საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/12/1984
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
161
15/12/1984
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984
020.000.000.05.001.000.010
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/08/2019 - 20/09/2019)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.

2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი,

1984 წლის 15 დეკემბერი

№161–Xს

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

 

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები

ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.

ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 5. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე;

წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება

სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფა

არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე.

საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომების შეფარდებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრივ სისტემატური კონტროლი, საპროკურორო ზედამხედველობა, გასაჩივრების უფლება, კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

 

კარი II.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

I. ზოგადი ნაწილი

თავი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

    მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.

    მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.

    მუხლი 13. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ.

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 15. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, ბუნების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და სხვა იმ წესების დაუცველობასთან, რომელთა შესრულების უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.

    მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება

1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45- და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.

1​1 . ამ კოდექსის 45-ე, 451, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინურ წესდებათა მიხედვით.

2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4322 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.62

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 17. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის პასუხისმგებლობა

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

    მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 20. შეურაცხადობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

    მუხლი 21. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.

ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 

    მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა 

თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

 საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

 

თავი III. ადმინისტრაციული სახდელი

    მუხლი 23. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები

ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;

1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;

ვ) გამასწორებელი სამუშაოები;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები

1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

    მუხლი 26. გაფრთხილება

გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოაქვთ წერილობითი ფორმით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72

    მუხლი 27. ჯარიმა

მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მეასედზე ნაკლები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

     მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 153​6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3.    იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 153 6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო, ექვემდებარება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება

1. მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც აღნიშნული საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261   

საქართველოს 2013 წლის  27  ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

    მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები

გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამართლე. გამასწორებელი სამუშაოს ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა

1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქმეს სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4326 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.63

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505 – სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი IV. ადმინისტრაციული სახდელის დადება

    მუხლი 33. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 34. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;

2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;

3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;

4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.

 საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

    მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

1. მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

2. წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;

3. არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;

4. სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

5. სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;

6. სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

    მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის

ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.

თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

    მუხლი 361. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

    მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელების ვადების გამოანგარიშება

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების − თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების შეჩერების − წლებით ან თვეებით.

    მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

1. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის შეფარდებისას.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1350 – სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.122 

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4069 – სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.459

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად

თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.

შენიშვნა: სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

    მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

11 . ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5, მე-10 და მე-11 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილში მითითებული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

31 . ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

6. ამ მუხლით განსაზღვრული:

ა) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება;

ბ) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5628 – ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.

     მუხლი 401. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

1.    თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

2.    დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.    თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის (მათ შორის, გარემოსათვის მიყენებული ზიანის) ანაზღაურება ან რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4072 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.502

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი

მოსამართლე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით ადასტურებს იმ მოვალეობის შესრულების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობისთვისაც პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, და დადგენილებაში განსაზღვრავს დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4283 – სსმ I, №5, 15.01.2007წ., მუხ.66 

II. განსაკუთრებული ნაწილი

თავი V. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 42. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) თანამდებობის პირის მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.

შენიშვნა: შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება შრომის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაოებზე.

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 

საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ. 45

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 21.03.2018წ.

საქართველოს 2019  წლის  19  თებერვლის   კანონი №4284  – ვებგვერდი, 04.03.2019წ.

    მუხლი 421. კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების პროცედურებში მონაწილეობისათვის თავის არიდება

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ მუშაკთა მოთხოვნით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების საკითხებზე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა, კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1682 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.39

    მუხლი 422. კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1682 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.39

    მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობა

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1090 – სსმ I, №29, 17.10.2001წ., მუხ.118

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №961 – სსმ I, №3, 14.01.2005წ., მუხ.12

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1789 – სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.277

    მუხლი 424. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა

დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2437 – სსმ I, №21, 15.07.2003წ., მუხ.147

    მუხლი 425. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 426. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 427. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 428. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 429. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2461 – სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.7

    მუხლი 43. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ- ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა

სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ასი ლარით.

იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ხუთასი ლარით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

    მუხლი 431. ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა 

1. ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 100 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 500 ლარის ოდენობით. 

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5573 – ვებგვერდი, 13.07.2016წ.

    მუხლი 432. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე 

1. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 44. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

    მუხლი 441. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა

ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2382 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.221

    მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა

1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 10000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5000 ლარისა.

3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 8 დეკემბრის კანონი №1193 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.141

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1316 – სსმ I, №5, 21.03.2002წ., მუხ.31

საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2023 – სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.269

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5719 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.

    მუხლი 443. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება

ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111

    მუხლი 444. არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი

არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1056 – სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.61

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394

    მუხლი 445 . სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარისა.

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3835 – სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.316

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5719 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.

    მუხლი 446. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4305 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.413

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275

    მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა

1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

    მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სავალდებულო შეტყობინების გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3119  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 449. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა

1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3554 – სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.280

      მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა

1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.509

    მუხლი 4411 . „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების წესების დარღვევა

1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6246 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

    მუხლი 4412 . „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903 მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6246 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3401   ვებგვერდი, 25.09.2018წ.

    მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 

1.  (ამოღებულია – 30.11.2018, №3774).

2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისთვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.

4. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4191 – სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.359

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის  2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება  №1/16/770 – ვებგვერდი, 27.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3119  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1282 – ვებგვერდი, 03.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

    მუხლი 451. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა 

1. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა შენობა-ნაგებობისა (თუ ეს შენობა-ნაგებობა იმავდროულად ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გამოიყენება), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტსა და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 200 ლარამდე ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში) ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

10. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

12. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

14. დაწესებულების (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა –

გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა არის ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის ეკონომიკური საქმიანობა განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა არ მოიცავს შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად ქირით გადაცემას, გარდა სასტუმროს და საოჯახო სასტუმროს მიერ შენობა-ნაგებობის ქირით გადაცემის შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა, აგრეთვე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განთავსებულია საჯარო სივრცეში ან საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის პირადი სივრცე გულისხმობს ბინას, საცხოვრებელ სახლს ან/და სხვა სახის მფლობელობას, თუ იქ არსებობს პრივატულობის გონივრული მოლოდინი.

5. ამ მუხლის მე-14 ნაწილის მიზნებისთვის დაწესებულება ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ახორციელებს:

ა) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

ბ) თუ არსებობს ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი აშკარა ნიშნები, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი, აგრეთვე სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს შეაწყვეტინოს სამსახურებრივი საქმიანობა.

6. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მცირე ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

7. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება 21 წლამდე ასაკის პირმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ან პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, და შეუძლებელია აღნიშნული ფაქტის ადგილზე დადგენა, პოლიციელი აღნიშნულ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს.

8. პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფად ჩაითვლება, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.

9. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ითვლება მისი მიღების/მოწევის პროცესი.

10. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

12. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7 და მე-8–მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს სასამართლომ შეიძლება 3 წლამდე ვადით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.

    მუხლი 46. ვენერიული სენის შეყრის წყაროს და ავადმყოფთა ისეთი კონტაქტების დაფარვა, რომლებიც სენის შეყრის საშიშროებას ქმნიან

ვენერიული სენით დაავადებულთა მიერ დაავადების წყაროს დაფარვა, აგრეთვე იმ პირთა დაფარვა, რომლებთანაც ისეთი კონტაქტები ჰქონდათ, რაც ვენერიული სენის შეყრის საშიშროებას ქმნის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

    მუხლი 461. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის, ქსოვილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათმაგი ოდენობით, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასმაგი ოდენობით.

საქართველოს 2002 წლის 6 ნოემბრის კანონი №1708 – სსმ I, №30, 27.11.2002წ., მუხ.133 

   მუხლი 462. უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა

სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ან იმავე კანონით განსაზღვრული ფილიალის სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5362 – ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 463. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა

სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5362 – ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 464. სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა  

1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5362 – ვებგვერდი, 17.06.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3119  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი VI. საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

    მუხლი 47. ( ამოღებულია )

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი №478 – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 48. წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება

წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 00 ლარის ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ.  

მუხლი 49.  სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994წ., მუხ.308

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 491. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5185 – სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.282

    მუხლი 501. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით მოვალეა აანაზღაუროს ასეთი ზარალი, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

 

თავი VII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში

საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4413 – სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.77

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3535 – სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.305

    მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

მუხლი 511. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება

1. დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

    მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნa და გადაადგილება

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 750 ლარის ოდენობით.

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 513. სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა

სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77

    მუხლი 514. მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება

მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1753 – სსმ I, №31, 10.12.2002წ., მუხ.139 

მუხლი 515. მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია 

მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1753 – სსმ I, №31, 10.12.2002წ., მუხ.139

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 52. მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება

მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 800 ლარამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2014  წლის  1  მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 53. დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა

დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.163

    მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა 

1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.

საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება

მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163

საქართველოს 2018 წლის 20  აპრილის  კანონი №2196  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 533. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა

მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77

    მუხლი 54. მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა

მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163

    მუხლი 541. მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა

მიწის კანონმდებლობ