუშა ორგანოს წინ მიწის ზედაპირზე გრუნტის გადაადგილებით მისი შრეობრივი დამუშავებისათვის.

73. ბულდოზერ გამაფხვიერებელი – ბულდოზერი, რომელსაც დამატებით დამონტაჟებული აქვს მოწყობილობა მაგარი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

74. სკრეპერი – მიწის სათხრელ-სატრანსპორტო მანქანა ციცხვიანი მუშა მოწყობილობით, რომელიც განკუთვნილია გამწე ძალის მეშვეობით გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

75. გრეიდერი – მიწის სათხრელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოძრავი ფარით, რომე-ლიც განკუთვნილია გაუყინავი გრუნტის შრეობრივი დამუშავებისათვის.

76. გრეიდერ ელევატორი – მანქანა განკუთვნილი მატერიკულ ქანებში გაუყინავი გრუნტის ამოსათხრელად და საყარზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე დასაყრელად.

77. სატკეპნი – თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია გრუნტისა და სხვა ნაყარი მასალების გასამკვრივებლად.

78. საბურღი – თვითმავალი მანქანა გრუნტის საბურღი მოწყობილობით.

79. ხიმინჯსასობი – ხიმინჯების ჩასასობად განკუთვნილი თვითმავალი მანქანა.

80. სპეციალური მობილური – ზემოთ ჩამოთვლილი მანქანებისაგან განსხვავებული სხვა სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მანქანები.

81. ფერი – ამ ბრძანების (დანართი №6) განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების შეფერილობა.

    მუხლი 4.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას აწარმოებენ სააგენტოს ერთიან სისტე-მაში შემავალი განყოფილებები(შემდგომში – სარეგისტრაციო სამსახურები):

ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს:

ბ.ა) რუსთავის განყოფილება;

ბ.ბ) თელავის განყოფილება;

ბ.გ) გორის განყოფილება;

ბ.დ) ახალციხის განყოფილება.

გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველოს:

გ.ა) ქუთაისის განყოფილება;

გ.ბ.) ზუგდიდის განყოფილება;

გ.გ) ფოთის განყოფილება;

გ.დ) ბათუმის განყოფილება.

2. სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრაციას არ ექვემდებარება:

ა) სპორტული სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ქარხანა-დამამზადებლების მიერ დადგენილ სტანდარტებს.

3. სარეგისტრაციო სამსახურები ახორციელებენ ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე გასცემენ სპეციალურ სანომრე ნიშნებს (TEST) და დროებით სარეგისტრაციო მოწმობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.

    მუხლი 5.

სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობების შესრულებისას ახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:

ა) ადგენენ დათვალიერების აქტს;

ბ) დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებენ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, ახორციელებენ რეგისტრაციაში ცვლილებებს და ახდენენ შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და მონაცემთა ბაზაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სარეგისტრაციო ნიშნებს;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახდენენ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე სამართლებრივი დატვირთვებისა და შეზღუდვების რეგისტრაციას;

ე) ახდენენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას და შესაბამის რეაგირებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ადგენენ და გასცემენ შესაბამის დოკუმენტებს;

ზ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 6.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის, ან რეგისტრაციაში ცვლილებათა შეტანის საფუძვლად მიღებული პირველადი მასალები შეიტანება კომპიუტერში, იკინძება სარეგისტრაციო მოწმობის მზარდი ნუმერაციით და ინახება 3 წლის ვადით. სარეგისტრაციო ჟურნალები იწარმოება კომპიუტერული სისტემიდან ამობეჭდილი ყოველდღიური რეესტრის ფორმით. ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება 30 წლის ვადით.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეების წარმომადგენლების მეშვეობით სარეგისტრაციო სამსახურებში სარეგისტრაციო მოქმედების შესრულებისას, პირველად მასალებში აგრეთვე ინახება დავალების ხელშეკრულების (მინდობილობის) დედნები.

3. რეგისტრაციისათვის არ მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები, ფანქრით შევსებული, შესწორებული და დაუმოწმებელი დოკუმენტები.

    მუხლი 7.

მესაკუთრეები ან მათი წარმომადგენლები (თუ ასეთი წარმომადგენლობა დასტურდება დავალების (მინდობილობის) საფუძველზე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა შეძენის, შიდა ტრანზიტის მოქმედების, საბაჟო რეგისტრაციის (საზღვრის გადაკვეთის), მათზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლასთან, ვალდებული არიან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ამ წესის შესაბამისად რეგისტრაციაში გაატარონ ან მოახდინონ სარეგისტრაციო ცვლილებები:

ა) ქვეყნის ფარგლებში აღრიცხვიდან მოხსნილი – 10 დღე-ღამის განმავლობაში;

ბ) ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი – დროებითი სარეგისტრაციო ნიშნის შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადაში.

    მუხლი 8.

1. სარეგისტრაციო საქმის წარმოება, სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების გაფორმება სარეგის-ტრაციო განყოფილებებში ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

2. რეგისტრაციისათვის უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების (მფლობელობის) უფლება და აგრეთვე სხვა დოკუმენტები, ექვემდებარებიან დადგენილი წესით სახელმწიფო ენაზე თარგმნასა და თარგმნის უტყუარობის დადგენის მიზნით ნოტარიული წესით დამოწმებას.

    მუხლი 9.

1. ქვეყნის ფარგლებს გარედან დროებით შემოყვანილი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ვადით, ამასთან, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობა ინახება სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურებში.

2. ქვეყანაში 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მასში მითითებული ვადით. სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვის ბარათი მფლობელის ვინაობისა და საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილის მითითებით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.

    მუხლი 10.  

საქართველოს ტერიტორიაზე საველდებულო რეგისტრაციის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები და სპეცტექნიკა კონსტრუქციული დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით იყოფა შემდეგი სახის ტიპებად:

1. მსუბუქი ავტომობილები:

ა) პიკაპი;

ბ) ფურგონი;

გ) მსუბუქი მაღალი გამავლობის;

დ) კაბრიოლეტი;

ე) ფაეტონი;

ვ) ფაეტონ უნივერსალი;

ზ) როდსტერი;

თ) ბრეგამი;

ი) ლანდო;

კ) ტარგა;

ლ) ვენი;

მ) კუპე;

ნ) ლიმუზინი;

ო) ფასტბეკი;

პ) უნივერსალი;

ჟ) ჰეტჩბეკი;

რ) სედანი;

ს) სპეციალური/მსუბუქი.

2. ავტობუსი

3. სატვირთო ავტომობილები:

ა) ბორტიანი;

ბ) უნაგირა საწევარა;

გ) თვითმცლელი;

დ) ცისტერნა;

ე) სატვირთო ფურგონი;

ვ) სპეციალიზებული;

ზ) სპეციალური;

თ) სატვირთო-სამგზავრო (7+1 და ნაკლები სამგზავრო ადგილით);

4. მისაბმელები:

ა) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელი;

ა.ა) სამგზავრო მისაბმელი;

ა.ბ.) სამგზავრო ნახევარმისაბმელი;

ბ) სატვირთო ავტომობილის მისაბმელი (ნახევარ-მისაბმელი);

ბ.ა) ბორტიანი მისაბმელი;

ბ.ბ) თვითმცლელი მისაბმელი;

ბ.გ) ცისტერნა მისაბმელი;

ბ.დ) ფურგონი მისაბმელი;

ბ.ე) სპეციალიზებული მისაბმელი;

ბ.ვ) სპეციალური მისაბმელი;

ბ.ზ) ბორტიანი ნახევარმისაბმელი;

ბ.თ) თვითმცლელი ნახევარმისაბმელი;

ბ.ი) ცისტერნა ნახევარმისაბმელი;

ბ.კ) ფურგონი ნახევარმისაბმელი;

ბ.ლ) სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი;

ბ.მ) სპეციალური ნახევარმისაბმელი;

5. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა:

ა) მუხლუხა კომბაინი;

ბ) თვლიანი კომბაინი;

გ) მუხლუხა ტრაქტორი;

დ) თვლიანი ტრაქტორი;

ე) პნევმოთვლიანი საწევარი;

ვ) მუხლუხა სატვირთველი;

ზ) თვლიანი სატვირთველი;

თ) თვითმავალი ამწე;

ი) ექსკავატორი;

კ) ბულდოზერი;

ლ) ბულდოზერ-გამაფხვიერებელი;

მ) სკრეპერი;

ნ) გრეიდერი;

ო) გრეიდერ-ელევატორი;

პ) სატკეპნი;

ჟ) საბურღი;

რ) ხიმინჯსასობი;

ს) სპეციალური მობილური.

    მუხლი 11.

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც შეიძლება გასცეს:

ა) სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცვხო ბარათი, ერთობლივი განცხადება (დანართი №1);

ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);

გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);

დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);

ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);

ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა, ანგარიში);

ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი);

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);

ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ“);

კ) სასამართლო აღმასრულებელმა (განკარგულება).

    მუხლი 12.

ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი დამოწმებული შესაბამისი ორგანოს ბეჭდით.

თავი II. სარეგისტრაციო ნიშნები, მათი გაცემის წესი

    მუხლი 13.

საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის სანომრე ნიშნები:

ა) ავტომობილებისათვის – ზომებით 520 x 110 1 მმ. მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, სამი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მისაბმელებისათვის – ზომებით 280 X 205 1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

გ) მოტოციკლებისათვის – ზომებით 240 x 130 1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით და ოთხი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;

დ) შიდა ტრანზიტი – ზომებით 520 x 110 1 მმ. მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, ორი ასო ლათინური შრიფტით TR და ოთხი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა; გაიცემა დროებით სატრანსპორტო საშუალების მფლობელის განცხადებაში მითითებული ვადით;

ე) სატრანზიტო სანომრე ნიშანი – მომზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 x 113 მმ;

ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების ავტომობილებისთვის – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 x 110 მმ;

ზ) საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების ავტომობილებისთვის – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 x 110 მმ.;

თ) საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის ავტომობილებისთვის – მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 x 110 მმ;        ი) სპეციალური სანომრე ნიშანი TEST-ი – ორი ციფრით, ზომებით 520 x 110 1მმ, გაიცემა გამოსაც-დელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის „ვ-თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანომრე ნიშნებს გასცემენ შესაბამისი დიპსერვისის სამსახურები.

    მუხლი 14.

ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ა“-„დ“ სახელმწიფო სანომრე ნიშნები მზადდება ალუმინის მასალის ნახევარფაბრიკატებზე, რომლებზეც გადაკრულია თეთრი ფერის შუქამრეკლი მასალა.

    მუხლი 15.

1. რეგისტრაციაში გატარებულ ავტომობილებზე, კონსტრუქციის შესაბამისად, გაიცემა წყვილი სანომრე ნიშანი და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

2. რეგისტრაციაში გატარებულ მოტოციკლებზე, სპეცტექნიკაზე, მისაბმელებზე, ნახევარმისაბმელებზე და მისაბმელ-სახსნელებზე კონსტრუქციის შესაბამისად გაიცემა ერთი სანომერე ნიშანი და ერთი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

3. სავალდებულო რეგისტრაციაში    გატარებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე უსასყიდლოდ გაიცემა ტექნიკური ტალონი.

4. დროებით დარეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ორი სანომრე ნიშანი (შიდა ტრანზიტი, სატრანზიტო სანომრე ნიშანი ან  TEST-ი) და ერთი დროებითი მოწმობა.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შიდა ტრანზიტი, სატრანზიტე სანომრე ნიშანი და TEST-ი გაიცემა დროებით, ამ ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

    მუხლი 16.

1. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში იხსნებიან აღრიცხვიდან საქართველოდან გაყვანის და უცხო სახელმწიფოში რეგისტრაციის ან განკარგვის მიზნით, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა 30 დღის ვადის მქონე სატრანზიტო სანომრე ნიშანი.

2. იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშანი, რომელთაც ქვეყნის შიგნით ეცვ-ლებათ დგომის (რეგისტრაციის) ადგილი, ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და მის სანაცვლოდ დადგენილი წესით გაიცემა შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი.

3. უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით, დადგენილი წესით, გაიცემა შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი.

4. სატრანზიტო და შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემა აღირიცხება დადგენილი წესით.

    მუხლი 17.

1. შიდა ტრანზიტი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა მესაკუთრის (მფლობელის) წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით:

ა) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ეცვლებათ დგომის (რეგისატრაციის) ადგილი, არა უმეტეს 10 დღის ვადით;

ბ) უცხო ქვეყნიდან აღრიცხვიდან მოხსნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შემოყვანილ იქნენ საქართველოში რეგისტრაციის მიზნით, არა უმეტეს 30 დღის ვადით.

2. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.

3. პირი, რომელიც იღებს შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანს, ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს მოქმედების ვადა და აღნიშნული ვადის გათვალისწინებით წარმოადგინოს კანონით დადგენილი საფასურის დამადასტურებელი ქვითარი.

4. შიდა ტრანზიტული დროებითი სარეგისტრაციო ნიშნის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დაუბრუნოს იგი იმ სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც ხდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბოლოო რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირი დამატებით იხდის კანონით განსაზღვრულ საფასურს.

5. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშნის დაკარგვის ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში დაუშვებელია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის გარეშე.

6. შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (იურიდიული პირის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ან დადგენილება რეგისტრაციის შესახებ და უფლებამოსილი პირის რწმუნება);

ბ) განცხადება შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრის მიღების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა;

გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

7. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი, უფლება აქვს გამოიყენოს იგი მხოლოდ მის ფლობელობაში არსებულ, განცხადებაში მითითებულ, დროებით დარეგისტრირებელ ან დაურეგისტრირებელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.

8. შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა დროებითი მოწმობა (დანართი №5)

    მუხლი 18.

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა გასხვისების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.

2. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

    მუხლი 19.

ნებადართულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი, გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.

    მუხლი 20.

გარდა ამ ბრძანების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაშვებია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული (ჩაბარებული) სანომრე ნიშნების დადგენილი წესით ხელახალი გაცემა.

    მუხლი 21.

ხმარებაში ნამყოფი ძველი რუსულშრიფტიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნები ნადგურდება დაჭრით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

    მუხლი 22.

1. დაკარგული ან დაზიანებული (უვარგისი) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად დადგენილი წესით გაიცემა ახალი მოწმობა.

2. სანომრე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევებში დადგენილი წესით ხდება მისი აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, სანომრე ნიშნის აღდგენა ან ახალი სანომრე ნიშნის გაცემა ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. დაზიანებული სანომრე ნიშანი ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს.

    მუხლი 23.

1. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში (ტექნიკურ პასპორტში) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მისი შეცვლა ხდება დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე.

2. დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა განადგურდება კომისიური წესით.

თავი III. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება

    მუხლი 24.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, აღრიცხვიდან მოხსნა ან ჩამოწერა წარმოებს მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის განცხადებით ამ ბრძანებით დადგენილი წესით.

    მუხლი 25.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურებში, მიუხედავად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართისა.

    მუხლი 26.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) განცხადება (დანართი №2);

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ვ) შიდა ტრანზიტი.

    მუხლი 27.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ხდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას (რეალიზაცია, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.):

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ა.გ) დათვალიერების აქტი;

ა.დ) ერთობლივი განცხადება;

ა.ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის ან მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მისამართის შეცვლისას:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;  

ბ.გ) დათვალიერების აქტი;

ბ.დ) პირადობის მოწმობა ან იურიდიული მისამართის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება აქვს პირადი განცხადებით მოახდინოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაცია მისთვის სასურველ ნებისმიერ სარეგისტრაციო სამსახურში);

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში (ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, ამასთან, მემკვიდრე საკუთრებაზე უფლებას იძენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ);

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გვარის, სახელის ან იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლისას;

დ.ა) მესაკუთრის განცხადება;

დ.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა;

დ.გ) დათვალიერების აქტი;

დ.დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ.ე) პირადობის მოწმობა;

დ.ვ) გვარის, სახელის ან სახელწოდების შეცვლის დამადასტურებელი საბუთი.

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის საკუთრებაში 2 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას ან ფიზიკური პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების საჩუქრად მიღებისა), მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია სარეგისტრციო სამსახურში დამატებით წარმოადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ან საგადასახადო ვალდებულებების არარსებობის ფაქტი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 26-27-ე მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ან მათ მესაკუთრეებზე სრულყოფილ ინფორმაციას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

3. ამ ბრძანების 26-ე მუხლითა და 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევებში იურიდიულმა პირებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

ა) დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ან იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) იურიდიული პირის ბეჭედი ან უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.

    მუხლი 28.

იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ახალ მესაკუთრეზე, გამსხვისებელ იურიდიულ პირებზე დაურეგისტრირებლად.

    მუხლი 29.

1. ამ ბრძანების მე-11 მუხლის „თ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პირებზე სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხდება ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.

2. ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ი“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პირებზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხდება ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.

    მუხლი 30.

სარეგისტრაციო განყოფილებებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი პირების უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენმა პირმა წარმოადგინა:

ა) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე ორგანიზაციასა (ავტომაღაზიები) და სატრანსპორტო საშუალების შემძენს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი გამსხვისებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით;

გ) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსთა მინისტრის ბრძანება;

დ) ამ ბრძანების მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 31.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სარეგისტრაციო სამსახურებში მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, ამ ბრძანებით დადგენილი წეით.

    მუხლი 32.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას კომპიუტერულ სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

ბ) დგომის ადგილის შეცვლა;

გ) მესაკუთრის განცხადება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ;

დ)     საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას;

ე) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;

ვ) საწარმოოს საწესდებო ფონდში შეტანა;

ზ) უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების, დადგენილების ან ბრძანების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების სხვა პირზე ან სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევა;

თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა.

    მუხლი 33.

სახელმწიფო წარმოების წუნდებული (ჩამოსაწერი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები აღრიცხვიდან იხსნება წარმოდგენლი აქტისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – მესაკუთრის განცხადებით. ამასთან, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურს ბარდება სარეგისტრაციო ნიშნები.

    მუხლი 34.

თუ უცხო ქვეყნიდან ჰუმანიტარული და სხვა მიზნობრივი დანიშნულებით შემოყვანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემულ საბაჟო დეკლარაციაში მითითებულია „მიზნობრივი დანიშნულებით“, ამის შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს როგორც სარეგისტრაციო მოწმობაში, ასევე სააღრიცხვო ბარათში.

    მუხლი 35.

უცხოეთიდან საქართველოში უკან გაყვანის პირობით ან/და გასხვისების უფლების გარეშე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გასხვისდეს ან ჩამოიწეროს მხოლოდ საბაჟო ორგნოების მიერ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

    მუხლი 36.

საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის, საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიოკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 37.

1. საელჩოებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების თანამშრომლების მიერ კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშულებების პირველადი რეგისტრაციისთვის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) დიპლომატიური სერვისის სამსახურის წერილი;

ბ) საბაჟო დეკლარაცია (დროებითი შემოტანის ან ნულოვანი განბაჟების რეჟიმით);

გ) განცხადება;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) დიპლომატის პასპორტი, ორგანიზაციის ბეჭედი ან საელჩოს მიერ დამოწმებული რწმუნებულება;

ვ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაზე კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. საელჩოებესა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების თანამშრომლების მიერ კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში:

ა) დიპლომატიური სერვისის სამსახურის წერილი;

ბ) საბაჟო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) ერთობლივი განცხადება;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ზ) დიპლომატის პასპორტი, ორგანიზაციის ბეჭედი ან საელჩოს მიერ გაცემული რწმუნებულება.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 38.

დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია პირთა წერილობითი მოთხოვნით დოკუმენტის შემდგენ ორგანოში.

    მუხლი 39.

სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:

ა) იმ პირების საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;

ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო განყოფილების სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 40.

1. გადაკეთებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ხელახალი რეგისტრაციისათვის შეცვლილ-ნომრიანი აგრეგატის სარეგისტრაციოდ, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს მათი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. გადაკეთებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარის გამოშვების თარიღი.

    მუხლი 41.

1. წარმოდგენილი დოკუმენტების ან სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნების უზუსტობისას (მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საქარხნო მარკირების შეცვლა, დოკუმენტებში აგრეგატების ნომრების ან სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობა და იმ მონაცემების არსებობა, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (ნომრიანი აგრეგატები) ან წარმოდგენილი დოკუმენტები დაკარგულია ან იძებნება) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები და დოკუმენტები ექვემდებარება შემოწმებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურები დაუყოვნებლივ ატყობინებენ უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით და დროებით აჩერებენ რეგისტრაციის პროცესს.

3. რეგისტრაციაზე დადებული შეზღუდვები იხსნება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (გამომძიებლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან გადაწყვეტილება).

    მუხლი 42.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, როცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია აღრიცხვიდან და არ არის რეგისტრირებული ახალ ადგილზე, სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი აღრიცხვის ადგილიდან წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანოს ბეჭდით დამოწმებული აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ქსეროასლები.

    მუხლი 43.

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ან ძებნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა შეიძლება ყადაღისგან გათავისუფლების ან ძებნიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. საგადასახადო გირავნობით დატვირთულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სარეგისტრაციო ცვლილებების განსახორციელებლად მესაკუთრემ უნდა წარადგინოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 44.

გატაცებული ან მოპარული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისთვის ან სარეგისტრაციო ცვლილებებისთვის (ჩამოწერის მიზნით) საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოდან გაცემული დოკუმენტი.

    მუხლი 45.

წარმოშობილი გარემოებების გამო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დასაყადაღებლად და ყადაღის მოსახსნელად ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ უნდა მიმართოს წერილობით სარეგისტრაციო სამსახურს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაყადაღებული და ყადაღამოხსნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი დაუყოვნებლივ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში.

თავი III. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 46.

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                                                                                                    დანართი 1

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემა (გასხვისება)

წარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

                             შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

          სააგენტოში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შედგენილი

ერთობლივი განცხადების საფუძველზე

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულ   

უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში

 

ერთობლივი განცხადება №

 

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

  სააგენტო  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                

(სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

                                                  

ტრანზიტის №

 

ნაწილი I.

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მონაცემები:

ა) მესაკუთრე  -------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                        (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

გავასხვისე ჩემს საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                    

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ვისზე: ახალი მესაკუთრის ფიზიკური და იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის

სერია და №:)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ----------             8. ძარას №-------------                           

3. გამოშვების წელი --------                 9. ძრავას №------------                                

4 ფერი -----------------------                 10. შასის №-------------              

5. ტიპი -----------------                            11. დასაშვები წონა ----- კგ

6. საიდენტ. №------------------------------------    

7. ტექ.პასპორტის №-----                         12. დაუტვირთავი წონა -----კგ

                                                        

 ერთობლივი განცხადების საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებას (გადაცემას) ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

–––––––––––––––––  ბ.ა.                                                                    ––––––––––––––––––– ბ.ა

     (გამსხვისებელი)                                                                                      (შემძენი)                        

                                                                                                                                                                                                                                                                                                     მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კუთვნილება შემოწმებულია, მხარეებს შორის ერთობლივი განცხადება ხელმოწერილია ჩემი თანდასწრებით, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით და ბეჭდით:

 

----------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ

 

ნაწილი II.

გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ ერთობლივი განცხადების I ნაწილით ჩემს საკუთრებაში გადმოცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ახალი მესაკუთრის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

                                              ბ.ა  ––––––––––––––

                                                     (ხელმოწერა)  

                                                                                                                                                     

მივიღე:   --------------------------------------------------------------------------------------------                                  

                        (სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

                                                               

 გავეცი: ---------------------------------------------------------------------------------------------

                              (სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

               ---------------------------------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ

 

დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

       ---------------------------------------------------------------------------------

                                  (სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

 

მესაკუთრის(ფლობელის)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

               (ფიზიკური ან იურიდიული პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                  (საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული მისამართი)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------- ჩემს

          საკუთრებაში(ფლობელობაში) არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება

 

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № ----------                              7. ტექ.პასპორტის №---   

3. გამოშვების წელი --------                                  8. ძარას №-------------             

4 .ფერი -----------------------                                  9. ძრავას №------------               

5. ტიპი -----------------                                          10. შასის №-------------

6. საიდენტ. №------------------------------------  11. დასაშვები წონა ----- კგ

მფლობელი --------------------------                     12. დაუტვირთავი წონა -----კგ

 

----- ------------ 200  წ                                    ბ.ა   -----------------------------------

                                                                                               (ხელმოწერა)        

 

მივიღე:--------------------------------------------------------------------------------------------------------                                                    (დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

                                                                 

  გავეცი: -----------------------------------------------------------------------------------------------------

                (დოკუმენტები,სანომრე ნიშანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და სხვ.)

 

-------------------------------------------------------------

(თანამდებობის პირის სახელი, გვარი ხელმოწერა)

 

ბ.ა.  –– ––––– 200 წ

 

 

დანართი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  დათვალიერების

 

ა ქ ტ ი №

                    

¨–¨–– 200  წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                      (სარეგისტრაციო სამასახური დასახელება)

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

1. მარკა, მოდელი, ძრავას მოც. --------------------------------------------------------------

2. სანომრე ნიშანი № -------------                       7. ტექ.პასპორტის №------   

3. გამოშვების წელი ---------------                     8. ძარას №-----------------             

4 ფერი -------------------------------                    9. ძრავას №---------------                

5. ტიპი -------------------------------                   10. შასის №---------------

6. საიდენტ. №-------------------------                11. დასაშვები წონა ----- კგ

მფლობელი ------------------------                        12. დაუტვირთავი წონა -----კგ

 

 შენიშვნა ---------------------------------------------------------------------------------------

  -----------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

(უფლებამოსილი თანამდებობის პირის, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

 

 

                                                                                   დანართი №4

 ტექნიკური ტალონი №                                           

 

1. მარკა, მოდელი––––––––––––––––    

  model                /                

2. აგრეგატის ნომერი –––––––––––/   

    Aggregate number                       

3. გამოშვების წელი –––––––––––– /     

    Production year                          

4. კუთვნილება ––––––––––––––––/

   Beloung

5.  მისამართი ––––––––––––––                                                           

      Adress

6.   რეგისტრაციის საფუძველი

Registration basis

 

გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს --------------------------------------------------------------------- მიერ 

                                   (სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება)

--- -------- 200  წ                               

 

---------------------------------------  ბ.ა

(თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

                                                                               

დანართი № 5

დროებითი მოწმობა №

 

   მიმღები პირი---------------------------------------------------------------------------------      

                                   (პირის მონაცემები,პირადობის მოწმობის სერია და №:)

 

  მისამართი:   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––         

 

   მანქანის მოდელი ------------------------  

  

     TR №  -------------------------

  

   TR გაცემის თარიღი: ----- ---------- 200  წ

 

  TR მოქმედების ვადა: ---- ---------- 200  წ

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების     

სააგენტოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ.

                            (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

                                                                

                                    --------------------------------------  ბ.ა 

                                    (თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

 

დანართი №6

 

 

 

შავი 

 

 

TTTTTTTTTTtttttttTTTet

თეთრი

 

 

 

43. 29/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 20 - ვებგვერდი, 29/03/2024 42. 06/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 67 - ვებგვერდი, 08/09/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 07/03/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 12 - ვებგვერდი, 07/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 01/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - ვებგვერდი, 02/11/2022 39. 15/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71 - ვებგვერდი, 18/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 02/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38 - ვებგვერდი, 04/04/2022 37. 04/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 70 - ვებგვერდი, 06/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 26/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 27 - ვებგვერდი, 26/03/2021 35. 23/02/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 23/02/2021 34. 22/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 178 - ვებგვერდი, 22/12/2020 33. 30/08/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 78 - ვებგვერდი, 30/08/2019 32. 29/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 65 - ვებგვერდი, 30/07/2019 31. 14/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 52 - ვებგვერდი, 17/06/2019 30. 11/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 116 - ვებგვერდი, 11/10/2018 29. 05/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 50 - ვებგვერდი, 05/04/2018 28. 31/10/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 531 - ვებგვერდი, 31/10/2017 27. 31/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 289 - ვებგვერდი, 02/06/2016 26. 21/10/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 817 - ვებგვერდი, 23/10/2014 25. 29/08/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 664 - ვებგვერდი, 29/08/2014 24. 08/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 187 - ვებგვერდი, 11/03/2014 23. 05/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 925 - ვებგვერდი, 10/12/2013 22. 26/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 897 - ვებგვერდი, 28/11/2013 21. 22/08/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 661 - ვებგვერდი, 22/08/2013 20. 29/03/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 225 - ვებგვერდი, 29/03/2013 19. 16/01/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22 - ვებგვერდი, 16/01/2013 18. 21/12/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1007 - ვებგვერდი, 24/12/2012 17. 24/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 708 - ვებგვერდი, 30/08/2012 16. 20/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 132 - ვებგვერდი, 20/02/2012 15. 08/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 96 - ვებგვერდი, 08/02/2012 14. 23/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1047 - ვებგვერდი, 111223028, 23/12/2011 13. 09/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 996 - ვებგვერდი, 111209022, 09/12/2011 12. 28/06/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 538 - ვებგვერდი, 110628005, 29/06/2011 11. 19/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 407 - ვებგვერდი, 110519004, 19/05/2011 10. 14/01/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13 - ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 9. 11/11/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 965 - სსმ, 149, 15/11/2010 8. 12/08/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 740 - სსმ, 99, 13/08/2010 7. 28/04/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 390 - სსმ, 49, 28/04/2010 6. 27/08/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1079 - სსმ, 106, 27/08/2009 5. 26/03/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 405 - სსმ, 37, 26/03/2009 4. 29/05/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 626 - სსმ, 77, 30/05/2008 3. 11/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13 - სსმ, 6, 16/01/2008 2. 26/09/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1257 - სსმ, 138, 04/10/2007 1. 25/06/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 891 - სსმ, 94, 02/07/2007